ავტორი:

რა იცვლება და რა რჩება უცვლელი საპარლამენტო არჩევნების სისტემაში - ირაკლი კობახიძის განმარტება

რა იცვლება და რა რჩება უცვლელი საპარლამენტო არჩევნების სისტემაში - ირაკლი კობახიძის განმარტება

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების მიღება პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსს საჭიროებს - მოწოდებული ვართ, ხელი შევუწყოთ ამ კონსენსუსის ჩამოყალიბებას, რათა კანონპროექტის მხარდასაჭერად 113 ხმა მოგროვდეს, - აღნიშნული განცხადება სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარე ღონისძიებაზე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემგააკეთა.

კობახიძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების თაობაზე კონსტიტუციურ კანონში შესატანი ცვლილებები განმარტა და აღნიშნა, რომ პროექტი უმრავლესობის 100-მდე დეპუტატის მიერ არის ხელმოწერილი.

“კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებით მოცემულია მარტივი ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეული პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მოსაპოვებლად საჭირო ხმების რაოდენობას, რაც არის ხმების 0.67%, მიიღებს მანდატს საქართველოს პარლამენტში. შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის დადგენილია ბუნებრივი ბარიერი - ნულოვანი ბარიერი. ძალაში რჩება კონსტიტუციის ძირითადი ტექსტი, სადაც განსაზღვრულია საარჩევნო სისტემა, კერძოდ კი, პროპორციული სისტემა 5%-იანი საარჩევნო ბარიერით და ის მოქმედებს ყოველი შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის. რაც შეეხება ახალ ინიციატივას ის კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში, კერძოდ, გარდამავლი დებულებების მეცხრე პუნქტში აისახება, რომელიც ადგენდა, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ტარდებოდა. ცვლილებება სწორედ მეცხრე პუნქტს შეეხება. ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ შემდეგი არჩევნები ტარდება შერეული საარჩევნო სისტემით. ეს ჩანაწერი იცვლება ჩანაწერით პროპორციული არჩევნების ჩატარების თაობაზე. ამავე პუნქტში აისახება ე.წ. ბუნებრივი ნულოვანი ბარიერი, შემდეგი ტექსტით: საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს ან მანდატებს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, ვინც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია და დაიწყება შეხვედრები შესაბამის ფორმატებში.

ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, კონსტიტუციური კანონპროექტიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში არსებული სამუშაო ჯგუფის ფორმატში მომზადდება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ფართო ჩართულობა.

გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი წესის შემუშავებაზე მუშაობს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დღეს არსებული დაფინანსების სისტემა ხარვეზიანია.

"პარტიების დაფინანსების წესი ასევე არის ერთ-ერთი განხილვის საგანი იმ ფორმატში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით და იქ იქნება ახალი ფორმულა შემოთავაზებული. დღევანდელი ფორმულა არავის მოსწონს, რადგან სუბიექტურად ხარვეზების მქონეა. შესაბამისად, დამუშავდება დაფინანსების ახალი წესი. ამაზე მსჯელობა წარიმართება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე მსჯელობენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები