ავტორი:

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი - საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ ბოდიში მოიხადოს იმაზე, რაც მოხდა, მერე შესაძლებელია დიალოგი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი - საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ ბოდიში მოიხადოს იმაზე, რაც მოხდა, მერე შესაძლებელია დიალოგი

რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი არ არის, ეს საქართველოს შიდა პრობლემაა, მაგრამ ამ ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რუსეთთან ურთიერთობის გასაწყვეტად. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა.

„ის ხელისუფლება, რომელიც დღეს საქართველოშია, ყველაფერს აკეთებს, რომ შეწყვიტონ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა. ისინი არ აირიან დამოუკიდებლები. ისინი ამას კარნახით აკეთებენ. ამიტომ, მანამდე, ვიდრე ხელისუფლება არ დაალაგებს ქვეყანაში ურთიერთობას, ვიდრე არ შეწყდება ეს რუსოფობიული ტალღა, რომელიც რადიკალებმა წამოსწიეს, ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს - ჯერ დაამყარონ წესრიგი ქვეყანაში, ბოდიში მოიხადონ იმაზე, რაც მოხდა, მერე კი შესაძლებელია დიალოგი“ , - განაცხადა მატვიენკომ.

მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის არავითარი კონფლიქტი არ არის. პროვოკაცია მანამდე დაიგეგმა, რათა წამოწეულიყო რუსოფობიული ტალღა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები