პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მზის და მთვარის დაბნელება 2 და 17 ივლისს - ზოდიაქოს რომელ ნიშნებზე იმოქმედებს ყველაზე მეტად და რა გველის კონკრეტულად
მზის და მთვარის დაბნელება 2 და 17 ივლისს - ზოდიაქოს რომელ ნიშნებზე იმოქმედებს ყველაზე მეტად და რა გველის კონკრეტულად

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი 2 ივ­ლის­სა (მზის დაბ­ნე­ლე­ბა) და 17 ივ­ლისს (მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა) მო­სა­ლოდ­ნე­ლი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს. აი, რას წერს ას­ტრო­ლო­გი:

"მე­გობ­რე­ბო, წინ საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი გვაქვს გა­სავ­ლე­ლი. ე.წ. დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი.

2 ივ­ლი­სი მზის დაბ­ნე­ლე­ბის დღეა. როცა ბუ­ნე­ბა­ში ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა, მზე და მთვა­რე შე­ერ­თე­ბა­ში მო­დი­ან. ანუ ფაქ­ტობ­რი­ვად, ახალმთვა­რე­ო­ბას­თან გვაქვს საქ­მე, თუმ­ცა, რაღა თქმა უნდა, კი­დევ უფრო ძლი­ე­რი ზე­გავ­ლე­ნის მქო­ნეს­თან, ვიდ­რე ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ახა­ლი მთვა­რის დროს გვაქვს.

გარ­და ამი­სა, ნე­ბის­მი­ე­რი დაბ­ნე­ლე­ბა ყო­ველ­თვის აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლია მთვა­რის კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბით, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამ მოვ­ლე­ნებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­აჩ­ნი­ათ კარ­მუ­ლი ხა­სი­ა­თი. ეს არის სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს დრო­მოჭ­მუ­ლის დას­რუ­ლე­ბას ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და ახ­ლის და­სა­წყისს. მაგ­რამ ჩვე­ნი - ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ბუ­ნე­ბით კონ­სერ­ვა­ტო­რია და, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად შეჩ­ვე­უ­ლი ჭირი ურ­ჩევ­ნია შე­უჩ­ვე­ველ სი­კე­თეს. აში­ნებს სი­ახ­ლე­ე­ბი, რად­გან არ იცის, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ცვლი­ლე­ბებს. ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი ვერც ხვდე­ბი­ან, რომ რა­ღა­ცე­ებ­მა თავი ამო­წუ­რეს, რომ სა­ჭი­როა ძვე­ლის გაშ­ვე­ბა და ახ­ლის შე­ნე­ბა. მა­შინ სამ­ყა­რო ამას ძა­ლით აკე­თე­ბი­ნებს. სწო­რედ ამი­ტომ არის დაბ­ნე­ლე­ბე­ბი ასე­თი ფა­ტა­ლუ­რი.

თუ ზო­გა­დი სა­უბ­რე­ბი­დან და­ვუბ­რუნ­დე­ბით ისევ 2 ივ­ლი­სის მზის სრულ ეკ­ლიპსს (რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან ვერც და­ვი­ნა­ხავთ, რად­გან თბი­ლი­სის დრო­ით 23:24-ზე ექ­ნე­ბა ად­გი­ლი) და გან­ვი­ხი­ლავთ რა ხდე­ბა უშუ­ა­ლოდ ამ დროს ცაზე, ჩვენ­თვის უფრო გა­სა­გე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბა, რა ტი­პის ცვლი­ლებს უნდა ვე­ლო­დოთ, ანუ სა­ი­დან და­უ­ბე­რავს სიო.

მზის, მთვა­რი­სა და აღ­მა­ვა­ლი კვან­ძის შე­ერ­თე­ბა კირჩხი­ბის 11°-ზე ოპო­ზი­ცი­ა­შია თხის რქა­ში მყო­ფი სა­ტურ­ნი­სა და დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძის შე­ერ­თე­ბას­თან. ამავდრო­უ­ლად, დაბ­ნე­ლე­ბის ღერძს ჰარ­მო­ნი­უ­ლი აპექ­ტე­ბი აქვს ნეპ­ტუნ­თან. ასე­ვე არის და­დე­ბი­თი ას­პექ­ტი ურან­თა­ნაც. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ დაბ­ნე­ლე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გე­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­მუხ­ტოს სუ­ლი­ე­რე­ბის, ჰუ­მა­ნუ­რო­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის გზით, რად­გან ნეპ­ტუ­ნი ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი და მო­რა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბია, ხოლო ურა­ნი სწრაფ ცვლი­ლე­ბებს გა­ნა­გებს ას­ტრო­ლო­გი­ა­ში. ანუ ახლა მხო­ლოდ ურა­ნუ­ლი, ანუ რე­ფორ­მის­ტუ­ლი მიდ­გო­მა მო­ი­ტანს სა­სურ­ველ შე­დე­გებს.

ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა გა­ტარ­დეს იმ თე­მებ­ში, რაც ეხე­ბა კირჩხი­ბი­სა და თხის რქის თე­მა­ტი­კას. კირჩხი­ბი კი ას­ტრო­ლო­გი­ა­ში გან­კარ­გავს სამ­შობ­ლოს, ეროვ­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბებს, ტრა­დი­ცი­ებს, ოჯახს. რო­გორც ვთქვით, ამას უპი­რის­პირ­დე­ბა თხის რქა­ში დაღ­მა­ვალ კვანძთან შე­ერ­თე­ბუ­ლი სა­ტურ­ნი. სა­ტურ­ნი კი არის ბი­უ­როკ­რა­ტია.

თუ გო­ნი­ე­რე­ბა არ გვე­ყო და არ მოხ­და სი­ტუ­ა­ცი­ის სწო­რი გზით გან­მუხ­ტვა, მა­შინ სე­რი­ო­ზუ­ლი კარ­მუ­ლი ვა­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბა გვე­ლის, რაც იოლი არას­დროს არის ხოლ­მე.

უნდა აუ­ცი­ლებ­ლად ავღ­ნიშ­ნოთ ისიც, რომ 4 ივ­ლისს სა­ტურ­ნი­სა და კარ­მუ­ლი კვან­ძის შე­ერ­თე­ბა საკ­მა­ოდ მჭიდ­რო ხდე­ბა. ანუ მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრი შე­საძ­ლოა სწო­რედ ამ დღეს და­ემ­თხვეს.

ვის შე­ე­ხე­ბა უფრო ხაზ­გას­მით ეს ამ­ბე­ბი?

ვი­ნა­ი­დან დაბ­ნე­ლე­ბე­ბი კირჩხი­ბი­სა და თხის რქის ღერძზე ხდე­ბა, ცხა­დია, ამ ნიშ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. აგ­რეთ­ვე მოვ­ლე­ნე­ბის ორომ­ტრი­ალ­ში ჩათ­რე­უ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან სას­წო­რე­ბი და ვერ­ძე­ბიც. მი­თუ­მე­ტეს, თუ ისი­ნი თა­ვის დრო­ზე მთვა­რის ან მზის დაბ­ნე­ლე­ბე­ბის ახ­ლო­მახ­ლო თა­რი­ღებ­ზე არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

ვინც და­ი­ბა­და 1-დან 3 ივ­ლი­სის პე­რი­ოდ­ში - მათ ეხე­ბათ. ასე­ვე 6-8 იან­ვრის ინ­ტერ­ვალ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი თუ ხართ, - თქვენც. შე­ე­ხე­ბა იმა­თაც, ვი­საც პლა­ნე­ტე­ბი ყავთ კირჩხი­ბის 10-დან 12 გრა­დუ­სის ჩათ­ვლით, ან თხის რქის 16-18 გრა­დუ­სებ­ზე. აქვე ვი­ტყვი - თხის რქა­ზე უფრო ნაკ­ლე­ბად იმუ­შა­ვებს, ვიდ­რე კირჩხიბ­ზე.

თუ არც კირჩხი­ბი ხართ, არც თხის რქა, და არც თქვე­ნი ამ­ქვეყ­ნად მოვ­ლე­ნის ჟამს პლი­უს-მი­ნუს ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დაბ­ნე­ლე­ბებს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, არ შე­გე­ხე­ბათ.

ვის­თა­ნაც იმუ­შა­ვებს, იმათ­ზე რო­გორ აი­სა­ხე­ბა?

ეს უკვე უნდა ინა­ხოს სად ხვდე­ბა კირჩხი­ბის მე-11 გრა­დუ­სი თქვენს პი­რად რუ­კა­ში.

სახ­ლე­ბის თე­მე­ბის მი­ხედ­ვით უნდა მივ­ხვდეთ, სად შე­იძ­ლე­ბა, რომ პრობ­ლე­მამ წა­მო­ყოს თავი.

პირ­ვე­ლი სახ­ლი პი­როვ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, უნდა და­სე­რი­ო­ზულ­დეთ, "გა­ი­ზარ­დოთ".

მე­ო­რე სახ­ლი მოგ­თხოვთ ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბას, ბი­უ­ჯე­ტის და­ზოგ­ვას.

მე-3 სახ­ლი - ილა­პა­რა­კეთ ნაკ­ლე­ბი. უს­მი­ნეთ სხვებს. ენას კბი­ლი და­ა­ჭი­რეთ. ნუ­რა­ფერს მო­ა­წერთ ხელს. ნურ­სად წახ­ვალთ.

მე-4 სახ­ლი - კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან გა­მო­დით. და­უ­ჯე­რეთ ოჯა­ხის უფ­როს წევ­რებს.

მე-5 სახ­ლი - არა­ვი­თა­რი გარ­თო­ბა. არა­ვი­თა­რი პა­ე­მა­ნი. შვი­ლებ­თან მო­ი­ქე­ცით მკაც­რად. სა­მარ­თლი­ა­ნად.

მე-6 სახ­ლი - შე­სა­რუ­ლეთ ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი პირ­ნათ­ლად.

მე-7 - გვერ­დზე გა­ხედ­ვა და ღა­ლა­ტი და­უშ­ვე­ბე­ლია. კონ­კუ­რენ­ტებს და მტრებს არ აჰ­ყვეთ. შე­ი­კა­ვეთ თავი.

მე-8- სეს­ხი არ გას­ცეთ, ვალი არ აი­ღოთ. არა­ფე­რი გა­რის­კოთ. ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი და სექ­სი გა­და­დეთ მომ­დევ­ნო კვი­რამ­დე.

მე-9-არ კა­მა­თობთ, არ მი­დი­ხართ სა­მოგ­ზა­უ­როდ, არ შე­დი­ხართ სა­ელ­ჩო­ებ­ში, არა­ვის ჭკუ­ას არ არი­გებთ, კი­დე­ვაც რომ გეხ­ვე­წონ რჩე­ვის მი­ცე­მას, მა­ინც.

მე-10 - უს­მი­ნეთ უფ­რო­სებს, მა­თაც ვინც სახ­ლში გყავთ, მა­თაც, ვინც სამ­სა­ხურ­ში გყავთ. მო­ი­ნა­ხუ­ლეთ წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვე­ბი.

მე-11- სიფრ­თხი­ლე მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. არა­სა­სურ­ვე­ლია ახა­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი.

მე-12 - არა­ფე­რი და­ფა­რულ­ში, მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში და არა­კა­ნო­ნი­ერ­ში არ გა­ე­რი­ოთ. არ იჭო­რა­ოთ. არ მო­ი­ტყუ­ოთ.

ეს სახ­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა პლა­ნე­ტებს, ამ კონ­ტექ­სტში - მარ­სი აგ­რე­სი­აა, ვე­ნე­რა პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ფული, დიპ­ლო­მა­ტია, მერ­კუ­რი - თაღ­ლი­თო­ბა ან ტყუ­ი­ლე­ბი, მთვა­რე - ოჯა­ხი, ში­რა­უ­რო­ბა. მზე - ძი­რი­თა­დად, თქვენ იქ­ნე­ბით. ზედა პლა­ნე­ტე­ბი იმ სახ­ლე­ბის მი­ხედ­ვით უნდა გან­სა­ზღვროთ, რო­მელ­საც მარ­თა­ვენ. და ხაზს ვუს­ვამ - არა­ნა­ი­რი სექ­სტი­ლე­ბი და კვად­რა­ტე­ბი და ასე შემ­დეგ არ მუ­შა­ობს. მხო­ლოდ შე­ერ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

მზის და მთვარის დაბნელება 2 და 17 ივლისს - ზოდიაქოს რომელ ნიშნებზე იმოქმედებს ყველაზე მეტად და რა გველის კონკრეტულად

მზის და მთვარის დაბნელება 2 და 17 ივლისს - ზოდიაქოს რომელ ნიშნებზე იმოქმედებს ყველაზე მეტად და რა გველის კონკრეტულად

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 2 ივლისსა (მზის დაბნელება) და 17 ივლისს (მთვარის დაბნელება) მოსალოდნელი ასტროლოგიური მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. აი, რას წერს ასტროლოგი:

"მეგობრებო, წინ საკმაოდ რთული პერიოდი გვაქვს გასავლელი. ე.წ. დაბნელებების დერეფანი.

2 ივლისი მზის დაბნელების დღეა. როცა ბუნებაში ასეთი მოვლენები ხდება, მზე და მთვარე შეერთებაში მოდიან. ანუ ფაქტობრივად, ახალმთვარეობასთან გვაქვს საქმე, თუმცა, რაღა თქმა უნდა, კიდევ უფრო ძლიერი ზეგავლენის მქონესთან, ვიდრე ეს ჩვეულებრივი ახალი მთვარის დროს გვაქვს.

გარდა ამისა, ნებისმიერი დაბნელება ყოველთვის აქცენტირებულია მთვარის კარმული კვანძებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მოვლენებს აუცილებლად გააჩნიათ კარმული ხასიათი. ეს არის სიტუაცია, რომელიც გულისხმობს დრომოჭმულის დასრულებას ჩვენს ცხოვრებაში და ახლის დასაწყისს. მაგრამ ჩვენი - ადამიანების უმეტესობა ბუნებით კონსერვატორია და, სამწუხაროდ, ხშირად შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ სიკეთეს. აშინებს სიახლეები, რადგან არ იცის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ცვლილებებს. ხშირად ადამიანები ვერც ხვდებიან, რომ რაღაცეებმა თავი ამოწურეს, რომ საჭიროა ძველის გაშვება და ახლის შენება. მაშინ სამყარო ამას ძალით აკეთებინებს. სწორედ ამიტომ არის დაბნელებები ასეთი ფატალური.

თუ ზოგადი საუბრებიდან დავუბრუნდებით ისევ 2 ივლისის მზის სრულ ეკლიპსს (რომელსაც საქართველოს ტერიტორიიდან ვერც დავინახავთ, რადგან თბილისის დროით 23:24-ზე ექნება ადგილი) და განვიხილავთ რა ხდება უშუალოდ ამ დროს ცაზე, ჩვენთვის უფრო გასაგები აღმოჩნდება, რა ტიპის ცვლილებს უნდა ველოდოთ, ანუ საიდან დაუბერავს სიო.

მზის, მთვარისა და აღმავალი კვანძის შეერთება კირჩხიბის 11°-ზე ოპოზიციაშია თხის რქაში მყოფი სატურნისა და დაღმავალი კვანძის შეერთებასთან. ამავდროულად, დაბნელების ღერძს ჰარმონიული აპექტები აქვს ნეპტუნთან. ასევე არის დადებითი ასპექტი ურანთანაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაბნელების ნეგატიური ენერგეტიკა შეიძლება განიმუხტოს სულიერების, ჰუმანურობისა და სიახლეების გზით, რადგან ნეპტუნი ჩვენი სულიერი და მორალური ფასეულობებია, ხოლო ურანი სწრაფ ცვლილებებს განაგებს ასტროლოგიაში. ანუ ახლა მხოლოდ ურანული, ანუ რეფორმისტული მიდგომა მოიტანს სასურველ შედეგებს.

ცვლილებები უნდა გატარდეს იმ თემებში, რაც ეხება კირჩხიბისა და თხის რქის თემატიკას. კირჩხიბი კი ასტროლოგიაში განკარგავს სამშობლოს, ეროვნულ ფასეულობებს, ტრადიციებს, ოჯახს. როგორც ვთქვით, ამას უპირისპირდება თხის რქაში დაღმავალ კვანძთან შეერთებული სატურნი. სატურნი კი არის ბიუროკრატია.

თუ გონიერება არ გვეყო და არ მოხდა სიტუაციის სწორი გზით განმუხტვა, მაშინ სერიოზული კარმული ვალების გასტუმრება გველის, რაც იოლი არასდროს არის ხოლმე.

უნდა აუცილებლად ავღნიშნოთ ისიც, რომ 4 ივლისს სატურნისა და კარმული კვანძის შეერთება საკმაოდ მჭიდრო ხდება. ანუ მოვლენების ეპიცენტრი შესაძლოა სწორედ ამ დღეს დაემთხვეს.

ვის შეეხება უფრო ხაზგასმით ეს ამბები?

ვინაიდან დაბნელებები კირჩხიბისა და თხის რქის ღერძზე ხდება, ცხადია, ამ ნიშნების წარმომადგენლებს. აგრეთვე მოვლენების ორომტრიალში ჩათრეულები აღმოჩნდებიან სასწორები და ვერძებიც. მითუმეტეს, თუ ისინი თავის დროზე მთვარის ან მზის დაბნელებების ახლომახლო თარიღებზე არიან დაბადებულები.

ვინც დაიბადა 1-დან 3 ივლისის პერიოდში - მათ ეხებათ. ასევე 6-8 იანვრის ინტერვალში დაბადებული თუ ხართ, - თქვენც. შეეხება იმათაც, ვისაც პლანეტები ყავთ კირჩხიბის 10-დან 12 გრადუსის ჩათვლით, ან თხის რქის 16-18 გრადუსებზე. აქვე ვიტყვი - თხის რქაზე უფრო ნაკლებად იმუშავებს, ვიდრე კირჩხიბზე.

თუ არც კირჩხიბი ხართ, არც თხის რქა, და არც თქვენი ამქვეყნად მოვლენის ჟამს პლიუს-მინუს ერთი კვირის განმავლობაში დაბნელებებს ადგილი არ ჰქონია, არ შეგეხებათ.

ვისთანაც იმუშავებს, იმათზე როგორ აისახება?

ეს უკვე უნდა ინახოს სად ხვდება კირჩხიბის მე-11 გრადუსი თქვენს პირად რუკაში.

სახლების თემების მიხედვით უნდა მივხვდეთ, სად შეიძლება, რომ პრობლემამ წამოყოს თავი.

პირველი სახლი პიროვნული ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებს, უნდა დასერიოზულდეთ, "გაიზარდოთ".

მეორე სახლი მოგთხოვთ ხარჯების შემცირებას, ბიუჯეტის დაზოგვას.

მე-3 სახლი - ილაპარაკეთ ნაკლები. უსმინეთ სხვებს. ენას კბილი დააჭირეთ. ნურაფერს მოაწერთ ხელს. ნურსად წახვალთ.

მე-4 სახლი - კომფორტის ზონიდან გამოდით. დაუჯერეთ ოჯახის უფროს წევრებს.

მე-5 სახლი - არავითარი გართობა. არავითარი პაემანი. შვილებთან მოიქეცით მკაცრად. სამართლიანად.

მე-6 სახლი - შესარულეთ ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად.

მე-7 - გვერდზე გახედვა და ღალატი დაუშვებელია. კონკურენტებს და მტრებს არ აჰყვეთ. შეიკავეთ თავი.

მე-8- სესხი არ გასცეთ, ვალი არ აიღოთ. არაფერი გარისკოთ. ქირურგიული ოპერაციები და სექსი გადადეთ მომდევნო კვირამდე.

მე-9-არ კამათობთ, არ მიდიხართ სამოგზაუროდ, არ შედიხართ საელჩოებში, არავის ჭკუას არ არიგებთ, კიდევაც რომ გეხვეწონ რჩევის მიცემას, მაინც.

მე-10 - უსმინეთ უფროსებს, მათაც ვინც სახლში გყავთ, მათაც, ვინც სამსახურში გყავთ. მოინახულეთ წინაპრების საფლავები.

მე-11- სიფრთხილე მეგობრებთან ურთიერთობაში. არასასურველია ახალი ცვლილებები.

მე-12 - არაფერი დაფარულში, მაქინაციებში და არაკანონიერში არ გაერიოთ. არ იჭორაოთ. არ მოიტყუოთ.

ეს სახლები. რაც შეეხება პლანეტებს, ამ კონტექსტში - მარსი აგრესიაა, ვენერა პირადი ურთიერთობები, ფული, დიპლომატია, მერკური - თაღლითობა ან ტყუილები, მთვარე - ოჯახი, შირაურობა. მზე - ძირითადად, თქვენ იქნებით. ზედა პლანეტები იმ სახლების მიხედვით უნდა განსაზღვროთ, რომელსაც მართავენ. და ხაზს ვუსვამ - არანაირი სექსტილები და კვადრატები და ასე შემდეგ არ მუშაობს. მხოლოდ შეერთება.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ