პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა" - რას ყვებიან თურქეთში ავარიის დროს გარდაცვლილ ქართველებზე ახლობლები
"სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა" - რას ყვებიან თურქეთში ავარიის დროს გარდაცვლილ ქართველებზე ახლობლები

თურ­ქეთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ორი ქარ­თვე­ლის გად­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რა და­წყე­ბუ­ლია და პრო­ცეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო და თურ­ქუ­ლი მხა­რე არი­ან ჩარ­თულ­ნი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გარ­დაც­ვლილ­თა ახ­ლობ­ლე­ბი სარ­ფის სა­ბა­ჟო გამ­შვებ პუნ­ქტთან არი­ან შეკ­რე­ბილ­ნი.

რო­გორც მათ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­დეს, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა იმან გა­მო­იწ­ვია, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, მძღოლს ჩა­ე­ძი­ნა. გარ­დაც­ვლილ­თა ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მძღო­ლი თურ­ქეთ­ში ხში­რად და­დი­ო­და და ქარ­თვე­ლებს კლი­ნი­კებ­ში თარ­ჯიმ­ნო­ბას უწევ­და.

"თურ­ქეთ­ში გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და უკან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. ყვე­ლა­ნი ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან. ავ­ტო­ბან­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, მძღოლს ჩა­ე­ძი­ნა და "მერ­სე­დე­სის" მარ­კის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. გარ­დაც­ვლი­ლია მძღო­ლის მამა და მა­მის დე­ი­და. მძღოლს ხში­რად და­ყავ­და თურ­ქეთ­ში ახ­ლობ­ლე­ბი და ყვე­ლა ვინც სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებ­და, თურ­ქე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში თარ­ჯიმ­ნო­ბა­საც უწევ­და. ახლა ვე­ლო­დე­ბით გარ­დაც­ვლი­ლე­ბის გად­მოს­ვე­ნე­ბას" - აცხა­დებს და­ღუ­პუ­ლე­ბის ახ­ლო­ბე­ლი რო­მან ია­კო­ბა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა ავა­რი­ის დროს და­შა­ვე­ბულს, ის რი­ზეს ერ­დო­ღა­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

53 წლის ქალ­ბა­ტო­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლოდ კრი­ტი­კუ­ლია. პა­ცი­ენტს სა­ხე­ზე ჭრი­ლო­ბე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, მარ­ჯვე­ნა ბარ­ძა­ყის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წუ­ხელ გვი­ან ღა­მით თურ­ქე­თის ქა­ლაქ ტრაპ­ზონ­თან ავა­რი­ის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა, ორი კი და­შავ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა" - რას ყვებიან თურქეთში ავარიის დროს გარდაცვლილ ქართველებზე ახლობლები

"სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა" - რას ყვებიან თურქეთში ავარიის დროს გარდაცვლილ ქართველებზე ახლობლები

თურქეთში გარდაცვლილი ორი ქართველის გადმოსვენების პროცედურა დაწყებულია და პროცესში საქართველოს საკონსულო და თურქული მხარე არიან ჩართულნი. ამასთან დაკავშირებით, გარდაცვლილთა ახლობლები სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან არიან შეკრებილნი.

როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა იმან გამოიწვია, რომ სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა. გარდაცვლილთა ახლობლები ამბობენ, რომ მძღოლი თურქეთში ხშირად დადიოდა და ქართველებს კლინიკებში თარჯიმნობას უწევდა.

"თურქეთში გამოკვლევებზე იმყოფებოდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. ყველანი ერთი ოჯახის წევრები არიან. ავტობანზე სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა და "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი ავარიაში მოყვა. გარდაცვლილია მძღოლის მამა და მამის დეიდა. მძღოლს ხშირად დაყავდა თურქეთში ახლობლები და ყველა ვინც სამედიცინო კუთხით დახმარებას საჭიროებდა, თურქეთის საავადმყოფოებში თარჯიმნობასაც უწევდა. ახლა ველოდებით გარდაცვლილების გადმოსვენებას" - აცხადებს დაღუპულების ახლობელი რომან იაკობაძე.

რაც შეეხება ავარიის დროს დაშავებულს, ის რიზეს ერდოღანის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

53 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ კრიტიკულია. პაციენტს სახეზე ჭრილობები, დაზიანებები, მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ წუხელ გვიან ღამით თურქეთის ქალაქ ტრაპზონთან ავარიის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

"კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირებული სპორტსმენის დედაა" - ლალი ტურძელაძე

საქართველოში კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისში ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა - მისი მდგომარეობა მძიმეა