ავტორი:

"ნუ დამტირით ხალხო! თვალის გადანერგვა ჩემი ნახევართვალასთვის ამ ეტაპზე არის შეუძლებელი!" - რას წერს მაკო გო­მურ­ი "ფეისბუქზე"

"ნუ დამტირით ხალხო! თვალის გადანერგვა ჩემი ნახევართვალასთვის ამ ეტაპზე არის შეუძლებელი!" - რას წერს მაკო გო­მურ­ი "ფეისბუქზე"

19 წლის სტუდენტი, მაკო გომური, რომელმაც 20-21 ივნისის აქციის დარბევისას, თვალი დაკარგა, მისთვის თვალის გადანერგვის შესახებ გავრცელებულ ხმებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და იმ პროცედურებს აღწერს, რომლის გავლაც მკურნალობის პროცესში მოუწევს:

"მეგობრებო, სამკურნალოდ აქ წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ თვალახელილი ჩამოვალ ან კიდევ უფრო სისულელე, თვალს გადავინერგავ. სროლის შემდეგ, ჩემს თვალში არაფერი არ დარჩა, ყველაფერი იქცა ნ ა ფ ლ ე თ ე ბ ა დ!!!!!!!გუგა, ბადურა, სკლერა, პიგმენტი - არაფერი არაა დარჩენილი, გარდა კუნთებისა, რომლებმაც თუ იმუშავა, ჩავისვამ ხელოვნურ თვალს, რომელსაც იგივე ფენოტიპი ექნება, რაც მეორე თვალს და იმ კუნთების დახმარებით შევძლებ ვამოძრავო. გადარჩა ასევე ქვედა ქუთუთო და ასევე "ააწყვეს" ზედა ქუთუთოც, რომლის უჯრედები ან განაგრძობენ მუშაობას ან არა (დაიხოცებიან); გეფიცებით, თქვენზე მეტად მე მინდოდა მხედველობა არ დამეკარგა, მაგრამ დავკარგე; ნუ დამტირით ხალხო; საფეთქელს 2 სანტიმეტრითაა აცილებული ტყვია, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წასულიყო, მარა გადავრჩი (თუ ამას გადარჩენა ქვია) და დავკარგე მხოლოდ თვალი. ვაზროვნებ, დავდივარ, ვლაპარაკობ - ხო საკმარისია არა ბევრი რამისთვის?

სამშაბათს მაქვს კიდევ ერთი ოპერაცია აქ, უნდა ჩასვან გამყოფი ლინზა, (აქ ჯამს ამბობენ დებილები) რომ ზედა ქუთუთო არ შეახორცდეს შიდა ნაწილს; (საქართველოში ეს ისედაც გაკეთდებოდა) უბრალოდ აქ გავდივარ კონსულტაციებს, სწორად მიდის თუ არა მკურნალობა. 4 კვირიდან 6 კვირა (ან შეიძლება მეტიც) სჭირდება თვალს, რომ აღდგეს, დაიბრუნოს ფორმა, შეხორცდეს ჭრილიბები, შემდეგ ვიფიქრებთ ხელოვნურ თვალზე; მაგრამ თვალის გადანერგვა ჩემი ნახევართვალასთვის ამ ეტაპზე არის შეუძლებელი! ერთ თვალში მხედველობა არის დაკარგული და არ აღდგება!!! კიბატონო, სახელმწიფო მაფინანსებს. ზოგადად სამსახურში რამეს რომ ვაფუჭებდი, მე ვცდილობდი იმის გამოსწორებას, ბიქაზ ჩემი მოვალეობა იყო და მადლობასაც არავისგან ველოდი".

მაკო გომური ამჟამად მკურნალობას გერმანიაში გადის.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს