პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ მიქელაძე ნაყინის, მაცივრის წყლისა და "წუწაობის" შესახებ - რა არის მითი და რა - რეალური საფრთხე
თემურ მიქელაძე ნაყინის, მაცივრის წყლისა და "წუწაობის" შესახებ - რა არის მითი და რა - რეალური საფრთხე

ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში ბავ­შვე­ბი ისე­ვე ითხო­ვენ ნა­ყინ­სა და ცივ წყალს, რო­გორც უფ­რო­სე­ბი. გა­საგ­რი­ლებ­ლად "წუ­წა­ო­ბაც" ძა­ლი­ან მოს­წონთ. მშობ­ლე­ბი კი ხში­რად ში­შო­ბენ, რომ ნა­ყი­ნი და ცივი წყა­ლი მათ ჯან­მრთე­ლო­ბას ავ­ნებს. არის თუ არა ეს რე­ა­ლუ­რად საფრ­თხე ბავ­შვე­ბის­თვის, პე­დი­ატ­რი თე­მურ მი­ქე­ლა­ძე გან­მარ­ტავს:

- ნა­ყი­ნი ბავ­შვს საფრ­თხეს ვერ შე­უქ­მნის, თუ ის სწო­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი და შე­ნა­ხუ­ლი იქ­ნე­ბა. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მთე­ლი კი­ლოგ­რა­მი არ უნდა მი­ი­ღოს, ხოლო თუ 100-150 გრამს მი­ირ­თმე­ვენ, მა­შინ არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის. მაგ­რამ, ნა­ყი­ნი უნდა იყოს ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა და არა ისე, რომ მხო­ლოდ შე­ნახ­ვის ვადა ჰქონ­დეს და­ცუ­ლი.

- მშობ­ლებს ჰგო­ნი­ათ, თუ ბევრ ნა­ყინს შე­ჭა­მენ ბავ­შვე­ბი, ყელი ას­ტკივ­დე­ბათ, და­ა­ვა­დე­ბა გა­უმწვავ­დე­ბათ. ეს მი­თია თუ რე­ა­ლო­ბა?

- ეგ მი­თია. მთა­ვა­რია ნა­ყი­ნი იყოს კარ­გი ხა­რის­ხის, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის. ჩვენ დროს რო­გორც იყო, ასა­წო­ნი ნა­ყი­ნე­ბი, ეგე­თი უნდა იყოს, რო­მელ­საც შე­ნახ­ვის ვადა ერთი კვი­რა აქვს და არა ერთი წელი.

- რა შე­იძ­ლე­ბა, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შევ­თა­ვა­ზოთ ბავ­შვებს?

- სახ­ლში მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­წო­ნი. თუ მი­აჩ­ვევთ თა­ვი­დან მა­გას, სჯობს, რომ ეგ ვა­ჭა­მოთ. ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტია და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა.

- ცივი წყლის შემ­თხვე­ვა­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს?

- ცივი წყა­ლი ელექტრო­ლი­ტე­ბის შე­წო­ვას ამ­ცი­რებს და სა­სურ­ვე­ლია, რომ ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვმა ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყა­ლი მი­ი­ღოს. მთა­ვა­რია, არ იყოს გა­ზი­რე­ბუ­ლი. იმი­სათ­ვის, რომ მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი და წყლის თვი­სე­ბე­ბი, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის, არ და­ი­კარ­გოს, არ უნდა მი­ი­ღონ ძა­ლი­ან ცივი წყა­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, სა­სურ­ვე­ლია ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვმა ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყა­ლი მი­ი­ღოს, მაგ­რამ ნა­ყი­ნი და ცივი წყა­ლი და­ა­ვა­დე­ბას ამ­წვა­ვებ­სო - ეს, რა თქმა უნდა, მი­თია. ნა­ყი­ნი უნდა იყოს ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტი და არა ისე­თი, ახლა რომ გვაქვს ხში­რად, კაც­მა არ იცის რის­გა­ნაა. გა­თი­შა­ვენ სა­ღა­მოს მა­ცივ­რებს და მე­ო­რე დი­ლით ისევ გა­ყი­ნა­ვენ და მერე მშობ­ლე­ბი იმას ყი­დუ­ლო­ბენ და აჭ­მე­ვენ ბავ­შვებს. ეს არის დიდი პრობ­ლე­მა.

- რა ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე უნდა და­ა­ყე­ნონ კონ­დენ­ცი­ო­ნე­რი მშობ­ლებ­მა?

- 22-24 გრა­დუ­სამ­დე უნდა და­ა­ყე­ნონ, როცა ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 30 გრა­დუსს სცდე­ბა და ამ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე უნდა იყოს ბავ­შვი ოთახ­ში...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

თემურ მიქელაძე ნაყინის, მაცივრის წყლისა და "წუწაობის" შესახებ - რა არის მითი და რა - რეალური საფრთხე

თემურ მიქელაძე ნაყინის, მაცივრის წყლისა და "წუწაობის" შესახებ - რა არის მითი და რა - რეალური საფრთხე

ზაფხულის ცხელ დღეებში ბავშვები ისევე ითხოვენ ნაყინსა და ცივ წყალს, როგორც უფროსები. გასაგრილებლად "წუწაობაც" ძალიან მოსწონთ. მშობლები კი ხშირად შიშობენ, რომ ნაყინი და ცივი წყალი მათ ჯანმრთელობას ავნებს. არის თუ არა ეს რეალურად საფრთხე ბავშვებისთვის, პედიატრი თემურ მიქელაძე განმარტავს:

- ნაყინი ბავშვს საფრთხეს ვერ შეუქმნის, თუ ის სწორად მომზადებული და შენახული იქნება. დღის განმავლობაში მთელი კილოგრამი არ უნდა მიიღოს, ხოლო თუ 100-150 გრამს მიირთმევენ, მაშინ არანაირი პრობლემა არ არის. მაგრამ, ნაყინი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და არა ისე, რომ მხოლოდ შენახვის ვადა ჰქონდეს დაცული.

- მშობლებს ჰგონიათ, თუ ბევრ ნაყინს შეჭამენ ბავშვები, ყელი ასტკივდებათ, დაავადება გაუმწვავდებათ. ეს მითია თუ რეალობა?

- ეგ მითია. მთავარია ნაყინი იყოს კარგი ხარისხის, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის. ჩვენ დროს როგორც იყო, ასაწონი ნაყინები, ეგეთი უნდა იყოს, რომელსაც შენახვის ვადა ერთი კვირა აქვს და არა ერთი წელი.

- რა შეიძლება, ალტერნატიული შევთავაზოთ ბავშვებს?

- სახლში მომზადებული მაწონი. თუ მიაჩვევთ თავიდან მაგას, სჯობს, რომ ეგ ვაჭამოთ. ქართული პროდუქტია და ეკოლოგიურად სუფთა.

- ცივი წყლის შემთხვევაში რა მდგომარეობა გვაქვს?

- ცივი წყალი ელექტროლიტების შეწოვას ამცირებს და სასურველია, რომ ადრეული ასაკის ბავშვმა ოთახის ტემპერატურის წყალი მიიღოს. მთავარია, არ იყოს გაზირებული. იმისათვის, რომ მიკროელემენტები და წყლის თვისებები, რაც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, არ დაიკარგოს, არ უნდა მიიღონ ძალიან ცივი წყალი და შესაბამისად, სასურველია ადრეული ასაკის ბავშვმა ოთახის ტემპერატურის წყალი მიიღოს, მაგრამ ნაყინი და ცივი წყალი დაავადებას ამწვავებსო - ეს, რა თქმა უნდა, მითია. ნაყინი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და არა ისეთი, ახლა რომ გვაქვს ხშირად, კაცმა არ იცის რისგანაა. გათიშავენ საღამოს მაცივრებს და მეორე დილით ისევ გაყინავენ და მერე მშობლები იმას ყიდულობენ და აჭმევენ ბავშვებს. ეს არის დიდი პრობლემა.

- რა ტემპერატურაზე უნდა დააყენონ კონდენციონერი მშობლებმა?

- 22-24 გრადუსამდე უნდა დააყენონ, როცა ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს სცდება და ამ ტემპერატურაზე უნდა იყოს ბავშვი ოთახში...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი