კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანზორ მელია - "ვფიქრობდი, დეპუტატებში 10 კაცი მაინც არის ჩემი ყოფილი პაციენტი და მკურნალი ექიმის შვილს არ გაიმეტებდნენ ციხისთვის"
ანზორ მელია - "ვფიქრობდი, დეპუტატებში 10 კაცი მაინც არის ჩემი ყოფილი პაციენტი და მკურნალი ექიმის შვილს არ გაიმეტებდნენ ციხისთვის"

"მე ყო­ველ­თვის ვე­ლო­დე­ბო­დი რომ მოხ­დე­ბო­და ნი­კას და­ჭე­რა, მაგ­რამ ასე უსინ­დი­სოდ, ასე არა­კა­ცუ­რად ამას არ მო­ვე­ლო­დი" - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ ნიკა მე­ლი­ას მა­მამ, კარ­დი­ო­ლოგ­მა ან­ზორ მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ჰქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბაზ­ში იქ­ნე­ბო­და 10 ადა­მი­ა­ნი მა­ინც, მისი პა­ცი­ენ­ტი ან პა­ცი­ენ­ტის ახ­ლო­ბე­ლი და არ მის­ცემ­და ხმას მისი შვი­ლის ცი­ხე­ში გაშ­ვე­ბას.

„რაც გახ­მო­ვან­და, რომ ჩემს შვილს იბა­რე­ბენ პარ­ლა­მენ­ტში, რომ მო­უხ­სნან იმუ­ნი­ტე­ტი, მე უკვე მივ­ხვდი, რომ ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბა და მზად ვი­ყა­ვი ამის­თვის.

მაგ­რამ გუ­ლის სიღ­რმე­ში მა­ინც ვფიქ­რობ­დი, რომ იმ დარ­ბაზ­ში დე­პუ­ტა­ტებ­ში 10 კაცი მა­ინც არის ჩემი ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტი, ან პა­ცი­ენ­ტე­ბის შვი­ლე­ბი, ან კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ნი­კას, თა­ვი­ან­თი მკურ­ნა­ლი ექი­მის შვილს არ გა­ი­მე­ტებ­დნენ ცი­ხის­თვის.

ერ­თა­დერ­თი იყო რო­მან კა­კუ­ლია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ბა­ტო­ნი რო­მა­ნი არ გა­დად­გამ­და იმ ნა­ბიჯს, რომ ჩემი შვი­ლი გა­ე­წი­რა ცი­ხის­თვის. მე­გო­ნა ასე­ვე, რომ კობა კო­ბა­ლა­ძე გვერ­დით და­უდ­გე­ბო­და ჩემს შვილს, კი­დევ ბევ­რი სხვა, თუმ­ცა არ მინ­და ახლა გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ან­ზორ მე­ლი­ამ.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ რო­გორც კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და ნიკა მე­ლია ოპო­ზი­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა, მისი პა­ცი­ენ­ტე­ბის 80% გაქ­რნენ.

„რო­მელ პა­ცი­ენ­ტებ­ზე ვამ­ბობ იცით, რომ­ლე­ბიც ღა­მის ორ, ოთხ სა­ათ­ზე მი­რე­კავ­დნენ, რომ­ლებ­საც უჩე­მოდ არ შე­ეძ­ლოთ არ­სე­ბო­ბა. 2012 წელს პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა რომ ვნა­ხე, 10 კაცი მი­ნი­მუმ იქ იჯდა, ვინც და­მე­კარ­გა“, - გა­ნა­ცხა­და ან­ზორ მე­ლი­ამ.

ნიკა მე­ლი­ას მა­მის თქმით, მისი შვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა რუ­სუ­ლი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბაა.

„რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­წი­რო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ზე გული შეს­ტკი­ვა და არის სუფ­თა კაცი. ნიკა ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი, ალა­ლი, გულ­მარ­თა­ლი და მო­უს­ყიდ­ვე­ლია. მე ყო­ველ­თვის ვე­ლო­დე­ბო­დი ამას, რომ მოხ­დე­ბო­და ნი­კას და­ჭე­რა, მაგ­რამ ასე უსინ­დი­სოდ, ასე არა­კა­ცუ­რად, ამას არ მო­ვე­ლო­დი“, - გა­ნა­ცხა­და ან­ზორ მე­ლი­ამ "ნი­უს­რუმ­ში".

00:00 / 00:00
ზურა
1

პაციენტის ახლობლები კი არა ბიძინამ ხალხს ცოლ-შვილი გადაურჩინა ნახევარმილიონიანი ოპერაციები დაუფინანსა და დღეს ყველაფერი დაავიწყდათ, უსამართლოდ აკრიტიკებენ და ზურგს უკან აგინებენ. შენ თუ ვინმესთვის გიმკურნალია გასამრჯელოც მსუყედ მოგითხოვია და აგიღია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ანზორ მელია - "ვფიქრობდი, დეპუტატებში 10 კაცი მაინც არის ჩემი ყოფილი პაციენტი და მკურნალი ექიმის შვილს არ გაიმეტებდნენ ციხისთვის"

ანზორ მელია - "ვფიქრობდი, დეპუტატებში 10 კაცი მაინც არის ჩემი ყოფილი პაციენტი და მკურნალი ექიმის შვილს არ გაიმეტებდნენ ციხისთვის"

"მე ყოველთვის ველოდებოდი რომ მოხდებოდა ნიკას დაჭერა, მაგრამ ასე უსინდისოდ, ასე არაკაცურად ამას არ მოველოდი" - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ნიკა მელიას მამამ, კარდიოლოგმა ანზორ მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჰქონდა მოლოდინი, რომ პარლამენტის დარბაზში იქნებოდა 10 ადამიანი მაინც, მისი პაციენტი ან პაციენტის ახლობელი და არ მისცემდა ხმას მისი შვილის ციხეში გაშვებას.

„რაც გახმოვანდა, რომ ჩემს შვილს იბარებენ პარლამენტში, რომ მოუხსნან იმუნიტეტი, მე უკვე მივხვდი, რომ ეს არის სპეციალური დავალება და მზად ვიყავი ამისთვის.

მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვფიქრობდი, რომ იმ დარბაზში დეპუტატებში 10 კაცი მაინც არის ჩემი ყოფილი პაციენტი, ან პაციენტების შვილები, ან კეთილმოსურნეები და დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიკას, თავიანთი მკურნალი ექიმის შვილს არ გაიმეტებდნენ ციხისთვის.

ერთადერთი იყო რომან კაკულია და დარწმუნებული ვიყავი ბატონი რომანი არ გადადგამდა იმ ნაბიჯს, რომ ჩემი შვილი გაეწირა ციხისთვის. მეგონა ასევე, რომ კობა კობალაძე გვერდით დაუდგებოდა ჩემს შვილს, კიდევ ბევრი სხვა, თუმცა არ მინდა ახლა გვარების დასახელება“, - აღნიშნა ანზორ მელიამ.

მან აღნიშნა, რომ როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა და ნიკა მელია ოპოზიციაში აღმოჩნდა, მისი პაციენტების 80% გაქრნენ.

„რომელ პაციენტებზე ვამბობ იცით, რომლებიც ღამის ორ, ოთხ საათზე მირეკავდნენ, რომლებსაც უჩემოდ არ შეეძლოთ არსებობა. 2012 წელს პარლამენტის პირველი სხდომა რომ ვნახე, 10 კაცი მინიმუმ იქ იჯდა, ვინც დამეკარგა“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

ნიკა მელიას მამის თქმით, მისი შვილის დაპატიმრება რუსული დავალების შესრულებაა.

„როგორ შეიძლება გაწირო ადამიანი, რომელსაც საქართველოზე გული შესტკივა და არის სუფთა კაცი. ნიკა ძალიან პატიოსანი, ალალი, გულმართალი და მოუსყიდველია. მე ყოველთვის ველოდებოდი ამას, რომ მოხდებოდა ნიკას დაჭერა, მაგრამ ასე უსინდისოდ, ასე არაკაცურად, ამას არ მოველოდი“, - განაცხადა ანზორ მელიამ "ნიუსრუმში".

"არ შეიძლება პლებისციტზე დათანხმება - მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გამოვა, მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს" - სააკაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"პირბადის ტარება აუცილებელია - უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ვითარება გაუარესდება, იძულებული გავხდებით გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ" - პრემიერი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"