პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი ტრაგედიაა, როცა ოჯახის წევრი დაგეღუპება, მეორე ტრაგედია - მას რომ ვერ დაიტირებ..." - აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდი ჩაკეტა
"ერთი ტრაგედიაა, როცა ოჯახის წევრი დაგეღუპება, მეორე ტრაგედია - მას რომ ვერ დაიტირებ..." - აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდი ჩაკეტა

თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 27 ივ­ნისს, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ენ­გუ­რის ხიდი ცალ­მხრი­ვად ჩა­კე­ტა.

აფხა­ზე­თის “უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს” გან­ცხა­დე­ბით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლის­ში და­წყე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ მი­ი­ღო, რო­მე­ლიც "პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი­საა და აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა­საც შე­ე­ხე­ბა”.

ამას­თან, აფხა­ზე­თის ე.წ. ლი­დერ­მა რაულ ხა­ჯიმ­ბამ მო­უ­წო­და ქარ­თულ მხა­რეს, აქ­ცი­ე­ბის დროს “აფხა­ზე­თის ოკუ­პა­ცია არ ახ­სე­ნონ, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი მათ­თან კავ­შირ­ში არ არის...”

ენ­გუ­რის ხიდ­ზე მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვამ უკვე გა­მო­იწ­ვია პრობ­ლე­მე­ბი ორი­ვე მხა­რეს: გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა აცხა­დებს, რომ ისი­ნი იზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან, რად­გან ნა­წილს სამ­სა­ხუ­რი ზუგ­დიდ­ში აქვთ.

"არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია რო­დის აღ­დგე­ბა მი­მოს­ვლა... ეს კი ჩვენ­თვის ნიშ­ნავს სრულ იზო­ლა­ცი­ას, რად­გან ხალ­ხს იქით მხა­რეს სამ­სა­ხუ­რე­ბი აქვს, ზო­გიც ვაჭ­რობს და ამით ირ­ჩენს თავს.

ჩემს პა­ტა­რა შვი­ლიშ­ვილს ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს ხელ­ზე, მო­ი­ტე­ხა, აქ და­ა­დეს თა­ბა­ში­რი. მყა­რი არ ყო­ფი­ლა, ჩირ­ქიც იყო დაგ­რო­ვი­ლი და ხე­ლახ­ლა მო­უ­წი­ათ ძვლის დამ­ტვრე­ვა... მოკ­ლედ, ახლა პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ შე­მოწ­მე­ბა­ზე უნდა მი­ეყ­ვა­ნათ, მაგ­რამ უკან გა­მოგ­ვაბ­რუ­ნეს რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა - არ შე­იძ­ლე­ბაო. ჩვენ­თან ერ­თად აფხა­ზი ოჯა­ხიც იყო რიგ­ში, მა­თაც ბავ­შვი მოჰ­ყავ­დათ. იმა­თაც ინერ­ვი­უ­ლეს - გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე მიგ­ვყავ­და ბავ­შვიო... თქვენს მთავ­რო­ბას მოჰ­კი­თხე­თო, რუს­მა სამ­ხედ­რომ უთხრა" - წუხს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი გა­ლე­ლი.

“გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზემო ბარ­ღებ­ში, გამ­ზრდე­ლი ბიძა გარ­და­მეც­ვა­ლა... დე­და­ჩე­მის ძმა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო, მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით... იქ გახ­და ცუ­დად და ერ­თმა აფხაზ­მა კაც­მა პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია - სას­წრა­ფოდ სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნა, მერე კი იქე­დან რე­ა­ნო­მო­ბი­ლით სა­ზღვრამ­დე წა­მო­იყ­ვა­ნა... იბ­რძო­ლა სი­ცო­ცხლის­თვის, მაგ­რამ მა­ინც ვერ გა­დარ­ჩა.

ერთი ტრა­გე­დი­აა, ოჯა­ხის წევ­რი რომ გიკ­ვდე­ბა და მე­ო­რე ეს პრო­ცე­სი - ხიდი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მად იქ­ცეს და რომ­ლის გა­მოღ­მაც, ასე­ვე ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა ნა­ხე­ვა­რი სა­ნა­თე­საო დარ­ჩეს ისე, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის და­ტი­რე­ბაც ვერ შეძ­ლოს, ისე, რო­გორც ახლა ჩვენ დაგ­ვე­მარ­თა...

დედა და დე­ი­და, აქეთ მხა­რეს დარ­ჩნენ - დე­და­ჩე­მი ამა­ოდ ელო­და ზუგ­დიდ­ში ე.წ. აფხა­ზურ მო­საწ­ვევს, ამა­სო­ბა­ში ხიდი ჩა­კე­ტეს. თბი­ლის­ში მა­ინც ძმის და­უ­ტი­რებ­ლად მო­უ­წია დაბ­რუ­ნე­ბა. სა­კუ­თა­რი ძმის და­ტი­რე­ბას ვერ შეძ­ლე­ბენ... არ ვიცი, ამა­ზე დიდი პრობ­ლე­მა რა შე­იძ­ლე­ბა იყოს..." - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში “კვი­რის პა­ლიტ­რის” ბლო­გე­რი დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია.

ხიდი და­კეტვის ფაქტს აფხა­ზუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ერთი ნა­წი­ლის თქმით, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რად­გან ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, აფხა­ზეთ­ში მიხ­ვდნენ, რომ “სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­მო­ტა­ნი­ლი კონ­ტრა­ბან­დით კი არ უნდა იარ­სე­ბონ, თა­ვად შექ­მნან დოვ­ლა­თი...”

“სწო­რად მოქ­ცე­უ­ლან, ახლა აფხა­ზეთ­ში ტუ­რიზ­მის სე­ზო­ნია და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­გან არ ვართ და­ზღვე­უ­ლი” - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლი “ნინა ვე­რი­ნა”.

“უკე­თე­სი იქ­ნე­ბა თუ 15-მეტ­რი­ან ხიდს აა­შე­ნე­ბენ და გარ­შე­მო და­ნაღ­მა­ვენ” - ირო­ნი­ულ კო­მენ­ტარს აკე­თებს abkhaz-auto.ru-ს სტა­ტი­ის კო­მენ­ტა­რებ­ში მკი­თხვე­ლი ნი­კი­ტა ბურ­და­ნო­ვი.

ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის კვალ­დაკ­ვალ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა იმა­ზე შფო­თავს, რომ ბან­კო­მა­ტებ­ში ფული არ არის.

მა­თი­ვე თქმით, Сухум-банк-ის, Гарант-банк-ისა და Амра-банк-ის ბან­კო­მა­ტებ­ში ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა ფულს ვერ იღე­ბენ.

“უკვე შეჩ­ვე­უ­ლი ვართ, რომ შა­ბათ-კვი­რას არც ერთი ბან­კო­მა­ტი არ მუ­შა­ობს, მაგ­რამ სო­ხუმ­ში 7 ბან­კო­მა­ტია და ფული არც ერ­თში არ იყო... გვი­თხრან მა­ინც რა ხდე­ბა..." - წერს ერთ-ერთი აფხა­ზი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

“სა­მა­გი­ე­როდ, ენ­გუ­რის ხიდი ჩა­კე­ტეს, რომ “მშვიდ” და “სტა­ბი­ლურ” აფხა­ზეთ­ში პრო­ვო­კა­ცია არ მოხ­დეს... პლუს უფუ­ლო აფხა­ზეთ­ში ბა­რა­თე­ლია ფუ­ლის მუ­ზე­უმს აშე­ნებს..." - წერს “ჯონი სი­გა­რი”.

ფოტო: დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია

ავტორი:

"ერთი ტრაგედიაა, როცა ოჯახის წევრი დაგეღუპება, მეორე ტრაგედია - მას რომ ვერ დაიტირებ..." - აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდი ჩაკეტა

"ერთი ტრაგედიაა, როცა ოჯახის წევრი დაგეღუპება, მეორე ტრაგედია - მას რომ ვერ დაიტირებ..." - აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდი ჩაკეტა

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, 27 ივნისს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტა.

აფხაზეთის “უშიშროების სამინისტროს” განცხადებით, ეს გადაწყვეტილება თბილისში დაწყებული აქციების კვალდაკვალ მიიღო, რომელიც "პროვოკაციული ხასიათისაა და აფხაზეთის სახელმწიფოებრიობასაც შეეხება”.

ამასთან, აფხაზეთის ე.წ. ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ მოუწოდა ქართულ მხარეს, აქციების დროს “აფხაზეთის ოკუპაცია არ ახსენონ, რადგან საქართველოში მიმდინარე პროცესები მათთან კავშირში არ არის...”

ენგურის ხიდზე მოძრაობის შეზღუდვამ უკვე გამოიწვია პრობლემები ორივე მხარეს: გალის მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი იზოლაციაში არიან, რადგან ნაწილს სამსახური ზუგდიდში აქვთ.

"არ გვაქვს ინფორმაცია როდის აღდგება მიმოსვლა... ეს კი ჩვენთვის ნიშნავს სრულ იზოლაციას, რადგან ხალხს იქით მხარეს სამსახურები აქვს, ზოგიც ვაჭრობს და ამით ირჩენს თავს.

ჩემს პატარა შვილიშვილს ოპერაცია გაუკეთეს ხელზე, მოიტეხა, აქ დაადეს თაბაშირი. მყარი არ ყოფილა, ჩირქიც იყო დაგროვილი და ხელახლა მოუწიათ ძვლის დამტვრევა... მოკლედ, ახლა პროფილაქტიკურ შემოწმებაზე უნდა მიეყვანათ, მაგრამ უკან გამოგვაბრუნეს რუსმა მესაზღვრეებმა - არ შეიძლებაო. ჩვენთან ერთად აფხაზი ოჯახიც იყო რიგში, მათაც ბავშვი მოჰყავდათ. იმათაც ინერვიულეს - გამოკვლევებზე მიგვყავდა ბავშვიო... თქვენს მთავრობას მოჰკითხეთო, რუსმა სამხედრომ უთხრა" - წუხს AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი გალელი.

“გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში, გამზრდელი ბიძა გარდამეცვალა... დედაჩემის ძმა, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ძალიან ახალგაზრდა იყო, მეგობრები ვიყავით... იქ გახდა ცუდად და ერთმა აფხაზმა კაცმა პირველადი დახმარება გაუწია - სასწრაფოდ სოხუმის საავადმყოფოში მიიყვანა, მერე კი იქედან რეანომობილით საზღვრამდე წამოიყვანა... იბრძოლა სიცოცხლისთვის, მაგრამ მაინც ვერ გადარჩა.

ერთი ტრაგედიაა, ოჯახის წევრი რომ გიკვდება და მეორე ეს პროცესი - ხიდი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება პრობლემად იქცეს და რომლის გამოღმაც, ასევე ნებისმიერ დროს შეიძლება ნახევარი სანათესაო დარჩეს ისე, რომ მიცვალებულის დატირებაც ვერ შეძლოს, ისე, როგორც ახლა ჩვენ დაგვემართა...

დედა და დეიდა, აქეთ მხარეს დარჩნენ - დედაჩემი ამაოდ ელოდა ზუგდიდში ე.წ. აფხაზურ მოსაწვევს, ამასობაში ხიდი ჩაკეტეს. თბილისში მაინც ძმის დაუტირებლად მოუწია დაბრუნება. საკუთარი ძმის დატირებას ვერ შეძლებენ... არ ვიცი, ამაზე დიდი პრობლემა რა შეიძლება იყოს..." - ამბობს ჩვენთან საუბარში “კვირის პალიტრის” ბლოგერი დუდანა ზაქარაია.

ხიდი დაკეტვის ფაქტს აფხაზური მოსახლეობა სოციალურ ქსელებშიც გამოეხმაურა. ერთი ნაწილის თქმით, სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ერთხელ და სამუდამოდ, აფხაზეთში მიხვდნენ, რომ “საქართველოდან შემოტანილი კონტრაბანდით კი არ უნდა იარსებონ, თავად შექმნან დოვლათი...”

“სწორად მოქცეულან, ახლა აფხაზეთში ტურიზმის სეზონია და პროვოკაციებისგან არ ვართ დაზღვეული” - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი “ნინა ვერინა”.

“უკეთესი იქნება თუ 15-მეტრიან ხიდს ააშენებენ და გარშემო დანაღმავენ” - ირონიულ კომენტარს აკეთებს abkhaz-auto.ru-ს სტატიის კომენტარებში მკითხველი ნიკიტა ბურდანოვი.

ტურისტული სეზონის კვალდაკვალ ადგილობრივი მოსახლეობა იმაზე შფოთავს, რომ ბანკომატებში ფული არ არის.

მათივე თქმით, Сухум-банк-ის, Гарант-банк-ისა და Амра-банк-ის ბანკომატებში ბოლო რამდენიმე დღეა ფულს ვერ იღებენ.

“უკვე შეჩვეული ვართ, რომ შაბათ-კვირას არც ერთი ბანკომატი არ მუშაობს, მაგრამ სოხუმში 7 ბანკომატია და ფული არც ერთში არ იყო... გვითხრან მაინც რა ხდება..." - წერს ერთ-ერთი აფხაზი სოციალურ ქსელში.

“სამაგიეროდ, ენგურის ხიდი ჩაკეტეს, რომ “მშვიდ” და “სტაბილურ” აფხაზეთში პროვოკაცია არ მოხდეს... პლუს უფულო აფხაზეთში ბარათელია ფულის მუზეუმს აშენებს..." - წერს “ჯონი სიგარი”.

ფოტო: დუდანა ზაქარაია

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი