Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანდრო ალბათ იცინის, საკუთარ მეგობრებს რომ დღეს "ნაცების" გვერდით ხედავს..." - გურამ გირგვლიანი ბოლოდროინდელ მოვლენებზე
"სანდრო ალბათ იცინის, საკუთარ მეგობრებს რომ დღეს "ნაცების" გვერდით ხედავს..." - გურამ გირგვლიანი ბოლოდროინდელ მოვლენებზე

"სან­დრო ალ­ბათ იღი­მის, რომ მისი მე­გობ­რე­ბი "ნა­ცე­ბი" გახ­დნენ", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მამა, გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე რუს­თა­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას. რო­გორც ჩანს, მან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის გვერ­დით სან­დროს უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი იხი­ლა და ამით გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა მათ გა­სა­გო­ნად ეს ერ­თწი­ნა­და­დე­ბი­ა­ნი სტა­ტუ­სი და­წე­რა. ეტყო­ბა ვისი მი­სა­მარ­თი­თაც იყო ნათ­ქვა­მი, იმა­ნაც გა­ი­გო, რად­გან მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან ეს პოს­ტი წა­შა­ლა კი­დეც.

"კვი­რის პა­ლიტ­რა" გუ­რამ გირ­გვლი­ანს ესა­უბ­რა და ესა­ცა გა­ერ­კვია, ვის­მა გა­მო­ჩე­ნამ ატ­კი­ნა მას გული.

- მე­ა­წი გული ვინ ან რამ უნდა მატ­კი­ნოს, ალ­ბათ მიხ­ვდით, ეს ირო­ნი­უ­ლი პოს­ტი იყო და სი­ტყვა ღი­მი­ლი ბრჭყა­ლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად არ ჩავ­სვი, გამ­გე­ბი ისე­დაც მიხ­ვდე­ბა. ვი­ღაც თუ ფიქ­რობს, რომ ეს მის გა­სა­გო­ნად არის ნათ­ქვა­მი, ეს მისი პრობ­ლე­მაა. თვი­თონ თუ ამო­იც­ნეს თა­ვი­ან­თი თავი, თა­ვი­ანთ გულ­ში ჩა­ი­ხე­დონ. უბ­რა­ლოდ გა­მიკ­ვირ­და ამ ხალ­ხის "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" გვერ­დით ყოფ­ნა. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" კი ისე იქ­ცე­ვი­ან, თით­ქოს სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა არც 7 ნო­ემ­ბე­რი, არც 26 მა­ი­სი და სხვა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. მარ­თლა "მაგ­რე­ბი" ყო­ფი­ლან. არ მე­გო­ნა, ასე­თი მაგ­რე­ბი თუ იყ­ვნენ და ამ­დენს გა­ბე­დავ­დნენ, გა­სა­ო­ცა­რია ასე რომ დგა­ნან ისი­ნი დღეს ისევ ქუ­ჩა­ში ხალ­ხის გვერ­დით. ეს პოს­ტი დავ­წე­რე მხო­ლოდ იმის­თვის, რომ გამ­გებ­მა გა­ი­გოს. მეტი სხვა მი­ზა­ნი არ მქონ­და.

- ად­რე­სა­ტებს ვერ და­ა­სა­ხე­ლებთ?

- ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ ად­რე­სა­ტებს, რა სა­ჭი­როა, თვი­თონ მიხ­ვდე­ბი­ან. იქ ისე­თი ხალ­ხი ვნა­ხე, რო­მე­ლიც სან­დროს სახ­ლში ხში­რად მოჰ­ყავ­და, რომ­ლებ­თა­ნაც სან­დრო მე­გობ­რობ­და და მარ­თლა გა­ი­ცი­ნებს სან­დრო ახლა მათ თუ უყუ­რებს. თუ ამო­იც­ნო­ბენ თავს, და­ფიქ­რდნენ...

- თქვე­ნი ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძეც ხომ არ იყო ერთ-ერთი ად­რე­სა­ტი და სა­ერ­თოდ რას იტყვით იმა­ზე, რომ ბა­ტო­ნი შალ­ვა დღეს ამ პარ­ტი­ის გვერ­დზე დგას?

- შალ­ვა ჩვე­ნი ოჯა­ხის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი იყო. ჩემი მე­უღ­ლე და ბა­ტო­ნი შალ­ვა ერ­თად გა­ი­ზარ­დნენ. მათ მშობ­ლებ­საც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ ერ­თმა­ნეთ­თან, სულ ახ­ლობ­ლობ­დნენ. მე შალ­ვას­თან არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ მაქვს. მან ჩემი შვი­ლის საქ­მე­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რაც კი შე­ეძ­ლო ად­ვო­კატს გა­ე­კე­თე­ბი­ნა. 5-იანს ვუ­წერ ბა­ტონ შალ­ვას და ამ საქ­მის კი­დევ ორ ად­ვო­კატს. სა­მი­ვემ მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თეს, ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­მუ­შაო ჩა­ა­ტა­რეს.ჩვენ საქ­მე­ში შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე პირ­ნა­თე­ლია. მად­ლო­ბა მათ, ის გა­ა­კე­თეს, რაც მათ მო­ე­თხო­ვე­ბო­დათ. "ნა­ცე­ბი" კი ჩემ­თვის ყო­ველ­თვის არა­ა­და­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ დღეს "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბა­მაც" თა­ვი­სი სახე გა­მო­ა­ჩი­ნა ბო­ლომ­დე, თუმ­ცა ამას ვამ­ბობ­დი 2015 წელ­საც, მაგ­რამ არა­ვის ახ­სოვს ეს წარ­სუ­ლი.

- თქვენ­თვის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­უ­ტოლ­და "ნაც­მოძ­რა­ო­ბას"?

- ეს ბინ­ძუ­რი პო­ლი­ტი­კაა და არ ვა­პი­რებ ამა­ზე ლა­პა­რაკს. ევ­რო­პი­დან და ამე­რი­კი­დან რა მო­თხოვ­ნე­ბიც არის, იმას ას­რუ­ლე­ბენ, სხვა გზა არ აქვთ. ამი­ტომ არის, რომ ასე მკა­ფი­ოდ მოქ­მე­დე­ბენ. ვი­თომ ახა­ლი და­ნა­მა­ტია "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო", სა­ხე­ლი შე­იც­ვა­ლეს და ვი­თომ და­ა­ვი­წყდა ხალ­ხს, რას აკე­თებ­დნენ ისი­ნი. თით­ქოს ხალ­ხს ამ­ნე­ზია სჭირს. "ოც­ნე­ბის" ბრა­ლია ამ­დენს რომ ბე­და­ვენ "ნა­ცე­ბი". შექ­მნეს გმი­რი ნიკა მე­ლი­ას სა­ხით. ვის რაში სჭირ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი? "ნა­ცე­ბის" აღ­ზე­ვე­ბა დიდ­წი­ლად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ბრა­ლია. დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი იყო რაც ხდე­ბო­და ეს დღე­ე­ბი, გინ­და პარ­ლა­მენ­ტში და გინ­და - სხვა­გან. "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" და­ა­ვი­წყდათ რაც ხდე­ბო­და მათ დროს, რას სჩა­დი­ოდ­ნენ?!

"ოც­ნე­ბას" და­სას­ჯე­ლი რომ და­ე­სა­ჯა თა­ვის დრო­ზე, აქამ­დე არ მი­ვი­დო­და საქ­მე. დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი"თავს ყვე­ლა­ზე კარ­გად გრძნო­ბენ. მა­გა­ლი­თად, ნიკა მე­ლია გმი­რი გა­ხა­და "ოც­ნე­ბამ" და ის სა­სა­მარ­თლო­მაც გა­მო­უშ­ვა, არა­და, კად­რე­ბი არ­სე­ბობს, რო­გორ მო­უ­წო­დებს პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის­კენ ხალ­ხს... ყვე­ლამ ვნა­ხეთ 3 სა­ა­თი მი­დი­ო­და ამ ხალ­ხის მო­გე­რი­ე­ბა... სი­ბინ­ძუ­რეა პო­ლი­ტი­კა. "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში" ყო­ველ­თვის არა­ა­და­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ "ოც­ნე­ბა­მაც" თა­ვი­სი სახე გა­მო­ა­ჩი­ნა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"სანდრო ალბათ იცინის, საკუთარ მეგობრებს რომ დღეს "ნაცების" გვერდით ხედავს..." - გურამ გირგვლიანი ბოლოდროინდელ მოვლენებზე

"სანდრო ალბათ იცინის, საკუთარ მეგობრებს რომ დღეს "ნაცების" გვერდით ხედავს..." - გურამ გირგვლიანი ბოლოდროინდელ მოვლენებზე

"სანდრო ალბათ იღიმის, რომ მისი მეგობრები "ნაცები" გახდნენ", - ასე გამოეხმაურა სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე რუსთაველზე მიმდინარე აქციას. როგორც ჩანს, მან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების გვერდით სანდროს უახლოესი მეგობრები იხილა და ამით გაკვირვებულმა მათ გასაგონად ეს ერთწინადადებიანი სტატუსი დაწერა. ეტყობა ვისი მისამართითაც იყო ნათქვამი, იმანაც გაიგო, რადგან მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა კიდეც.

"კვირის პალიტრა" გურამ გირგვლიანს ესაუბრა და ესაცა გაერკვია, ვისმა გამოჩენამ ატკინა მას გული.

- მეაწი გული ვინ ან რამ უნდა მატკინოს, ალბათ მიხვდით, ეს ირონიული პოსტი იყო და სიტყვა ღიმილი ბრჭყალებში სპეციალურად არ ჩავსვი, გამგები ისედაც მიხვდება. ვიღაც თუ ფიქრობს, რომ ეს მის გასაგონად არის ნათქვამი, ეს მისი პრობლემაა. თვითონ თუ ამოიცნეს თავიანთი თავი, თავიანთ გულში ჩაიხედონ. უბრალოდ გამიკვირდა ამ ხალხის "ნაციონალების" გვერდით ყოფნა. "ნაციონალები" კი ისე იქცევიან, თითქოს საერთოდ არ ყოფილა არც 7 ნოემბერი, არც 26 მაისი და სხვა განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები ჩვენს ქვეყანაში. მართლა "მაგრები" ყოფილან. არ მეგონა, ასეთი მაგრები თუ იყვნენ და ამდენს გაბედავდნენ, გასაოცარია ასე რომ დგანან ისინი დღეს ისევ ქუჩაში ხალხის გვერდით. ეს პოსტი დავწერე მხოლოდ იმისთვის, რომ გამგებმა გაიგოს. მეტი სხვა მიზანი არ მქონდა.

- ადრესატებს ვერ დაასახელებთ?

- ვერ დავასახელებ ადრესატებს, რა საჭიროა, თვითონ მიხვდებიან. იქ ისეთი ხალხი ვნახე, რომელიც სანდროს სახლში ხშირად მოჰყავდა, რომლებთანაც სანდრო მეგობრობდა და მართლა გაიცინებს სანდრო ახლა მათ თუ უყურებს. თუ ამოიცნობენ თავს, დაფიქრდნენ...

- თქვენი ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძეც ხომ არ იყო ერთ-ერთი ადრესატი და საერთოდ რას იტყვით იმაზე, რომ ბატონი შალვა დღეს ამ პარტიის გვერდზე დგას?

- შალვა ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო. ჩემი მეუღლე და ბატონი შალვა ერთად გაიზარდნენ. მათ მშობლებსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, სულ ახლობლობდნენ. მე შალვასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მან ჩემი შვილის საქმეში ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეეძლო ადვოკატს გაეკეთებინა. 5-იანს ვუწერ ბატონ შალვას და ამ საქმის კიდევ ორ ადვოკატს. სამივემ მაქსიმუმი გააკეთეს, ძალიან რთული სამუშაო ჩაატარეს.ჩვენ საქმეში შალვა შავგულიძე პირნათელია. მადლობა მათ, ის გააკეთეს, რაც მათ მოეთხოვებოდათ. "ნაცები" კი ჩემთვის ყოველთვის არაადამიანები იყვნენ, მაგრამ დღეს "ქართულმა ოცნებამაც" თავისი სახე გამოაჩინა ბოლომდე, თუმცა ამას ვამბობდი 2015 წელსაც, მაგრამ არავის ახსოვს ეს წარსული.

- თქვენთვის "ქართული ოცნება" გაუტოლდა "ნაცმოძრაობას"?

- ეს ბინძური პოლიტიკაა და არ ვაპირებ ამაზე ლაპარაკს. ევროპიდან და ამერიკიდან რა მოთხოვნებიც არის, იმას ასრულებენ, სხვა გზა არ აქვთ. ამიტომ არის, რომ ასე მკაფიოდ მოქმედებენ. ვითომ ახალი დანამატია "ევროპული საქართველო", სახელი შეიცვალეს და ვითომ დაავიწყდა ხალხს, რას აკეთებდნენ ისინი. თითქოს ხალხს ამნეზია სჭირს. "ოცნების" ბრალია ამდენს რომ ბედავენ "ნაცები". შექმნეს გმირი ნიკა მელიას სახით. ვის რაში სჭირდება ეს ყველაფერი? "ნაცების" აღზევება დიდწილად "ქართული ოცნების" ბრალია. დადგმული სპექტაკლი იყო რაც ხდებოდა ეს დღეები, გინდა პარლამენტში და გინდა - სხვაგან. "ნაციონალებს" დაავიწყდათ რაც ხდებოდა მათ დროს, რას სჩადიოდნენ?!

"ოცნებას" დასასჯელი რომ დაესაჯა თავის დროზე, აქამდე არ მივიდოდა საქმე. დღეს "ნაციონალები"თავს ყველაზე კარგად გრძნობენ. მაგალითად, ნიკა მელია გმირი გახადა "ოცნებამ" და ის სასამართლომაც გამოუშვა, არადა, კადრები არსებობს, როგორ მოუწოდებს პარლამენტში შესვლისკენ ხალხს... ყველამ ვნახეთ 3 საათი მიდიოდა ამ ხალხის მოგერიება... სიბინძურეა პოლიტიკა. "ნაცმოძრაობაში" ყოველთვის არაადამიანები იყვნენ, მაგრამ "ოცნებამაც" თავისი სახე გამოაჩინა...წაიკითხეთ სრულად