პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მისცა ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩვენება? - კობა ნაყოფია სიას ასახელებს
ვინ მისცა ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩვენება? - კობა ნაყოფია სიას ასახელებს

ფრაქ­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი კობა ნა­ყო­ფია იმ პირ­თა ვი­ნა­ო­ბას ასა­ხე­ლებს, ვინც ნიკა მე­ლი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ პი­რებს კავ­ში­რი აქვთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­თან და მმარ­თველ გუნდთან.

„ალ­ბათ, არა­ვინ არ და­ი­ჯე­რებს, რომ ბრალ­დე­ბას, რაც ნიკა მე­ლი­ას წა­უ­ყე­ნეს, რამე სა­ერ­თო აქვს სა­მარ­თალ­თან. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თა და ნიკა მე­ლი­ა­ზე ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. თქვენ ვი­თომ მოწ­მე­ე­ბი იცით თუ არა, ვინ არი­ან? თუ არ იცით, მე გე­ტყვით. და­ვით ბა­რა­მაშ­ვი­ლი - სუს-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, სან­დრო ბა­რა­მაშ­ვი­ლი - შსს-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი, ალექ­სი ბუ­იშ­ვი­ლი - ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, ირაკ­ლი შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი - თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ნა­თია ბე­რი­ძე - 2018 წელს არ­ჩევ­ნებ­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რედ თუ მო­ად­გი­ლედ ერთ-ერთ რა­ი­ონ­ში. ამა­ვე დროს ბა­ღის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

რა არის ეს მე­გობ­რე­ბო?! ესე­ნი არი­ან მე­ლი­ას მომ­ხრე­ე­ბი, ვინც იქ იდ­გნენ და ვი­ზეც მან შემ­დგომ­ში ზე­წო­ლა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს?!“ - გა­ნა­ცხა­და კობა ნა­ყო­ფი­ამ.

საპ­რო­ცე­დუ­რო და იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე დე­პუ­ტატ ნიკა მე­ლი­ას­თვის იმუ­ნი­ტე­ტის მოხ­სნის სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბენ.

ავტორი:

ვინ მისცა ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩვენება? - კობა ნაყოფია სიას ასახელებს

ვინ მისცა ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩვენება? - კობა ნაყოფია სიას ასახელებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია იმ პირთა ვინაობას ასახელებს, ვინც ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს. მისი ინფორმაციით, ამ პირებს კავშირი აქვთ საგამოძიებო უწყებებთან და მმართველ გუნდთან.

„ალბათ, არავინ არ დაიჯერებს, რომ ბრალდებას, რაც ნიკა მელიას წაუყენეს, რამე საერთო აქვს სამართალთან. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და ნიკა მელიაზე ანგარიშსწორება. თქვენ ვითომ მოწმეები იცით თუ არა, ვინ არიან? თუ არ იცით, მე გეტყვით. დავით ბარამაშვილი - სუს-ის თანამშრომელი, სანდრო ბარამაშვილი - შსს-ს თანამშრომელი, ალექსი ბუიშვილი - ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ირაკლი შაიშმელაშვილი - თავდაცვის სამინისტრო, ნათია ბერიძე - 2018 წელს არჩევნებში აქტიურად იყო ჩართული კომისიის თავმჯდომარედ თუ მოადგილედ ერთ-ერთ რაიონში. ამავე დროს ბაღის თანამშრომელი.

რა არის ეს მეგობრებო?! ესენი არიან მელიას მომხრეები, ვინც იქ იდგნენ და ვიზეც მან შემდგომში ზეწოლა უნდა განახორციელოს?!“ - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ.