ავტორი:

პრემიერი 20-21 ივნისის მოვლენებზე - "პასუხისმგებლობა ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს მის აგრესიულ ჯგუფს"

პრემიერი 20-21 ივნისის მოვლენებზე - "პასუხისმგებლობა ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს მის აგრესიულ ჯგუფს"

რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ფიზიკური თავდასხმა და სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელებზე - ის, რაც მოხდა ეს არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი. ეს არის მათი მოვალეობა, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემპრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისის ღამეს პოლიციას სხვა გზა აღარ დარჩა გარდა იმისა, რომ ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინა.

„რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ფიზიკური თავდასხმა და სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელებზე. დადგა ის კრიტიკული დრო, როცა პასიური კორდონი ფიზიკურად ვეღარ აკავებდა ამ აგრესიას, შესაბამისად, პოლიციას დარჩა ერთადერთი ლეგიტიმური გზა გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ჩვენ ძალიან მძიმე სურათი ვიხილეთ და ეს იყო უმძიმესი წუთები. დაზარალდნენ მოქალაქეები, პოლიციელები. ის, რაც მოხდა ეს არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი. ეს არის მათი მოვალეობა, რომ დაიცვან კონსტიტუცია, წესრიგი ქვეყანაში. შედეგი მძიმეა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ. ადამიანის ჯანმრთელობაზე მაღლა არაფერი დგას“,- განაცხადა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები