პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე გემრიელი და ამავდროულად დიეტური ნაყინი - რას სთავაზობს „პალომა“ მომხმარებელს
ყველაზე გემრიელი და ამავდროულად დიეტური ნაყინი - რას სთავაზობს „პალომა“ მომხმარებელს

ნა­ყი­ნის გა­რე­შე ზა­ფხუ­ლი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თუმ­ცა ნა­ყი­ნის მირ­თმე­ვის­გან ბევ­რი იკა­ვებს თავს მისი მა­ღალ­კალ­რი­უ­ლო­ბის გამო. სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის ნა­ყი­ნის მწარ­მო­ე­ბელ­მა ბრენდმა „პა­ლო­მამ“ დი­ე­ტუ­რი ნა­ყი­ნი შექ­მნა შაქ­რი­სა და ცხი­მის გა­რე­შე. ბრენ­დი იმი­თაც არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ჭი­ქებ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი ვა­ნი­ლი­სა და შო­კო­ლა­დის ნა­ყი­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა არატ­რა­დი­ცი­ულ სა­ხე­ო­ბებ­საც აწარ­მო­ებს.

რო­გორც სა­წარ­მოს დი­რექ­ტო­რი ვა­სილ ძო­წე­ნი­ძე გან­მარ­ტავს, სიგ­რი­ლის ნაზი, სა­სი­ა­მოვ­ნო არო­მა­ტი, რო­მელ­საც "პა­ლო­მას" პრო­დუქ­ცი­ის და­გე­მოვ­ნე­ბი­სას შე­იგ­რძნობთ, წარ­მო­ე­ბა­ში ბუ­ნებ­რი­ვი კომ­პო­ნენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­იღ­წე­ვა. „პა­ლო­მა“ „ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც 2005 წელს შე­იქ­მნა და დღეს მომ­ხმა­რე­ბელს 30-მდე სა­ხე­ო­ბის ნა­ყინს სთა­ვა­ზობს.

რო­გო­რია „პა­ლო­მას“ ასორ­ტი­მენ­ტი და რით არის ის გა­მორ­ჩე­უ­ლი ბა­ზარ­ზე?

"პა­ლო­მას" ასორ­ტი­მენ­ტშია: ჭი­ქის ნა­ყი­ნის, სა­ო­ჯა­ხო ნა­ყი­ნის, პლომ­ბი­რი­სა და რბი­ლი ე.წ. ჩა­მო­სას­ხმე­ლი ნა­ყი­ნის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, რაც სხვე­ბის­გან გა­მოგ­ვარ­ჩევს ეს არის ნა­ყი­ნის არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი იტა­ლი­უ­რი ნა­ყი­ნი "სტრა­ჩა­ტე­ლა" და ფრან­გუ­ლი დე­სერ­ტის - "კრემ ბრუ­ლეს" გე­მოს მქო­ნე ნა­ყი­ნი. ანა­ლო­გი­უ­რი ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტი გვაქვს დიდ, ე.წ. სა­ო­ჯა­ხო შე­ფუთ­ვებ­ში, რომ­ლე­ბიც მომ­ხმა­რე­ბელ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

მე­ო­რე წე­ლია, ვა­წარ­მო­ებთ დი­ე­ტურ ნა­ყინს შო­კო­ლა­დი­სა და მარ­წყვის არო­მა­ტით. ად­გი­ლობ­რივ მწარ­მო­ებ­ლებს შო­რის ეს ექ­სკლუ­ზი­ვი ჩვენ გვე­კუთ­ვნის. მხო­ლოდ „პა­ლო­მა“ სთა­ვა­ზობს სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარს დი­ე­ტურ, ამავდრო­უ­ლად, დი­ა­ბე­ტურ ნა­ყინს მარ­წყვი­სა და შო­კო­ლა­დის არო­მა­ტით. ეს ნა­ყი­ნი არ შე­ი­ცავს შა­ქარ­სა და ცხიმს და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­თა­ვა­ზე­ბაა მათ­თვის ვინც კა­ლო­რი­ებს მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს.

ჩვე­ნი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბია. კომ­პა­ნი­ა­ში მუდ­მი­ვად ვა­ტა­რებთ ბრმა დე­გუს­ტა­ცი­ებს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც გე­მოს და ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რო­მე­ლი ქვეყ­ნის ნედ­ლე­ულს იყე­ნებთ „პა­ლო­მას“ წარ­მო­ე­ბა­ში?

ნა­ყი­ნის სა­წარ­მო­ებ­ლად სა­ჭი­როა კა­რა­ქი, რძის ფხვნი­ლი და სხვა და­ნა­მა­ტე­ბი. ჩვენ ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­გრე­დი­ენტს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის წამ­ყვა­ნი მწარ­მო­ებ­ლე­ბის­გან ვყი­დუ­ლობთ. ხა­რისხთან მი­მარ­თე­ბა­ში კომ­პრო­მი­სი არ გვაქვს.

რამ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ნა­ყი­ნის წარ­მო­ე­ბის თქვე­ნე­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გია?

ჩვენს მთა­ვარ ტექ­ნო­ლოგს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა უცხო­ურ სა­წარ­მო­ებ­ში უმუ­შა­ვია. მას საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, რაც ჩვე­ნი ნა­ყი­ნის გე­მო­სა და ხა­რისხზე აი­სა­ხე­ბა კი­დეც. ის და შე­სა­ბა­მი­სად წარ­მო­ე­ბის სრუ­ლი პრო­ცე­სი ინო­ვა­ცი­ებ­სა და მა­ღალ ხა­რისხზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

მო­მი­ყე­ვით სა­წარ­მოს შე­სა­ხებ, რა სერ­თი­ფი­კა­ტე­ბის ფლო­ბე­ლია ის, რამ­დე­ნია წარ­მა­დო­ბა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი „პა­ლო­მას“ შე­სა­ხებ

სა­წარ­მო არის საკ­მა­ოდ მცი­რე, მაგ­რამ ხა­რისხზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ეს არის ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ბუ­წიკ სა­წარ­მო, რო­მე­ლიც სე­ზო­ნუ­რად მთლი­ნად დატ­ვირ­თუ­ლია. პრო­დუქ­ტის დიდი ნა­წი­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­აც „ნი­კო­რას“ მარ­კე­ტე­ბის ქსელ­ში ხდე­ბა. „პა­ლო­მას“ ნა­ყი­ნი „კარ­ფუ­რის“ ქსელ­შიც იყი­დე­ბა. მო­თხოვ­ნა არის მეტ­ზე, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე მე­ტის წარ­მო­ე­ბა არ შეგ­ვიძ­ლია სა­წარ­მოს მო­ცუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. სა­წარ­მოISO სერ­თი­ფი­კა­ტის მფლო­ბე­ლია.

მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წარ­მო­ე­ბის გაზ­რდა თუ იგეგ­მე­ბა?

წარ­მო­ე­ბის გაზ­რდა­ზე ვფიქ­რობთ, მაგ­რამ არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვერ და­ვე­ტე­ვით. ასე­ვე გვჭირ­დე­ბა გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა, რომ ასორ­ტი­მენ­ტი უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გავ­ხა­დოთ. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ყველაზე გემრიელი და ამავდროულად დიეტური ნაყინი - რას სთავაზობს „პალომა“ მომხმარებელს

ყველაზე გემრიელი და ამავდროულად დიეტური ნაყინი - რას სთავაზობს „პალომა“ მომხმარებელს

ნაყინის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია, თუმცა ნაყინის მირთმევისგან ბევრი იკავებს თავს მისი მაღალკალრიულობის გამო. სპეციალურად მათთვის ნაყინის მწარმოებელმა ბრენდმა „პალომამ“ დიეტური ნაყინი შექმნა შაქრისა და ცხიმის გარეშე. ბრენდი იმითაც არის გამორჩეული, რომ ჭიქებში ტრადიციული ვანილისა და შოკოლადის ნაყინის პარალელურად, სხვა არატრადიციულ სახეობებსაც აწარმოებს.

როგორც საწარმოს დირექტორი ვასილ ძოწენიძე განმარტავს, სიგრილის ნაზი, სასიამოვნო არომატი, რომელსაც "პალომას" პროდუქციის დაგემოვნებისას შეიგრძნობთ, წარმოებაში ბუნებრივი კომპონენტების გამოყენებით მიიღწევა. „პალომა“ „ნიკორას“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2005 წელს შეიქმნა და დღეს მომხმარებელს 30-მდე სახეობის ნაყინს სთავაზობს.

როგორია „პალომას“ ასორტიმენტი და რით არის ის გამორჩეული ბაზარზე?

"პალომას" ასორტიმენტშია: ჭიქის ნაყინის, საოჯახო ნაყინის, პლომბირისა და რბილი ე.წ. ჩამოსასხმელი ნაყინის სხვადასხვა სახეობები. პირველ რიგში, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს ეს არის ნაყინის არატრადიციული სახეობები, როგორიცაა ყველასთვის საყვარელი იტალიური ნაყინი "სტრაჩატელა" და ფრანგული დესერტის - "კრემ ბრულეს" გემოს მქონე ნაყინი. ანალოგიური ფართო ასორტიმენტი გვაქვს დიდ, ე.წ. საოჯახო შეფუთვებში, რომლებიც მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მეორე წელია, ვაწარმოებთ დიეტურ ნაყინს შოკოლადისა და მარწყვის არომატით. ადგილობრივ მწარმოებლებს შორის ეს ექსკლუზივი ჩვენ გვეკუთვნის. მხოლოდ „პალომა“ სთავაზობს სამომხმარებლო ბაზარს დიეტურ, ამავდროულად, დიაბეტურ ნაყინს მარწყვისა და შოკოლადის არომატით. ეს ნაყინი არ შეიცავს შაქარსა და ცხიმს და არაჩვეულებრივი შეთავაზებაა მათთვის ვინც კალორიებს მკაცრად აკონტროლებს.

ჩვენი მთავარი უპირატესობა განსაკუთრებული და ყველასთვის საყვარელი გემოვნური თვისებებია. კომპანიაში მუდმივად ვატარებთ ბრმა დეგუსტაციებს, რომლის მეშვეობითაც გემოს და ხარისხის კონტროლი ხორციელდება.

რომელი ქვეყნის ნედლეულს იყენებთ „პალომას“ წარმოებაში?

ნაყინის საწარმოებლად საჭიროა კარაქი, რძის ფხვნილი და სხვა დანამატები. ჩვენ ყველა საჭირო ინგრედიენტს განვითარებული ქვეყნების წამყვანი მწარმოებლებისგან ვყიდულობთ. ხარისხთან მიმართებაში კომპრომისი არ გვაქვს.

რამდენად განსხვავებულია ნაყინის წარმოების თქვენეული ტექნოლოგია?

ჩვენს მთავარ ტექნოლოგს წლების განმავლობაში სხვადასხვა უცხოურ საწარმოებში უმუშავია. მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რაც ჩვენი ნაყინის გემოსა და ხარისხზე აისახება კიდეც. ის და შესაბამისად წარმოების სრული პროცესი ინოვაციებსა და მაღალ ხარისხზეა ორიენტირებული.

მომიყევით საწარმოს შესახებ, რა სერთიფიკატების ფლობელია ის, რამდენია წარმადობა და სხვა საინტერესო დეტალები „პალომას“ შესახებ

საწარმო არის საკმაოდ მცირე, მაგრამ ხარისხზე ორიენტირებული. ეს არის ეგრეთ წოდებული ბუწიკ საწარმო, რომელიც სეზონურად მთლინად დატვირთულია. პროდუქტის დიდი ნაწილის რეალიზაციაც „ნიკორას“ მარკეტების ქსელში ხდება. „პალომას“ ნაყინი „კარფურის“ ქსელშიც იყიდება. მოთხოვნა არის მეტზე, მაგრამ ამ ეტაპზე მეტის წარმოება არ შეგვიძლია საწარმოს მოცულობიდან გამომდინარე. საწარმოISO სერთიფიკატის მფლობელია.

მოთხოვნიდან გამომდინარე წარმოების გაზრდა თუ იგეგმება?

წარმოების გაზრდაზე ვფიქრობთ, მაგრამ არსებულ ტერიტორიაზე ვერ დავეტევით. ასევე გვჭირდება გადაიარაღება, რომ ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ეს შესაძლებელი გახდება.

"პატრიოტთა ალიანსის"ლიდერები ქუთაისში ახალგაზრდებს შეხვდნენ (R)

თიბისიმ  იპოთეკური სესხების  ახალი, გამარტივებული არხი შექმნა

გამარტივებული გამოწერა და გარანტია - უნიკალური სერვისები, რომელსაც ebg.ge ონლაინ გამომწერებს სთავაზობს