პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო გაიმართება
17 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო გაიმართება

17 აგ­ვის­ტოს, „ბლექ სი არე­ნა“ და „ჩექ ინ ჯორ­ჯია“ წარ­მო­გიდ­გენთ ჯან­სუღ და ვახ­ტანგ კა­ხი­ძე­ე­ბის სა­ღა­მოს.

„ბლექ სი არე­ნას“ მსმე­ნე­ლი კა­ხი­ძე­ე­ბის მიერ სხვა­დას­ხვა დროს შექ­მნილ და­უ­ვი­წყარ მუ­სი­კა­ლურ კომ­პო­ზი­ცი­ებს ორ გან­ყო­ფი­ლე­ბად მო­ის­მენს. კონ­ცერ­ტის პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ჯან­სუღ კა­ხი­ძის ყვე­ლა დრო­ის გა­მორ­ჩე­უ­ლი სიმ­ღე­რე­ბი.

ჯან­სუღ კა­ხი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს მის მოღ­ვა­წე­ო­ბას კი­ნო­სა და თე­ატ­რი­სათ­ვის, რომ­ლის­თვი­საც მან არა­ერ­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი სიმ­ღე­რა შექ­მნა.

ჯან­სუღ კა­ხი­ძემ თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხალ­ხურ ინ­ტო­ნა­ცი­ას ესტრა­დი­სათ­ვის მა­ნამ­დე არ­ნა­ხუ­ლი ფუნ­ქცია მო­უ­ნა­ხა, რაც ბრწყინ­ვა­ლე­და­აა წარ­მო­ჩე­ნი­ლი იმ სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მა­ში, რო­მე­ლიც ვახ­ტანგ კა­ხი­ძემ თბი­ლი­სის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი­სათ­ვის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ორ­კესტრო არან­ჟი­რე­ბე­ბით წარ­მო­ად­გი­ნა.

კონ­ცერ­ტის მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში კომ­პო­ზი­ტორ ვახ­ტანგ კა­ხი­ძის მუ­სი­კა კი­ნო­სა და თე­ატ­რი­სათ­ვის და ასე­ვე მის მიერ შექ­მნი­ლი ჯაზ-ფოლკ კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი აჟ­ღერ­დე­ბა. ავ­ტო­რი კი არა მხო­ლოდ დი­რი­ჟო­რობს კონ­ცერტს, არა­მედ თა­ვა­დაც ას­რუ­ლებს თა­ვის სიმ­ღე­რებს, ახალ­გაზ­რდა სო­ლის­ტებ­თან ერ­თად.

კომ­პო­ზი­ტო­რის, დი­რი­ჟო­რი­სა და პი­ა­ნის­ტის, ვახ­ტანგ კა­ხი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა ჟან­რობ­რი­ვად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, წარ­მოდ­გე­ნილ პროგ­რა­მა­ში სხვა­დას­ხვა წელს შექ­მნი­ლი მისი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მუ­სი­კა სრულ­დე­ბა.

მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: თბი­ლი­სის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი, ან­სამ­ბლი "რუს­თა­ვი", ვახ­ტანგ კა­ხი­ძე (ვო­კა­ლი, დი­რი­ჟო­რი, კლა­ვი­შე­ბი­ა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი), მაკა ზამ­ბა­ხი­ძე, ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძე, ნატო კა­ხი­ძე, გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი და გოგა მეს­ხი. კონ­ცერ­ტის ქრო­ნო­მეტ­რა­ჟი: 2 სა­ა­თი ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა და­ი­წყე­ბა 4 ივ­ლი­სი­დან, tkt.ge-სა და biletebi.ge-ს-ს სა­შუ­ა­ლე­ბით. ფასი: 20-50 ლარი, VIP-ზონა - 80 ლარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

17 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო გაიმართება

17 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო გაიმართება

17 აგვისტოს, „ბლექ სი არენა“ და „ჩექ ინ ჯორჯია“ წარმოგიდგენთ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების საღამოს.

„ბლექ სი არენას“ მსმენელი კახიძეების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილ დაუვიწყარ მუსიკალურ კომპოზიციებს ორ განყოფილებად მოისმენს. კონცერტის პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერები.

ჯანსუღ კახიძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის მოღვაწეობას კინოსა და თეატრისათვის, რომლისთვისაც მან არაერთი შესანიშნავი სიმღერა შექმნა.

ჯანსუღ კახიძემ თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ხალხურ ინტონაციას ესტრადისათვის მანამდე არნახული ფუნქცია მოუნახა, რაც ბრწყინვალედააა წარმოჩენილი იმ საკონცერტო პროგრამაში, რომელიც ვახტანგ კახიძემ თბილისის სიმფონიური ორკესტრისათვის განახლებული საორკესტრო არანჟირებებით წარმოადგინა.

კონცერტის მეორე განყოფილებაში კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის და ასევე მის მიერ შექმნილი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები აჟღერდება. ავტორი კი არა მხოლოდ დირიჟორობს კონცერტს, არამედ თავადაც ასრულებს თავის სიმღერებს, ახალგაზრდა სოლისტებთან ერთად.

კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის, ვახტანგ კახიძის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, წარმოდგენილ პროგრამაში სხვადასხვა წელს შექმნილი მისი ყველაზე პოპულარული მუსიკა სრულდება.

მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი "რუსთავი", ვახტანგ კახიძე (ვოკალი, დირიჟორი, კლავიშებიანი ინსტრუმენტები), მაკა ზამბახიძე, ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი. კონცერტის ქრონომეტრაჟი: 2 საათი ბილეთების გაყიდვა დაიწყება 4 ივლისიდან, tkt.ge-სა და biletebi.ge-ს-ს საშუალებით. ფასი: 20-50 ლარი, VIP-ზონა - 80 ლარი.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს