პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო ჩემი ბოლო კონცერტი რუსეთში! პუტინი ჩემი ქვეყნის მტერია!" - ნინო ქათამაძე მიმართვას ავრცელებს
"ეს იყო ჩემი ბოლო კონცერტი რუსეთში! პუტინი ჩემი ქვეყნის მტერია!" - ნინო ქათამაძე მიმართვას ავრცელებს

ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი და მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნინო ქა­თა­მა­ძე "ფე­ის­ბუ­ქით" პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მოს­კოვ­ში, ყო­ველ­წლი­ურ მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ Усадьба Jazz-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს. მომ­ღერ­ლის თქმით, კოც­ნერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი უსი­ნათ­ლო 9 წლის გო­გოს გამო ვერ თქვა და აღ­ნიშ­ნავს, რომ "ეს მისი ბოლო კონ­ცერ­ტია რუ­სეთ­ში". ქა­თა­მა­ძე ასე­ვე თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ბო­ლოდ­რო­ინ­დელ მოვ­ლე­ნებ­საც ეხ­მა­უ­რე­ბა და შს მი­ნისტრს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ჩემო ძვირ­ფა­სო მსმე­ნე­ლო და უმაგ­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბო ვინც 10 დღეა აპ­რო­ტეს­ტებთ, ძა­ლა­დო­ბას და უსა­მარ­თლო­ბას, პირ­ველ რიგ­ში მოგ­მარ­თავთ თქვენ. ჩემი გული, ჩემი სი­ტყვა, ჩემი ხმა და პრო­ტეს­ტი თქვენ­თან არის! ჩემი სი­ჩუ­მე არ ნიშ­ნავს იმას რომ რა­ი­მე მქონ­და სა­ფიქ­რა­ლი და გა­და­სა­წყვე­ტი, პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან ვგრძნობ იმას რა­საც თი­თო­ე­უ­ლი თგვენ­გა­ნი გავ­რი­ლო­ვის სპი­კე­რის სა­ვარ­ძელ­ში ხილ­ვი­სას! არა­სო­დეს არ მომ­რი­დე­ბია ძა­ლა­დო­ბი­სა და უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა, არა­სო­დეს არ და­მე­ზა­რა და ჩემი ხმით, ქარ­თუ­ლად მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ნა­წილ­ში და მათ შო­რის რუ­სეთ­შიც ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია, პუ­ტი­ნი ჩემი ქვეყ­ნის მტე­რი და მა­შა­სა­და­მე ჩემი მტე­რიც! ერ­თია ჩემი სა­გას­ტრო­ლო გრა­ფი­კი და მე­ო­რეა ჩემი ში­ნა­გა­ნი შეგ­რძნე­ბა ჩემი ქვეყ­ნის, ქარ­თუ­ლი სი­ტყვის, მუ­სი­კის წი­ნა­შე.

ჩემს ხელ­ში მხო­ლოდ ეს ია­რა­ღია, მხო­ლოდ ამით შე­მიძ­ლია ვუ­თხრა ჩემს მსმე­ნელს ის ტკი­ვი­ლი რაც ჩემს ქვე­ყა­ნას სტკი­ვა, იმ უმა­რავ მსხვერ­პლს რაც სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­ღია თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, კი­დევ რა­მო­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდას თვა­ლის ჩინი და­ე­მა­ტა და ადა­მი­ნი რო­მე­ლიც ამ წუ­თამ­დეა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, თი­თო­ე­ლი მტკი­ვა და თი­თო­ელს ვგრძნობ დღე და ღამე! ბო­დიშს ვიხ­დი ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო რომ არ ვი­დე­ქი თქვენ­თან ერ­თად იმ ღა­მეს, რომ ვერ და­გი­ცა­ვით ფი­ზი­კუ­რად და ერთ ტყვი­ა­შიც ვერ შე­გე­ხი­დეთ, არ­ჩე­ვა­ნი რომ მქონ­დეს უყოყ­მა­ნოდ მი­ვი­ღებ­დი ყვე­ლა იმ ტყვი­ას რაც თი­თო­ე­ულ თქვენ­განს მოგ­ხვდათ ოკუ­პა­ცი­ის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის­თვის. დიახ რა თქმა უნდა გა­ხა­რია უნდა გა­დად­გეს და ეს მო­თხოვ­ნა სრუ­ლი­ად ჯან­სა­ღი და ლე­გი­ტი­მუ­რია. ზუს­ტად მეს­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა ჩემს მი­მართ და ვი­ზი­ა­რებ თი­თო­ელ შე­ნიშ­ვნას, ამ პოს­ტის შემ­დე­გაც მზად ვარ მო­ვის­მი­ნო და წა­ვი­კი­თხო ყვე­ლას აზრი თუნ­და ყვე­ლა­ზე მძი­მე ფორ­მით გად­მო­ცე­მუ­ლი! ჩემი ცხოვ­რე­ბის უმ­ძი­მე­სი დღე 20 ივ­ნი­სი და უმ­ძი­მე­სი კონ­ცერ­ტი 22 ივ­ნი­სი, რო­მელ­ზეც უარი მხო­ლოდ უსი­ნათ­ლო 9 წლის გო­გოს გამო ვერ ვთქვი.

მე ამ კონ­ცერ­ტზე ვთქვი და თქვენც მინ­და გი­თხრათ, ეს ჩემი ბოლო კონ­ცერ­ტი იყო რუ­სეთ­ში!!! მინ­და რომ იმ ახალ­გაზ­რდებს რო­მე­ლიც 10 დღეა ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში 19:00 სა­ა­თი­დან იკ­რი­ბე­ბი­ან ვუ­თხრა: არას­დოს ჩემს გულ­ში სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი არ ყო­ფი­ლა, არა­სო­დეს რუ­სუ­ლად არ მიმ­ღე­რია, არა­სო­დეს სამ­თავ­რო­ბო (რუ­სეთ­ში) და­ფი­ნან­სე­ბულ კონ­ცერ­ტი­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია, არ მიმ­ღე­რია არც ერთი რუსი პო­ლი­ტი­კო­სის და­ბა­დე­ბის დღე­ზე. ჩემი მუ­სი­კა ეკუთ­ვნის უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნებს გა­ნურ­ჩევ­ლად, ეროვ­ნე­ბი­სა, რა­სი­სა, რე­ლი­გი­ი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ორინ­ტა­ცი­ი­სა! ამ პოს­ტით მინ­და ჩემი პრო­ტეს­ტი გა­მოვ­ხა­ტო პირ­ველ რიგ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, შე­უ­ერ­თდე მო­თხოვ­ნას რომ გა­ხა­რია უნდა გა­დად­გეს! რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია, პუ­ტი­ნი ჩვე­ნი სა­ერ­თო მტე­რი! თი­თო­ე­ლი თქვენ­გა­ნის სა­ხის და­ნახ­ვი­სას, თო­თო­ე­ლი თქვე­ნი ქცე­ვი­სას ყუ­რებ­ში მკა­ფი­ოდ ჩა­მეს­მის დიდი ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ხმა: “მე ვარ ქარ­თვე­ლი და მა­შა­სა­და­მე ვარ ევ­რო­პე­ლი”. მხო­ლოდ თქვენ ხართ ნა­თე­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ევ­რო­პე­ლი ქარ­თვე­ლი­სა, თქვენ და­ამ­ტკი­ცეთ რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ევ­რო­პა­შია და ამას ვე­რა­სო­დეს ვე­რა­ვინ ვე­ღარ შეც­ვლის. უდი­დე­სი მად­ლო­ბა თქვენ ამის­თვის, ქედს ვიხ­რი თქვე­ნი თავ­და­დე­ბის წი­ნა­შე" - ამ­ბობს ქა­თა­მა­ძე.

dima
0

2008 წლის შემდეგ რამდენი კონცერტი გამართე რუსეთში?!(((ახლა გახდა მტერი?! (((თუ შენი ქვეყანა უკრაინაა?!((((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ეს იყო ჩემი ბოლო კონცერტი რუსეთში! პუტინი ჩემი ქვეყნის მტერია!" - ნინო ქათამაძე მიმართვას ავრცელებს

"ეს იყო ჩემი ბოლო კონცერტი რუსეთში! პუტინი ჩემი ქვეყნის მტერია!" - ნინო ქათამაძე მიმართვას ავრცელებს

ქართველი მუსიკოსი და მსოფლიოში პოპულარული შემსრულებელი ნინო ქათამაძე "ფეისბუქით" პოსტს აქვეყნებს, სადაც მოსკოვში, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალ Усадьба Jazz-ში მონაწილეობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მომღერლის თქმით, კოცნერტში მონაწილეობაზე უარი უსინათლო 9 წლის გოგოს გამო ვერ თქვა და აღნიშნავს, რომ "ეს მისი ბოლო კონცერტია რუსეთში". ქათამაძე ასევე თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსაც ეხმაურება და შს მინისტრს გიორგი გახარიას გადადგომისკენ მოუწოდებს.

"ჩემო ძვირფასო მსმენელო და უმაგრესო ადამიანებო ვინც 10 დღეა აპროტესტებთ, ძალადობას და უსამართლობას, პირველ რიგში მოგმართავთ თქვენ. ჩემი გული, ჩემი სიტყვა, ჩემი ხმა და პროტესტი თქვენთან არის! ჩემი სიჩუმე არ ნიშნავს იმას რომ რაიმე მქონდა საფიქრალი და გადასაწყვეტი, პირველივე წამიდან ვგრძნობ იმას რასაც თითოეული თგვენგანი გავრილოვის სპიკერის სავარძელში ხილვისას! არასოდეს არ მომრიდებია ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ წასვლა, არასოდეს არ დამეზარა და ჩემი ხმით, ქართულად მსოფლიოს ყველა ნაწილში და მათ შორის რუსეთშიც ყოველთვის ვამბობ, რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ჩემი ქვეყნის მტერი და მაშასადამე ჩემი მტერიც! ერთია ჩემი საგასტროლო გრაფიკი და მეორეა ჩემი შინაგანი შეგრძნება ჩემი ქვეყნის, ქართული სიტყვის, მუსიკის წინაშე.

ჩემს ხელში მხოლოდ ეს იარაღია, მხოლოდ ამით შემიძლია ვუთხრა ჩემს მსმენელს ის ტკივილი რაც ჩემს ქვეყანას სტკივა, იმ უმარავ მსხვერპლს რაც საქართველოს გაუღია თავისუფლებისთვის, კიდევ რამოდენიმე ახალგაზრდას თვალის ჩინი დაემატა და ადამინი რომელიც ამ წუთამდეა უმძიმეს მდგომარეობაშია, თითოელი მტკივა და თითოელს ვგრძნობ დღე და ღამე! ბოდიშს ვიხდი ჩემო ძვირფასებო რომ არ ვიდექი თქვენთან ერთად იმ ღამეს, რომ ვერ დაგიცავით ფიზიკურად და ერთ ტყვიაშიც ვერ შეგეხიდეთ, არჩევანი რომ მქონდეს უყოყმანოდ მივიღებდი ყველა იმ ტყვიას რაც თითოეულ თქვენგანს მოგხვდათ ოკუპაციის გაპროტესტებისთვის. დიახ რა თქმა უნდა გახარია უნდა გადადგეს და ეს მოთხოვნა სრულიად ჯანსაღი და ლეგიტიმურია. ზუსტად მესმის საზოგადოების ჯანსაღი კრიტიკა ჩემს მიმართ და ვიზიარებ თითოელ შენიშვნას, ამ პოსტის შემდეგაც მზად ვარ მოვისმინო და წავიკითხო ყველას აზრი თუნდა ყველაზე მძიმე ფორმით გადმოცემული! ჩემი ცხოვრების უმძიმესი დღე 20 ივნისი და უმძიმესი კონცერტი 22 ივნისი, რომელზეც უარი მხოლოდ უსინათლო 9 წლის გოგოს გამო ვერ ვთქვი.

მე ამ კონცერტზე ვთქვი და თქვენც მინდა გითხრათ, ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში!!! მინდა რომ იმ ახალგაზრდებს რომელიც 10 დღეა ქვეყნის სამსახურში 19:00 საათიდან იკრიბებიან ვუთხრა: არასდოს ჩემს გულში სამშობლოს ღალატი არ ყოფილა, არასოდეს რუსულად არ მიმღერია, არასოდეს სამთავრობო (რუსეთში) დაფინანსებულ კონცერტიში მონაწილეობა არ მიმიღია, არ მიმღერია არც ერთი რუსი პოლიტიკოსის დაბადების დღეზე. ჩემი მუსიკა ეკუთვნის უბრალოდ ადამიანებს განურჩევლად, ეროვნებისა, რასისა, რელიგიისა და სექსუალური ორინტაციისა! ამ პოსტით მინდა ჩემი პროტესტი გამოვხატო პირველ რიგში ხელისუფლების მიმართ, შეუერთდე მოთხოვნას რომ გახარია უნდა გადადგეს! რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ჩვენი საერთო მტერი! თითოელი თქვენგანის სახის დანახვისას, თოთოელი თქვენი ქცევისას ყურებში მკაფიოდ ჩამესმის დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ზურაბ ჟვანიას ხმა: “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი”. მხოლოდ თქვენ ხართ ნათელი გამოხატულება ევროპელი ქართველისა, თქვენ დაამტკიცეთ რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ვერასოდეს ვერავინ ვეღარ შეცვლის. უდიდესი მადლობა თქვენ ამისთვის, ქედს ვიხრი თქვენი თავდადების წინაშე" - ამბობს ქათამაძე.