სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Universal Music Publishing Group-მა საქართველოში პირდაპირი წამომადგენლობა გახსნა
Universal Music Publishing Group-მა საქართველოში პირდაპირი წამომადგენლობა გახსნა

სა­ქარ­თვე­ლოს „სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში“ Universal Music Publishing Group-ი (UMPG) გა­წევ­რი­ან­და. შე­სა­ბა­მის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი დღეს მო­ე­წე­რა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში Universal-ის პირ­და­პი­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია GMI Rights Managment-ი (GMI) გახ­და, რო­მელ­მაც ამის შე­სა­ხებ პირ­და­პი­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რას­თან ერ­თად, ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. მათ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ფუნ­ქცი­ე­ბის და კა­ტა­ლო­გის ლი­ცენ­ზი­რე­ბის სპე­ცი­ფი­კის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დათ.

„სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რის გოგა კო­ბა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, Universal Music Publishing Group-თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

„ეს არის პირ­ვე­ლი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრე­ცე­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­დე­საც ერთ-ერ­თმა უმ­სხვი­ლეს­მა მუ­სი­კა­ლურ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ რუ­სე­თის გვერ­დის ავ­ლით, პირ­და­პი­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა გახ­სნა სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლო ამ სფე­რო­ში რუ­სე­თის გავ­ლე­ნის­გან თან­და­თან თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ეს ორი ფაქ­ტო­რის გა­მოა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი: პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რის, რად­გან რუ­სე­თის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ არ ვიქ­ნე­ბით და მე­ო­რე - ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალსზ­რი­სით ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან მო­სარ­გებ­ლე­ე­ბი აქამ­დე რუ­სულ კომ­პა­ნი­ებს, რო­გორც შუ­ა­მავ­ლებს უხ­დიდ­ნენ ჰო­ნო­რარს და ახლა კი პირ­და­პირ სა­თა­ვო ოფისს გა­და­უხ­დი­ან, რაც ბუ­ნებ­რი­ვია ფას­ზეც იმოქ­მე­დებს“ - გან­მარ­ტა მან.

„სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღემ­დე, სა­ქარ­თვე­ლო დიდი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის და Record Label-ების (Warner, Sony და სხვა) მიერ იფა­რე­ბო­და და იფა­რე­ბა არა პირ­და­პირ, არა­მედ რუ­სე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რაც დიდ უხერ­ხუ­ლო­ბას ქმნის მო­სარ­გე­ლე­თა მიერ ჰო­ნო­რა­რის გა­დახ­დის კუ­თხით, რად­გან მათ გა­დახ­და რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ უწევთ და ფა­სე­ბიც უფრო მა­ღა­ლია. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, Universal-ის შემ­თხვე­ვა ადას­ტუ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ მხრივ სა­ინ­ტე­რე­სო ქვე­ყა­ნა გახ­და და ეს მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი იქ­ნე­ბა სხვა დიდი მსოფ­ლიო მო­თა­მა­შე­ე­ბის­თვი­საც.

Universal-ს მსოფ­ლი­ოს 45 ქვე­ყა­ნა­ში 47 წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა აქვს და მარ­თავს ისე­თი არ­ტის­ტე­ბის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან: Coldplay, U2, ABBA, Adele, Bee Gees, Justin Bieber, Miley Cyrus, Eminem, Selena Gomez, Jimi Hendrix, Elton John, Linkin Park, Maroon 5, Britney Spears, Justin Timberlake და მრა­ვა­ლი სხვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

Universal Music Publishing Group-მა საქართველოში პირდაპირი წამომადგენლობა გახსნა

Universal Music Publishing Group-მა საქართველოში პირდაპირი წამომადგენლობა გახსნა

საქართველოს „საავტორო უფლებათა ასოციაციაში“ Universal Music Publishing Group-ი (UMPG) გაწევრიანდა. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა.

უფრო კონკრეტულად, საქართველოში Universal-ის პირდაპირი წარმომადგენელი ქართული კომპანია GMI Rights Managment-ი (GMI) გახდა, რომელმაც ამის შესახებ პირდაპირი წარმომადგენლობის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან ერთად, ქართველი არტისტებისა და მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია გაიმართა. მათ წარმომადგენლობის ფუნქციების და კატალოგის ლიცენზირების სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.

„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ თავმჯდომარის გოგა კობალაძის განცხადებით, Universal Music Publishing Group-თან ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს რუსული გავლენებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.

„ეს არის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი საქართველოში, როდესაც ერთ-ერთმა უმსხვილესმა მუსიკალურმა გამომცემლობამ რუსეთის გვერდის ავლით, პირდაპირი წარმომადგენლობა გახსნა საქართველოში. საქართველო ამ სფეროში რუსეთის გავლენისგან თანდათან თავისუფლება.

ეს ორი ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი: პოლიტიკური ფაქტორის, რადგან რუსეთის ზეგავლენის ქვეშ არ ვიქნებით და მეორე - ეკონომიკური თვალსზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსარგებლეები აქამდე რუსულ კომპანიებს, როგორც შუამავლებს უხდიდნენ ჰონორარს და ახლა კი პირდაპირ სათავო ოფისს გადაუხდიან, რაც ბუნებრივია ფასზეც იმოქმედებს“ - განმარტა მან.

„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ ინფორმაციით, დღემდე, საქართველო დიდი მუსიკალური გამომცემლობების და Record Label-ების (Warner, Sony და სხვა) მიერ იფარებოდა და იფარება არა პირდაპირ, არამედ რუსეთის რეგიონული ოფისების მეშვეობით, რაც დიდ უხერხულობას ქმნის მოსარგელეთა მიერ ჰონორარის გადახდის კუთხით, რადგან მათ გადახდა რუსული კომპანიების სასარგებლოდ უწევთ და ფასებიც უფრო მაღალია. მათივე განმარტებით, Universal-ის შემთხვევა ადასტურებს, რომ საქართველო ამ მხრივ საინტერესო ქვეყანა გახდა და ეს მაგალითის მიმცემი იქნება სხვა დიდი მსოფლიო მოთამაშეებისთვისაც.

Universal-ს მსოფლიოს 45 ქვეყანაში 47 წარმომადგენლობა აქვს და მართავს ისეთი არტისტების საავტორო უფლებებს, როგორებიც არიან: Coldplay, U2, ABBA, Adele, Bee Gees, Justin Bieber, Miley Cyrus, Eminem, Selena Gomez, Jimi Hendrix, Elton John, Linkin Park, Maroon 5, Britney Spears, Justin Timberlake და მრავალი სხვა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება