პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნების" წევრები, რომლებმაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს
"ქართული ოცნების" წევრები, რომლებმაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს

ნიკა მე­ლი­ას­თვის სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტის შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ი­ღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რებ­მა რო­მან კა­კუ­ლი­ამ, ბექა ოდი­შა­რი­ამ, მი­რი­ან წიკ­ლა­ურ­მა და მა­რი­ამ ჯაშ­მა. ამას­თან, კენ­ჭის­რის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, რო­მან კა­კუ­ლია, ბექა ოდი­შა­რი­ამ და მი­რი­ან წიკ­ლა­ურ­მა რე­გის­ტრა­ცია გა­ი­ა­რეს, მაგ­რამ კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ი­ღეს. მა­რი­ამ ჯაშ­მა კი, რო­მე­ლიც სხდო­მას ეს­წრე­ბო­და, რე­გის­ტრა­ცია არ გა­ი­ა­რა.

დე­პუ­ტატ მი­რი­ან წიკ­ლა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, მან ნიკა მე­ლი­ას­თვის დე­პუ­ტა­ტის იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე დად­გე­ნი­ლე­ბას თან­ხმო­ბა მის­ცა. რო­გორც წიკ­ლა­ურ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, "რო­გორც ჩანს, გა­უ­გებ­რო­ბაა".

"რა­ღაც არ არის მანდ სწო­რად. ხმა მი­ვე­ცი და ალ­ბათ, არ და­ფიქ­სირ­და. ხვალ მი­ვალ პარ­ლა­მენ­ტში და გა­ვარ­კვევ ამ სა­კითხს. ნამ­დვი­ლად მი­ვე­ცი ხმა დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექტს", - გა­ნა­ცხა­და წიკ­ლა­ურ­მა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა რო­მან კა­კუ­ლი­ა­მაც. მისი თქმით, ყვე­ლამ თა­ვად მი­ი­ღო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"პა­ტივს ვცემ ჩემი ყვე­ლა კო­ლე­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. ყვე­ლამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მი­ი­ღო. შე­საძ­ლოა ვცდე­ბი, მაგ­რამ ჩემი აზრი ასე­თი იყო, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა წარ­მოდ­გე­ნის უფრო მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი უნდა არ­სე­ბობ­დეს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა ფიქ­რობს, რომ ასე­თი ტი­პის ქმე­დე­ბე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩეს და მეც მათ რი­ცხვში ვარ, მაგ­რამ ამ ცდუ­ნე­ბას არ უნდა და­ეკ­ნი­ნე­ბი­ნა აი, იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ხა­რის­ხი, რო­მელ­საც სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში დე­პუ­ტა­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტა ჰქვია" - გა­ნა­ცხა­და რო­მან კა­კუ­ლი­ამ.

პარ­ლა­მენ­ტმა ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის თან­ხმო­ბის მი­ცე­მის სა­კითხს მხა­რი და­უ­ჭი­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა დღე­ვან­დელ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე 91 ხმით, არც ერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ი­ღეს. ამით ნი­კა­ნორ მე­ლი­ას დე­პუ­ტა­ტის იმუ­ნი­ტე­ტი შე­უ­ჩერ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ნიკა მე­ლი­ას ბრალს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი­სა და უშიშ­რო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში სდებს. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პარ­ლა­მენ­ტი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ მი­მარ­თვა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მან შეს­ძლო და­ე­ყო­ლი­ე­ბი­ნა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბი სა­მარ­თლა­დამ­ცა­ვებ­ზე ძა­ლა­დობ­რივ თავ­დას­ხმა­ში.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ქართული ოცნების" წევრები, რომლებმაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს

"ქართული ოცნების" წევრები, რომლებმაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "ქართული ოცნების" წევრებმა რომან კაკულიამ, ბექა ოდიშარიამ, მირიან წიკლაურმა და მარიამ ჯაშმა. ამასთან, კენჭისრის ანგარიშის მიხედვით, რომან კაკულია, ბექა ოდიშარიამ და მირიან წიკლაურმა რეგისტრაცია გაიარეს, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მარიამ ჯაშმა კი, რომელიც სხდომას ესწრებოდა, რეგისტრაცია არ გაიარა.

დეპუტატ მირიან წიკლაურის განმარტებით, მან ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე დადგენილებას თანხმობა მისცა. როგორც წიკლაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "როგორც ჩანს, გაუგებრობაა".

"რაღაც არ არის მანდ სწორად. ხმა მივეცი და ალბათ, არ დაფიქსირდა. ხვალ მივალ პარლამენტში და გავარკვევ ამ საკითხს. ნამდვილად მივეცი ხმა დადგენილების პროექტს", - განაცხადა წიკლაურმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა რომან კაკულიამაც. მისი თქმით, ყველამ თავად მიიღო ინდივიდუალური გადაწყვეტილება.

"პატივს ვცემ ჩემი ყველა კოლეგის გადაწყვეტილებას. ამას ხაზგასმით ვამბობ. ყველამ ინდივიდუალური გადაწყვეტილება თავად მიიღო. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ჩემი აზრი ასეთი იყო, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში მტკიცებულებათა წარმოდგენის უფრო მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, ყველა ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის ქმედებები არ შეიძლება სამართლებრივი რეაგირების გარეშე დარჩეს და მეც მათ რიცხვში ვარ, მაგრამ ამ ცდუნებას არ უნდა დაეკნინებინა აი, იმ გადაწყვეტილების ხარისხი, რომელსაც საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა ჰქვია" - განაცხადა რომან კაკულიამ.

პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები