პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ტყვეების გვარ-სახელები ბანაკიდან, სადაც ანა ფრანკი გარდაიცვალა
ქართველი ტყვეების გვარ-სახელები ბანაკიდან, სადაც ანა ფრანკი გარდაიცვალა

ბერ­გენ-ბელ­ზე­ნის შრო­მით-გა­მას­წო­რე­ბე­ლი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კი (Farsleben), ჰა­ნო­ვე­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ქა­ლაქ ბერ­გენ­თან და სო­ფელ ბელ­ზენ­თან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობ­და. ეს ერ­თა­დერ­თი ბა­ნა­კი იყო, სა­დაც გა­ზის კა­მე­რა არ ჰქონ­დათ, თუმ­ცა, ამას ხელი არ შე­უშ­ლია, 1943-1945 წლებ­ში იქ 50 ათა­სი ტყვე არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში და­ხო­ცი­ლი­ყო. ბა­ნა­კის და­ხურ­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, იქ ტიფ­მა იფეთ­ქა და 35 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ერ­თბა­შად და­ხო­ცა.

იმა­ვე ბა­ნაკ­ში მო­უხ­დათ ყოფ­ნა და შემ­დეგ ტი­ფით გარ­და­იც­ვალ­ნენ ცნო­ბი­ლი დღი­უ­რის ავ­ტო­რი გო­გო­ნა ანა ფრან­კი და მისი და - მარ­გო.

1941 წელს, ბა­ნაკ­ში 20 ათა­სი საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო ტყვე მი­იყ­ვა­ნეს, მათ­გან 18 ათა­სი 1942 წლის გა­ზა­ფხულ­ზე­ვე, შიმ­ში­ლით, სი­ცი­ვი­თა და სხვა­დას­ხვა სა­ხის ეპი­დე­მი­ით ერ­თბა­შად და­ი­ღუ­პა... მე­ო­რე მსოფ­ლი­ოს ომის მი­წუ­რულს რამ­დე­ნი­მე ათა­სი ტყვე სხვა ბა­ნაკ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, უკვე იმ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ, რომ ასო­ბით მათ­გა­ნი ვე­ღარ გა­დარ­ჩა. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მემ გა­უძ­ლო. წლე­ბის შემ­დეგ, მათ მიერ მო­ყო­ლი­ლი ამ­ბე­ბის მი­ხედ­ვით არა­ერ­თი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი გა­და­ი­ღეს...

ქარ­თველ­მა ემიგ­რან­ტმა მეგი სტემ­პენ­მა ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის სი­ე­ბი რუ­სუ­ლი სა­ი­ტე­ბი­დან ამო­ი­ღო და ბერ­გენ-ბელ­ზე­ნის ბა­ნა­კის არ­ქივ­ში გა­და­ა­მოწ­მა. გთა­ვა­ზობთ და­კარ­გუ­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლებს, რო­მელ­თაც ოჯა­ხის წევ­რე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უი­მე­დოდ ეძებ­დნენ...

ვა­ლი­კო ტუ­ჟი­და­ვა - და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წელს ქა­ლაქ ოჩამ­ჩი­რე­ში, გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წლის 27 მა­ისს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ბერ­გენ-ბელ­ზე­ნი.

ბაგ­რატ მი­ნა­სოს ძე მი­კირ­ტი­ჩი­ა­ნი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წლის მა­ის­ში, ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კარ­ტი­კამ­ში. მე­უღ­ლე - სო­ნია, დე­დის სა­ხე­ლი სიმა. ტყვედ ჩა­ვარ­და, 1942 წლის ივ­ლის­ში, როს­ტოვ­ში. გარ­და­იც­ვა­ლა, 1944 წლის 31 დე­კემ­ბერს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის უმ­ძი­მე­სი ფორ­მით. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ბერ­გენ ბელ­ზე­ნი.

და­ვით წიკ­ლა­უ­რი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წელს, და­ბა­დე­ბუ­ლი დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­ქარ­თა­ში. დედა - სო­ფია წიკ­ლა­უ­რი. გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 10 ოქ­ტომ­ბერს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის მწვა­ვე ფორ­მით. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ბერ­გენ-ბელ­ზე­ნი.

ირტი­ა­ნუ­კი გორ­მა­ნი­ა­ნი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1913 წელს, ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ალა­თუ­ბან­ში. მე­უღ­ლე - ხა­თუ­ნა გორ­მა­ნი­ა­ნი. გარ­და­იც­ვა­ლა 1944 წლის 8 მარტს, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ბერ­გენ ბელ­ზე­ნი

შაქ­რო ნა­ბი­რიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ონ­ში. დედა - ნა­ბი­რიშ­ვი­ლი სიკუ. გარ­და­იც­ვა­ლა - 1942 წლის 16 ივ­ნისს. დი­აგ­ნო­ზი - ორ­გა­ნიზ­მის სა­ერ­თო სი­სუს­ტე. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ბერ­გენ-ბელ­ზე­ნი.

ბოგ­დან არ­თნი­აშ­ვი­ლი (ან აღ­ნი­აშ­ვი­ლი) - და­ბა­დე­ბუ­ლი 1913 წელს, ქა­ლაქ თე­ლავ­ში. გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 15 ივ­ნისს, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ბერ­გენ-ბელ­ზე­ნი.

აბრი ბა­ბე­კიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1911 წელს სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კელ­მე­ჩურ­ში. გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 21 იან­ვარს ორ­გა­ნიზ­მის სა­ერ­თო სი­სუს­ტით. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ბერ­გენ-ბელ­ზე­ნი

კოტ­რი­კა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი ქუ­თა­ის­ში, 1900 წლის დე­კემ­ბერ­ში. მე­უღ­ლის სა­ხე­ლი - პაშა. გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 26 იან­ვარს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ბერ­გენ-ბელ­ზე­ნი.

ვლა­დი­მერ გვი­ში­ა­ნი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1917 წლის 5 ივ­ლისს, ცა­გე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ორ­ბელ­ში. მე­უღ­ლე – კლა­უ­დია გვი­ში­ა­ნი. გარ­და­იც­ვა­ლა 1944 წლის 15 აგ­ვის­ტოს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის დი­აგ­ნო­ზით. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ბერ­გენ-ბელ­ზე­ნი.

შალ­ვა თი­ნა­რა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1923 წლის 15 თე­ბერ­ვალს, ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კი­ცხში. გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 11 ნო­ემ­ბერს. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ბერ­გენ-ბელ­ზე­ნი

შოთა გირ­გე­ლი­ძე (ან გირ­კე­ლი­ძე) - და­ბა­დე­ბუ­ლი 1905 წლის 28 თე­ბერ­ვალს, ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბოხ­ვა­ურ­ში. მე­უღ­ლე ევ­გე­ნია სერ­გე­ის ასუ­ლი. გარ­და­იც­ვა­ლა - 1944 წლის 7 სექ­ტემ­ბერს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ბერ­გენ-ბელ­ზე­ნი

იო­სებ თა­რი­მა­ნიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1910 წელს სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­რი­ამ­ჯვარ­ში. მე­უღ­ლე - ქე­თუ­სა თა­რი­მა­ნიშ­ვი­ლი. გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 16 ოქ­ტომ­ბერს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ბერ­გენ-ბელ­ზე­ნი.

გრი­გორ ტა­სუ­ე­ვი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1906 წელს ხა­შუ­რის რა­ი­ონ­ში, მე­უღ­ლე ოლღა ტა­სუ­ე­ვი. გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 13 აპ­რილს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის მწვა­ვე ფორ­მით. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ბერ­გენ-ბელ­ზე­ნი.

ვახ­ტანგ შკუ­პუ­ლი­ა­ნი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1910 წელს ქუ­თა­ის­ში, წე­რეთ­ლის 14-ში. მე­უღ­ლე: მარ­გა­რი­ტა შკუ­პუ­ლი­ა­ნი. გარ­და­იც­ვა­ლა - 1943 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ბერ­გენ-ბელ­ზე­ნი.

AMBEBI.GE მკი­თხველს შე­ახ­სე­ნებს, რომ გვარ-სა­ხე­ლებ­სა და მი­სა­მარ­თებ­ში შე­საძ­ლოა შეც­დო­მა იყოს, რაც იმით აიხ­სნე­ბა, რომ ბა­ნა­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სი­ებს კარ­ნა­ხით ავ­სებ­და და იწერ­დნენ რო­გორც ეს­მო­დათ, რად­გან ტყვე­ებს პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი არ ჰქონ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია.
0

ვეძებ ბაბუას.მინდა ჩემი გარდაცვლილი მამის სურვილი ავასრულო და იქნებ ვიპოვო.უგზოუკვლოდ არის გამოცხადებული ბაბუა. ანტონი გირგოლის (გრიგოლის) ძე მეგრელი.ცაგერის რაიონი სოფ.ორბელი.მადლობა რომ ასეთი საქმე წამოიწყეთ.წარმატებები.

შაქრო შანშიაშვილი
0

გურჯაანის რაიონიდან ჰყავდა მეუღლე ელენე და ქალ-ვაჟი ნოშრევანი და რუსუდანი გთხოვთ დამეხმარეთ მოძებნაში

 

ავტორი:

ქართველი ტყვეების გვარ-სახელები ბანაკიდან, სადაც ანა ფრანკი გარდაიცვალა

ქართველი ტყვეების გვარ-სახელები ბანაკიდან, სადაც ანა ფრანკი გარდაიცვალა

ბერგენ-ბელზენის შრომით-გამასწორებელი საკონცენტრაციო ბანაკი (Farsleben), ჰანოვერის პროვინციაში, ქალაქ ბერგენთან და სოფელ ბელზენთან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა. ეს ერთადერთი ბანაკი იყო, სადაც გაზის კამერა არ ჰქონდათ, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, 1943-1945 წლებში იქ 50 ათასი ტყვე არაადამიანურ პირობებში დახოცილიყო. ბანაკის დახურვამდე რამდენიმე თვით ადრე, იქ ტიფმა იფეთქა და 35 ათასი ადამიანი ერთბაშად დახოცა.

იმავე ბანაკში მოუხდათ ყოფნა და შემდეგ ტიფით გარდაიცვალნენ ცნობილი დღიურის ავტორი გოგონა ანა ფრანკი და მისი და - მარგო.

1941 წელს, ბანაკში 20 ათასი საბჭოთა სამხედრო ტყვე მიიყვანეს, მათგან 18 ათასი 1942 წლის გაზაფხულზევე, შიმშილით, სიცივითა და სხვადასხვა სახის ეპიდემიით ერთბაშად დაიღუპა... მეორე მსოფლიოს ომის მიწურულს რამდენიმე ათასი ტყვე სხვა ბანაკში გადაიყვანეს, თუმცა, უკვე იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, რომ ასობით მათგანი ვეღარ გადარჩა. თუმცა, რამდენიმემ გაუძლო. წლების შემდეგ, მათ მიერ მოყოლილი ამბების მიხედვით არაერთი მხატვრული ფილმი გადაიღეს...

ქართველმა ემიგრანტმა მეგი სტემპენმა ქართველი მეომრების სიები რუსული საიტებიდან ამოიღო და ბერგენ-ბელზენის ბანაკის არქივში გადაამოწმა. გთავაზობთ დაკარგულების გვარ-სახელებს, რომელთაც ოჯახის წევრები წლების განმავლობაში უიმედოდ ეძებდნენ...

ვალიკო ტუჟიდავა - დაბადებული 1920 წელს ქალაქ ოჩამჩირეში, გარდაიცვალა 1942 წლის 27 მაისს ფილტვების ანთებით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

ბაგრატ მინასოს ძე მიკირტიჩიანი - დაბადებული 1921 წლის მაისში, ახალქალაქის რაიონის სოფელ კარტიკამში. მეუღლე - სონია, დედის სახელი სიმა. ტყვედ ჩავარდა, 1942 წლის ივლისში, როსტოვში. გარდაიცვალა, 1944 წლის 31 დეკემბერს ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ ბელზენი.

დავით წიკლაური - დაბადებული 1921 წელს, დაბადებული დუშეთის რაიონის სოფელ მაქართაში. დედა - სოფია წიკლაური. გარდაიცვალა 1943 წლის 10 ოქტომბერს ფილტვების ანთების მწვავე ფორმით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

ირტიანუკი გორმანიანი - დაბადებული 1913 წელს, ახალქალაქის რაიონის სოფელი ალათუბანში. მეუღლე - ხათუნა გორმანიანი. გარდაიცვალა 1944 წლის 8 მარტს, ტუბერკულოზით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ ბელზენი

შაქრო ნაბირიშვილი - დაბადებული 1921 წლის 25 თებერვალს გურჯაანის რაიონში. დედა - ნაბირიშვილი სიკუ. გარდაიცვალა - 1942 წლის 16 ივნისს. დიაგნოზი - ორგანიზმის საერთო სისუსტე. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

ბოგდან ართნიაშვილი (ან აღნიაშვილი) - დაბადებული 1913 წელს, ქალაქ თელავში. გარდაიცვალა 1943 წლის 15 ივნისს, ტუბერკულოზით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

აბრი ბაბეკიშვილი - დაბადებული 1911 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ კელმეჩურში. გარდაიცვალა 1943 წლის 21 იანვარს ორგანიზმის საერთო სისუსტით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი

კოტრიკაძე - დაბადებული ქუთაისში, 1900 წლის დეკემბერში. მეუღლის სახელი - პაშა. გარდაიცვალა 1943 წლის 26 იანვარს ტუბერკულოზით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

ვლადიმერ გვიშიანი - დაბადებული 1917 წლის 5 ივლისს, ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში. მეუღლე – კლაუდია გვიშიანი. გარდაიცვალა 1944 წლის 15 აგვისტოს ფილტვების ანთების დიაგნოზით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

შალვა თინარაძე - დაბადებული 1923 წლის 15 თებერვალს, ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხში. გარდაიცვალა 1943 წლის 11 ნოემბერს. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი

შოთა გირგელიძე (ან გირკელიძე) - დაბადებული 1905 წლის 28 თებერვალს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბოხვაურში. მეუღლე ევგენია სერგეის ასული. გარდაიცვალა - 1944 წლის 7 სექტემბერს ტუბერკულოზით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი

იოსებ თარიმანიშვილი - დაბადებული 1910 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ მარიამჯვარში. მეუღლე - ქეთუსა თარიმანიშვილი. გარდაიცვალა 1943 წლის 16 ოქტომბერს ტუბერკულოზით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

გრიგორ ტასუევი - დაბადებული 1906 წელს ხაშურის რაიონში, მეუღლე ოლღა ტასუევი. გარდაიცვალა 1943 წლის 13 აპრილს ტუბერკულოზის მწვავე ფორმით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

ვახტანგ შკუპულიანი - დაბადებული 1910 წელს ქუთაისში, წერეთლის 14-ში. მეუღლე: მარგარიტა შკუპულიანი. გარდაიცვალა - 1943 წლის თებერვალში, ტუბერკულოზით. დაკრძალვის ადგილი: ბერგენ-ბელზენი.

AMBEBI.GE მკითხველს შეახსენებს, რომ გვარ-სახელებსა და მისამართებში შესაძლოა შეცდომა იყოს, რაც იმით აიხსნება, რომ ბანაკის ხელმძღვანელობა სიებს კარნახით ავსებდა და იწერდნენ როგორც ესმოდათ, რადგან ტყვეებს პირადობის დამადასტურებელი საბუთი არ ჰქონდათ.