პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილანში გარდაცვლილი ქართველი სოპრანოს საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რას წერს იტალიური პრესა
მილანში გარდაცვლილი ქართველი სოპრანოს საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რას წერს იტალიური პრესა

ორი თვის წინ, მი­ლან­ში გარ­დაც­ვლი­ლი 27 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას, იზა ქავ­თა­რა­ძის საქ­მე­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. იტა­ლი­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია აფ­რი­კე­ლი მა­მა­კა­ცი, სა­ხე­ლად მო­ჰა­მე­დი, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ჰე­რო­ი­ნის სა­სიკ­ვდი­ლო დოზა მიჰ­ყი­და ქარ­თველ გო­გო­ნას.

29 მარტს, როცა მი­ლან­ში, მა­უ­რი მა­კის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სახ­ლში ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას ცხე­და­რი იპო­ვეს, იტა­ლი­უ­რი მე­დია გა­მოთ­ქვამ­და ეჭვს, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი "ჰე­რო­ი­ნის კი­დევ ერთი მსხვერ­პლი იყო", რად­გან ნო­მერ­ში ერთჯე­რა­დი შპ­რი­ცე­ბი, კოვ­ზი და ჰე­რო­ი­ნის ნარ­ჩე­ნე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. რო­გორც მა­შინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ებ­ში იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი, ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბა გახ­და, რა­საც იზას ოჯა­ხის წევ­რე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავ­დნენ.

milano.repubblica.it წერს, რომ 37 წლის მო­ჰა­მედ კაგ­ბო წარ­მო­შო­ბით სი­ე­რა ლე­ო­ნე­და­ნაა და სწო­რედ მან მიჰ­ყი­და ქარ­თველ გო­გო­ნას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის სა­სიკ­ვდი­ლო დოზა. მა­მა­კა­ცი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ იზა ქავ­თა­რა­ძე "მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა იყო".

აფ­რი­კე­ლი ნარ­კო­დი­ლე­რი ახლა და­კა­ვე­ბუ­ლია. პო­ლი­ცი­ამ ის რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ დამ­ნა­შა­ვედ ცნო იზა ქავ­თა­რა­ძის - იზა­ბე­ლის (რო­გორც მას იტა­ლი­ა­ში იც­ნობ­დნენ) სიკ­ვდილ­ში.

lastampa.it გა­მო­ძი­ე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ გო­გო­ნამ მო­ჰა­მედ კაგ­ბო 2019 წლის იან­ვარ­ში გა­იც­ნო. იზა ქავ­თა­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ღა­მეს, ქალი და მა­მა­კა­ცი ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სას­ტუმ­რო­ში, შემ­დეგ გო­გო­ნა თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მა­უ­რი მა­კის ქუ­ჩა­ზე დაბ­რუნ­და, სა­დაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ლე­ტა­ლუ­რი დოზა მი­ი­ღო და შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ კაგ­ბოს, რო­მე­ლიც საქ­მე­ში ერთ-ერთი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი იყო. ბო­ლოს ის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს.

VIDEO: ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი მი­ლან­ში გარ­დაც­ვლი­ლი 27 წლის ქარ­თვე­ლი ქა­ლის საქ­მე­ზე - ვინ არის და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც იზა ქავ­თა­რა­ძეს სა­ვა­რა­უ­დოდ, ჰე­რო­ი­ნის სა­სიკ­ვდი­ლო დოზა მიჰ­ყი­და?

27 წლის იზა ქავ­თა­რა­ძე ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სას­წავ­ლებ­ლად იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რა­ლუ­რი და­სის მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ.

რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში გო­გო­ნას მა­მი­და ამ­ბობ­და, გო­გო­ნა იტა­ლი­ა­ში ოჯახ­ში ბავ­შვის ძი­ძად მუ­შა­ობ­და და თან სწავ­ლობ­და. ნარ­კო­ტი­კებ­თან მის კავ­შირს კი ოჯა­ხი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავ­და.

AMBEBI.GE ცდი­ლობს და­უ­კავ­შირ­დეს გარ­დაც­ვლი­ლი იზა ქავ­თა­რა­ძის ოჯახს და გა­არ­კვი­ოს, აქვთ თუ არა მათ ინ­ფორ­მა­ცია იტა­ლი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

მილანში გარდაცვლილი ქართველი სოპრანოს საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რას წერს იტალიური პრესა

მილანში გარდაცვლილი ქართველი სოპრანოს საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რას წერს იტალიური პრესა

ორი თვის წინ, მილანში გარდაცვლილი 27 წლის ქართველი გოგონას, იზა ქავთარაძის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. იტალიური მედიის ცნობით, საქმეზე დაკავებულია აფრიკელი მამაკაცი, სახელად მოჰამედი, რომელმაც სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა ქართველ გოგონას.

29 მარტს, როცა მილანში, მაური მაკის ქუჩაზე მდებარე სახლში ქართველი გოგონას ცხედარი იპოვეს, იტალიური მედია გამოთქვამდა ეჭვს, რომ ახალგაზრდა ქალი "ჰეროინის კიდევ ერთი მსხვერპლი იყო", რადგან ნომერში ერთჯერადი შპრიცები, კოვზი და ჰეროინის ნარჩენები აღმოაჩინეს. როგორც მაშინ გამოქვეყნებულ სტატიებში იყო აღნიშნული, ქართველი გოგონას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი, ნარკოტიკების ზედოზირება გახდა, რასაც იზას ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავდნენ.

milano.repubblica.it წერს, რომ 37 წლის მოჰამედ კაგბო წარმოშობით სიერა ლეონედანაა და სწორედ მან მიჰყიდა ქართველ გოგონას ნარკოტიკული საშუალების სასიკვდილო დოზა. მამაკაცი ირწმუნება, რომ იზა ქავთარაძე "მისი მეგობარი გოგონა იყო".

აფრიკელი ნარკოდილერი ახლა დაკავებულია. პოლიციამ ის რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ დამნაშავედ ცნო იზა ქავთარაძის - იზაბელის (როგორც მას იტალიაში იცნობდნენ) სიკვდილში.

lastampa.it გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ გოგონამ მოჰამედ კაგბო 2019 წლის იანვარში გაიცნო. იზა ქავთარაძის გარდაცვალების ღამეს, ქალი და მამაკაცი ერთად იმყოფებოდნენ სასტუმროში, შემდეგ გოგონა თავის საცხოვრებელ სახლში მაური მაკის ქუჩაზე დაბრუნდა, სადაც ნარკოტიკული საშუალების ლეტალური დოზა მიიღო და შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველები თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ კაგბოს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო. ბოლოს ის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს.

VIDEO: ახალი დეტალები მილანში გარდაცვლილი 27 წლის ქართველი ქალის საქმეზე - ვინ არის დაკავებული, რომელმაც იზა ქავთარაძეს სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა?

27 წლის იზა ქავთარაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, მოგვიანებით კი სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა. ის საქართველოში ყოფნის პერიოდში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის თეატრალური დასის მსახიობი გახლდათ.

როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბარში გოგონას მამიდა ამბობდა, გოგონა იტალიაში ოჯახში ბავშვის ძიძად მუშაობდა და თან სწავლობდა. ნარკოტიკებთან მის კავშირს კი ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავდა.

AMBEBI.GE ცდილობს დაუკავშირდეს გარდაცვლილი იზა ქავთარაძის ოჯახს და გაარკვიოს, აქვთ თუ არა მათ ინფორმაცია იტალიაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო