ავტორი:

კვირაში 7 დღით მუშაობა შესაძლოა, აიკრძალოს - რა ცვლილებების შეტანა იგეგმება შრომის კოდექსში

კვირაში 7 დღით მუშაობა შესაძლოა, აიკრძალოს - რა ცვლილებების შეტანა იგეგმება შრომის კოდექსში

კვირის განმავლობაში 7 დღით მუშაობა შესაძლოა, აიკრძალოს. ამის შესახებ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტშია აღნიშნული. პროექტი, რომლის ავტორიც პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილია, საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, დღეს შრომის კოდექსი კვირის განმავლობაში დასვენების დღეების ოდენობას არ ადგენს. რის გამოც ხშირად გვხვდება, რომ დასაქმებულები კვირაში 7 დღეს მუშაობენ.

ცვლილების შედეგად კი, შრომის კოდექსში გაჩნდება ისეთი ჩანაწერი, რომელიც დასაქმებულთათვის კვირაში სამუშო დღეების მაქსიმალურ ოდენობად - 6 დღეს დაადგენს. შესაბამისად, 1 კვირის განმავლობაში დამსაქმებელს შეეძლება პირი, მხოლოდ 6 დღით დაასაქმოს.

„დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი და დასაქმებულის შესასრულებელი სამუშაო ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

შრომის კოდექსში აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებდეს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, მაგრამ შესასრულებელი სამუშაო თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე არ ითვალისწინებდეს აღნიშნულს სხვა დასაქმებულთათვის. წაიკითხეთ სრულად

როგორ აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობა

რომელი სალონები ვერ გაიხსნება ხვალიდან

გადაამოწმეთ ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში - შემოსავლების სამსახურმა საძიებო სისტემა შექმნა