პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვარ რუსეთიდან და ჩემი გული ოკუპირებულია საქართველოს მიერ!" - რას წერენ რუსი ტურისტები სოციალურ ქსელში
"მე ვარ რუსეთიდან და ჩემი გული ოკუპირებულია საქართველოს მიერ!" - რას წერენ რუსი ტურისტები სოციალურ ქსელში

მას შემ­დეგ, რაც პუ­ტინ­მა რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი აკ­რძა­ლა და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბის საფრ­თხე შე­იქ­მნა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ქარ­თველ­მა მომ­ხმა­რებ­ლებ­მა მას­შტა­ბუ­რი კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყეს. ისი­ნი „ფე­ის­ბუ­ქის“, „ინ­სტაგ­რა­მის“ და „ტვი­ტე­რის“ სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ, აწარ­მო­ონ ტუ­რის­ტუ­ლი კამ­პა­ნია და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს ზა­ფხუ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბას ურ­ჩე­ვენ.

"ფე­ის­ბუქ­ზე" შე­იქ­მნა ჯ­გუ­ფი - Spend Your Summer In Georgia („გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში“), რომ­ლის წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში 200 ათასს გა­და­ა­ჭარ­ბა. მათ შო­რის არი­ან რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე უცხო­ე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, სა­კუ­თარ ტუ­რის­ტულ ის­ტო­რი­ებს და ფო­ტო­ებს უზი­ა­რე­ბენ ერ­თმა­ნეთს.

ჯგუ­ფის წევ­რე­ბი არი­ან რუსი ტუ­რის­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დენ­ჯერ­მე ეს­ტუმრნენ და აკ­რძალ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად კვლავ აპი­რე­ბენ დაბ­რუ­ნე­ბას. რუსი ტუ­რის­ტე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ ფო­ტოს ხელ­ში პოს­ტე­რით, რო­მელ­ზეც არის წარ­წე­რა - "მე ვარ რუ­სე­თი­დან და ჩემი გული ოკუ­პი­რე­ბუ­ლია" სა­ქარ­თვე­ლოს მიერ.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე პოსტს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ რუსი ტუ­რის­ტე­ბი წე­რენ:

ან­ტონ მო­რო­ზო­ვი, მოს­კო­ვი­დან:

"იცით რა... ამ ყვე­ლაფ­რის მერე უბ­რა­ლოდ არ ვი­ცო­დი რა მეთ­ქვა... სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნი­და. მე რუ­სე­თი­დან და რუსი ვარ, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ და არ არ­სე­ბობს ისე­თი ძალა, რო­მე­ლიც აუკ­რძა­ლავს კარგ ადა­მი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას. ბოლო რამ­დე­ნი­მე თვე, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ვცხოვ­რობ­დი, მრცხვე­ნო­და ხოლ­მე რომ რუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­მო­დი­ოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად, არ ცდი­ლობ­დნენ ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლას. არ მინ­დო­და მეც მათ რი­ცხვში ვყო­ფილ­ვი­ყა­ვი.

კარ­გად ვერ ვფლობ ქარ­თულ ენას, მაგ­რამ ყო­ველ­თვის შე­მიძ­ლია ვთქვა, რა­საც ვფიქ­რობ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ეხლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას შეძ­ლე­ბენ მარ­ტო ისი­ნი, ვი­საც მარ­თლა უყ­ვარს ეს ქვე­ყა­ნა და პა­ტივს სცემს ქარ­თველს!"

ალი­ო­ნა საფ­რო­ნო­ვა:

"მე ვარ რუ­სე­თი­დან და ჩემი ❤️ ოკუ­პი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მიერ"

მა­რია ტი­მო­შენ­კო­ვა, ტვე­რი­დან:

"მე ვარ რუსი. მა­ის­ში ბა­თუმ­ში ვი­ყა­ვი და არაფ­რის შემ­ში­ნე­ბია, ახ­ლაც არაფ­რის მე­ში­ნია, უბ­რა­ლოდ ვბრაზ­დე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის გამო!"

ნა­ტა­ლია რედ­კო, მოს­კო­ვი­დან:

"მე რუ­სე­თი­დან ვარ და მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ჩემი სამ­შობ­ლო. არ მა­დარ­დებს პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში 2 არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წელი გა­ვა­ტა­რე. ვგიჟ­დე­ბი გუ­და­ზე და შქმე­რულ­ზე, მიყ­ვარს, როცა ზა­ფხუ­ლის დი­ლას მო­ხუ­ცი ქალი ყვი­რის "მა­ლი­ნას", ვარ რაგ­ბის ფანი! მიყ­ვარს ჩემი ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი, მე­ნატ­რე­ბით და გპირ­დე­ბით, მალე დავ­ბრუნ­დე­ბი"

მაქ­სიმ ბო­რო­ვი­კოვ­სკი:

"მე ვარ რუსი და სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მიყ­ვარს! ვწუხ­ვარ, რომ ჩვენს ნაც­ვლად პო­ლი­ტი­კო­სე­ბი წყვე­ტენ ყვე­ლა­ფერს! ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი რუ­სეთ­ში არ ეთან­ხმე­ბი­ან იმას, რაც ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ხდე­ბა. მჯე­რა, რომ ჩვენ მშვი­დო­ბი­ა­ნად ვი­ცხოვ­რებთ!"

ან­ტონ გა­ე­ვოი:

"მე ვარ ან­ტო­ნი და ორი წე­ლია მე და ჩემი მე­უღ­ლე რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოვ­სახ­ლდით. ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ აქ ვცხოვ­რობთ ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კის გა­რე­შე, ირ­გვლივ ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. ჩვენ ვართ გი­დე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, თუ ჩვენს სა­ქარ­თვე­ლოს და­გათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებთ!"

დიმ ჩერ­კა­სო­ვი, მოს­კო­ვი­დან:

"არ გა­ა­ნა­წყე­ნოთ ჩემი საყ­ვა­რე­ლი სა­ქარ­თვე­ლო!"

ავტორი:

"მე ვარ რუსეთიდან და ჩემი გული ოკუპირებულია საქართველოს მიერ!" - რას წერენ რუსი ტურისტები სოციალურ ქსელში

"მე ვარ რუსეთიდან და ჩემი გული ოკუპირებულია საქართველოს მიერ!" - რას წერენ რუსი ტურისტები სოციალურ ქსელში

მას შემდეგ, რაც პუტინმა რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები აკრძალა და ჩვენს ქვეყანაში ტურისტების შემცირების საფრთხე შეიქმნა, სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებლებმა მასშტაბური კამპანია წამოიწყეს. ისინი „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“ და „ტვიტერის“ საშუალებით ცდილობენ, აწარმოონ ტურისტული კამპანია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ზაფხულის საქართველოში გატარებას ურჩევენ.

"ფეისბუქზე" შეიქმნა ჯგუფი - Spend Your Summer In Georgia („გაატარე ზაფხული საქართველოში“), რომლის წევრების რაოდენობამ რამდენიმე დღეში 200 ათასს გადააჭარბა. მათ შორის არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინტერნეტმომხმარებლები, რომლებიც საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებებს, საკუთარ ტურისტულ ისტორიებს და ფოტოებს უზიარებენ ერთმანეთს.

ჯგუფის წევრები არიან რუსი ტურისტებიც, რომლებიც საქართველოს რამდენჯერმე ესტუმრნენ და აკრძალვების მიუხედავად კვლავ აპირებენ დაბრუნებას. რუსი ტურისტები ავრცელებენ ფოტოს ხელში პოსტერით, რომელზეც არის წარწერა - "მე ვარ რუსეთიდან და ჩემი გული ოკუპირებულია" საქართველოს მიერ.

გთავაზობთ რამდენიმე პოსტს, რომელსაც საქართველოს შესახებ რუსი ტურისტები წერენ:

ანტონ მოროზოვი, მოსკოვიდან:

"იცით რა... ამ ყველაფრის მერე უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა... სიტყვები არ მყოფნიდა. მე რუსეთიდან და რუსი ვარ, ძალიან მიყვარხართ და არ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც აუკრძალავს კარგ ადამიანებს საქართველოში ჩამოსვლას. ბოლო რამდენიმე თვე, საქართველოში რომ ვცხოვრობდი, მრცხვენოდა ხოლმე რომ რუსები, რომლებიც ჩამოდიოდნენ საქართველოში საცხოვრებლად, არ ცდილობდნენ ქართული ენის სწავლას. არ მინდოდა მეც მათ რიცხვში ვყოფილვიყავი.

კარგად ვერ ვფლობ ქართულ ენას, მაგრამ ყოველთვის შემიძლია ვთქვა, რასაც ვფიქრობ. ძალიან მიხარია, რომ ეხლა საქართველოში ჩამოსვლას შეძლებენ მარტო ისინი, ვისაც მართლა უყვარს ეს ქვეყანა და პატივს სცემს ქართველს!"

ალიონა საფრონოვა:

"მე ვარ რუსეთიდან და ჩემი ❤️ ოკუპირებულია საქართველოს მიერ"

მარია ტიმოშენკოვა, ტვერიდან:

"მე ვარ რუსი. მაისში ბათუმში ვიყავი და არაფრის შემშინებია, ახლაც არაფრის მეშინია, უბრალოდ ვბრაზდები პოლიტიკური სირთულეების გამო!"

ნატალია რედკო, მოსკოვიდან:

"მე რუსეთიდან ვარ და მიყვარს საქართველო, როგორც ჩემი სამშობლო. არ მადარდებს პოლიტიკური თამაშები. საქართველოში 2 არაჩვეულებრივი წელი გავატარე. ვგიჟდები გუდაზე და შქმერულზე, მიყვარს, როცა ზაფხულის დილას მოხუცი ქალი ყვირის "მალინას", ვარ რაგბის ფანი! მიყვარს ჩემი ქართველი მეგობრები, მენატრებით და გპირდებით, მალე დავბრუნდები"

მაქსიმ ბოროვიკოვსკი:

"მე ვარ რუსი და საქართველო ძალიან მიყვარს! ვწუხვარ, რომ ჩვენს ნაცვლად პოლიტიკოსები წყვეტენ ყველაფერს! ჩვეულებრივი ადამიანები რუსეთში არ ეთანხმებიან იმას, რაც ჩვენს ურთიერთობაში ხდება. მჯერა, რომ ჩვენ მშვიდობიანად ვიცხოვრებთ!"

ანტონ გაევოი:

"მე ვარ ანტონი და ორი წელია მე და ჩემი მეუღლე რუსეთიდან საქართველოში გადმოვსახლდით. ბედნიერები ვართ, რომ აქ ვცხოვრობთ ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, ირგვლივ ყველაზე კეთილი ადამიანების გარემოცვაში. ჩვენ ვართ გიდები და ბედნიერები ვიქნებით, თუ ჩვენს საქართველოს დაგათვალიერებინებთ!"

დიმ ჩერკასოვი, მოსკოვიდან:

"არ გაანაწყენოთ ჩემი საყვარელი საქართველო!"

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს