პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ შეიცავს საფრთხეს ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" და რას საქმიანობს დიმიტრი სანაკოევის უწყება, რომელსაც 12 წელია ბიუჯეტი აფინანსებს
რატომ შეიცავს საფრთხეს ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" და რას საქმიანობს დიმიტრი სანაკოევის უწყება, რომელსაც 12 წელია ბიუჯეტი აფინანსებს

რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის თემა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მტკივ­ნე­უ­ლია. ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, კი­დევ ერთხელ წა­მო­ი­წია სა­კი­თხმა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის სწორ გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია შიდა ქარ­თლის იმ მი­ტა­ცე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რო­მელ­საც „სამ­ხრეთ ოსეთს“ უწო­დე­ბენ.

ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბი, ეთ­ნო­ლო­გე­ბი და გე­ოგ­რა­ფე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ არა­ნა­ი­რი „სამ­ხრეთ ოსე­თი" არ არ­სე­ბობს და ეს ტერ­მი­ნი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ "შე­მო­აგ­დეს".

ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მარ­თე­ბუ­ლი მოხ­სე­ნი­ე­ბა კი­დევ უფრო დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ოსი მეც­ნი­ე­რე­ბი ან­ტი­ქარ­თულ პრო­პა­გან­დას ამ­ძაფ­რე­ბენ და ტერ­მინ „სამ­ხრეთ ოსე­თის“ დამ­კვიდ­რე­ბის შემ­დეგ, აქ­ტი­უ­რად ცდი­ლო­ბენ და­ამ­კვიდ­რონ ე.წ. აღ­მო­სავ­ლეთ ოსე­თიც. რა­ო­დენ აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლიც არ უნდა იყოს, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ში ისი­ნი მთლი­ა­ნად ყაზ­ბეგს მო­ი­აზ­რე­ბენ.

ვლა­დი­კავ­კა­ზე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ გა­ყალ­ბე­ბულ ის­ტო­რი­ულ ცნო­ბებს, რომ და­რი­ა­ლი, არაგ­ვი­სა და თერ­გის სა­თა­ვე­ე­ბი ყო­ველ­თვის ოსე­ბის წი­ნაპ­რებს ეკუთ­ვნო­დათ და ამ ად­გი­ლებ­ში "ოსი ხალ­ხის 5 400-წლი­ა­ნი ის­ტო­რია ინა­ხე­ბა". ისი­ნი მცხე­თა­საც ოსურ ქა­ლა­ქად მი­იჩ­ნე­ვენ და ამ­ბო­ბენ, რომ ქარ­თვე­ლებ­მა ის ოსებს წა­არ­თვეს.

"და­რი­ა­ლი, არაგ­ვი­სა და თერ­გის სა­თა­ვე­ე­ბი საკ­მა­რის მა­სა­ლას ინა­ხავს რომ ვამ­ტკი­ცოთ, ეს მხა­რე ყო­ველ­თვის ოსე­ბის წი­ნაპ­რებს ეკუთ­ვნო­და. ეს ოსე­თის კა­რიბ­ჭეა! აქ ჩვე­ნი ხალ­ხის ის­ტო­რი­ის კვა­ლია, მთე­ლი 5 400 წლი­სა" - აცხა­დებს ოსურ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის მუ­ზე­უ­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე პეტ­რე კო­ზა­ე­ვი.

ვლა­დი­კავ­კა­ზის მუ­ზე­უ­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე ელბ­რუს კან­ტე­მი­რო­ვი კი ამ­ბობს, რომ თურ­მე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ სო­ფე­ლი კო­ბიც კი ოსი ხალ­ხის სა­კუთ­რე­ბაა.

„კო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი ბოლო სოფ­ლამ­დე კლა­სი­კუ­რი ოსუ­რი ეთ­ნოგ­რა­ფი­აა, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი, ჭურ­ჭე­ლი, არ­ქი­ტექ­ტუ­რა, სა­მარ­ხე­ბი, ეს ოსე­თია" - ირ­წმუ­ნე­ბა კან­ტე­მი­რო­ვი.

ტერ­მი­ნი "სამ­ხრეთ ოსე­თი" ოფი­ცი­ა­ლუ­რად ცენ­ტრა­ლუ­რი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის და სა­ხალ­ხო კო­მი­სარ­თა საბ­ჭოს მიერ 1922 წლის აპ­რილს და­კა­ნონ­და. სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ვე­ლე­სი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი გა­მო­ცხად­და "სამ­ხრეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­ურ ოლ­ქად".

ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ავ­თან­დილ სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი თა­ვის ნაშ­რო­მებ­ში წერს, რომ 1922 წლი­დან ად­გი­ლი აქვს ძი­რძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტო­პო­ნი­მის ამო­ძირ­კვის გამ­ძაფ­რე­ბულ პრო­ცე­სებს.

"გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია, რომ შიდა ქარ­თლში (სა­მა­ჩაბ­ლო, სა­ფა­ლა­ვან­დო, ქსნის სა­ე­რის­თა­ვო) ოსე­ბით და­სახ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას სამ­ხრეთ ოსე­თი და­არ­ქვეს! სა­ქარ­თვე­ლო­ში არ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს ოსე­თი, ისე­ვე რო­გორც ოსეთ­ში არ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს სა­ქარ­თვე­ლო, რუ­სეთ­ში - ჩი­ნე­თი და ა. შ. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს ოსე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი მი­წე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად, ოსე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი შიდა ქარ­თლის ტე­რი­ტო­რია, რომ­ლის­თვი­საც სხვა ქვეყ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბის მი­კუთ­ვნე­ბა და­ნა­შა­უ­ლია.

გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი ყო­ველ­თვის იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ოსე­თის ასე­თი და­ნა­წი­ლე­ბის­თვის, რათა უკეთ გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ კო­ლო­ნი­უ­რი პო­ლი­ტი­კა. რო­გორც ზო­გი­ერ­თი ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, თუ ასე­თი ლო­გი­კით ვიმ­სჯე­ლებთ, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს რა­ი­ო­ნე­ბი, კერ­ძოდ, სომ­ხე­ბით და­სახ­ლე­ბულს უნდა უწო­დოთ ჩრდი­ლო სომ­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულს - და­სავ­ლეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ხოლო ბერ­ძნე­ბით - აღ­მო­სავ­ლეთ სა­ბერ­ძნე­თი.

არ­სე­ბობს მხო­ლოდ ერთი ოსე­თი, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში და მას უნდა და­უბ­რუნ­დეს ყო­ველ­გვა­რი გან­სა­ზღვრის გა­რე­შე ის­ტო­რი­უ­ლი სა­ხე­ლი

ახალ­გაზ­რდა ოსო­ლო­გი ნი­ნია ყო­ჩი­აშ­ვი­ლი, სწო­რედ იმ ტე­რი­ტო­რი­დან არის დევ­ნი­ლი, რო­მელ­საც „სამ­ხრეთ ოსეთს“ უწო­დე­ბენ. AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ის ამ­ბობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის თა­ნად­გო­მით უნდა წა­მო­ი­წყოს კამ­პა­ნია იმის შე­სა­ხებ, რომ ტერ­მი­ნი „სამ­ხრეთ ოსე­თი“ ჩა­ნაც­ვლდეს ისე­თი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და­სა­ხე­ლე­ბით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი და სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­მარ­თლე­ბუ­ლი.

"წლე­ბია ამ სა­კი­თხით ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. უფრო ღრმად შეს­წავ­ლის მიზ­ნით ოსო­ლო­გია ავირ­ჩიე სა­მა­გის­ტრო მი­მარ­თუ­ლე­ბად. ვფიქ­რობ, რომ ტერ­მინ „სამ­ხრეთ ოსე­თის“ თემა პო­ლი­ტი­კუ­რად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი პრო­ცე­სი აქ­ტი­ურ­დე­ბა.

მე­დია იყე­ნებს ტერ­მინ "ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთს", რაც შეც­დო­მა არ არის, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ნიშ­ნავს იმას, რომ ვი­ღაც ამ ტე­რი­ტო­რი­ას სამ­ხრეთ ოსეთს უწო­დებს და ეს ვი­ღაც რუ­სუ­ლი მხა­რეა, თუმ­ცა პრობ­ლე­მას ქმნის "ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის" ხმა­რე­ბა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც, ადა­მი­ა­ნი ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს მთა­ვარ ფრა­ზას და და­მა­ტე­ბით სი­ტყვებს ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა ტო­ვებს. ასე ემარ­თე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­საც და ისი­ნი ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თის ნაც­ვლად გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად "სამ­ხრეთ ოსეთს" ამ­ბო­ბენ და ასე მკვირ­დე­ბა ეს საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი ტერ­მი­ნი.

მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ გა­ი­თა­ვი­სოს, რომ ის ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი მხა­რე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უწო­დებს "სამ­ხრეთ ოსეთს", არას­დროს ყო­ფი­ლა ოსუ­რი, იქ არას­დროს ყო­ფი­ლა ოსე­თი

ბოლო პე­რი­ოდ­ში - მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან იქ ცხოვ­რობ­დნენ ოსე­ბი და, რა თქმა უნდა, რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის ჩა­სახ­ლე­ბა ამ ტე­რი­ტო­რი­ის ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის­თვის მი­კუთ­ვნე­ბას არ ნიშ­ნავს, ის სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ად რჩე­ბა.

ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი მხა­რე "სამ­ხრეთ ოსეთს" უწო­დებს, რე­ა­ლუ­რად არის ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს ტე­რი­ტო­რია ანუ ქსნის, ლი­ახ­ვი­სა და ფრო­ნეს ხე­ო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი არის ის­ტო­რი­უ­ლად ქარ­თუ­ლი" - გან­მარ­ტავს ოსო­ლო­გი ნი­ნია ყო­ჩი­აშ­ვი­ლი.

ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, თსუ-ს პრო­ფე­სო­რი დი­მიტ­რი შვე­ლი­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ტერ­მი­ნი „სამ­ხრეთ ოსე­თის“ გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ერ­თოდ უნდა აიკ­რძა­ლოს.

მისი თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ის­ტო­რი­კო­სე­ბი, ეთ­ნო­ლო­გე­ბი, გე­ოგ­რა­ფე­ბი და სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გნენ სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ე­ბის და­წყე­ბას ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მო­ი­ფიქ­რონ ისე­თი ტერ­მი­ნი, რო­მე­ლიც რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლად, ისე სა­მარ­თლებ­რი­ვად სწო­რი იქ­ნე­ბა.

"ამ ტერ­მი­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი თა­ვის დრო­ზეც ჰყავ­და, მა­შინ რო­დე­საც შე­იქ­მა ეს ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლქი. ქარ­თვე­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბის ნა­წი­ლი იყო წი­ნა­აღ­მდე­გი და იმ­დე­ნად, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის მე-12 ყრი­ლო­ბა­ზეც კი და­ის­ვა ეს სა­კი­თხი.

ვინც ამას არ ემ­ხრო­ბო­და, თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნი დახ­ვრე­ტი­ლია საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის მიერ. მა­შინ უფრო იყე­ნებ­დნენ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონს. რაც შე­ე­ხე­ბა "აღ­მო­სავ­ლეთ ოსეთს" ეს ყო­ველ­გვარ კა­ტას­ტრო­ფულ ფან­ტა­ზი­ა­საც კი სცილ­დე­ბა. სი­ტყვე­ბის თა­მა­ში ისე­თი ეშ­მა­კუ­რი ფე­ნო­მე­ნია, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე ამას სა­თავ­სოდ გა­მო­ი­ყე­ნებს. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ დად­გე­ბა ამ ტერ­მი­ნის ქარ­თუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბით შეც­ვლის სა­კი­თხი. უამ­რა­ვი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­ფიქ­როთ, თუ ვეც­დე­ბით" - აცხა­დებს შვე­ლი­ძე.

თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ყვე­ლა­ზე მე­ტად გაგ­ვაკ­ვირ­ვა იმის „აღ­მო­ჩე­ნამ“ რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 12 წე­ლია არ­სე­ბობს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი, სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცია და­სა­ხე­ლე­ბით - „ყო­ფი­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქის დრო­ე­ბი­თი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია". უწყე­ბა 2007 წელს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით შე­იქ­მნა და მას ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­მიტ­რი სა­ნა­კო­ე­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

კა­ნონ­ში გა­წე­რი­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ფუნ­ქცი­ე­ბიც:

ყო­ფი­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ფარ­გლებ­ში ავ­ტო­ნო­მი­უ­რი სტა­ტუ­სის გან­სა­ზღვრი­სა და ფარ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მი­ნი­ჭე­ბის მიზ­ნით, ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ხე­ლით მო­ლა­პა­რა­კე­ბის წარ­მო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან; დრო­ე­ბი­თი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­ნო­ნი­ე­რე­ბი­სა და მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა; ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი პი­რე­ბი­სა და ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის, აგ­რეთ­ვე მათი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა; ად­გი­ლობ­რი­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა; გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რის, სპორ­ტის, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის, სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის სფე­რო­ში სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და ა.შ.

თუ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­მო­ი­ღო და კა­ნო­ნებ­შიც გა­წე­რა ტერ­მი­ნი “ყო­ფი­ლი სამ­ხრეთ ოსე­თი“, მოქ­მედ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამა­ში ვე­რა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა ვერ და­ი­ნა­ხა და ტერ­მი­ნი უც­ვლე­ლად და­ტო­ვა. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბის დროს ორ­გა­ნოს საქ­მი­ა­ნო­ბა გა­და­ი­ხე­და და გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­მუ­შავ­და. კერ­ძოდ, ხელ­მძღვა­ნე­ლის და­ნიშ­ვნა-გა­და­ყე­ნე­ბის ულ­ფე­ბა­მო­სი­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტი­დან გა­და­ე­ცა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ამ უწყე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას საფრ­თხის­შემ­ცვე­ლად მი­იჩ­ნე­ვენ ის­ტო­რი­კო­სე­ბი. ის­ტო­რი­კო­სი დი­მიტ­რი შვე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ეს და­სა­ხე­ლე­ბა მი­ნი­მუმ აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას იწ­ვევს და მაქ­სი­მუმ საფრ­თხის­შემ­ცვე­ლია:

"კარ­გი იქ­ნე­ბა თუ დად­გე­ბა ამ სა­ხე­ლის გა­დარ­ქმე­ვის, შეც­ვლის სა­კი­თხი, რად­გან ეს მი­ნი­მუმ სა­და­ოა და მაქ­სი­მუმ, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა და­უშ­ვან, რომ ჩვენ ირი­ბად ვა­ღი­ა­რებთ რომ კა­ნო­ნი­ე­რად არ­სე­ბობ­და ასე­თი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი. ეს არის შიდა ქარ­თლის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და არა­ვი­თარ სამ­ხრეთ ოსეთ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი" - ამ­ბობს ის­ტო­რი­კო­სი.

AMBEBI.GE-ს შე­კი­თხვა­ზე რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს უწყე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას „ყო­ფი­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქის დრო­ე­ბი­თი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, დი­მიტ­რი სა­ნა­კო­ე­ვი ასე გვპა­სუ­ხობს:

"მის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ. რო­გორც ტერ­მი­ნი არ არის სწო­რი, არის დრო­ე­ბი­თი შექ­მნი­ლი, „შე­მოგ­დე­ბუ­ლი“. თუმ­ცა, სამ­ხრეთ ოსე­თი არ­სე­ბობ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს და ამ ტე­რი­ტო­რი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ასე ერ­ქვა, ეს ხომ ფაქ­ტია.

მე ვე­რა­ფერს ვერ ვხე­დავ პრობ­ლე­მას ამ ტერ­მინ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­ში რომ იარ­სე­ბოს ოსეთ­მა, მე არ მაქვს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი, რო­გორც სხვა რე­გი­ო­ნე­ბი კა­ხე­თი, სა­მეგ­რე­ლო, იმე­რე­თი არ­სე­ბობს

ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რია და ეს არის მთა­ვა­რი აქ და არა და­სა­ხე­ლე­ბა. რად­გან არ ვხე­დავ პრობ­ლე­მას, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მო­ღა­ლა­ტე ვარ. მე არ ვარ მო­ღა­ლა­ტე, მაგ­რამ ვამ­ბობ რომ ეს არის სამ­ხრეთ ოსე­თი. ჩემ­სა და ქარ­თველს შო­რის სხვა­ო­ბა ის არის, რომ ჩვენ სხვა­დას­ხვა ენით ვსა­უბ­რობთ, თო­რემ სხვა ყვე­ლა­ფე­რი ერთი გვაქვს. ხომ შე­იძ­ლე­ბა ვიყო ქარ­თვე­ლი, მაგ­რამ ამა­ვე დროს ოსი?!" - აღ­ნიშ­ნა სა­ნა­კო­ევ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და რას საქ­მი­ა­ნობს ამ­ჟა­მად სა­ნა­კო­ე­ვის უწყე­ბა. „ყო­ფი­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქის დრო­ე­ბი­თი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, და­ფი­ნან­სე­ბას ყო­ველ­წლი­უ­რად იღე­ბენ სა­ხელ­მწი­ფოს­გან:

"ბოლო წლებ­ში ჩვე­ნი ბი­უ­ჯე­ტი სტა­ბი­ლუ­რად 2 მი­ლი­ონ 400 ათა­სი ლა­რია. ამ­ჟა­მად ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში საშ­ტა­ტო ნუს­ხით ირი­ცხე­ბა 90 ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად მუ­შა­ობს 80 პირი, რად­გან ბოლო დროს შემ­ცი­რე­ბა გა­ვა­კე­თეთ.

ბი­უ­ჯე­ტი იხარ­ჯე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად: ვა­ფი­ნან­სებთ მო­ცეკ­ვა­ვე­თა ან­საბლს შპს „ნარ­თე­ბი“; 300 000 ლარი არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მე­ბის­თვის; ვუ­წევთ სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას დევ­ნი­ლებს, გაკ­ვე­ულ­წი­ლად ვუ­ფი­ნან­სებთ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბებ­საც. და­ნარ­ჩე­ნი თან­ხა კი იხარ­ჯე­ბა ჩვენს ხელ­ფა­სებ­ზე, საწ­ვავ­ზე და უწყე­ბის სხვა ხარ­ჯებ­ზე" - გან­გვი­მარ­ტა სა­ნა­კო­ევ­მა და აგ­ვიხ­სნა გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლის არსი და ის შე­ღა­ვა­თე­ბი, რისი გა­წე­ვაც მათ შე­უძ­ლი­ათ დევ­ნი­ლე­ბის­თვის:

"ჩვენ ვუ­ფი­ნან­სებთ იმ თან­ხის 25% დევ­ნი­ლებს, რაც მათ და­აკ­ლდე­ბათ ოპე­რა­ცი­ებ­ზე. აი, მა­გა­ლი­თად: თუ დევ­ნი­ლი იკე­თებს ოპე­რა­ცი­ას, სრუ­ლად ვერ ვუ­ფი­ნან­სებთ, რად­გან ბევ­რნი არი­ან. მას შემ­დეგ რაც ისი­ნი სხვა წყა­რო­ე­ბი­დან მო­ი­პო­ვე­ბენ და­ფი­ნან­სე­ბას, რაც და­აკ­ლდე­ბათ იმ თან­ხის 25%-ს ვუ­ფი­ნან­სებთ/ თუ ვთქვათ, სა­ხელ­მწი­ფომ და­უ­ფი­ნან­სა დიდი ნა­წი­ლი ოპე­რა­ცი­ის ხარ­ჯე­ბის და დარ­ჩა თა­ვი­სი ჯი­ბი­დან გა­და­სახ­დე­ლი 1000 ლარი, ამ ათა­სი ლა­რის 25 %-ს ვუ­ფი­ნან­სებთ, ანუ ვუ­რი­ცხავთ 250 ლარს" - გვი­თხრა სა­ნა­კო­ევ­მა.

სა­ნა­კო­ე­ვის გან­ცხა­დე­ბას, რომ ვერ ხე­დავს პრობ­ლე­მას ტერ­მინ სამ­ხრეთ ოსეთ­ში, ის­ტო­რი­კო­სი დი­მიტ­რი შვე­ლი­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა:

"არ არის გა­საკ­ვი­რი ასე­თი გან­ცხა­დე­ბა. ის ოსია ეროვ­ნე­ბით და ცდი­ლობს ოსი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე პატ­რი­ო­ტად დარ­ჩეს, ტერ­მი­ნი „სამ­ხრეთ ოსე­თი შე­ნარ­ჩუნ­დეს. ოსთა გო­ნე­ბა­ში არ­სე­ბობს ეს „სამ­ხრეთ ოსე­თი“ და არ უნ­დათ ამის და­კარ­გვა. თა­ვის დრო­ზე რომ ეფიქ­რა ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ასე­თი ჩა­ნა­წე­რი არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა კა­ნონ­ში - „ყო­ფი­ლი სამ­ხრეთ ოსე­თი“, კარ­გი იქ­ნე­ბო­და" - ამ­ბობს ის­ტო­რი­კო­სი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რატომ შეიცავს საფრთხეს ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" და რას საქმიანობს დიმიტრი სანაკოევის უწყება, რომელსაც 12 წელია ბიუჯეტი აფინანსებს

რატომ შეიცავს საფრთხეს ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" და რას საქმიანობს დიმიტრი სანაკოევის უწყება, რომელსაც 12 წელია ბიუჯეტი აფინანსებს

რუსული ოკუპაციის თემა ქართული საზოგადოებისთვის ყოველთვის აქტუალური და მტკივნეულია. ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენების შემდეგ, კიდევ ერთხელ წამოიწია საკითხმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დასახელების სწორ გამოყენებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია შიდა ქართლის იმ მიტაცებულ ტერიტორიებზე, რომელსაც „სამხრეთ ოსეთს“ უწოდებენ.

ქართველი ისტორიკოსები, ეთნოლოგები და გეოგრაფები ამბობენ, რომ არანაირი „სამხრეთ ოსეთი" არ არსებობს და ეს ტერმინი საბჭოთა კავშირის დროს ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ "შემოაგდეს".

ქართველი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მართებული მოხსენიება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, იმ ფონზე, როდესაც ოსი მეცნიერები ანტიქართულ პროპაგანდას ამძაფრებენ და ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ დამკვიდრების შემდეგ, აქტიურად ცდილობენ დაამკვიდრონ ე.წ. აღმოსავლეთ ოსეთიც. რაოდენ აღმაშფოთებელიც არ უნდა იყოს, ამ ტერიტორიაში ისინი მთლიანად ყაზბეგს მოიაზრებენ.

ვლადიკავკაზელი მეცნიერები ავრცელებენ გაყალბებულ ისტორიულ ცნობებს, რომ დარიალი, არაგვისა და თერგის სათავეები ყოველთვის ოსების წინაპრებს ეკუთვნოდათ და ამ ადგილებში "ოსი ხალხის 5 400-წლიანი ისტორია ინახება". ისინი მცხეთასაც ოსურ ქალაქად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ქართველებმა ის ოსებს წაართვეს.

"დარიალი, არაგვისა და თერგის სათავეები საკმარის მასალას ინახავს რომ ვამტკიცოთ, ეს მხარე ყოველთვის ოსების წინაპრებს ეკუთვნოდა. ეს ოსეთის კარიბჭეა! აქ ჩვენი ხალხის ისტორიის კვალია, მთელი 5 400 წლისა" - აცხადებს ოსურ მედიასთან საუბარში ჩრდილოეთ ოსეთის მუზეუმის განყოფილების გამგე პეტრე კოზაევი.

ვლადიკავკაზის მუზეუმის განყოფილების გამგე ელბრუს კანტემიროვი კი ამბობს, რომ თურმე არქეოლოგიური მტკიცებულებები ადასტურებს, რომ სოფელი კობიც კი ოსი ხალხის საკუთრებაა.

„კობიდან დაწყებული ბოლო სოფლამდე კლასიკური ოსური ეთნოგრაფიაა, საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი, არქიტექტურა, სამარხები, ეს ოსეთია" - ირწმუნება კანტემიროვი.

ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" ოფიციალურად ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის და სახალხო კომისართა საბჭოს მიერ 1922 წლის აპრილს დაკანონდა. საქართველოს უძველესი ტერიტორიები გამოცხადდა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად".

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ სონღულაშვილი თავის ნაშრომებში წერს, რომ 1922 წლიდან ადგილი აქვს ძირძველი ქართული ტოპონიმის ამოძირკვის გამძაფრებულ პროცესებს.

"გაუმართლებელია, რომ შიდა ქართლში (სამაჩაბლო, საფალავანდო, ქსნის საერისთავო) ოსებით დასახლებულ ტერიტორიას სამხრეთ ოსეთი დაარქვეს! საქართველოში არ შეიძლება არსებობდეს ოსეთი, ისევე როგორც ოსეთში არ შეიძლება არსებობდეს საქართველო, რუსეთში - ჩინეთი და ა. შ. საქართველოში არსებობს ოსებით დასახლებული ქართული მიწები, კონკრეტულად, ოსებით დასახლებული შიდა ქართლის ტერიტორია, რომლისთვისაც სხვა ქვეყნის სახელწოდების მიკუთვნება დანაშაულია.

გარკვეული ძალები ყოველთვის იყვნენ დაინტერესებული ოსეთის ასეთი დანაწილებისთვის, რათა უკეთ განეხორციელებინათ კოლონიური პოლიტიკა. როგორც ზოგიერთი ავტორი აღნიშნავს, თუ ასეთი ლოგიკით ვიმსჯელებთ, მაშინ საქართველოს რაიონები, კერძოდ, სომხებით დასახლებულს უნდა უწოდოთ ჩრდილო სომხეთი, აზერბაიჯანელებით დასახლებულს - დასავლეთ აზერბაიჯანი, ხოლო ბერძნებით - აღმოსავლეთ საბერძნეთი.

არსებობს მხოლოდ ერთი ოსეთი, რომელიც მდებარეობს ჩრდილო კავკასიაში და მას უნდა დაუბრუნდეს ყოველგვარი განსაზღვრის გარეშე ისტორიული სახელი

ახალგაზრდა ოსოლოგი ნინია ყოჩიაშვილი, სწორედ იმ ტერიტორიდან არის დევნილი, რომელსაც „სამხრეთ ოსეთს“ უწოდებენ. AMBEBI.GE-სთან საუბარში ის ამბობს, რომ საზოგადოებამ მედიასაშუალებების თანადგომით უნდა წამოიწყოს კამპანია იმის შესახებ, რომ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ ჩანაცვლდეს ისეთი გეოგრაფიული დასახელებით, რომელიც საქართველოს ინტერესებზე იქნება მორგებული და სამართლებრივად გამართლებული.

"წლებია ამ საკითხით ვარ დაინტერესებული. უფრო ღრმად შესწავლის მიზნით ოსოლოგია ავირჩიე სამაგისტრო მიმართულებად. ვფიქრობ, რომ ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ თემა პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის და განსაკუთრებით აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული პროცესი აქტიურდება.

მედია იყენებს ტერმინ "ე.წ. სამხრეთ ოსეთს", რაც შეცდომა არ არის, ეგრეთ წოდებული ნიშნავს იმას, რომ ვიღაც ამ ტერიტორიას სამხრეთ ოსეთს უწოდებს და ეს ვიღაც რუსული მხარეა, თუმცა პრობლემას ქმნის "ე.წ. სამხრეთ ოსეთის" ხმარება იმდენად, რამდენადაც, ადამიანი ყურადღებას აქცევს მთავარ ფრაზას და დამატებით სიტყვებს ყურადღების მიღმა ტოვებს. ასე ემართება ქართული საზოგადოების ნაწილსაც და ისინი ე.წ სამხრეთ ოსეთის ნაცვლად გაუცნობიერებლად "სამხრეთ ოსეთს" ამბობენ და ასე მკვირდება ეს საფრთხისშემცველი ტერმინი.

მინდა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გაითავისოს, რომ ის ტერიტორია, რომელსაც რუსული მხარე მიზანმიმართულად უწოდებს "სამხრეთ ოსეთს", არასდროს ყოფილა ოსური, იქ არასდროს ყოფილა ოსეთი

ბოლო პერიოდში - მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან იქ ცხოვრობდნენ ოსები და, რა თქმა უნდა, რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა ეთნიკური ჯგუფის ჩასახლება ამ ტერიტორიის ჩასახლებული ეთნიკური ჯგუფისთვის მიკუთვნებას არ ნიშნავს, ის სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიად რჩება.

ტერიტორია, რომელსაც რუსული მხარე "სამხრეთ ოსეთს" უწოდებს, რეალურად არის ახალგორის რაიონისა და სამაჩაბლოს ტერიტორია ანუ ქსნის, ლიახვისა და ფრონეს ხეობა. აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეული არის ისტორიულად ქართული" - განმარტავს ოსოლოგი ნინია ყოჩიაშვილი.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს პროფესორი დიმიტრი შველიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტერმინი „სამხრეთ ოსეთის“ გამოყენება საერთოდ უნდა აიკრძალოს.

მისი თქმით, აუცილებელია ისტორიკოსები, ეთნოლოგები, გეოგრაფები და სხვა სპეციალისტები სათავეში ჩაუდგნენ საჯარო დისკუსიების დაწყებას ამ თემასთან დაკავშირებით და მოიფიქრონ ისეთი ტერმინი, რომელიც როგორც ისტორიულად, ისე სამართლებრივად სწორი იქნება.

"ამ ტერმინის მოწინააღმდეგები თავის დროზეც ჰყავდა, მაშინ როდესაც შეიქმა ეს ავტონომიური ოლქი. ქართველი ბოლშევიკების ნაწილი იყო წინააღმდეგი და იმდენად, რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-12 ყრილობაზეც კი დაისვა ეს საკითხი.

ვინც ამას არ ემხრობოდა, თითქმის ყველა მათგანი დახვრეტილია საბჭოთა რეჟიმის მიერ. მაშინ უფრო იყენებდნენ ცხინვალის რეგიონს. რაც შეეხება "აღმოსავლეთ ოსეთს" ეს ყოველგვარ კატასტროფულ ფანტაზიასაც კი სცილდება. სიტყვების თამაში ისეთი ეშმაკური ფენომენია, რომ მოწინააღმდეგე მხარე ამას სათავსოდ გამოიყენებს. კარგი იქნება თუ დადგება ამ ტერმინის ქართული დასახელებით შეცვლის საკითხი. უამრავი ალტერნატივა შეიძლება მოვიფიქროთ, თუ ვეცდებით" - აცხადებს შველიძე.

თემაზე მუშაობისას, ყველაზე მეტად გაგვაკვირვა იმის „აღმოჩენამ“ რომ საქართველოში 12 წელია არსებობს დამოუკიდებელი საჯარო სამსახური, საბიუჯეტო ორგანიზაცია დასახელებით - „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია". უწყება 2007 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით შეიქმნა და მას ამ წლების განმავლობაში დიმიტრი სანაკოევი ხელმძღვანელობს.

კანონში გაწერილია ადმინისტრაციის ფუნქციებიც:

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრისა და ფართო პოლიტიკური თვითმმართველობის მინიჭების მიზნით, ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სახელით მოლაპარაკების წარმოება საქართველოს ხელისუფლებასთან; დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე კანონიერებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი ინტერესების დაცვა; ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობა; განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა და ა.შ.

თუ სააკაშვილის ხელისუფლებამ შემოიღო და კანონებშიც გაწერა ტერმინი “ყოფილი სამხრეთ ოსეთი“, მოქმედმა ხელისუფლებამ ამაში ვერანაირი პრობლემა ვერ დაინახა და ტერმინი უცვლელად დატოვა. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ორგანოს საქმიანობა გადაიხედა და გარკვეული ცვლილებები შემუშავდა. კერძოდ, ხელმძღვანელის დანიშვნა-გადაყენების ულფებამოსილება პრეზიდენტიდან გადაეცა პრემიერ-მინისტრს.

ხელისუფლებისგან განსხვავებით ამ უწყების დასახელებას საფრთხისშემცველად მიიჩნევენ ისტორიკოსები. ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ამბობს, რომ ეს დასახელება მინიმუმ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და მაქსიმუმ საფრთხისშემცველია:

"კარგი იქნება თუ დადგება ამ სახელის გადარქმევის, შეცვლის საკითხი, რადგან ეს მინიმუმ სადაოა და მაქსიმუმ, მოწინააღმდეგეებმა შეიძლება დაუშვან, რომ ჩვენ ირიბად ვაღიარებთ რომ კანონიერად არსებობდა ასეთი ტერიტორიული ერთეული. ეს არის შიდა ქართლის ტერიტორიები და არავითარ სამხრეთ ოსეთზე არ შეიძლება საუბარი" - ამბობს ისტორიკოსი.

AMBEBI.GE-ს შეკითხვაზე რამდენად გამართლებულად მიიჩნევს უწყების დასახელებას „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის" ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევი ასე გვპასუხობს:

"მის გამოყენებაში პრობლემას ვერ ვხედავ. როგორც ტერმინი არ არის სწორი, არის დროებითი შექმნილი, „შემოგდებული“. თუმცა, სამხრეთ ოსეთი არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს და ამ ტერიტორიას ოფიციალურად ასე ერქვა, ეს ხომ ფაქტია.

მე ვერაფერს ვერ ვხედავ პრობლემას ამ ტერმინში. საქართველოს ფარგლებში რომ იარსებოს ოსეთმა, მე არ მაქვს საწინააღმდეგო არაფერი, როგორც სხვა რეგიონები კახეთი, სამეგრელო, იმერეთი არსებობს

ეს არის საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია და ეს არის მთავარი აქ და არა დასახელება. რადგან არ ვხედავ პრობლემას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოღალატე ვარ. მე არ ვარ მოღალატე, მაგრამ ვამბობ რომ ეს არის სამხრეთ ოსეთი. ჩემსა და ქართველს შორის სხვაობა ის არის, რომ ჩვენ სხვადასხვა ენით ვსაუბრობთ, თორემ სხვა ყველაფერი ერთი გვაქვს. ხომ შეიძლება ვიყო ქართველი, მაგრამ ამავე დროს ოსი?!" - აღნიშნა სანაკოევმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

AMBEBI.GE დაინტერესდა რას საქმიანობს ამჟამად სანაკოევის უწყება. „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის“ ხელმძღვანელის თქმით, დაფინანსებას ყოველწლიურად იღებენ სახელმწიფოსგან:

"ბოლო წლებში ჩვენი ბიუჯეტი სტაბილურად 2 მილიონ 400 ათასი ლარია. ამჟამად ორგანიზაციაში საშტატო ნუსხით ირიცხება 90 ადამიანი, მაგრამ რეალურად მუშაობს 80 პირი, რადგან ბოლო დროს შემცირება გავაკეთეთ.

ბიუჯეტი იხარჯება შემდეგნაირად: ვაფინანსებთ მოცეკვავეთა ანსაბლს შპს „ნართები“; 300 000 ლარი არის გათვალისწინებული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის; ვუწევთ სოციალურ დახმარებას დევნილებს, გაკვეულწილად ვუფინანსებთ სამედიცინო მომსახურებებსაც. დანარჩენი თანხა კი იხარჯება ჩვენს ხელფასებზე, საწვავზე და უწყების სხვა ხარჯებზე" - განგვიმარტა სანაკოევმა და აგვიხსნა გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსების მოდელის არსი და ის შეღავათები, რისი გაწევაც მათ შეუძლიათ დევნილებისთვის:

"ჩვენ ვუფინანსებთ იმ თანხის 25% დევნილებს, რაც მათ დააკლდებათ ოპერაციებზე. აი, მაგალითად: თუ დევნილი იკეთებს ოპერაციას, სრულად ვერ ვუფინანსებთ, რადგან ბევრნი არიან. მას შემდეგ რაც ისინი სხვა წყაროებიდან მოიპოვებენ დაფინანსებას, რაც დააკლდებათ იმ თანხის 25%-ს ვუფინანსებთ/ თუ ვთქვათ, სახელმწიფომ დაუფინანსა დიდი ნაწილი ოპერაციის ხარჯების და დარჩა თავისი ჯიბიდან გადასახდელი 1000 ლარი, ამ ათასი ლარის 25 %-ს ვუფინანსებთ, ანუ ვურიცხავთ 250 ლარს" - გვითხრა სანაკოევმა.

სანაკოევის განცხადებას, რომ ვერ ხედავს პრობლემას ტერმინ სამხრეთ ოსეთში, ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ეხმაურება:

"არ არის გასაკვირი ასეთი განცხადება. ის ოსია ეროვნებით და ცდილობს ოსი საზოგადოების წინაშე პატრიოტად დარჩეს, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი შენარჩუნდეს. ოსთა გონებაში არსებობს ეს „სამხრეთ ოსეთი“ და არ უნდათ ამის დაკარგვა. თავის დროზე რომ ეფიქრა ჩვენს ხელისუფლებას და ასეთი ჩანაწერი არ გაეკეთებინა კანონში - „ყოფილი სამხრეთ ოსეთი“, კარგი იქნებოდა" - ამბობს ისტორიკოსი.

"რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას?!" - გიორგი შაქარაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

"გიორგი ფოტოებს იღებდა, რა დროსაც წყალში გადავარდა" - ვინ იყო 16 წლის მოზარდი, რომლის ცხედარი მაშველებმა ზღვაში 2 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

"ღამურებზე ლუგარში ბევრი კვლევა ტარდება, მაგრამ ხალხს არ ვეუბნებით, მოგვაწოდონ" - გამყრელიძე ოსურ მედიას პასუხობს