საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბჭოთა კავშირის სუნი ტრიალებს სახელმწიფო უწყებებში" - რაში ადანაშაულებენ კულტურის სამინისტროს მწერლები და გამომცემლები
"საბჭოთა კავშირის სუნი ტრიალებს სახელმწიფო უწყებებში" - რაში ადანაშაულებენ კულტურის სამინისტროს მწერლები და გამომცემლები

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში "ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი" და "მწე­რალ­თა სახ­ლი" ერ­თი­ან­დე­ბა. ორი უწყე­ბის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლედ ახ­ლად­შექ­მნი­ლი "ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ეროვ­ნუ­ლი ფონ­დი" გა­მო­ცხად­და, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე ირმა რა­ტი­ა­ნი უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვას მწე­რალ­თა და გა­მომ­ცე­მელ­თა დიდი ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. მწე­რა­ლი ირაკ­ლი ლო­მო­უ­რი აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­ნა­შა­უ­ლად მი­იჩ­ნევს და მთავ­რო­ბას მი­მარ­თავს, დრო­უ­ლად თქვას უარი მას­ზე:

"მწე­რალ­თა სახ­ლი" და "ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი" მთავ­რო­ბამ გა­ა­უქ­მა და რა­ღაც გა­უ­გე­ბა­რი ფონ­დი შექ­მნა. ეს და­ნა­შა­უ­ლია სა­კუ­თა­რი ხალ­ხის, ქვეყ­ნის, კულ­ტუ­რის წი­ნა­შე! წი­ნაპ­რე­ბი­სა და შთა­მო­მავ­ლე­ბის წი­ნა­შე! მთავ­რო­ბავ, გონს მოდი და სას­წრა­ფოდ გა­ა­უქ­მე ეს შენი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­ნამ ჯერ კი­დევ დროა!

თა­ვის საქ­მეს სა­უ­კე­თე­სოდ ას­რუ­ლებ­და ორი­ვე - "მწე­რალ­თა სახ­ლიც" და "ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრიც". მათი ერთ ფონ­დად ქცე­ვა ისე­თი­ვე აბ­სურ­დია, რო­გორც მუს­კო­მე­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატრთან იმ მო­ტი­ვით, რომ ორი­ვე­გან მღე­რი­ან. "მწე­რალ­თა სახ­ლს" თა­ვი­სი ფუნ­ქცია და საქ­მე აქვს, "ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ეროვ­ნულ ცენ­ტრს" - თა­ვი­სი. მათი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათ დაშ­ლას და მოშ­ლას ნიშ­ნავს. მწერ­ლებს მთავ­რო­ბა არა­ფერს ეკი­თხე­ბა, ისე იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ამ დროს ეს ორი­ვე ცენ­ტრი მწერ­ლე­ბი­საა და მკი­თხვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და არა უწიგ­ნუ­რი მო­ხე­ლე­ე­ბის" - უთხრა AMBEBI.GE-ს ირაკ­ლი ლო­მო­ურ­მა.

“პირ­და­პირ მინ­და მივ­მარ­თო კულ­ტუ­რის მეს­ვე­უ­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში: რა­ტომ გა­ა­უქ­მეს მწე­რალ­თა სახ­ლი და ეროვ­ნუ­ლი წიგ­ნის ცენ­ტრი?! ორი ინ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარგ საქ­მეს აკე­თებ­და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის­თვის. მწე­რალ­თა სახ­ლში ისე­თი სა­ღა­მო­ე­ბი ტარ­დე­ბო­და და ისე­თი ცო­ცხა­ლი აზრი იყო… რა­ტომ გა­ა­უქ­მეს?! ეროვ­ნუ­ლი წიგ­ნის სახ­ლმა ისე­თი ბაზ­რო­ბა მო­ა­წყო ფრან­კფურ­ტში, სტუმ­რის სტა­ტუ­სით… პა­სუ­ხი არ მაქვს. რო­დე­საც გა­წყდე­ბა კავ­ში­რი ხალ­ხსა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის, მერე იწყე­ბა აუხ­სნე­ლი, მე პა­სუ­ხი არ მაქვს ამა­ზე და მინ­და ვინ­მემ მი­პა­სუ­ხოს: რა­ტომ მოხ­და ასე?!” - აცხა­დებს ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე.

ასე­თი კრიტ­კუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ „კლა­სი­კუ­რი „ფე­იკ­ნი­უ­სია“, როცა ამ­ბო­ბენ, რომ „მწე­რალ­თა სახ­ლი“ და „წიგ­ნის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი“ და­ი­ხუ­რა.

„ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი, გა­საკ­ვი­რი და ცოტა გულ­სატ­კე­ნიც არის ის ნე­გა­ტი­ვი, რო­მე­ლიც წარ­მო­იშ­ვა ამ სა­კი­თხე­ბის გარ­შე­მო. პირ­და­პირ ვამ­ბობ, აი ჩემი აზ­რით კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი არის სწო­რედ იმ “ფეიკ ნი­უ­სის”, სა­დაც ჩვენ ვსა­უბ­რობთ რა­ღა­ცის გა­უქ­მე­ბა­ზე, რა­ღა­ცის დან­გრე­ვა­ზე და არა იმა­ზე თუ რა იქ­მნე­ბა სსიპ-ების გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და რა სარ­გე­ბე­ლის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს. ვიმ­სჯე­ლოთ ამა­ზე და არა იმა­ზე თუ რა და­ინ­გრა და რა გა­უქ­მდა" - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სსიპ-ების გა­ერ­თი­ა­ნე­ბა სა­კად­რო ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ას არ გუ­ლის­ხმობს. კად­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე გა­ა­კე­თა აქ­ცენ­ტი „ლი­ტე­რა­ტუ­რის ეროვ­ნუ­ლი ფონ­დის“ ახ­ლად­და­ნიშ­ნულ­მა დი­რექ­ტორ­მა ირმა რა­ტი­ან­მაც.

ლი­ტე­რა­ტუ­რის ეროვ­ნუ­ლი ფონ­დის დი­რექ­ტო­რი ირმა რა­ტი­ა­ნი

"ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, სა­ი­დან წარ­მო­იშ­ვა ეს მითი, რომ მწერ­ლის სახ­ლი უქ­მდე­ბა. მინ­და ყვე­ლა და­ვარ­წმუ­ნო, რომ მწერ­ლის სახ­ლი, რო­მე­ლიც უკვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ბრენ­დია, არა­თუ უქ­მდე­ბა, არა­მედ იქ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას იწყებს ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ეროვ­ნუ­ლი ფონ­დი, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია წიგ­ნი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მსოფ­ლი­ო­ში.

მწერ­ლის სახ­ლს თა­ვი­სი ის­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვე­რა­ვინ შე­უც­ვლის სა­ხელს, ამი­ტომ მე­გობ­რე­ბო, მინ­და ყვე­ლა და­გამ­შვი­დოთ და და­გი­დას­ტუ­როთ, რომ ეს ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა ყო­ველ­თვის იყო და იქ­ნე­ბა მწერ­ლის სახ­ლი. ორი სსიპ-ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მოხ­და ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ეროვ­ნულ ფონდთან, გად­მო­ვი­და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში არ­სე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბაც, რო­მე­ლიც ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობს. ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ეროვ­ნუ­ლი ფონ­დი არის ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც ფარ­თო მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი აქვს" - უთხრა ჟურ­ნა­ლის­ტებს რა­ტი­ან­მა.

ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, „მწე­რალ­თა სახ­ლის“ აწ უკვე ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ნატა ლო­მო­უ­რი თვლის, რომ პა­ნი­კის რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს. მისი თქმით, სა­მი­ნის­ტრომ არ შე­ას­რუ­ლა და­პი­რე­ბა, რაც მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში ამ ორი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი­სა და სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩარ­თვას გუ­ლის­ხმობ­და:

მწე­რალ­თა სახ­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ნატა ლო­მო­უ­რი

"თა­ვი­დან გვი­თხრეს, რომ აპი­რებ­დნენ რე­ფორ­მას და ჩვენც ვიქ­ნე­ბო­დით ჩარ­თუ­ლი მას­ში, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ისე მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ჩვენ არა­ვინ შეგ­ვხვედ­რია და არა­ვის უკი­თხავს აზრი. აზრი არ ჰკი­თხეს უმ­თავ­რეს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს, მწერ­ლებ­სა და გა­მომ­ცემ­ლებ­საც. ჩი­ნოვ­ნი­კუ­რად და­ხუ­რულ კარს მიღ­მა გა­და­წყდა ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კი­თხი. ამ­ბო­ბენ, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ევ­რო­პე­ლი ექ­სპერ­ტის დას­კვნა. თუმ­ცა, მე მაქვს ეს დას­კვა წა­კი­თხუ­ლი და იქ არა­ვი­თა­რი პირ­და­პი­რი მი­ნიშ­ნე­ბაც კი არ არის იმა­ზე, რომ ეს უწყე­ბე­ბი და­ხუ­რუ­ლი­ყო.

მე პი­რა­დად 2011 წლი­დან ვმუ­შა­ობ და უდი­დე­სი შრო­მა მაქვს ჩა­დე­ბუ­ლი იმა­ში, რომ „მწე­რალ­თა სახ­ლი“ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მიერ ყო­ფი­ლი­ყო აღი­ა­რე­ბუ­ლი. თა­ვი­დან იყო სა­უ­ბა­რი კად­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, მაგ­რამ მო­ვი­და ქალ­ბა­ტო­ნი რა­ტი­ა­ნი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პი­რით შე­მო­მით­ვა­ლა, რომ ჩემი ად­გი­ლი აქ არ არის. უკვე და­წყე­ბუ­ლია გა­სა­უბ­რე­ბე­ბი თა­ნამ­შრომ­ლებ­თან. გა­სა­უბ­რე­ბას ატა­რებს ირმა რა­ტი­ა­ნი და სამი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი. ამ სა­მი­დან კი არ­ცერ­თი არ არის არც „მწე­რალ­თა სახ­ლის“ და არც „წიგ­ნის ეროვ­ნუ­ლი ფონ­დის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს სტენ­დი ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე

ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­ვე­დი გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და წარ­ვუდ­გი­ნე CV. რო­მელ პო­ზი­ცი­ა­ზეც გა­მოვ­თქვი ინ­ტე­რე­სი, მი­თხრეს, უკვე და­კა­ვე­ბუ­ლი­აო. არა­და, ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, შრო­მის კო­დექ­სით უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბათ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­საც წლე­ბი უმუ­შა­ვი­ათ იმ უწყე­ბა­ში, რო­მელ­საც ეხე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცია. მო­იყ­ვა­ნეს მთლი­ა­ნად თა­ვი­ან­თი ხალ­ხი. ბევ­რს უშ­ვე­ბენ სა­ერ­თოდ სახ­ლში, ბევ­რს გა­უ­უ­ა­რეს­და შრო­მის პი­რო­ბე­ბი, შე­უმ­ცირ­და ხელ­ფა­სი და ა.შ.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­ბუ­ლე­ბას, რო­მელ­შიც გა­წე­რი­ლია ამ ახა­ლი სსიპ-ის ფუნ­ქცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, არის სრუ­ლი­ად ქა­ო­ტუ­რი და გა­უ­გე­ბა­რი. მას­ში არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი მწე­რალ­თა რე­ზი­დენ­ცი­ებ­ზე, რო­მე­ლიც "მწე­რალ­თა სახ­ლის" ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია; არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი „რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი მწერ­ლე­ბის მუ­ზე­უმ­ზე“ და კი­დევ ბევ­რი რამ არის ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი.

ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, გა­ნათ­ლე­ბა­ზე, პროგ­რეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა, თუმ­ცა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ცენ­ტრის, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, ოა­ზი­სის მი­ზან­ში ამო­ღე­ბა, დაშ­ლა და და­სუს­ტე­ბა?! ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სტან­დარ­ტით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა" - უთხრა AMBEBI.GE-ს ნატა ლო­მო­ურ­მა.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და "წიგ­ნის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის" პო­ზი­ცი­ი­თაც. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი დეა მეტ­რე­ვე­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ეს ფორ­მა უამ­რავ ეჭვს ბა­დებს.

"მათ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რე­ჟი­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფორ­მა აირ­ჩი­ეს - ორმა კაც­მა ჩუ­მად, კა­ბი­ნეტ­ში მი­ი­ღო ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ისე რომ აზრი არა­ვის­თვის უკი­თხავს. პრო­ცე­სებ­ში არ იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი მწერ­ლე­ბი, გა­მომ­ცემ­ლე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი. სწო­რედ ეს ბა­დებს ეჭვს - რა­ტომ ჩუ­მად?! იმი­ტომ, რომ რო­დე­საც "წიგ­ნის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი" და "მწე­რალ­თა სახ­ლი" იქ­მნე­ბო­და, მა­შინ ჩარ­თუ­ლი იყო ეს სექ­ტო­რი და ახლა რა­ტომ და­გეგ­მეს ეს ვი­თომ კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბი ჩუ­მად?

ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრი­ო­რი­ტე­ტი არის თარ­გმა­ნე­ბი, ჩვე­ნი ენა მცი­რე ენაა, ამი­ტომ თარ­გმა­ნე­ბის კუ­თხით სპე­ცი­ა­ლუ­რი, ცალ­კე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის არ­სე­ბო­ბა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ეს მო­დე­ლი გად­მო­ტა­ნი­ლია ნორ­ვე­გი­ი­დან, ის­ლან­დი­ი­დან, იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­დაც დგას ეს პრობ­ლე­მა. ამ ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ქოლ­გა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში კი არ უნდა იყოს, პი­რი­ქით უნდა იყოს პრი­ო­რი­ტეტ­ში აყ­ვა­ნი­ლი და კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბი მოწ­მობს არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს და ვხე­დავ სხვა საფრ­თხე­საც: საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სუნი ტრი­ა­ლებს უკვე რიგ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში“ - გა­ნა­ცხა­და დეა მეტ­რე­ველ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

რაც შე­ე­ხე­ბა ახ­ლად­შექ­მნი­ლი ფონ­დის ფუნ­ქცი­ებს, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად მისი მიზ­ნე­ბი იქ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვა და გან­ვი­თა­რე­ბა; ახა­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შექ­მნის, გა­მო­ცე­მის, თარ­გმნი­სა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბი­სათ­ვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი­სა და მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მნა; ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის­თვის სა­რე­ზი­დენ­ციო პროგ­რა­მე­ბის და­ნერგვა; ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის უცხო­ურ ენებ­ზე მთარ­გმნელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა და მთარ­გმნელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი ქსე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ა.შ.

ავტორი:

"საბჭოთა კავშირის სუნი ტრიალებს სახელმწიფო უწყებებში" - რაში ადანაშაულებენ კულტურის სამინისტროს მწერლები და გამომცემლები

"საბჭოთა კავშირის სუნი ტრიალებს სახელმწიფო უწყებებში" - რაში ადანაშაულებენ კულტურის სამინისტროს მწერლები და გამომცემლები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი" და "მწერალთა სახლი" ერთიანდება. ორი უწყების უფლებამონაცვლედ ახლადშექმნილი "ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი" გამოცხადდა, რომელსაც ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი უხელმძღვანელებს.

სამინისტროს ინიციატივას მწერალთა და გამომცემელთა დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა. მწერალი ირაკლი ლომოური აღნიშნულ გადაწყვეტილებას დანაშაულად მიიჩნევს და მთავრობას მიმართავს, დროულად თქვას უარი მასზე:

"მწერალთა სახლი" და "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი" მთავრობამ გააუქმა და რაღაც გაუგებარი ფონდი შექმნა. ეს დანაშაულია საკუთარი ხალხის, ქვეყნის, კულტურის წინაშე! წინაპრებისა და შთამომავლების წინაშე! მთავრობავ, გონს მოდი და სასწრაფოდ გააუქმე ეს შენი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, სანამ ჯერ კიდევ დროა!

თავის საქმეს საუკეთესოდ ასრულებდა ორივე - "მწერალთა სახლიც" და "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრიც". მათი ერთ ფონდად ქცევა ისეთივე აბსურდია, როგორც მუსკომედიის გაერთიანება ოპერისა და ბალეტის თეატრთან იმ მოტივით, რომ ორივეგან მღერიან. "მწერალთა სახლს" თავისი ფუნქცია და საქმე აქვს, "ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს" - თავისი. მათი გაერთიანება, სინამდვილეში, მათ დაშლას და მოშლას ნიშნავს. მწერლებს მთავრობა არაფერს ეკითხება, ისე იღებს გადაწყვეტილებას, ამ დროს ეს ორივე ცენტრი მწერლებისაა და მკითხველი საზოგადოების და არა უწიგნური მოხელეების" - უთხრა AMBEBI.GE-ს ირაკლი ლომოურმა.

“პირდაპირ მინდა მივმართო კულტურის მესვეურებს ხელისუფლებაში: რატომ გააუქმეს მწერალთა სახლი და ეროვნული წიგნის ცენტრი?! ორი ინსტიტუცია, რომელიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა ქართული კულტურისთვის. მწერალთა სახლში ისეთი საღამოები ტარდებოდა და ისეთი ცოცხალი აზრი იყო… რატომ გააუქმეს?! ეროვნული წიგნის სახლმა ისეთი ბაზრობა მოაწყო ფრანკფურტში, სტუმრის სტატუსით… პასუხი არ მაქვს. როდესაც გაწყდება კავშირი ხალხსა და ხელისუფლებას შორის, მერე იწყება აუხსნელი, მე პასუხი არ მაქვს ამაზე და მინდა ვინმემ მიპასუხოს: რატომ მოხდა ასე?!” - აცხადებს ლანა ღოღობერიძე.

ასეთი კრიტკული შეფასებების საპასუხოდ, კულტურის მინისტრის მოადგილემ მედიასთან განაცხადა, რომ „კლასიკური „ფეიკნიუსია“, როცა ამბობენ, რომ „მწერალთა სახლი“ და „წიგნის ეროვნული ცენტრი“ დაიხურა.

„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი, გასაკვირი და ცოტა გულსატკენიც არის ის ნეგატივი, რომელიც წარმოიშვა ამ საკითხების გარშემო. პირდაპირ ვამბობ, აი ჩემი აზრით კლასიკური მაგალითი არის სწორედ იმ “ფეიკ ნიუსის”, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცის გაუქმებაზე, რაღაცის დანგრევაზე და არა იმაზე თუ რა იქმნება სსიპ-ების გაერთიანების საფუძველზე და რა სარგებელის მომტანი შეიძლება იყოს ეს. ვიმსჯელოთ ამაზე და არა იმაზე თუ რა დაინგრა და რა გაუქმდა" - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

მისივე განცხადებით, სსიპ-ების გაერთიანება საკადრო ოპტიმიზაციას არ გულისხმობს. კადრების შენარჩუნებაზე გააკეთა აქცენტი „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ ახლადდანიშნულმა დირექტორმა ირმა რატიანმაც.

ლიტერატურის ეროვნული ფონდის დირექტორი ირმა რატიანი

"ჩემთვის გაუგებარია, საიდან წარმოიშვა ეს მითი, რომ მწერლის სახლი უქმდება. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მწერლის სახლი, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას, ბრენდია, არათუ უქმდება, არამედ იქ ფუნქციონირებას იწყებს ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის მთავარი მიზანია წიგნიერების ამაღლება ქართულ საზოგადოებაში და ქართული მწერლობის პოპულარიზაცია მსოფლიოში.

მწერლის სახლს თავისი ისტორიიდან გამომდინარე ვერავინ შეუცვლის სახელს, ამიტომ მეგობრებო, მინდა ყველა დაგამშვიდოთ და დაგიდასტუროთ, რომ ეს ისტორიული შენობა ყოველთვის იყო და იქნება მწერლის სახლი. ორი სსიპ-ის გაერთიანება მოხდა ქართული ლიტერატურის ეროვნულ ფონდთან, გადმოვიდა კულტურის სამინისტროში არსებული რამდენიმე მიმართულებაც, რომელიც ლიტერატურის საკითხებზე მუშაობს. ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი არის ახალი ორგანიზაცია, რომელსაც ფართო მიზნები და ამოცანები აქვს" - უთხრა ჟურნალისტებს რატიანმა.

ამგვარი განცხადებების მიუხედავად, „მწერალთა სახლის“ აწ უკვე ყოფილი დირექტორი ნატა ლომოური თვლის, რომ პანიკის რეალური საფუძველი არსებობს. მისი თქმით, სამინისტრომ არ შეასრულა დაპირება, რაც მიმდინარე პროცესებში ამ ორი უწყების ხელმძღვანელებისა და სხვა თანამშრომლების ჩართვას გულისხმობდა:

მწერალთა სახლის ყოფილი დირექტორი ნატა ლომოური

"თავიდან გვითხრეს, რომ აპირებდნენ რეფორმას და ჩვენც ვიქნებოდით ჩართული მასში, მაგრამ საბოლოოდ ისე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არავინ შეგვხვედრია და არავის უკითხავს აზრი. აზრი არ ჰკითხეს უმთავრეს ბენეფიციარებს, მწერლებსა და გამომცემლებსაც. ჩინოვნიკურად დახურულ კარს მიღმა გადაწყდა ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ევროპელი ექსპერტის დასკვნა. თუმცა, მე მაქვს ეს დასკვა წაკითხული და იქ არავითარი პირდაპირი მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ ეს უწყებები დახურულიყო.

მე პირადად 2011 წლიდან ვმუშაობ და უდიდესი შრომა მაქვს ჩადებული იმაში, რომ „მწერალთა სახლი“ წარმატებული საერთაშორისო პარტნიორების მიერ ყოფილიყო აღიარებული. თავიდან იყო საუბარი კადრების შენარჩუნებაზე, მაგრამ მოვიდა ქალბატონი რატიანი და თანამშრომლების პირით შემომითვალა, რომ ჩემი ადგილი აქ არ არის. უკვე დაწყებულია გასაუბრებები თანამშრომლებთან. გასაუბრებას ატარებს ირმა რატიანი და სამი დეპარტამენტის ხელმძღვანელები. ამ სამიდან კი არცერთი არ არის არც „მწერალთა სახლის“ და არც „წიგნის ეროვნული ფონდის“ თანამშრომელი.

საქართველოს სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

ჩემი ინიციატივით მივედი გასაუბრებაზე და წარვუდგინე CV. რომელ პოზიციაზეც გამოვთქვი ინტერესი, მითხრეს, უკვე დაკავებულიაო. არადა, ასეთ შემთხვევებში, შრომის კოდექსით უპირატესობა ენიჭებათ თანამშრომლებს, რომლებსაც წლები უმუშავიათ იმ უწყებაში, რომელსაც ეხება ორგანიზაცია. მოიყვანეს მთლიანად თავიანთი ხალხი. ბევრს უშვებენ საერთოდ სახლში, ბევრს გაუუარესდა შრომის პირობები, შეუმცირდა ხელფასი და ა.შ.

რაც შეეხება დებულებას, რომელშიც გაწერილია ამ ახალი სსიპ-ის ფუნქცია-მოვალეობები, არის სრულიად ქაოტური და გაუგებარი. მასში არაფერია ნათქვამი მწერალთა რეზიდენციებზე, რომელიც "მწერალთა სახლის" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და წარმატებული პროექტია; არაფერია ნათქვამი „რეპრესირებული მწერლების მუზეუმზე“ და კიდევ ბევრი რამ არის ყურადღების მიღმა დარჩენილი.

ჩემთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო განვითარებაზე, განათლებაზე, პროგრესზე ორიენტირებული პატარა, თუმცა უმნიშვნელოვანესი ცენტრის, პირდაპირი გაგებით, ოაზისის მიზანში ამოღება, დაშლა და დასუსტება?! ეს იყო აბსოლუტურად საბჭოთა კავშირის სტანდარტით მიღებული გადაწყვეტილება" - უთხრა AMBEBI.GE-ს ნატა ლომოურმა.

AMBEBI.GE დაინტერესდა "წიგნის ეროვნული ცენტრის" პოზიციითაც. მისი ხელმძღვანელი დეა მეტრეველი გვეუბნება, რომ რეორგანიზაციის ეს ფორმა უამრავ ეჭვს ბადებს.

"მათ საბჭოთა კავშირის რეჟიმისთვის დამახასიათებელი ფორმა აირჩიეს - ორმა კაცმა ჩუმად, კაბინეტში მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ისე რომ აზრი არავისთვის უკითხავს. პროცესებში არ იყვნენ ჩართული მწერლები, გამომცემლები, ექსპერტები. სწორედ ეს ბადებს ეჭვს - რატომ ჩუმად?! იმიტომ, რომ როდესაც "წიგნის ეროვნული ცენტრი" და "მწერალთა სახლი" იქმნებოდა, მაშინ ჩართული იყო ეს სექტორი და ახლა რატომ დაგეგმეს ეს ვითომ კეთილშობილური რეფორმები ჩუმად?

ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი არის თარგმანები, ჩვენი ენა მცირე ენაა, ამიტომ თარგმანების კუთხით სპეციალური, ცალკე ორგანიზაციის არსებობა არის აუცილებელი. ეს მოდელი გადმოტანილია ნორვეგიიდან, ისლანდიიდან, იმ ქვეყნებიდან, სადაც დგას ეს პრობლემა. ამ ტიპის ორგანიზაციები ქოლგა ორგანიზაციებში კი არ უნდა იყოს, პირიქით უნდა იყოს პრიორიტეტში აყვანილი და კონცენტრირებული. ასეთი ნაბიჯები მოწმობს არაპროფესიონალიზმს და ვხედავ სხვა საფრთხესაც: საბჭოთა კავშირის სუნი ტრიალებს უკვე რიგ სახელმწიფო უწყებებში“ - განაცხადა დეა მეტრეველმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

რაც შეეხება ახლადშექმნილი ფონდის ფუნქციებს, კულტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად მისი მიზნები იქნება ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; ახალი ნაწარმოებების შექმნის, გამოცემის, თარგმნისა და ხელმისაწვდომობისათვის ხელსაყრელი პირობებისა და მექანიზმების შექმნა; ქართველი მწერლებისთვის სარეზიდენციო პროგრამების დანერგვა; ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე მთარგმნელთა გადამზადება და მთარგმნელთა პროფესიული ქსელების განვითარება და ა.შ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ