მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, ცხე­ნით ჯი­რი­თი, კო­ცონ­ზე სი­მინ­დის შეწ­ვა - ეს ჩემს შვი­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ" - სად ატარებენ ზაფხულს ანუკი არეშიძე და კახა კალაძე
"სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, ცხე­ნით ჯი­რი­თი, კო­ცონ­ზე სი­მინ­დის შეწ­ვა - ეს ჩემს შვი­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ" - სად ატარებენ ზაფხულს ანუკი არეშიძე და კახა კალაძე

დას­ვე­ნე­ბა წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­ზე სა­სარ­გებ­ლოა, თუმ­ცა ზა­ფხუ­ლი ის დროა, რო­მე­ლიც დას­ვე­ნე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბი აკ­რძა­ლა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ვი­ზი­ტორ­თა რი­ცხვი რუსი ტუ­რის­ტე­ბის ხარ­ჯზე შემ­ცირ­დე­ბა, ამი­ტომ ქარ­თვე­ლებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახა­ლი კამ­პა­ნია - „გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში“ წა­მო­ი­წყეს, რომ­ლის მი­ზა­ნიც, უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბაა.

ამას­თან, ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს მო­უ­წო­დე­ბენ წლე­ვან­დე­ლი ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მი­უ­ძღვნან და შვე­ბუ­ლე­ბა სამ­შობ­ლო­ში, ახა­ლი ად­გი­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში გა­ა­ტა­რონ.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ კუ­რორ­ტებ­ზე დას­ვე­ნე­ბას ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი. ჩვენ ცნო­ბილ სა­ხეს, მათ შო­რის თბი­ლი­სის მე­რის მე­უღ­ლეს, დი­ზა­ი­ნერ ანუ­კი არე­ში­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

"მე და კახა ყო­ველ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტებ­ზე ვის­ვე­ნებთ. როცა იტა­ლი­ა­ში ვცხოვ­რობ­დით, თა­ვი­სუ­ფალ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ო­დით. ბავ­შვე­ბიც არ­და­დე­გე­ბის ნა­წილს სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში ატა­რე­ბენ - აჭა­რა­ში, ბორ­ჯომ­ში და ბახ­მა­რო­ში. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შვებ­მა სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რონ უმე­ტე­სი დრო ზა­ფხულ­ში.

ჩვე­ნი ფა­ვო­რი­ტი კუ­რორ­ტი არის ბახ­მა­რო, სა­დაც ივ­ლი­სის ბო­ლოს 3 კვი­რით მივ­დი­ვართ. სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, ცხე­ნე­ბით ჯი­რი­თი, ტყე­ში სე­ირ­ნო­ბა, სა­ღა­მოს კო­ცონ­ზე სი­მინ­დის შეწ­ვა და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი - ეს არის ის, რაც ჩემს შვი­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ. შე­მოდ­გო­მა­ზე, თუ სკო­ლა გვაძ­ლევს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას, კა­ხეთ­ში ჩავ­დი­ვართ.

ასე­ვე უყ­ვართ სამ­ტრე­დი­ა­ში წას­ვლა ბე­ბი­ას­თან და ბა­ბუ­ას­თან. ეს არის ჩემ­თვის ის, რა­საც ბავ­შვო­ბის და­უ­ვი­წყა­რი დღე­ე­ბი ჰქვია. წელს პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვით ყაზ­ბეგ­ში, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი ბუ­ნე­ბით და მომ­სა­ხუ­რე­ბით!

- რა­ტომ არის, თქვე­ნი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი?

- სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი აქვს. პი­რა­დად ჩემ­თვის ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჰა­ვით, ბუ­ნე­ბი­თა და ხალ­ხით, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს. სა­დაც არ უნდა წა­ვი­დეთ, ყველ­გან ისე ვგრძნობთ თავს, რო­გორც სა­კუ­თარ ოჯახ­ში. ჩვე­ნი ხალ­ხი არის გან­სა­კუთ­რე­ბით ტკბი­ლი!

მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს რაც შე­ე­ხე­ბა, ვფიქ­რობ, ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან გან­ვი­თარ­და. ეს კონ­კუ­რენ­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წე­ლი­წად­ში 7 დღე იტა­ლი­ა­შიც დამ­ყავს ბავ­შვე­ბი, გული მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოს­კენ აქვთ.

სა­ნამ მე­ო­თხე შვი­ლი მე­ყო­ლე­ბო­და, და­გეგ­მი­ლი გვქონ­და შა­ტი­ლის, სვა­ნე­თი­სა და თუ­შე­თის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა შვი­ლებ­თან ერ­თად, მაგ­რამ ეს მო­მა­ვა­ლი წლის­თვის გა­დავ­დეთ. უამ­რა­ვი ლა­მა­ზი ად­გი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც არ მაქვს ნა­ნა­ხი და ვა­პი­რებ მო­მა­ვა­ლი წლი­დან ჩემს ბი­ჭებ­თან ერ­თად ვი­მოგ­ზა­უ­რო იმ ჯა­დოს­ნურ ად­გი­ლებ­ში, რომ­ლი­თაც ჩემი ქვე­ყა­ნაა და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი! წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, ცხე­ნით ჯი­რი­თი, კო­ცონ­ზე სი­მინ­დის შეწ­ვა - ეს ჩემს შვი­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ" - სად ატარებენ ზაფხულს ანუკი არეშიძე და კახა კალაძე

"სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, ცხე­ნით ჯი­რი­თი, კო­ცონ­ზე სი­მინ­დის შეწ­ვა - ეს ჩემს შვი­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ" - სად ატარებენ ზაფხულს ანუკი არეშიძე და კახა კალაძე

დასვენება წელიწადის ნებისმიერ სეზონზე სასარგებლოა, თუმცა ზაფხული ის დროა, რომელიც დასვენების გარეშე წარმოუდგენელია.

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა, მოსალოდნელია, რომ ვიზიტორთა რიცხვი რუსი ტურისტების ხარჯზე შემცირდება, ამიტომ ქართველებმა სოციალურ ქსელში ახალი კამპანია - „გაატარე ზაფხული საქართველოში“ წამოიწყეს, რომლის მიზანიც, უცხოელი ტურისტების საქართველოთი დაინტერესებაა.

ამასთან, ქართველი ინტერნეტმომხმარებლები ერთმანეთს მოუწოდებენ წლევანდელი ზაფხული საქართველოს მიუძღვნან და შვებულება სამშობლოში, ახალი ადგილების აღმოჩენაში გაატარონ.

AMBEBI.GE დაინტერესდა საქართველოს რომელ კურორტებზე დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას ცნობილი ქართველები. ჩვენ ცნობილ სახეს, მათ შორის თბილისის მერის მეუღლეს, დიზაინერ ანუკი არეშიძეს ვესაუბრეთ:

"მე და კახა ყოველთვის საქართველოს კურორტებზე ვისვენებთ. როცა იტალიაში ვცხოვრობდით, თავისუფალ დროს საქართველოში ჩამოვდიოდით. ბავშვებიც არდადეგების ნაწილს სწორედ საქართველოში ატარებენ - აჭარაში, ბორჯომში და ბახმაროში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებმა სწორედ საქართველოში გაატარონ უმეტესი დრო ზაფხულში.

ჩვენი ფავორიტი კურორტი არის ბახმარო, სადაც ივლისის ბოლოს 3 კვირით მივდივართ. სოფლის პროდუქტები, ცხენებით ჯირითი, ტყეში სეირნობა, საღამოს კოცონზე სიმინდის შეწვა და ქართული სიმღერები - ეს არის ის, რაც ჩემს შვილებს ძალიან უყვართ. შემოდგომაზე, თუ სკოლა გვაძლევს ამის საშუალებას, კახეთში ჩავდივართ.

ასევე უყვართ სამტრედიაში წასვლა ბებიასთან და ბაბუასთან. ეს არის ჩემთვის ის, რასაც ბავშვობის დაუვიწყარი დღეები ჰქვია. წელს პირველად ვიყავით ყაზბეგში, აღფრთოვანებული დავრჩი ბუნებით და მომსახურებით!

- რატომ არის, თქვენი აზრით, საქართველოში დასვენება პრიორიტეტული?

- საქართველოს განსაკუთრებული ხიბლი აქვს. პირადად ჩემთვის ის მნიშვნელოვანია ჰავით, ბუნებითა და ხალხით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს. სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან ისე ვგრძნობთ თავს, როგორც საკუთარ ოჯახში. ჩვენი ხალხი არის განსაკუთრებით ტკბილი!

მომსახურების სფეროს რაც შეეხება, ვფიქრობ, ბოლო წლებში ძალიან განვითარდა. ეს კონკურენციის დამსახურებაც არის. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში 7 დღე იტალიაშიც დამყავს ბავშვები, გული მაინც საქართველოსკენ აქვთ.

სანამ მეოთხე შვილი მეყოლებოდა, დაგეგმილი გვქონდა შატილის, სვანეთისა და თუშეთის დათვალიერება შვილებთან ერთად, მაგრამ ეს მომავალი წლისთვის გადავდეთ. უამრავი ლამაზი ადგილია საქართველოში, რომელიც არ მაქვს ნანახი და ვაპირებ მომავალი წლიდან ჩემს ბიჭებთან ერთად ვიმოგზაურო იმ ჯადოსნურ ადგილებში, რომლითაც ჩემი ქვეყანაა დაჯილდოვებული! წაიკითხეთ ვრცლად

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 2058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორ ნაწილდება ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით?

ბათუმში ორსართულიანი სახლში აფეთქება მოხდა - როგორია დაშავებულების მდგომარეობა?