აქ მდგარი ხალხის სამშობლოსადმი სიყვარული უფრო გულწრფელია, ვიდრე მთლიანად აღებული მთავრობის, რომლებიც ოდესმე ყოფილა ამ ქვეყანაში და პარტიების, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ილიკო სუხიშვილმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
ილიკო სუხიშვილის განცხადებით, მსგავსი ძალადობა ხელისუფლების მხრიდან ადრეც მომხდარა და ორივე შემთხვევაში საზოგადოება დაზარალებულა. მისივე თქმით, ყველაზე ნაკლებ იმ ადამიანის პატრიოტობაა დასაჯერებელი, რომელიც ამაზე ყველაზე მეტს ლაპარაკობს.
„რწმენა დავკარგე მე, თითქოს იმ ხალხის, ვინც არ უფრთხილდება თავის საზოგადოებას და იმედებს, ეს მარტო დღეს ხომ არ მომხდარა. აღშფოთებული ხალხი, რომელიც დღეს დგას და იძახის, ეს რა ვნახეთო, მათ დროსაც მომხდარა ძალადობა. ერთმანეთს უმტკიცებენ, რომ რადგან მათ დააშავეს, ჩვენც შეგვიძლია, დავაშაოთ და შუაში დგას ხალხი.
VIDEO: „აქ მდგარი თითოეული ადამიანის სამშობლოსადმი სიყვარული უფრო გულწრფელია, ვიდრე მთელი მთავრობის„
ვინც მეტს ლაპარაკობს პატრიოტობაზე, მისი უფრო ნაკლებად მჯერა და აქ მდგარი ხალხის სამშობლოსადმი სიყვარული უფრო გულწრფელია, ვიდრე მთლიანად აღებული მთავრობის, რომლებიც ოდესმე ყოფილა ამ ქვეყანაში და პარტიების. არ აქვს მნიშვნელობა, ბრძანება, ვინ გასცა, არსებობენ ადამიანები, ვინც ამ ბრძანებას შეასრულებს და მათ შინაგანად შეუძლიათ ამ ყველაფრის გაკეთება, ყველა დროს იყო ასეთი ხალხი და ახლაც ყოფილან ასეთები“, - განაცხადა ილიკო სუხიშვილმა.