პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეგეტა მოტორსი გახდა საქართველოში VOLVO CARS-ის ავტორიზებული დილერი
თეგეტა მოტორსი გახდა საქართველოში VOLVO CARS-ის ავტორიზებული დილერი

პრე­მი­უმ ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბელ­მა Volvo Cars-მა და თე­გე­ტა მო­ტორ­სმა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მეს და გახ­სნეს Volvo Cars-ის პირ­ვე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდენ თე­გე­ტა მო­ტორ­სის კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი დი­მიტ­რი გო­ზა­ლიშ­ვი­ლი და Volvo Car Group-ის EMEA-ს ბაზ­რის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ხე­სუს ფერ­ნან­დეს დე მესა.

„ჩვენ გვაქვს პა­ტი­ვი, წარ­მო­გიდ­გი­ნოთ პირ­ვე­ლი Volvo Cars-ის „პოპ-აპ“ შო­უ­რუ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს გახ­სნა თან სდევს მსოფ­ლი­ო­ში გა­ყიდ­ვე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით უკვე მე-5 წარ­მა­ტე­ბულ წელს, რო­მე­ლიც გამ­ყა­რე­ბუ­ლია არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო­თი. რაც არის დას­ტუ­რი, რომ Volvo-ზე მო­თხოვ­ნა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია გლო­ბა­ლუ­რად. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისეთ პარტნი­ორ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რო­გო­რიც არის თე­გე­ტა მო­ტორ­სი, რო­მე­ლიც არის რე­გი­ონ­ში ლი­დე­რი კომ­პა­ნია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბა­ზარ­ზე და უზ­რუნ­ველ­ყოფს მა­ღა­ლი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბას. ჩვენ ად­გი­ლობ­რი­ვად წარ­მო­ვად­გენთ ვოლ­ვოს პრო­დუქ­ტე­ბის ფარ­თო პორ­ტფო­ლი­ოს, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შიდა ძლი­ერ პლატ­ფორ­მა­ზე, უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე და თა­ნა­მედ­რო­ვე მულ­ტი­მე­დია ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე, სწო­რედ ამას შევ­თა­ვა­ზებთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას. მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვოლ­ვოს მომ­ხმა­რე­ბე­ლი ია­მა­ყებს იმ მან­ქა­ნის ფლო­ბით, რო­მე­ლიც არის ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი და არა მიმ­დე­ვა­რი“ - გა­ნა­ცხა­და ხე­სუს ფერ­ნან­დეს დე მე­სამ.

„მე დღეს ამა­ყი ვარ, რომ თე­გე­ტა მო­ტორ­სი გახ­და Volvo Cars-ის დი­ლე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა მო­ტორ­სმა უამ­რავ მიღ­წე­ვას­თან ერ­თად, წელს კი­დევ ერთი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. ვოლ­ვო არის ბრენ­დი, რო­მე­ლიც ქმნის მო­მა­ვალს და დგავს წარ­მა­ტე­ბულ ნა­ბი­ჯებს ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინსვლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რაც მთა­ვა­რია, ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვიზ­რუ­ნოთ გზა­ზე უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე, რო­გორც ქვე­ი­თე­ბის­თვის, ასე­ვე რათ­ქმა­უნ­და მათ­თვის ვინც ავ­ტო­მო­ბილ­ში ზის, ვოლ­ვო ამ კუ­თხით გა­მორ­ჩე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლია. ვოლ­ვოს და თე­გე­ტა მო­ტორ­სის მიზ­ნე­ბი სრულ თან­ხვედ­რა­შია. მი­ხა­რია, რომ ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ ვოლ­ვოს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამით უდი­დეს ნა­ბიჯს ვდგავთ წინ ქვე­ყა­ნა­ში ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.“ - გა­ნა­ცხა­და თე­გე­ტა მო­ტორ­სის კო­მერ­ცი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა დი­მიტ­რი გო­ზა­ლიშ­ვილ­მა.

ვოლ­ვო მუდ­მი­ვად ცდი­ლობს ახა­ლი სი­ტყვა თქვას ავ­ტო­ინ­დუსტრი­ა­ში და მუდ­მი­ვად მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა ჰქონ­დეს. სწო­რედ ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით იქ­მნე­ბა ვოლ­ვოს უახ­ლე­სი მო­დე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა „პოპ-აპ“ შო­უ­რუმ­ში, თბი­ლის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის მე-12 კი­ლო­მეტ­რი. ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია და­ათ­ვა­ლი­ე­როს მო­დე­ლე­ბი მშვიდ და სა­სი­ა­მოვ­ნო, სკან­დი­ნა­ვი­ურ ატ­მოს­ფე­რო­ში, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია არა­მარ­ტო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, არა­მედ ის გა­მოც­დი­ლე­ბა და გა­რე­მო, რო­მე­ლიც Volvo-ს ფლო­ბას ახა­სი­ა­თებს. მთა­ვა­რი შე­ნო­ბა სა­დაც ნამ­დვი­ლად ეზი­ა­რე­ბით ვოლ­ვოს უნი­კა­ლურ გა­მოც­დი­ლე­ბას, გა­იხ­სნე­ბა 2020 წელს, აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც პრო­დუქ­ტე­ბის სრუ­ლი პორ­ტფო­ლიო, ასე­ვე ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სერ­ვი­სი.

ვოლ­ვოს პრო­დუქ­ცი­ის სრუ­ლი დი­ა­პა­ზო­ნი უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ ვებ-გვერდს: volvocars.com/geსა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მთა­ვა­რი ძალა იქ­ნე­ბა მრა­ვა­ლი ჯილ­დოს მომ­პო­ვე­ბე­ლი, ვოლ­ვოს SUV ხაზი;

XC90 - დიდი SUV; კომ­პა­ნი­ის ფლაგ­მა­ნი და ყვე­ლა­ზე მეტი ჯილ­დოს მქო­ნე, სა­უ­კუ­ნის პრე­მი­უმ SUV

XC60 - სა­შუ­ა­ლო SUV, 2018 წლის მსოფ­ლიო მან­ქა­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი „World Car of the Year 2018”

XC40 - პა­ტა­რა SUV; 2018 წლის ევ­რო­პუ­ლი მან­ქა­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი „European Car of the Year 2018”

ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლია სე­და­ნი და უნი­ვერ­სა­ლი მო­დე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აგ­რძე­ლე­ბენ 5 ვარ­სკვლა­ვი­ან ხაზს EuroNCAP-ის უსაფრ­თხო­ე­ბის ტეს­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ბა­ზარ­ზე საკ­მა­ოდ დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი ექ­ნე­ბათ;

S90 - პრე­მი­უმ კლა­სის სე­და­ნი; 5 ად­გი­ლი­ა­ნი ფლაგ­მა­ნი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ინო­ვა­ცი­ურ ტექ­ნო­ლო­გი­ებს და ნა­ტუ­რა­ლურ მა­ტე­რი­ა­ლებს

S60 - სა­შუ­ა­ლო ზო­მის სპორ­ტუ­ლი სე­და­ნი; ავ­ტო­მო­ბი­ლი შექ­მნი­ლი ნამ­დვი­ლი მძღო­ლის­თვის

V90 - პრე­მი­უმ უნი­ვერ­სა­ლი; მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა

V60 - სა­შუ­ა­ლო უნი­ვერ­სა­ლი; ხუთ­კა­რი­ა­ნი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, ოჯა­ხის­თვის შექ­მნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი.

ვოლ­ვოს ამოძ­რა­ვებს სუ­ლის­კვე­თე­ბა მის­ცეს მომ­ხმა­რე­ბელს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ იმოძ­რა­ონ მდგრა­დად და უსაფრ­თხოდ გზებ­ზე. Volvo Cars-ის მი­ზა­ნია არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი არ და­ი­ღუ­პოს ან სე­რი­ო­ზუ­ლად და­შავ­დეს ახალ ვოლ­ვო­ში, რაც 2020 წლის­თვის არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ამ­ბი­ცი­უ­რი მი­სია ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში. კომ­პა­ნი­ამ ახ­ლა­ხანს ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­და ის ცოდ­ნა და ინ­ფორ­მა­ცია, რაც ეხ­მა­რე­ბა სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნას მოძ­რა­ო­ბი­სას, ეს მოხ­და 60 წლის თავ­ზე, მას შემ­დგომ რაც ვოლ­ვომ გა­მო­ი­გო­ნა და ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­და სამ­წერ­ტი­ლო­ვა­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დი, ამ გა­მო­გო­ნე­ბამ 1959 წლი­დან დღემ­დე 1 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა მსოფ­ლი­ო­ში.ვოლ­ვომ ასე­ვე სრულ­ყო­ფი­ლი ელექტრო სის­ტე­მა ჩა­უშ­ვა ყვე­ლა ახალ ავ­ტო­მო­ბილ­ში, რო­მე­ლიც რბი­ლი და ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­აა, კომ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია 2025 წლის­თვის გა­მო­უშ­ვას 1 მი­ლი­ო­ნი ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლი, ასე­ვე 2025 წლის­თვის გა­ყიდ­ვე­ბის ნა­ხე­ვა­რი იყოს სრუ­ლად ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, ამ პე­რი­ო­დის­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ავოტ­მო­ბი­ლე­ბის მე­სა­მე­დი იქ­ნე­ბა ავ­ტო­ნო­მი­უ­რი მარ­თვის სის­ტე­მით აღჭ­ვურ­ვი­ლი.

ვოლ­ვოს ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბას და გა­მო­გო­ნე­ბას აერ­თი­ა­ნებს ერთი მი­ზა­ნი შე­ვამ­ცი­როთ გა­რე­მო­ზე უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა, ვიზ­რუ­ნოთ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე­ზე და გავ­ზარ­დოთ ბრენ­დის სო­ცი­ა­ლუ­რი გავ­ლენa.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

თეგეტა მოტორსი გახდა საქართველოში VOLVO CARS-ის ავტორიზებული დილერი

თეგეტა მოტორსი გახდა საქართველოში VOLVO CARS-ის ავტორიზებული დილერი

პრემიუმ ავტომწარმოებელმა Volvo Cars-მა და თეგეტა მოტორსმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და გახსნეს Volvo Cars-ის პირველი წარმომადგენლობა საქართველოში, სადაც მედიის წარმომადგენლებს შეხვდენ თეგეტა მოტორსის კომერციული დირექტორი დიმიტრი გოზალიშვილი და Volvo Car Group-ის EMEA-ს ბაზრის აღმასრულებელი დირექტორი ხესუს ფერნანდეს დე მესა.

„ჩვენ გვაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ პირველი Volvo Cars-ის „პოპ-აპ“ შოურუმი საქართველოში. ეს გახსნა თან სდევს მსოფლიოში გაყიდვების მაჩვენებლის მიხედვით უკვე მე-5 წარმატებულ წელს, რომელიც გამყარებულია არაერთი საერთაშორისო ჯილდოთი. რაც არის დასტური, რომ Volvo-ზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია გლობალურად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პარტნიორთან თანამშრომლობა, როგორიც არის თეგეტა მოტორსი, რომელიც არის რეგიონში ლიდერი კომპანია საავტომობილო ბაზარზე და უზრუნველყოფს მაღალი დონის მომსახურებას. ჩვენ ადგილობრივად წარმოვადგენთ ვოლვოს პროდუქტების ფართო პორტფოლიოს, რომელიც დაფუძნებული იქნება შიდა ძლიერ პლატფორმაზე, უსაფრთხოებაზე და თანამედროვე მულტიმედია ტექნოლოგიებზე, სწორედ ამას შევთავაზებთ საქართველოს მოსახლეობას. მჯერა, რომ საქართველოში ვოლვოს მომხმარებელი იამაყებს იმ მანქანის ფლობით, რომელიც არის ინდუსტრიის ლიდერი და არა მიმდევარი“ - განაცხადა ხესუს ფერნანდეს დე მესამ.

„მე დღეს ამაყი ვარ, რომ თეგეტა მოტორსი გახდა Volvo Cars-ის დილერი საქართველოში. თეგეტა მოტორსმა უამრავ მიღწევასთან ერთად, წელს კიდევ ერთი განუმეორებელი პროექტი განვახორციელეთ. ვოლვო არის ბრენდი, რომელიც ქმნის მომავალს და დგავს წარმატებულ ნაბიჯებს ავტოინდუსტრიის განვითარებისა და წინსვლის მიმართულებით. რაც მთავარია, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ გზაზე უსაფრთხო გადაადგილებაზე, როგორც ქვეითებისთვის, ასევე რათქმაუნდა მათთვის ვინც ავტომობილში ზის, ვოლვო ამ კუთხით გამორჩეული ავტომობილია. ვოლვოს და თეგეტა მოტორსის მიზნები სრულ თანხვედრაშია. მიხარია, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ვოლვოს საქართველოში და ამით უდიდეს ნაბიჯს ვდგავთ წინ ქვეყანაში ავტოინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.“ - განაცხადა თეგეტა მოტორსის კომერციულმა დირექტორმა დიმიტრი გოზალიშვილმა.

ვოლვო მუდმივად ცდილობს ახალი სიტყვა თქვას ავტოინდუსტრიაში და მუდმივად მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა ჰქონდეს. სწორედ ამ ღირებულებებით იქმნება ვოლვოს უახლესი მოდელები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება „პოპ-აპ“ შოურუმში, თბილისში, აღმაშენებლის მე-12 კილომეტრი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაათვალიეროს მოდელები მშვიდ და სასიამოვნო, სკანდინავიურ ატმოსფეროში, სადაც წარმოდგენილია არამარტო ავტომობილები, არამედ ის გამოცდილება და გარემო, რომელიც Volvo-ს ფლობას ახასიათებს. მთავარი შენობა სადაც ნამდვილად ეზიარებით ვოლვოს უნიკალურ გამოცდილებას, გაიხსნება 2020 წელს, აქ წარმოდგენილი იქნება როგორც პროდუქტების სრული პორტფოლიო, ასევე ავტორიზებული სერვისი.

ვოლვოს პროდუქციის სრული დიაპაზონი უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, მათ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: volvocars.com/geსაქართველოში წარმოდგენილი ავტომობილების მთავარი ძალა იქნება მრავალი ჯილდოს მომპოვებელი, ვოლვოს SUV ხაზი;

XC90 - დიდი SUV; კომპანიის ფლაგმანი და ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე, საუკუნის პრემიუმ SUV

XC60 - საშუალო SUV, 2018 წლის მსოფლიო მანქანის გამარჯვებული „World Car of the Year 2018”

XC40 - პატარა SUV; 2018 წლის ევროპული მანქანის გამარჯვებული „European Car of the Year 2018”

ასევე წარმოდგენილია სედანი და უნივერსალი მოდელები, რომლებიც აგრძელებენ 5 ვარსკვლავიან ხაზს EuroNCAP-ის უსაფრთხოების ტესტების მიმართულებით და მოსალოდნელია, რომ ბაზარზე საკმაოდ დიდი პოტენციალი ექნებათ;

S90 - პრემიუმ კლასის სედანი; 5 ადგილიანი ფლაგმანი, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ნატურალურ მატერიალებს

S60 - საშუალო ზომის სპორტული სედანი; ავტომობილი შექმნილი ნამდვილი მძღოლისთვის

V90 - პრემიუმ უნივერსალი; მრავალფეროვნების ხელოვნება

V60 - საშუალო უნივერსალი; ხუთკარიანი, მრავალფეროვანი, ოჯახისთვის შექმნილი ავტომობილი.

ვოლვოს ამოძრავებს სულისკვეთება მისცეს მომხმარებელს თავისუფლება, რომ იმოძრაონ მდგრადად და უსაფრთხოდ გზებზე. Volvo Cars-ის მიზანია არცერთი ადამიანი არ დაიღუპოს ან სერიოზულად დაშავდეს ახალ ვოლვოში, რაც 2020 წლისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მისია ავტომობილების ინდუსტრიაში. კომპანიამ ახლახანს ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა ის ცოდნა და ინფორმაცია, რაც ეხმარება სიცოცხლის გადარჩენას მოძრაობისას, ეს მოხდა 60 წლის თავზე, მას შემდგომ რაც ვოლვომ გამოიგონა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი, ამ გამოგონებამ 1959 წლიდან დღემდე 1 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა მსოფლიოში.ვოლვომ ასევე სრულყოფილი ელექტრო სისტემა ჩაუშვა ყველა ახალ ავტომობილში, რომელიც რბილი და ჰიბრიდული ტექნოლოგიაა, კომპანიის მიზანია 2025 წლისთვის გამოუშვას 1 მილიონი ელექტრო ავტომობილი, ასევე 2025 წლისთვის გაყიდვების ნახევარი იყოს სრულად ელექტრო ავტომობილები, ამ პერიოდისთვის მოსალოდნელია, რომ ავოტმობილების მესამედი იქნება ავტონომიური მართვის სისტემით აღჭვურვილი.

ვოლვოს ყველა აქტივობას და გამოგონებას აერთიანებს ერთი მიზანი შევამციროთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა, ვიზრუნოთ ადამიანების სიცოცხლეზე და გავზარდოთ ბრენდის სოციალური გავლენa.

NS

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ