„მასტერშეფის“ ერთგულ მაყურებელს დღეს ახალი ეპიზოდი ელის. სანამ კონკურსანტები გაოცებულები უყურებდნენ, თვალდახუჭული როგორ ჭრიდა ლუკა ქათამს, მანამდე ჩვენ კონსტანტინე თედელურთან ბლიცინტერვიუ ჩავწერეთ.
რაზე ოცნებობს, ვინ გაუცრუა ყველაზე მეტად იმედი და რომელ საუკუნეში იცხოვრებდა „მასტერშეფის“ ჟიურის ყველაზე არაორდინარული წევრი?
მასტერშეფმა...
ქართველ მზარეულთა შეხედულებებში ახალი მიმართულებები დამანახა.
იმედი გამიცრუა...
სოფო ხალვაშმა. იმდენად კარგი იყო შესარჩევ ტურში და ასევე კარგად ვითარდებოდა, რომ მოლოდინი დიდი მქონდა. ვთქვი კიდეც, რომ სიამოვნებით წავიყვანდი ჩემს რესტორანში, უკვე წარმატებული მომღერალი რომ არ იყოს. მაგრამ ბოლოს თავისი კუთხის სამზარეულო ისე წარადგინა, რომ იმედი გამიცრუა.
ჩვენ ვართ ის...
რითაც ვიკვებებით. თუ ჯანსაღად იკვებები, ჯანმრთელად ხარ. საკვები ადამიანისთვის ისეა, როგორც საწვავი – მანქანისთვის. როგორ საწვავსაც მიაწვდი, ისე იმუშავებს.
ჩემი თავი გამახსენა...
გიორგი ჯაჭვლიანმა, რადგან მის მსგავსად, არქიტექტურაზე ვსწავლობდი და გასტრონომიისკენ მივისწრაფოდი.
ვამაყობ
ჩემი ოჯახით
არასოდეს დამავიწყდება
ჩემი შვილის დაბადება
ვიცხოვრებდი...
XVI-XVII საუკუნეებში
გავიცნობდი...
აინშტაინს, ლეონარდო და ვინჩთან მექნებოდა პროფესიული მასტერკლასები, სიამოვნებით დავუჯდებოდი მოცარტს და მის ნაწარმოებებს მოვუსმენდი პირველ პირში.
მზარეული რომ არა...
არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ვიქნებოდი.
კონსტანტინეს შოუს მონაწილეების დახასიათებაც ვთხოვეთ:
ვლადიმერი
თითქოს საინტერესოა, მაგრამ ამაყია, რამაც, შეიძლება, ხელი შეუშალოს
შაინინა
სახლის დიასახლისია წაიკითხეთ ვრცლად