პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოჯახთან ერთად პატრიარქს ესტუმრა.
ამის შესახებ თალაკვაძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს:
"ჩემს ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შევხვდი.
მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას დალოცვისთვის და მისი დაუღალავი ღვაწლისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ" - წერს თალაკვაძე და შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.
არჩილ თალაკვაძეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე ქეთი ბუბუტეიშვილი პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტია. წლების განმავლობაში ის სახელმწიფო უწყებების პიარის განყოფილებაში მუშაობდა. ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მუშაობს. წყვილმა 2007 წელს იქორწინა და გოგონები, ელენე და ანა ბეატრისი შეეძინათ.