სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"17 წელია მე და გიორგის სიგიჟემდე გვიყვარს ერთმანეთი" - ნინო ჩხეიძე მეუღლესთან და შვილთან ურთიერთობაზე
"17 წელია მე და გიორგის სიგიჟემდე გვიყვარს ერთმანეთი" - ნინო ჩხეიძე მეუღლესთან და შვილთან ურთიერთობაზე

მომ­ღე­რალ­მა ნინო ჩხე­ი­ძემ ქარ­თულ შოუ-ბიზ­ნეს­ში დიდი ხა­ნია და­იმ­კვიდ­რა თა­ვი­სი ნიშა მრა­ვალ­მხრი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით. და­ი­წყო სიმ­ღე­რე­ბით, კლი­პე­ბით, მალე მი­ი­პყრო პრე­სის ყუ­რა­დღე­ბა, შემ­დეგ თოქ-შო­უ­ე­ბის ხში­რი და სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რიც გახ­და, ამას მოჰ­ყვა სა­კუთ­რაი სტუ­დია, ტე­ლე­გა­და­ცე­მა, რა­დიო, მუ­სი­კა­ლუ­რი არხი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის ხა­ზიც კი... რა თქმა უნდა, ყვე­ლა ამ საქ­მე­ში მომ­ღე­რალს მხარ­ში უდ­გას მე­უღ­ლე ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვი­ლი, რო­მელ­თან ქორ­წი­ნე­ბას, რო­გორ თა­ვად ნინო ამ­ბობს, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ნა­ბი­ჯად მი­იჩ­ნევს. მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მომ­ღე­რა­ლი ჟურ­ნალ "სარ­კეს" ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- გა­იხ­სე­ნეთ ნა­ბი­ჯი, რო­მელ­მაც თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეც­ვა­ლა...

- როცა გავ­თხოვ­დი და გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვილს გავ­ყე­ვი ცო­ლად, აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­იც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა.

- თქვენ­მა ცოლ­ქმრო­ბამ, ოჯა­ხურ­მა ცხოვ­რე­ბამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გო­რი სახე მი­ი­ღო, არის ისე­თი, რო­გო­რიც გინ­დო­დათ, რომ ყო­ფი­ლი­ყო?

- რო­დე­საც 17 წე­ლია გა­სუ­ლი, ხართ სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი და სი­გი­ჟემ­დე გიყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი, ეს არის ძა­ლი­ან მა­გა­რი. მე, მა­რი­კო და გი­ორ­გი სულ ერ­თად ვართ, ყო­ველ­წუ­თი­ე­რად და სა­ა­თობ­რი­ვად ვკონ­ტაქ­ტობთ და გვაქვს სა­ერ­თო ჩათი. ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე არ­ცერ­თი ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. აი, მა­გა­ლი­თად, რა­ღაც გეგ­მა თუ მო­ვი­ფიქ­რე, აუც­ლებ­ლად გა­ვუ­ზი­ა­რებ, ყვე­ლა სა­კითხს ერ­თად გავ­დი­ვართ. უკვე მა­რი­კოც შე­მოგ­ვი­ერ­თდა და მა­საც ვუ­ზი­ა­რებთ ყვე­ლა­ფერს. თა­ნას­წორ­ნი ვართ, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს და მი­ხა­რია, ეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მა­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ცალ­კე დედა-შვილს შო­რის რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბაა, რო­გო­რი მიდ­გო­მა გაქვთ მა­რი­კო­სად­მი?

- მე­გობ­რუ­ლი, არ ვიცი, ეს ცუ­დია თუ კარ­გი, მაგ­რამ მა­რი­კოს ვუდ­გე­ბი, რო­გორც ჩემს თა­ნა­ტოლს, თა­ნას­წორს, რო­გორც მე­გო­ბარს. თვი­თო­ნაც მაძ­ლევს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას, ძა­ლი­ან გო­ნი­ე­რი გო­გოა და მე თვი­თო­ნაც არას­დროს მაქვს ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ შენ პა­ტა­რა ხარ და შენ არ იცი. და­ქა­ლე­ბი­ვით ვართ. უკვე 15 წლის არის მა­რი­კო და მი­ხა­რია, რომ მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ასე ვე­ურ­თი­ერ­თო.

- ხომ არ მღე­რის მა­რი­კო? რო­გორ ფიქ­რობთ, რა გზას გაჰ­ყვე­ბა, რა სფე­როს აირ­ჩევს?

- არ მღე­რის, მაგ­რამ მე და მა­რი­კოს გვაქვს ერთი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც "ბას­ტი-ბუ­ბუმ" ჩაგ­ვი­წე­რა. რა გა­ზას გაჰ­ყვე­ბა, არ ვიცი, ჯერ­ჯე­რო­ბით ძი­ე­ბის პრო­ცეს­შია, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად ხა­ტავს, კარ­გად ფლობს ენებს, ძა­ლი­ან კარ­გად წერს. თვი­თო­ნაც ფიქ­რობს, ჯერ, უბ­რა­ლოდ ნი­ჭე­ბი გა­მოკ­ვე­თი­ლი არ აქვს.

ცნო­ბის­თვის, მომ­ღე­რალ­მა სა­კუ­თარ ბენდთან NIO BAND ახა­ლი სიდი ჩა­წე­რა, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მო­ვა და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა მარ­კეტ­ში გა­ი­ყი­დე­ბა. ნინო ჩხე­ი­ძე სა­კუ­თა­რი ბენ­დის პრე­ზი­ენ­ტა­ცია-კონ­ცერტსაც გეგ­მავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"17 წელია მე და გიორგის სიგიჟემდე გვიყვარს ერთმანეთი" - ნინო ჩხეიძე მეუღლესთან და შვილთან ურთიერთობაზე

"17 წელია მე და გიორგის სიგიჟემდე გვიყვარს ერთმანეთი" - ნინო ჩხეიძე მეუღლესთან და შვილთან ურთიერთობაზე

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ ქართულ შოუ-ბიზნესში დიდი ხანია დაიმკვიდრა თავისი ნიშა მრავალმხრივი საქმიანობით. დაიწყო სიმღერებით, კლიპებით, მალე მიიპყრო პრესის ყურადღება, შემდეგ თოქ-შოუების ხშირი და სასურველი სტუმარიც გახდა, ამას მოჰყვა საკუთრაი სტუდია, ტელეგადაცემა, რადიო, მუსიკალური არხი და აქსესუარების ხაზიც კი... რა თქმა უნდა, ყველა ამ საქმეში მომღერალს მხარში უდგას მეუღლე ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი, რომელთან ქორწინებას, როგორ თავად ნინო ამბობს, საკუთარი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მიიჩნევს. მეუღლესთან და შვილთან ურთიერთობაზე მომღერალი ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- გაიხსენეთ ნაბიჯი, რომელმაც თქვენი ცხოვრება აბსოლუტურად შეცვალა...

- როცა გავთხოვდი და გიორგი კორახაშვილს გავყევი ცოლად, აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება.

- თქვენმა ცოლქმრობამ, ოჯახურმა ცხოვრებამ წლების განმავლობაში როგორი სახე მიიღო, არის ისეთი, როგორიც გინდოდათ, რომ ყოფილიყო?

- როდესაც 17 წელია გასული, ხართ საუკეთესო მეგობრები და სიგიჟემდე გიყვართ ერთმანეთი, ეს არის ძალიან მაგარი. მე, მარიკო და გიორგი სულ ერთად ვართ, ყოველწუთიერად და საათობრივად ვკონტაქტობთ და გვაქვს საერთო ჩათი. ერთმანეთის გარეშე არცერთი ვიღებთ გადაწყვეტილებას. აი, მაგალითად, რაღაც გეგმა თუ მოვიფიქრე, აუცლებლად გავუზიარებ, ყველა საკითხს ერთად გავდივართ. უკვე მარიკოც შემოგვიერთდა და მასაც ვუზიარებთ ყველაფერს. თანასწორნი ვართ, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და მიხარია, ეს ჩემთვის ყველაზე მანიშვნელოვანია.

- ცალკე დედა-შვილს შორის როგორი ურთიერთობაა, როგორი მიდგომა გაქვთ მარიკოსადმი?

- მეგობრული, არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ მარიკოს ვუდგები, როგორც ჩემს თანატოლს, თანასწორს, როგორც მეგობარს. თვითონაც მაძლევს ამის საშუალებას, ძალიან გონიერი გოგოა და მე თვითონაც არასდროს მაქვს ეს დამოკიდებულება, რომ შენ პატარა ხარ და შენ არ იცი. დაქალებივით ვართ. უკვე 15 წლის არის მარიკო და მიხარია, რომ მაძლევს საშუალებას, ასე ვეურთიერთო.

- ხომ არ მღერის მარიკო? როგორ ფიქრობთ, რა გზას გაჰყვება, რა სფეროს აირჩევს?

- არ მღერის, მაგრამ მე და მარიკოს გვაქვს ერთი სიმღერა, რომელიც "ბასტი-ბუბუმ" ჩაგვიწერა. რა გაზას გაჰყვება, არ ვიცი, ჯერჯერობით ძიების პროცესშია, მაგრამ ძალიან კარგად ხატავს, კარგად ფლობს ენებს, ძალიან კარგად წერს. თვითონაც ფიქრობს, ჯერ, უბრალოდ ნიჭები გამოკვეთილი არ აქვს.

ცნობისთვის, მომღერალმა საკუთარ ბენდთან NIO BAND ახალი სიდი ჩაწერა, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში გამოვა და მსოფლიოს ყველა მარკეტში გაიყიდება. ნინო ჩხეიძე საკუთარი ბენდის პრეზიენტაცია-კონცერტსაც გეგმავს.

როგორი იყო ანუკი არეშიძის ბრენდისთვის 2020 წელი - "პანდემიის დროს უფრო მეტად გაიზარდა მოთხოვნა საღამოს კაბებზე"

"ყოველდღე 10 კილომეტრს ფეხით გავდივარ" - 48 წლის ნანიკო ხაზარაძის იდეალური ფორმის საიდუმლო

"ჩემმა შვილიშვილმა რომ ნახა მგელმა "შემჭამა", ტირილი დაიწყო..." - მსახიობი, რომელიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ აღმოაჩინა და 28 წელი წითელქუდას როლს თამაშობდა