პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა უნდა მოხდეს, რომ ვინმეს "შეყვარებული" დავარქვა" - როგორია "ბაქარის" რეალური პირადი ცხოვრება და რას ფიქრობს ნაადრევ ქორწინებაზე
"რა უნდა მოხდეს, რომ ვინმეს "შეყვარებული" დავარქვა" - როგორია "ბაქარის" რეალური პირადი ცხოვრება და რას ფიქრობს ნაადრევ ქორწინებაზე

სე­რი­ალი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მა­ყუ­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სის ეპი­ცენ­ტრშია. ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო სე­რია თით­ქმის სი­ურპრი­ზია მა­ყუ­რებ­ლის­თვის, რად­გან არა­ვინ იცის რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. ამ­ჟა­მად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მე­ნი ბა­ქარ ორ­ჯო­ნი­კი­ძეა, რო­მელ­მაც ვა­კელ ლე­კა­ზე იქორ­წი­ნა. პა­რა­ლე­ლუ­რად კი ცნო­ბილ ტე­ლე­წამ­ყვან­თან, მი­მის­თან აქვს ურ­თერ­თო­ბა.

"მას ექ­სტრი­მით სავ­სე დრა­მა­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა აქვს. ემო­ცი­ებს თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად გა­მო­ხა­ტავს, მით უმე­ტეს - სა­ხალ­ხოდ. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბას მა­შინ იწყებს, როცა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კუ­თხით ფეხ­ქვეშ მყარ ნი­ა­დაგს იგ­რძნობს. ფულ­სა და დი­დე­ბას შო­რის არ­ჩე­ვა­ნი რომ გა­ა­კე­თე­ბი­ნოთ, დი­დე­ბას აირ­ჩევს. ვერ იტანს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლის როლ­ში ყოფ­ნას, რის გა­მოც ხში­რად კონ­ფლიქ­ტშია ზემ­დგო­მებ­თან", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ვე­ფხვის წელ­ში და­ბა­დე­ბულ თხის რქას, ეს კი სწო­რედ მსა­ხი­ობ ბუბა მირ­ცხუ­ლა­ვას ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

რო­გო­რია მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და რას ფიქ­რობს ნა­ად­რევ ქორ­წი­ნე­ბა­ზე, ამის შე­სა­ხებ ბუბა მირ­ცხუ­ლა­ვა ჟურ­ნალ "გზას­თან" სა­უბ­რობს:

- წეს­რი­გის სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი?

- მგო­ნი, ეს ორი თვი­სე­ბა ზედ­მე­ტა­დაც კი მაქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. წვრილ­მა­ნებს ვაკ­ვირ­დე­ბი, რაც ზოგ­ჯერ დის­კომ­ფორ­ტსაც მიქ­მნის. სამ­სა­ხურ­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბა არ მჩვე­ვია, ეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და მა­ში­ნაც, ჩემი მი­ზე­ზით - არა. ვერ ვი­ტან, როცა მა­ლო­დი­ნე­ბენ. დრო­ის ფასი ვიცი, უაზ­როდ ფლან­გვა არ მიყ­ვარს. ჩემი ენერ­გი­ის ზედ­მე­ტად "არა­ფერ­ში" ხარ­ჯვაც არ მომ­წონს.- "ის ღრმა ბავ­შვო­ბი­დან ისა­ხავს მი­ზანს და წინ, რო­გორც კლდის მწვერ­ვა­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი ვაცი, ისე მი­ი­წევს".- როცა მინ­დო­და, ვცეკ­ვავ­დი, როცა თე­ატ­რით და­ვინ­ტე­რეს­დი, თე­ატ­რში წა­ვე­დი, მერე - სე­რი­ალ­ში. ტი­პუ­რი თხის რქა არ ვარ, ხა­სი­ათ­ში მერ­წყუ­ლის გავ­ლე­ნა იგ­რძნო­ბა. ბოლო დროს, სპონ­ტა­ნუ­რად, ჩემი კა­რი­ე­რა კარ­გად აე­წყო. მგო­ნია, რომ ასე­თი რა­მე­ე­ბი არ უნდა დავ­გეგ­მო. ჯერ მი­მარ­თლებს, ვნა­ხოთ, მერე რა მოხ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ბრძო­ლა დამ­ჭირ­დეს იმის­თვის, რაც დღეს მაქვს.

- დაბ­რკო­ლე­ბე­ბი გაფრ­თხობს თუ მე­ტად გაძ­ლი­ე­რებს?

- ყვე­ლა­ფერს ხომ და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე აქვს, მათ შო­რის, დაბ­რკო­ლე­ბებ­საც. ცალ­სა­ხად ცუდი ან ცალ­სა­ხად კარ­გი არა­ფე­რი არ­სე­ბობს. გა­რე­მო­ე­ბებს გა­აჩ­ნია. შე­იძ­ლე­ბა და­მაბ­რკო­ლოს, შე­იძ­ლე­ბა ისე გა­მაძ­ლი­ე­როს, რომ წინ ვე­რა­ფე­რი და­მიდ­გეს.

- "ემო­ცი­ებს თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად გა­მო­ხა­ტავს, მით უმე­ტეს - სა­ხალ­ხოდ".

- ასეა. ეს არა­ბუ­ნებ­რი­ვი მგო­ნია. ვერ ვი­ტან სა­ჯა­როდ სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნას, ხე­ლის თხოვ­ნას და ა.შ. ეს იმ­დე­ნად ინ­ტი­მუ­რი რამ არის, მხო­ლოდ ორი ადა­მი­ა­ნის კუთ­ვნი­ლე­ბა უნდა იყოს. მსგავს თე­მებ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბის ნახ­ვის დრო­საც კი, დის­კომ­ფორ­ტს ვგრძნობ. არა­ვინ იცის, იქ მყოფ­თა­გან ვის რა პრობ­ლე­მა აქვს და ეს ყალ­ბი ღი­მი­ლი ძა­ლი­ან არა­ბუ­ნებ­რი­ვია.

- "მას არ უყ­ვარს გრძნო­ბე­ბის სი­ტყვე­ბით აფი­ში­რე­ბა. ურ­ჩევ­ნია, სიყ­ვა­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლით გა­მო­ხა­ტოს".

- ამ შემ­თხვე­ვა­ში მარ­თლა რა­დი­კა­ლუ­რი ვარ და ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ასეა. როცა ადა­მი­ა­ნის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს და ეს შენს საქ­ცი­ელ­შიც იგ­რძნო­ბა, სი­ტყვე­ბი ზედ­მე­ტია. ასე­თი შემ­თხვე­ვა ჩემს ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ­თან მქონ­და. მას ჩემი საქ­ცი­ე­ლის სი­ტყვე­ბით ფორ­მუ­ლი­რე­ბაც უნ­დო­და, სჭირ­დე­ბო­და. სი­ტყვე­ბით ბევ­რი რა­მის თქმა შე­იძ­ლე­ბა. ქცე­ვა და ქმე­დე­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია.

- იმ გო­გოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ას­რუ­ლე?

- დიახ.

- დღეს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- არა. ახლა ამ სა­კითხს ძა­ლი­ან პრაგ­მა­ტუ­ლად ვუდ­გე­ბი. ვერ ვუ­გებ ადა­მი­ა­ნებს, ურ­თი­ერ­თო­ბას უეც­რად სიყ­ვა­რულს რომ და­არ­ქმე­ვენ. ბოლო ურ­თი­ერ­თო­ბი­დან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ახლა ვფიქ­რობ, არ ვიცი, მო­მა­ვალ­ში რა უნდა მოხ­დეს, რომ ვინ­მეს "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი" და­ვარ­ქვა. ეს სი­ტყვა არ მომ­წონს. შე­იძ­ლე­ბა მყავ­დეს მე­გო­ბა­რი გოგო და მქონ­დეს ისე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რა­საც ზო­გი­ერ­თი სიყ­ვა­რულს და­უ­ძა­ხებს.

- იმ ურ­თი­ერ­თო­ბამ რა ემო­ცია და­გი­ტო­ვა: ტკი­ვი­ლი, იმედ­გაც­რუ­ე­ბა...

- რა თქმა უნდა, ტკი­ვი­ლიც იყო, იმედ­გაც­რუ­ე­ბაც, კმა­ყო­ფი­ლე­ბაც. რამ­დე­ნა­დაც - კარ­გი, იმ­დე­ნად ცუდი იყო.

- ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ მე­გობ­რე­ბად დარ­ჩე­ნა­ზე რას ფიქ­რობ?

- მი­სა­ღე­ბია. თუმ­ცა, მე მას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამის­თვის ბევ­რი ვიწ­ვა­ლე და ვიშ­რო­მე.

- "ის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბას მა­შინ იწყებს, როცა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კუ­თხით ფეხ­ქვეშ მყარ ნი­ა­დაგს იგ­რძნობს".

- ასე ვფიქ­რობ. ცოლს მა­ნამ­დე არ მო­ვიყ­ვან, სა­ნამ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად წელ­ში გა­მარ­თუ­ლი არ ვიქ­ნე­ბი. სა­ერ­თოდ, ცო­ლის მოყ­ვა­ნის თე­მა­საც სხვაგ­ვა­რად ვუ­ყუ­რებ. არ მიყ­ვარს სა­ხე­ლე­ბის დარ­ქმე­ვა: "ცოლი", "ქმა­რი". ხე­ლის მო­წე­რა, ჯვრის და­წე­რა ჩემს სა­მო­მავ­ლო გეგ­მა­ში სა­ერ­თოდ არ შე­დის.

- შენს რჩე­ულს ხე­ლის მო­წე­რი­სა და ჯვრის­წე­რის სურ­ვი­ლი რომ ჰქონ­დეს, რო­გორ მო­იქ­ცე­ვი?

- არ მი­ფიქ­რია, ალ­ბათ ცო­ტას ის დათ­მობს, ცო­ტას - მე და მოვ­რიგ­დე­ბით.

- "თუ ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის მა­ხე­ში გა­ე­ბა, კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე ფიქ­რს არც ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­წყვეტს".

- ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა ჩემს შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­რი­ცხუ­ლია. უკვე 21 წლის ვარ და არა­ვინ მყავს. დღეს კა­რი­ე­რა­ში მი­მარ­თლებს, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში - ნაკ­ლე­ბად. მერე შე­იძ­ლე­ბა პი­რი­ქით იყოს.

- "მისი მთა­ვა­რი მტე­რი პე­რი­ო­დუ­ლად დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნაა".

- ჩემი მთა­ვა­რი მტე­რი სა­კუ­თა­რი თა­ვია. სხვა ვე­რა­ვინ და­მი­შა­ვებს იმ­დენს, რამ­დე­ნიც თა­ვად შე­მიძ­ლია და­ვუ­შა­ვო. ვა­დას­ტუ­რებ, ძა­ლი­ან დეპ­რე­სი­უ­ლი ვარ, უზო­მოდ ბევ­რი ფიქ­რი მიყ­ვარს. დეპ­რე­სი­უ­ლი შე­მო­ტე­ვა არას­დროს მე­ტყო­ბა. რა­ღაც პე­რი­ო­დი ვცხოვ­რობ დეპ­რე­სი­ას­თან ერ­თად და მერე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოვ­დი­ვარ. ძა­ლი­ან მშვე­ლის სე­ირ­ნო­ბა. დღეს კუს ტბის ასახ­ვევ­თან მქონ­და გა­და­ღე­ბა და ამ ად­გი­ლი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნამ­დე ფე­ხით ჩა­მო­ვე­დი.

- "ის რთუ­ლად ეგუ­ე­ბა მარ­ცხს, ოჯა­ხურ კონ­ფლიქტს. პრო­ფე­სი­ულ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას, მისი ხან­გრძლი­ვი დრო­ით გა­ტე­ხაც კი შე­უძ­ლია".

- ასეა. ერთ წა­რუ­მა­ტე­ბელ ნა­ბიჯ­ზე შე­იძ­ლე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ფიქ­რო. 4-5 წლის წი­ნან­დელ ამ­ბებ­ზე ახ­ლაც ვფიქ­რობ ხოლ­მე, მაგ­რამ ამა­ზე ნაკ­ლე­ბად ვლა­პა­რა­კობ.

- "ვე­ფხვი ვერ იტანს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლის როლ­ში ყოფ­ნას, რის გა­მოც, ხში­რად კონ­ფლიქ­ტშია ზემ­დგო­მებ­თან".

- ვერ ვი­ტყვი, რომ ასეა. მთა­ვა­რია ჩემ­მა ზემ­დგომ­მა პირ­მა ურ­თი­ერ­თო­ბა იცო­დეს. ჩემ­თვის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი არ იყოს, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა არ შე­მი­ლა­ხოს.

- "მას უყ­ვარს ლი­დე­რო­ბა და ამას არც მა­ლავს, ეს თვი­სე­ბა ბავ­შვო­ბი­დან სის­ხლში აქვს გამ­ჯდა­რი".

- სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გილ­ზე აღ­მო­ჩე­ნას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ზოგ­ჯერ ამა­ში ხელს ბე­დის­წე­რა მი­წყობ­და. ლი­დე­რად ყოფ­ნას მირ­ჩევ­ნია, მქონ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბის­გა­ნაც ბევ­რს ვის­წავ­ლი, ასე­თე­ბი უფრო სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბი არი­ან...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"რა უნდა მოხდეს, რომ ვინმეს "შეყვარებული" დავარქვა" - როგორია "ბაქარის" რეალური პირადი ცხოვრება და რას ფიქრობს ნაადრევ ქორწინებაზე

"რა უნდა მოხდეს, რომ ვინმეს "შეყვარებული" დავარქვა" - როგორია "ბაქარის" რეალური პირადი ცხოვრება და რას ფიქრობს ნაადრევ ქორწინებაზე

სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" მაყურებელთა ინტერესის ეპიცენტრშია. ყოველი მომდევნო სერია თითქმის სიურპრიზია მაყურებლისთვის, რადგან არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები. ამჟამად ყურადღების ცენტრში ახალგაზრდა ბიზნესმენი ბაქარ ორჯონიკიძეა, რომელმაც ვაკელ ლეკაზე იქორწინა. პარალელურად კი ცნობილ ტელეწამყვანთან, მიმისთან აქვს ურთერთობა.

"მას ექსტრიმით სავსე დრამატული ცხოვრება აქვს. ემოციებს თავშეკავებულად გამოხატავს, მით უმეტეს - სახალხოდ. პირადი ცხოვრების მოწყობას მაშინ იწყებს, როცა მატერიალური კუთხით ფეხქვეშ მყარ ნიადაგს იგრძნობს. ფულსა და დიდებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დიდებას აირჩევს. ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, რის გამოც ხშირად კონფლიქტშია ზემდგომებთან", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ თხის რქას, ეს კი სწორედ მსახიობ ბუბა მირცხულავას ზოდიაქოს ნიშანია.

როგორია მისი პირადი ცხოვრება და რას ფიქრობს ნაადრევ ქორწინებაზე, ამის შესახებ ბუბა მირცხულავა ჟურნალ "გზასთან" საუბრობს:

- წესრიგის სიყვარულითა და პასუხისმგებლობით გამოირჩევი?

- მგონი, ეს ორი თვისება ზედმეტადაც კი მაქვს განვითარებული. წვრილმანებს ვაკვირდები, რაც ზოგჯერ დისკომფორტსაც მიქმნის. სამსახურში დაგვიანება არ მჩვევია, ეს ძალიან იშვიათად შეიძლება მოხდეს და მაშინაც, ჩემი მიზეზით - არა. ვერ ვიტან, როცა მალოდინებენ. დროის ფასი ვიცი, უაზროდ ფლანგვა არ მიყვარს. ჩემი ენერგიის ზედმეტად "არაფერში" ხარჯვაც არ მომწონს.- "ის ღრმა ბავშვობიდან ისახავს მიზანს და წინ, როგორც კლდის მწვერვალისკენ მიმავალი ვაცი, ისე მიიწევს".- როცა მინდოდა, ვცეკვავდი, როცა თეატრით დავინტერესდი, თეატრში წავედი, მერე - სერიალში. ტიპური თხის რქა არ ვარ, ხასიათში მერწყულის გავლენა იგრძნობა. ბოლო დროს, სპონტანურად, ჩემი კარიერა კარგად აეწყო. მგონია, რომ ასეთი რამეები არ უნდა დავგეგმო. ჯერ მიმართლებს, ვნახოთ, მერე რა მოხდება, შეიძლება ბრძოლა დამჭირდეს იმისთვის, რაც დღეს მაქვს.

- დაბრკოლებები გაფრთხობს თუ მეტად გაძლიერებს?

- ყველაფერს ხომ დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, მათ შორის, დაბრკოლებებსაც. ცალსახად ცუდი ან ცალსახად კარგი არაფერი არსებობს. გარემოებებს გააჩნია. შეიძლება დამაბრკოლოს, შეიძლება ისე გამაძლიეროს, რომ წინ ვერაფერი დამიდგეს.

- "ემოციებს თავშეკავებულად გამოხატავს, მით უმეტეს - სახალხოდ".

- ასეა. ეს არაბუნებრივი მგონია. ვერ ვიტან საჯაროდ სიყვარულის ახსნას, ხელის თხოვნას და ა.შ. ეს იმდენად ინტიმური რამ არის, მხოლოდ ორი ადამიანის კუთვნილება უნდა იყოს. მსგავს თემებზე გადაღებული ვიდეოების ნახვის დროსაც კი, დისკომფორტს ვგრძნობ. არავინ იცის, იქ მყოფთაგან ვის რა პრობლემა აქვს და ეს ყალბი ღიმილი ძალიან არაბუნებრივია.

- "მას არ უყვარს გრძნობების სიტყვებით აფიშირება. ურჩევნია, სიყვარული საქციელით გამოხატოს".

- ამ შემთხვევაში მართლა რადიკალური ვარ და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ასეა. როცა ადამიანის მიმართ დამოკიდებულება გაქვს და ეს შენს საქციელშიც იგრძნობა, სიტყვები ზედმეტია. ასეთი შემთხვევა ჩემს ყოფილ შეყვარებულთან მქონდა. მას ჩემი საქციელის სიტყვებით ფორმულირებაც უნდოდა, სჭირდებოდა. სიტყვებით ბევრი რამის თქმა შეიძლება. ქცევა და ქმედება უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

- იმ გოგოსთან ურთიერთობა დაასრულე?

- დიახ.

- დღეს შეყვარებული ხარ?

- არა. ახლა ამ საკითხს ძალიან პრაგმატულად ვუდგები. ვერ ვუგებ ადამიანებს, ურთიერთობას უეცრად სიყვარულს რომ დაარქმევენ. ბოლო ურთიერთობიდან ბევრი რამ ვისწავლე. ახლა ვფიქრობ, არ ვიცი, მომავალში რა უნდა მოხდეს, რომ ვინმეს "შეყვარებული" დავარქვა. ეს სიტყვა არ მომწონს. შეიძლება მყავდეს მეგობარი გოგო და მქონდეს ისეთივე დამოკიდებულება, რასაც ზოგიერთი სიყვარულს დაუძახებს.

- იმ ურთიერთობამ რა ემოცია დაგიტოვა: ტკივილი, იმედგაცრუება...

- რა თქმა უნდა, ტკივილიც იყო, იმედგაცრუებაც, კმაყოფილებაც. რამდენადაც - კარგი, იმდენად ცუდი იყო.

- ურთიერთობის შემდეგ მეგობრებად დარჩენაზე რას ფიქრობ?

- მისაღებია. თუმცა, მე მასთან მეგობრული ურთიერთობა არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ბევრი ვიწვალე და ვიშრომე.

- "ის პირადი ცხოვრების მოწყობას მაშინ იწყებს, როცა მატერიალური კუთხით ფეხქვეშ მყარ ნიადაგს იგრძნობს".

- ასე ვფიქრობ. ცოლს მანამდე არ მოვიყვან, სანამ მატერიალურად წელში გამართული არ ვიქნები. საერთოდ, ცოლის მოყვანის თემასაც სხვაგვარად ვუყურებ. არ მიყვარს სახელების დარქმევა: "ცოლი", "ქმარი". ხელის მოწერა, ჯვრის დაწერა ჩემს სამომავლო გეგმაში საერთოდ არ შედის.

- შენს რჩეულს ხელის მოწერისა და ჯვრისწერის სურვილი რომ ჰქონდეს, როგორ მოიქცევი?

- არ მიფიქრია, ალბათ ცოტას ის დათმობს, ცოტას - მე და მოვრიგდებით.

- "თუ ნაადრევი ქორწინების მახეში გაება, კარიერულ წინსვლაზე ფიქრს არც ამ შემთხვევაში შეწყვეტს".

- ნაადრევი ქორწინება ჩემს შემთხვევაში გამორიცხულია. უკვე 21 წლის ვარ და არავინ მყავს. დღეს კარიერაში მიმართლებს, პირად ცხოვრებაში - ნაკლებად. მერე შეიძლება პირიქით იყოს.

- "მისი მთავარი მტერი პერიოდულად დეპრესიული მდგომარეობაში ყოფნაა".

- ჩემი მთავარი მტერი საკუთარი თავია. სხვა ვერავინ დამიშავებს იმდენს, რამდენიც თავად შემიძლია დავუშავო. ვადასტურებ, ძალიან დეპრესიული ვარ, უზომოდ ბევრი ფიქრი მიყვარს. დეპრესიული შემოტევა არასდროს მეტყობა. რაღაც პერიოდი ვცხოვრობ დეპრესიასთან ერთად და მერე მდგომარეობიდან გამოვდივარ. ძალიან მშველის სეირნობა. დღეს კუს ტბის ასახვევთან მქონდა გადაღება და ამ ადგილიდან თავისუფლების მოედნამდე ფეხით ჩამოვედი.

- "ის რთულად ეგუება მარცხს, ოჯახურ კონფლიქტს. პროფესიულ წარუმატებლობას, მისი ხანგრძლივი დროით გატეხაც კი შეუძლია".

- ასეა. ერთ წარუმატებელ ნაბიჯზე შეიძლება წლების განმავლობაში ვიფიქრო. 4-5 წლის წინანდელ ამბებზე ახლაც ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ ამაზე ნაკლებად ვლაპარაკობ.

- "ვეფხვი ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, რის გამოც, ხშირად კონფლიქტშია ზემდგომებთან".

- ვერ ვიტყვი, რომ ასეა. მთავარია ჩემმა ზემდგომმა პირმა ურთიერთობა იცოდეს. ჩემთვის დამამცირებელი არ იყოს, თავმოყვარეობა არ შემილახოს.

- "მას უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს, ეს თვისება ბავშვობიდან სისხლში აქვს გამჯდარი".

- საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგჯერ ამაში ხელს ბედისწერა მიწყობდა. ლიდერად ყოფნას მირჩევნია, მქონდეს ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებისგანაც ბევრს ვისწავლი, ასეთები უფრო საინტერესოები არიან...წაიკითხეთ სრულად

2019 წლის დისპეჩერი - ვინ არის 112-ის თანამშრომელი, რომელიც შს მინისტრმა დააჯილდოვა

ორ პირს არ დაუდგინდა რომელიმე ცნობილი ვირუსი და მათი ბიოლოგიური მასალა გერმანიაში გადაიგზავნება - ინფექციურის დირექტორი

კორონავირუსის სიმპტომები, რომლითაც ის სხვა ვირუსებიგან განსხვავდება