10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი ფავორიტი ბახმაროა" -  სად აპირებენ წელს დასვენებას ცნობილი ქართველები, რომლებიც უცხოურ კურორტებს სამშობლოს ამჯობინებენ
"ჩვენი ფავორიტი ბახმაროა" -  სად აპირებენ წელს დასვენებას ცნობილი ქართველები, რომლებიც უცხოურ კურორტებს სამშობლოს ამჯობინებენ

დას­ვე­ნე­ბა წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­ზე სა­სარ­გებ­ლოა, თუმ­ცა ზა­ფხუ­ლი სწო­რედ ის დროა, რო­მე­ლიც დას­ვე­ნე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, ტუ­რის­ტე­ბის რი­ცხვი შემ­ცირ­დე­ბა, სწო­რედ ამი­ტომ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახა­ლი კამ­პა­ნია „გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში“ წა­მო­ი­წყეს, რომ­ლის მი­ზა­ნიც, უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბაა, რომ­ლებ­მაც, თა­ვის მხრივ, რუსი ტუ­რის­ტე­ბი უნდა ჩა­ა­ნაც­ვლონ. სა­ქარ­თვე­ლო ლა­მა­ზი, ის­ტო­რი­უ­ლი, სამ­კურ­ნა­ლო წყლე­ბი­თა და ტა­ლა­ხით გა­ჯე­რე­ბუ­ლი კუ­რორ­ტე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა. აქ ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­ზე შე­გიძ­ლია და­ის­ვე­ნო. AMBEBI.GE ცნო­ბილ ქარ­თვე­ლებს ესა­უბ­რა, ვის­თვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტებ­ზე დას­ვე­ნე­ბა ყო­ველ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია.

ანუ­კი არე­ში­ძე, დი­ზა­ი­ნე­რი:

- მე და კახა ყო­ველ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტებ­ზე ვის­ვე­ნებთ. როცა იტა­ლი­ა­ში ვცხოვ­რობ­დით, თა­ვი­სუ­ფალ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ო­დით. ბავ­შვე­ბიც არ­და­დე­გე­ბის ნა­წილს სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში ატა­რე­ბენ. აჭა­რა­ში, ბორ­ჯომ­ში და ბახ­მა­რო­ში. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მათ სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რონ უმე­ტე­სი დრო ზა­ფხულ­ში. ჩვე­ნი ფა­ვო­რი­ტი კუ­რორ­ტი არის ბახ­მა­რო, სა­დაც ივ­ლი­სის ბო­ლოს 3 კვი­რით მივ­დი­ვართ. სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, ცხე­ნე­ბით ჯი­რი­თი, ტყე­ში სე­ირ­ნო­ბა, სა­ღა­მოს კო­ცონ­ზე სი­მინ­დის შეწ­ვა და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, ეს არის ის, რაც ჩემს შვი­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ. შე­მოდ­გო­მა­ზე, თუ სკო­ლა გვაძ­ლევს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას კა­ხეთ­ში ჩავ­დი­ვართ. ასე­ვე უყ­ვართ სამ­ტრე­დი­ა­ში წას­ვლა ბე­ბი­ას­თან და ბა­ბუ­ას­თან, სწო­რედ ეს არის ჩემ­თვის ის, რა­საც ბავ­შვო­ბის და­უ­ვი­წყა­რი დღე­ე­ბი ჰქვია. წელს პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვით ყაზ­ბეგ­ში, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი ბუ­ნე­ბით და მომ­სა­ხუ­რე­ბით.

- რა­ტომ არის, თქვე­ნი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი?

- სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი აქვს. პი­რა­დად ჩემ­თვის ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჰა­ვით, ბუ­ნე­ბი­თა და ხალ­ხით, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს. სა­დაც არ უნდა წა­ვი­დეთ, ყველ­გან ისე ვგრძნობთ თავს, რო­გორც სა­კუ­თარ ოჯახ­ში. ხალ­ხი არის გან­სა­კუთ­რე­ბით ტკბი­ლი. მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს რაც შე­ე­ხე­ბა, ვფიქ­რობ, ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან გან­ვი­თარ­და. ეს კონ­კუ­რენ­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წე­ლი­წად­ში 7 დღე იტა­ლი­ა­შიც დამ­ყავს ბავ­შვე­ბი, გული მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოს­კენ აქვთ. სა­ნამ მე­ო­თხე შვი­ლი მე­ყო­ლე­ბო­და, და­გეგ­მი­ლი გვქონ­და შა­ტი­ლის, სვა­ნე­თი­სა და თუ­შე­თის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა შვი­ლებ­თან ერ­თად, მაგ­რამ ეს მო­მა­ვა­ლი წლის­თვის გა­დავ­დე. უამ­რა­ვი ლა­მა­ზი ად­გი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც არ მაქვს ნა­ნა­ხი და ვა­პი­რებ მო­მა­ვა­ლი წლი­დან, ჩემს ბი­ჭებ­თან ერ­თად ვი­მოგ­ზა­უ­რო იმ ჯა­დოს­ნურ ად­გი­ლებ­ში, რომ­ლი­თაც ჩემი ქვე­ყა­ნა არის და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი.

სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბას ბევ­რი პრი­ო­რი­ტე­ტი აქვს, პირ­ვე­ლი არის ის, რომ ახ­ლოს ვარ ჩე­მებ­თან, სახ­ლთან და თუ კონ­ცერ­ტი მექ­ნე­ბა, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­მიძ­ლია და­ვის­ვე­ნო და თან საქ­მეც გა­ვა­კე­თო. ბო­ლოს მხო­ლოდ და­სას­ვე­ნებ­ლად, რო­დის ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი აღარც მახ­სოვს. მას შემ­დეგ, რაც შვი­ლი მყავს, ზამ­თარ­ში და ზა­ფხულ­ში ბა­კუ­რი­ან­ში ვუშ­ვებ და­სას­ვე­ნებ­ლად. რად­გან ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და ზა­ფხულ­ში სიგ­რი­ლეც არის. წელს უკვე იყო ბა­კუ­რი­ან­ში და ვფიქ­რობ შოვ­ში წა­ვიყ­ვან და ზღვა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად.

"ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბა ტრენ­დუ­ლი გახ­და, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს"

ამას ალ­ბათ ისიც უწყობს ხელს, რომ ბევ­რი კარ­გი სას­ტუმ­რო გა­იხ­სნა, ბევ­რი ახა­ლი ად­გი­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მოხ­და, რაც აქამ­დე არ ვი­ცო­დით. ოც­ნე­ბად მექ­ცა ბახ­მა­რო­ში დას­ვე­ნე­ბა, მომ­წონს ფო­ტო­ებს როცა ვხე­დავ, თუ ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი არის, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვის­ვე­ნებთ იქაც. მოკ­ლედ წელს, ბავ­შვს აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვიყ­ვან შოვ­ში, რად­გან სამ­მაგ ალ­პურ ზო­ნა­შია, რაც სა­სარ­გებ­ლოა ბრო­ნ­ჰე­ბის­თვის. შემ­დეგ კი ბა­თუმ­ში და­ვის­ვე­ნებთ.

- შენ რო­გორ დას­ვე­ნე­ბას ანი­ჭებ უპი­ა­რეტ­სო­ბას?

- ერთ კვი­რა­ში ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლი მბეზ­რდე­ბა, ისე აქ­ტი­ურ დას­ვე­ნე­ბას ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას, სიმ­შვი­დე არ შე­მიძ­ლია. შე­საძ­ლოა, წელს ურეკ­შიც წა­ვიყ­ვა­ნო ბავ­შვი, ვნა­ხოთ... წელს გან­სა­კუთ­რე­ბით პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის რამ­დე­ნად შე­უ­წყობს ეს ხელს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას, არ ვიცი, მაგ­რამ მცი­რე წვლი­ლის შე­ტა­ნაც კარ­გია.

ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- მე ყო­ველ ზა­ფხულს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვის­ვე­ნებ, ამა­ყი ვარ, რომ ვარ ამ ქვეყ­ნის შვი­ლი. ეს ჩემი უძ­ვირ­ფა­სე­სი სამ­შობ­ლოა. შე­უ­ფა­სა­ბე­ლი, ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი! აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია! სა­ქარ­თვე­ლო მისი უდი­დე­სი ის­ტო­რი­ით უნი­კა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა. ესაა ქვე­ყა­ნა, სა­დაც შე­გიძ­ლია და­ის­ვე­ნო და ისე­თი სა­ოც­რე­ბე­ბი ნახო, რა­საც სხვა­გან ვერ ნა­ხავ. უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი, მაგ­რამ ასე­თი ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზე იშ­ვი­ა­თად, თუ შემ­ხვედ­რია სად­მე.

"ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, ძა­ლი­ან ხში­რად, უფრო ხე­ლოვ­ნუ­რად ქმნი­ან იმას, რაც ჩვენ ბუ­ნებ­რი­ვად და ნა­ტუ­რა­ლუ­რად გვაქვს!"

- რო­მელ კუ­რორ­ტებ­ზე ის­ვე­ნებთ?

- გა­მო­რი­ცხუ­ლია, ყო­ველ წე­ლი­წადს არ წა­ვი­დე და რამ­დე­ნი­მე დღე არ გა­ვა­ტა­რო ბა­კუ­რი­ან­ში. როცა თბი­ლის­ში ცხე­ლა, ბა­კუ­რი­ა­ნი არის იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლი, სა­დაც სიგ­რი­ლეა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სუფ­თა ჰა­ე­რია, რაც სა­სარ­გებ­ლოა და თან შე­გიძ­ლია ულა­მა­ზე­სი მთე­ბი, ტყე­ე­ბი, ტბე­ბი, ჩანჩქე­რე­ბი, მდი­ნა­რე­ე­ბი მო­ი­ა­რო და უძ­ვე­ლე­სი ტაძ­რე­ბი ნახო. ზო­გა­დად, ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა ულა­მა­ზე­სია და აქაა ბორ­ჯო­მის მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა.

მიყ­ვარს ბა­თუ­მი, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ, პა­ტა­რა ბი­ნაც კი შე­ვი­ძი­ნე. მის გა­რე­შე ზა­ფხუ­ლი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ჩემ­თვის. ცოტა ხნის წინ ვი­ყა­ვი რა­ჭა­ში, კონ­ცერ­ტი გვქონ­და და გზა­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვა­ჩე­რეთ მან­ქა­ნა, წარ­მო­უდ­გენ­ლად ლა­მა­ზი ად­გი­ლე­ბი ვნა­ხეთ. ბუ­ნე­ბაც თით­ქოს მის­ტი­კუ­რი­აო, რომ უყუ­რებ, რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ტყვე­ვებს სი­ლა­მა­ზე. ჩემ­ზე ასე­ვე, წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა მეს­ტი­ამ, იმის გამო, რომ გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი ულა­მა­ზე­სია, მთე­ლი დღე ვი­ყა­ვით გზა­ში, სუ­რა­თებს ვი­ღებ­დით, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მეს­ტი­ის გზა­ზე როცა მი­დი­ხარ, გარ­შე­მო ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბა, ტბე­ბი, ჩანჩქე­რე­ბი და სა­ნა­ხა­ო­ბე­ბია. ულა­მა­ზე­სია კა­ხე­თიც, იმე­რე­თიც, გუ­რი­აც, ქარ­თლიც, სა­მეგ­რე­ლოც, ზემო მთი­ა­ნი აჭა­რაც, ასე­ვე აფხა­ზე­თი, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ ფო­ტო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მაქვს ნა­ნა­ხი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ნე­ბის­მი­ე­რი კუ­თხე არის უნი­კა­ლუ­რი მისი კულ­ტუ­რით და ტრა­დი­ცი­ით. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბა­თუ­მი. ისე­თი ქა­ლა­ქია, არც ერთ ევ­რო­პულ, კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბულ სა­ზღვაო ქა­ლაქს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა! ძა­ლი­ან თბი­ლი ქა­ლა­ქია. სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც არ უნდა წახ­ვი­დე, ყვე­ლა მხა­რე ლა­მა­ზია, რა­ტომ უნდა წა­ვი­დეთ სხვა ქვე­ყა­ნა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად, როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს?

ჩემი ნატ­ვრაა, ბახ­მა­რო ვნა­ხო, ყო­ველ ზა­ფხულს ვგეგ­მავ და ჩემი გეგ­მე­ბი ხში­რად მეც­ვლე­ბა, გა­მომ­დი­ნა­რე ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან და კონ­ცერ­ტე­ბი­დან და ვწუხ­ვარ, რომ აქამ­დე ვერ შევ­ძე­ლი. იმე­დი მაქვს, მალე აფხა­ზეთ­ში და სა­მა­ჩაბ­ლო­ში დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც გვექ­ნე­ბა. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც გული მწყდე­ბა, არის ის, რომ ნაკ­ლე­ბად არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ასეთ კუ­რორ­ტებ­ზე, ვი­სურ­ვებ­დი, ცოტა და­წი­ონ ფა­სე­ბი ტაქ­სებ­მა, რეს­ტორ­ნებ­მა, რა თქმა უნდა ისე, რომ ბიზ­ნესს ხელი არ შე­ე­შა­ლოს.

შე­უ­და­რე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა გვაქვს ბუ­ნე­ბი­სა და ლან­დშაფ­ტის თვალ­საზ­რი­სით, იმე­დი მაქვს და­ლაგ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და რუ­სე­თი მიხ­ვდე­ბა, რომ გა­თი­შე და იბა­ტო­ნეს პრინ­ცი­პით, ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­მო­უ­ვა. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, როცა ნატ­რობ, რომ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში იყო, მა­რაზ­მია. პუ­ტი­ნი და მთე­ლი მისი მმარ­თვე­ლო­ბა არის დამ­პყრობ­ლუ­რი და იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი. როცა პოს­ტე­ბი დავ­დე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ბევ­რმა რუს­მა მომ­წე­რა, მი­თხრეს, ჩვენ რა შუ­ა­ში ვართ, თქვენს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­საც ვა­ღი­ა­რებთ და გის­მენთ კი­დეც და გვიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ვო. სთო­რებ­საც დებ­დნენ, მიგ­ვი­ღეთ, რო­გორც მე­გობ­რე­ბი პო­ლი­ტი­კის გა­რე­შეო, მაგ­რამ ასე­თი მე­გობ­რო­ბა ცოტა მაკ­ვირ­ვებს. თუ მე­გობ­რო­ბა გინ­და, შე­გიძ­ლია ხმა ამო­ი­ღო და პუ­ტინს უთხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მე­გობ­რო­ბა გინ­და და ნუ აფუ­ჭებს საქ­მეს. მინ­და ეს ისე­ვე უთხრან პუ­ტინს, რო­გორც ჩვენ ვუ­თხა­რით არა, რო­დე­საც რუსი დე­პუ­ტა­ტი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ვარ­ძელ­ში ჩაგ­ვის­ვეს. ადრე, როცა პარ­ლა­მენ­ტე­ბი და ასე­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი არ არ­სე­ბობ­და, მტე­რი შე­იჭ­რე­ბო­და ქა­ლა­ქებ­ში, ცი­ხე­ებ­ში, სა­დაც თა­ვის დრო­შას აღ­მარ­თავ­და იმის ნიშ­ნად, რომ იქა­უ­რო­ბა და­ი­პყრო და აიღო, სწო­რედ ასე­თი ასო­ცი­ა­ცია გა­მიჩ­ნდა, რო­დე­საც გავ­რი­ლო­ვი და­ვი­ნა­ხე პარ­ლა­მენ­ტში. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ეს არა­ვის გა­უ­ვა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი დინ­ჯია, აკ­ვირ­დე­ბა და როცა ხე­დავს, რომ რა­ღაც არას­წო­რად ვი­თარ­დე­ბა და, მით უმე­ტეს, სამ­შობ­ლოს ეხე­ბა სა­კი­თხი, ვე­ღარ გა­ა­ჩე­რებ. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­მო­ნე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ვა­მა­ყობ ჩემი ხალ­ხით და მათი თა­ვი­სუფ­ლე­ბის წყურ­ვი­ლით. სა­დაც არ უნდა ვიყო, ჩემი გული ჩემი ქვეყ­ნი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ცემს. მინ­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ვი­ხი­ლო ჩემი სა­ქარ­თვე­ლო. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­ვე­ჯიბ­რე­ბი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულ­ში და პატ­რი­ო­ტიზ­მში, ასეა ყვე­ლა ქარ­თვე­ლი და ამა­ზე იდე­ა­ლუ­რი არა­ფე­რი არ არის, როცა ასე გიყ­ვარს შენი ქვე­ყა­ნა!

ნინო ჩხე­ი­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- მე ბოლო სამი წე­ლია ბორ­ჯომ­ში ვის­ვე­ნებ შვილ­თან, მა­რი­კოს­თან ერ­თად. ჯან­სა­ღი ჰა­ე­რი, სამ­კურ­ნა­ლო წყლე­ბი, სწო­რი კვე­ბა და მა­სა­ჟი ძა­ლი­ან მომ­წონს. სა­ნა­ტო­რი­უმ­ში დავ­დი­ვართ, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბაა შექ­მნი­ლი, კომ­ფორ­ტუ­ლი დას­ვე­ნე­ბის­თვის და გა­ჯან­სა­ღე­ბის­თვის. მივ­ლი­ან, მაწკრი­ა­ლე­ბენ და ახა­ლი ძა­ლე­ბით მიშ­ვე­ბენ.

- ძვი­რი არ არის ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა?

- პი­რი­ქით, შვე­ი­ცა­რი­ა­ში ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა ერთი კვი­რა 10 000 დო­ლა­რი ღირს, კვე­ბით, დე­ტოქს პროგ­რა­მით და ანა­ლი­ზე­ბით, ჩვენ­თან ათ­ჯერ უფრო ნაკ­ლე­ბი ღირს. თან ბუ­ნებ­რი­ვი სამ­კურ­ნა­ლო წყლე­ბია და ულა­მა­ზე­სია იქა­უ­რო­ბა. წელ­საც, ტრა­დი­ცი­უ­ლად, აგ­ვის­ტო­ში წა­ვალ ბორ­ჯომ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად, ასე­ვე, მინ­და ყაზ­ბეგ­შიც და­ვის­ვე­ნო.

ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე:

- ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ისე მიყ­ვარს და ისე­თი ლა­მა­ზია, ყველ­გან მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ვე­წე­ვი. ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში შე­გიძ­ლია და­ის­ვე­ნო, რო­გორც ზღვა­ზე, ასე­ვე მთა­ში. უფრო მე­ტიც შე­გიძ­ლია ზღვი­დან მთა­ში ახ­ვი­დე და პი­რი­ქით. ისე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ უნდა ნა­ხოს. თა­ვი­სუ­ფალ დროს, სა­ზღვარ­გა­რეთ დას­ვე­ნე­ბას, აქ დას­ვე­ნე­ბა მირ­ჩევ­ნია, ყო­ველ­თვის ვის­ვე­ნებ ბა­თუმ­ში და ყაზ­ბეგ­ში. ასე­ვე, მიყ­ვარს თხი­ლა­მუ­რე­ბით და სნო­უ­ბორ­დით სრი­ა­ლი, ამი­ტომ გუ­და­ურს და ბა­კუ­რი­ან­საც ხში­რად ვსტუმ­რობ.

"ზუს­ტად ესაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის უნი­კა­ლუ­რო­ბა, რომ ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­ზე შე­გიძ­ლია აქ და­ის­ვე­ნო"

თით­ქმის ყვე­ლა კუ­თხე­ში ნამ­ყო­ფი ვარ, ბახ­მა­რო­ში, ფშავ-ხევ­სუ­რეთ­ში, თუ­შეთ­ში და ა.შ. ვერ წარ­მო­იდ­გენთ რა სი­ლა­მა­ზეა.

- ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლად რამ­დე­ნად გა­მარ­თუ­ლია ჩვე­ნი კუ­რორ­ტე­ბი უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბით­ვის და არამ­ხო­ლოდ მათ­თვის?

- რა თქმა უნდა, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია. მე როცა მხვდე­ბი­ან უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი, ვე­სა­უბ­რე­ბი მათ და კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან ამ კუ­თხი­თაც. აე­რო­პორ­ტში მოხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე სხვა სამ­ყა­რო­ში ხვდე­ბი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ გარ­და იმი­სა, რომ ლა­მა­ზია სა­ქარ­თვე­ლო, ჩვე­ნი ხალ­ხიც და სამ­ზა­რე­უ­ლოც უყ­ვართ.

სა­ლო­მე კორ­კო­ტაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- რა თქმა უნდა მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბა. ლა­მა­ზია ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ მთი­ა­ნი კუ­რორ­ტე­ბი­დან გა­მოვ­ყოფ რა­ჭას და სვა­ნეთს, რაც შე­ე­ხე­ბა ზღვის­პი­რა რე­გი­ონს, გო­ნიო და კვა­რი­ა­თი მიყ­ვარს. ჩემი უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბი რო­დე­საც ჩა­მო­დი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბა მიყ­ვარს, ად­გი­ლობ­რივ ხალ­ხს როცა ვე­სა­უბ­რე­ბი, ძა­ლი­ან მომ­წონს და ისე შევ­დი­ვარ როლ­ში, ვე­ღარ გა­მოვ­დი­ვარ. სა­ქარ­თვე­ლოს აქვს შან­სი ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ქვე­ყა­ნა გახ­დეს, ამის­თვის უფრო მე­ტად უნდა შე­ვიყ­ვა­როთ ერ­თმა­ნე­თი, არ შე­იძ­ლე­ბა ამ­დე­ნი ჩხუ­ბი, ვინც მო­ვი­და მთავ­რო­ბა­ში, ყვე­ლა თა­ვის თავ­ზე და ნა­თე­სა­ვებ­ზე ფიქ­რობს და ასე არ შე­იძ­ლე­ბა. ის ხალ­ხიც უნდა და­ფას­დეს, ვინც შრო­მობს და ასე ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ჩვენი ფავორიტი ბახმაროა" -  სად აპირებენ წელს დასვენებას ცნობილი ქართველები, რომლებიც უცხოურ კურორტებს სამშობლოს ამჯობინებენ

"ჩვენი ფავორიტი ბახმაროა" -  სად აპირებენ წელს დასვენებას ცნობილი ქართველები, რომლებიც უცხოურ კურორტებს სამშობლოს ამჯობინებენ

დასვენება წელიწადის ნებისმიერ სეზონზე სასარგებლოა, თუმცა ზაფხული სწორედ ის დროა, რომელიც დასვენების გარეშე წარმოუდგენელია. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ტურისტების რიცხვი შემცირდება, სწორედ ამიტომ, სოციალურ ქსელში ახალი კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“ წამოიწყეს, რომლის მიზანიც, უცხოელი ტურისტების დაინტერესებაა, რომლებმაც, თავის მხრივ, რუსი ტურისტები უნდა ჩაანაცვლონ. საქართველო ლამაზი, ისტორიული, სამკურნალო წყლებითა და ტალახით გაჯერებული კურორტებით განებივრებული ქვეყანაა. აქ ნებისმიერ სეზონზე შეგიძლია დაისვენო. AMBEBI.GE ცნობილ ქართველებს ესაუბრა, ვისთვისაც საქართველოს კურორტებზე დასვენება ყოველთვის პრიორიტეტულია.

ანუკი არეშიძე, დიზაინერი:

- მე და კახა ყოველთვის საქართველოს კურორტებზე ვისვენებთ. როცა იტალიაში ვცხოვრობდით, თავისუფალ დროს საქართველოში ჩამოვდიოდით. ბავშვებიც არდადეგების ნაწილს სწორედ საქართველოში ატარებენ. აჭარაში, ბორჯომში და ბახმაროში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ სწორედ საქართველოში გაატარონ უმეტესი დრო ზაფხულში. ჩვენი ფავორიტი კურორტი არის ბახმარო, სადაც ივლისის ბოლოს 3 კვირით მივდივართ. სოფლის პროდუქტები, ცხენებით ჯირითი, ტყეში სეირნობა, საღამოს კოცონზე სიმინდის შეწვა და ქართული სიმღერები, ეს არის ის, რაც ჩემს შვილებს ძალიან უყვართ. შემოდგომაზე, თუ სკოლა გვაძლევს ამის საშუალებას კახეთში ჩავდივართ. ასევე უყვართ სამტრედიაში წასვლა ბებიასთან და ბაბუასთან, სწორედ ეს არის ჩემთვის ის, რასაც ბავშვობის დაუვიწყარი დღეები ჰქვია. წელს პირველად ვიყავით ყაზბეგში, აღფრთოვანებული დავრჩი ბუნებით და მომსახურებით.

- რატომ არის, თქვენი აზრით, საქართველოში დასვენება პრიორიტეტული?

- საქართველოს განსაკუთრებული ხიბლი აქვს. პირადად ჩემთვის ის მნიშვნელოვანია ჰავით, ბუნებითა და ხალხით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს. სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან ისე ვგრძნობთ თავს, როგორც საკუთარ ოჯახში. ხალხი არის განსაკუთრებით ტკბილი. მომსახურების სფეროს რაც შეეხება, ვფიქრობ, ბოლო წლებში ძალიან განვითარდა. ეს კონკურენციის დამსახურებაც არის. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში 7 დღე იტალიაშიც დამყავს ბავშვები, გული მაინც საქართველოსკენ აქვთ. სანამ მეოთხე შვილი მეყოლებოდა, დაგეგმილი გვქონდა შატილის, სვანეთისა და თუშეთის დათვალიერება შვილებთან ერთად, მაგრამ ეს მომავალი წლისთვის გადავდე. უამრავი ლამაზი ადგილია საქართველოში, რომელიც არ მაქვს ნანახი და ვაპირებ მომავალი წლიდან, ჩემს ბიჭებთან ერთად ვიმოგზაურო იმ ჯადოსნურ ადგილებში, რომლითაც ჩემი ქვეყანა არის დაჯილდოვებული.

სალომე ბაკურაძე, მომღერალი:

- ჩემთვის საქართველოში დასვენებას ბევრი პრიორიტეტი აქვს, პირველი არის ის, რომ ახლოს ვარ ჩემებთან, სახლთან და თუ კონცერტი მექნება, ნებისმიერ დროს შემიძლია დავისვენო და თან საქმეც გავაკეთო. ბოლოს მხოლოდ დასასვენებლად, როდის ვიყავი წასული აღარც მახსოვს. მას შემდეგ, რაც შვილი მყავს, ზამთარში და ზაფხულში ბაკურიანში ვუშვებ დასასვენებლად. რადგან ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ზაფხულში სიგრილეც არის. წელს უკვე იყო ბაკურიანში და ვფიქრობ შოვში წავიყვან და ზღვაზე აუცილებლად.

"ბოლო დროს საქართველოში დასვენება ტრენდული გახდა, რაც ძალიან მახარებს"

ამას ალბათ ისიც უწყობს ხელს, რომ ბევრი კარგი სასტუმრო გაიხსნა, ბევრი ახალი ადგილის პოპულარიზაცია მოხდა, რაც აქამდე არ ვიცოდით. ოცნებად მექცა ბახმაროში დასვენება, მომწონს ფოტოებს როცა ვხედავ, თუ ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული არის, აუცილებლად დავისვენებთ იქაც. მოკლედ წელს, ბავშვს აუცილებლად წავიყვან შოვში, რადგან სამმაგ ალპურ ზონაშია, რაც სასარგებლოა ბრონჰებისთვის. შემდეგ კი ბათუმში დავისვენებთ.

- შენ როგორ დასვენებას ანიჭებ უპიარეტსობას?

- ერთ კვირაში ნებისმიერი ადგილი მბეზრდება, ისე აქტიურ დასვენებას ვანიჭებ უპირატესობას, სიმშვიდე არ შემიძლია. შესაძლოა, წელს ურეკშიც წავიყვანო ბავშვი, ვნახოთ... წელს განსაკუთრებით პრიორიტეტულია საქართველოში დასვენება ნებისმიერი ადამიანისთვის რამდენად შეუწყობს ეს ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, არ ვიცი, მაგრამ მცირე წვლილის შეტანაც კარგია.

ნოდიკო ტატიშვილი, მომღერალი:

- მე ყოველ ზაფხულს საქართველოში ვისვენებ, ამაყი ვარ, რომ ვარ ამ ქვეყნის შვილი. ეს ჩემი უძვირფასესი სამშობლოა. შეუფასაბელი, ერთადერთი და განუმეორებელი! აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია! საქართველო მისი უდიდესი ისტორიით უნიკალური ქვეყანა. ესაა ქვეყანა, სადაც შეგიძლია დაისვენო და ისეთი საოცრებები ნახო, რასაც სხვაგან ვერ ნახავ. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი ბუნებრივი სილამაზე იშვიათად, თუ შემხვედრია სადმე.

"ბევრ ქვეყანაში, ძალიან ხშირად, უფრო ხელოვნურად ქმნიან იმას, რაც ჩვენ ბუნებრივად და ნატურალურად გვაქვს!"

- რომელ კურორტებზე ისვენებთ?

- გამორიცხულია, ყოველ წელიწადს არ წავიდე და რამდენიმე დღე არ გავატარო ბაკურიანში. როცა თბილისში ცხელა, ბაკურიანი არის იდეალური ადგილი, სადაც სიგრილეა, განსაკუთრებულად სუფთა ჰაერია, რაც სასარგებლოა და თან შეგიძლია ულამაზესი მთები, ტყეები, ტბები, ჩანჩქერები, მდინარეები მოიარო და უძველესი ტაძრები ნახო. ზოგადად, ბორჯომის ხეობა ულამაზესია და აქაა ბორჯომის მინერალური წყალი, რომელიც ძალიან სასარგებლოა.

მიყვარს ბათუმი, სადაც რამდენიმე წლის წინ, პატარა ბინაც კი შევიძინე. მის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია ჩემთვის. ცოტა ხნის წინ ვიყავი რაჭაში, კონცერტი გვქონდა და გზაში რამდენჯერმე გავაჩერეთ მანქანა, წარმოუდგენლად ლამაზი ადგილები ვნახეთ. ბუნებაც თითქოს მისტიკურიაო, რომ უყურებ, რაღაცნაირად გატყვევებს სილამაზე. ჩემზე ასევე, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მესტიამ, იმის გამო, რომ გარშემო ყველაფერი ულამაზესია, მთელი დღე ვიყავით გზაში, სურათებს ვიღებდით, აღფრთოვანებული ვიყავი. მესტიის გზაზე როცა მიდიხარ, გარშემო ულამაზესი ბუნება, ტბები, ჩანჩქერები და სანახაობებია. ულამაზესია კახეთიც, იმერეთიც, გურიაც, ქართლიც, სამეგრელოც, ზემო მთიანი აჭარაც, ასევე აფხაზეთი, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ ფოტოების მეშვეობით მაქვს ნანახი. საქართველოში ნებისმიერი კუთხე არის უნიკალური მისი კულტურით და ტრადიციით. ძალიან მიყვარს ბათუმი. ისეთი ქალაქია, არც ერთ ევროპულ, კარგად განვითარებულ საზღვაო ქალაქს არ ჩამოუვარდება! ძალიან თბილი ქალაქია. საქართველოში, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველა მხარე ლამაზია, რატომ უნდა წავიდეთ სხვა ქვეყანაში დასასვენებლად, როცა ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში გვაქვს?

ჩემი ნატვრაა, ბახმარო ვნახო, ყოველ ზაფხულს ვგეგმავ და ჩემი გეგმები ხშირად მეცვლება, გამომდინარე ჩემი პროფესიიდან და კონცერტებიდან და ვწუხვარ, რომ აქამდე ვერ შევძელი. იმედი მაქვს, მალე აფხაზეთში და სამაჩაბლოში დასვენების საშუალებაც გვექნება. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, არის ის, რომ ნაკლებად არის გათვალისწინებული, ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა ასეთ კურორტებზე, ვისურვებდი, ცოტა დაწიონ ფასები ტაქსებმა, რესტორნებმა, რა თქმა უნდა ისე, რომ ბიზნესს ხელი არ შეეშალოს.

შეუდარებელი ქვეყანა გვაქვს ბუნებისა და ლანდშაფტის თვალსაზრისით, იმედი მაქვს დალაგდება ყველაფერი და რუსეთი მიხვდება, რომ გათიშე და იბატონეს პრინციპით, ჩვენთან ურთიერთობა არ გამოუვა. 21-ე საუკუნეში, როცა ნატრობ, რომ საბჭოთა კავშირში იყო, მარაზმია. პუტინი და მთელი მისი მმართველობა არის დამპყრობლური და იმპერიალისტური. როცა პოსტები დავდე სოციალურ ქსელში, ბევრმა რუსმა მომწერა, მითხრეს, ჩვენ რა შუაში ვართ, თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასაც ვაღიარებთ და გისმენთ კიდეც და გვიყვარს საქართველოვო. სთორებსაც დებდნენ, მიგვიღეთ, როგორც მეგობრები პოლიტიკის გარეშეო, მაგრამ ასეთი მეგობრობა ცოტა მაკვირვებს. თუ მეგობრობა გინდა, შეგიძლია ხმა ამოიღო და პუტინს უთხრა, რომ საქართველოსთან მეგობრობა გინდა და ნუ აფუჭებს საქმეს. მინდა ეს ისევე უთხრან პუტინს, როგორც ჩვენ ვუთხარით არა, როდესაც რუსი დეპუტატი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაგვისვეს. ადრე, როცა პარლამენტები და ასეთი ინსტიტუტები არ არსებობდა, მტერი შეიჭრებოდა ქალაქებში, ციხეებში, სადაც თავის დროშას აღმართავდა იმის ნიშნად, რომ იქაურობა დაიპყრო და აიღო, სწორედ ასეთი ასოციაცია გამიჩნდა, როდესაც გავრილოვი დავინახე პარლამენტში. ჩვენს ქვეყანაში ეს არავის გაუვა, ქართველი ხალხი დინჯია, აკვირდება და როცა ხედავს, რომ რაღაც არასწორად ვითარდება და, მით უმეტეს, სამშობლოს ეხება საკითხი, ვეღარ გააჩერებ. ქართველი ხალხის დამონება წარმოუდგენელია, ვამაყობ ჩემი ხალხით და მათი თავისუფლების წყურვილით. სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი გული ჩემი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის ცემს. მინდა გაერთიანებული ვიხილო ჩემი საქართველო. ნებისმიერ ადამიანს შევეჯიბრები ქვეყნის სიყვარულში და პატრიოტიზმში, ასეა ყველა ქართველი და ამაზე იდეალური არაფერი არ არის, როცა ასე გიყვარს შენი ქვეყანა!

ნინო ჩხეიძე, მომღერალი:

- მე ბოლო სამი წელია ბორჯომში ვისვენებ შვილთან, მარიკოსთან ერთად. ჯანსაღი ჰაერი, სამკურნალო წყლები, სწორი კვება და მასაჟი ძალიან მომწონს. სანატორიუმში დავდივართ, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი, კომფორტული დასვენებისთვის და გაჯანსაღებისთვის. მივლიან, მაწკრიალებენ და ახალი ძალებით მიშვებენ.

- ძვირი არ არის ეს მომსახურება?

- პირიქით, შვეიცარიაში ეს მომსახურება ერთი კვირა 10 000 დოლარი ღირს, კვებით, დეტოქს პროგრამით და ანალიზებით, ჩვენთან ათჯერ უფრო ნაკლები ღირს. თან ბუნებრივი სამკურნალო წყლებია და ულამაზესია იქაურობა. წელსაც, ტრადიციულად, აგვისტოში წავალ ბორჯომში დასასვენებლად, ასევე, მინდა ყაზბეგშიც დავისვენო.

ოთო ფოლადაშვილი, მოცეკვავე:

- ჩვენი ქვეყანა ისე მიყვარს და ისეთი ლამაზია, ყველგან მის პოპულარიზაციას ვეწევი. ამ პატარა ქვეყანაში შეგიძლია დაისვენო, როგორც ზღვაზე, ასევე მთაში. უფრო მეტიც შეგიძლია ზღვიდან მთაში ახვიდე და პირიქით. ისეთი მრავალფეროვანია საქართველო, მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს. თავისუფალ დროს, საზღვარგარეთ დასვენებას, აქ დასვენება მირჩევნია, ყოველთვის ვისვენებ ბათუმში და ყაზბეგში. ასევე, მიყვარს თხილამურებით და სნოუბორდით სრიალი, ამიტომ გუდაურს და ბაკურიანსაც ხშირად ვსტუმრობ.

"ზუსტად ესაა ჩვენი ქვეყნის უნიკალურობა, რომ ნებისმიერ სეზონზე შეგიძლია აქ დაისვენო"

თითქმის ყველა კუთხეში ნამყოფი ვარ, ბახმაროში, ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში და ა.შ. ვერ წარმოიდგენთ რა სილამაზეა.

- ინფრასტრუქტურულად რამდენად გამართულია ჩვენი კურორტები უცხოელი ტურისტებითვის და არამხოლოდ მათთვის?

- რა თქმა უნდა, მოწესრიგებულია. მე როცა მხვდებიან უცხოელი ტურისტები, ვესაუბრები მათ და კმაყოფილები არიან ამ კუთხითაც. აეროპორტში მოხვედრისთანავე სხვა სამყაროში ხვდებიან და ამბობენ, რომ გარდა იმისა, რომ ლამაზია საქართველო, ჩვენი ხალხიც და სამზარეულოც უყვართ.

სალომე კორკოტაშვილი, მომღერალი:

- რა თქმა უნდა მიყვარს საქართველოში დასვენება. ლამაზია ჩვენი ქვეყანა, მაგრამ მთიანი კურორტებიდან გამოვყოფ რაჭას და სვანეთს, რაც შეეხება ზღვისპირა რეგიონს, გონიო და კვარიათი მიყვარს. ჩემი უცხოელი მეგობრები როდესაც ჩამოდიან საქართველოში, მათთან ერთად დასვენება მიყვარს, ადგილობრივ ხალხს როცა ვესაუბრები, ძალიან მომწონს და ისე შევდივარ როლში, ვეღარ გამოვდივარ. საქართველოს აქვს შანსი ყველაზე მაგარი ქვეყანა გახდეს, ამისთვის უფრო მეტად უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი, არ შეიძლება ამდენი ჩხუბი, ვინც მოვიდა მთავრობაში, ყველა თავის თავზე და ნათესავებზე ფიქრობს და ასე არ შეიძლება. ის ხალხიც უნდა დაფასდეს, ვინც შრომობს და ასე ემსახურება საკუთარ ქვეყანას.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს