პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს რუსი ჟურნალისტი საქართველოში მოგზაურობის შემდეგ - "ქართველებისთვის ქვეყნის მომავალი უმნიშვნელო არ არის, რა შუაშია რუსი ტურისტები?"
რას წერს რუსი ჟურნალისტი საქართველოში მოგზაურობის შემდეგ - "ქართველებისთვის ქვეყნის მომავალი უმნიშვნელო არ არის, რა შუაშია რუსი ტურისტები?"

მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის თბი­ლის­ში ვი­ზი­ტით აღ­შფო­თე­ბულ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფრე­ნე­ბის შე­წყვე­ტით უპა­სუ­ხა, რუ­სულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და სა­ხელ­მწი­ფოს მიერ არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბად­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა პუ­ტი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვი­სე­ბუ­რად გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

Новая газета-ს ჟურ­ნა­ლის­ტმა ეკა­ტე­რი­ნა ფო­მი­ნამ თბი­ლის­ში იმოგ­ზა­უ­რა, რათა გა­ერ­კვია, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია კრემ­ლის დე­მა­გო­გია, რომ რუს ტუ­რის­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­ში საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ...

"სა­ქარ­თვე­ლო ლა­მის ყო­ველ სა­ათ­ში შორ­დე­ბა რუ­სეთს. ამ დროს, იღ­ვი­ძებ დი­ლით და "როს­პოტ­რებ­ნად­ზორ­მა" აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ხა­რის­ხი მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და; პირ­და­პი­რი ავი­ა­რე­ი­სე­ბი 8 ივ­ლი­სი­დან გა­უქ­მე­ბუ­ლია და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრეს-სპი­კე­რის თქმით, მისი აღ­დგე­ნა წლის ბო­ლომ­დე არ იგეგ­მე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო დუ­მა­ში კულ­ტუ­რის, სპორ­ტის, ტუ­რიზ­მი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის მი­ხე­ილ დეგ­ტი­ა­რე­ვის თქმით, ქარ­თულ პრო­დუქტსა და კუ­რორ­ტებ­ზე რუსი ტუ­რის­ტე­ბის შე­ზღუდ­ვა, თბი­ლის­ში "რუ­სო­ფო­ბი­უ­რი გა­მოს­ვლე­ბით” არის გა­მოწ­ვე­უ­ლი" - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

ფო­მი­ნას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვიდ­რე ფე­დე­რა­ლუ­რი არ­ხე­ბი ვი­თა­რე­ბას ამ­წვა­ვე­ბენ და ქარ­თულ პრო­ტეს­ტში ამე­რი­კულ კვალს ეძე­ბენ, Новая газета ად­გი­ლობ­რივ მა­ცხოვ­რებ­ლებს გა­ე­სა­უბ­რა.

"ფრე­ნე­ბის შე­წყვე­ტის შემ­დეგ, თბი­ლი­სის ერთ-ერთი კა­ფეს მე­პატ­რო­ნე­ებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რეს, რომ ყვე­ლა რუ­სუ­ლე­ნო­ვან ვი­ზი­ტორს ოკუ­პა­ცი­ის 20%-იან გა­და­სა­ხადს და­უ­წე­სე­ბენ... ამის შემ­დეგ, არა­ერთ რუ­სუ­ლე­ნო­ვან ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და თოქ-შო­უ­ში ამ­ბობ­დნენ, რომ უკვე უამ­რავ კა­ფე­ში ხდე­ბა ასე და "სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუსი ტუ­რის­ტე­ბის და­ხოც­ვის მო­წო­დე­ბებს აკე­თებს" - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი, რომ­ლის თქმით, კა­ფეს მე­პატ­რო­ნე­ებ­მა ეს მო­წო­დე­ბა მა­ლე­ვე წა­შა­ლეს, თუმ­ცა, მა­ინც გახ­დნენ კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი, რა­საც ნა­ნო­ბენ.

“მათ ჩემ­თან სა­უბ­რი­სას თქვეს, რომ ემო­ცი­ის ფონ­ზე შეც­დო­მე­ბიც ხდე­ბა, თუმ­ცა მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­დე­საც ტუ­რის­ტე­ბი კი არ ითხო­ვენ, მო­ი­თხო­ვენ მე­ნი­უს რუ­სულ ენა­ზე. მა­თი­ვე თქმით, გახ­სნის დღი­დან არ აქვთ რუ­სუ­ლი მე­ნიუ - "ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ლურ ენად ინ­გლი­სურს ვი­ყე­ნებთ, თუმ­ცა, რუ­სუ­ლად სა­უ­ბარს არა­ვის ვუკ­რძა­ლავ­თო. ოკუ­პა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი ჩა­მო­დი­ან, აქ ის­ვე­ნე­ბენ და ჩვენს ტკი­ვილს არ იზი­ა­რე­ბე­ნო..." - წერს რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი.

ეკა­ტე­რი­ნა ფო­მი­ნა კი­დევ ერთი თბი­ლი­სუ­რი კა­ფეს შე­სა­ხებ ყვე­ბა, სა­დაც ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ბა­ნე­რი ნახა კი­თხვა­რით: “იცით თუ არა, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია?!” “დიახ - You are Welcome" და “არა - ჩვენ აგიხ­სნით ან აირ­ჩი­ეთ სხვა რეს­ტო­რა­ნი”.

"კა­ფეს ერთ-ერთი მე­პა­ტო­ნე მიყ­ვე­ბა: გა­სა­გე­ბია, რომ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და რუ­სეთ­ში კარ­გად მუ­შა­ობს და ამი­ტომ ბევ­რმა არ იცის აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ზე, ამი­ტომ დი­ა­ლო­გი და­ვი­წყეთ... ორ­შა­ბათს, ჩვენ­თან "Россия 24-ის" გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი იყო, თუმ­ცა, მათ­თან დი­ა­ლო­გი ვერ შედ­გა, რად­გან იმის აღი­ა­რე­ბაც არ უნ­დათ, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი აფხა­ზეთ­თან დგა­ნან.

შევ­თა­ვა­ზე, მან­ქა­ნით წა­ვი­დეთ, გაჩ­ვე­ნებთ-მეთ­ქი და უარი თქვეს... ახლა რა­ტომ გა­გახ­სენ­დათ თქვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბიო, გვკი­თხეს. ჩვენ კი ვუ­თხა­რით - ყო­ველ­თვის გვახ­სოვ­და! თვა­ლებ­ში შევ­ხე­დოთ სი­მარ­თლეს, და­ვი­წყოთ დი­ა­ლო­გი და ასე უფრო ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბა გვექ­ნე­ბაო...” - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი კა­ფეს ქარ­თველ მე­პატ­რო­ნე­ებ­თან სა­უბ­რის შე­სა­ხებ და დას­ძენს რომ, ისი­ნი ამ­ბო­ბენ ჯობს ღიად გა­მო­ხა­ტონ პო­ზი­ცია - ნატო და ევ­რო­საბ­ჭო ურ­ჩევ­ნი­ათ, თუ ისევ რუ­სე­თის კო­ლო­ნი­ად ყოფ­ნა.

ფო­მი­ნას თქმით, რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის გავ­ლე­ნით, “რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის მსურ­ველ­თა რამ­დე­ნი­მე რე­ი­სი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში ერთ ჩას­ხდო­მად გა­ა­ერ­თი­ა­ნეს და ასე მი­ი­ღეს შე­ში­ნე­ბუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის “მა­სობ­რი­ვი წას­ვლა.”

რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი იმ ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებ­სა და ოპე­რა­ტო­რებ­საც ესა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპე­რი­რე­ბენ. რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი უკვე წლე­ბია კორ­პო­რა­ტი­ულ ტუ­რებს აწყო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მათი ინ­ტე­რე­სის ზრდა სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი 2011 წლი­დან და­ი­წყო. სა­ქარ­თვე­ლო რუ­სებს არამ­ხო­ლოდ ფა­სე­ბი­სა და ხა­რის­ხის თან­ხვედ­რით, არა­მედ სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბით, კლი­მა­ტი­თა და სამ­ზა­რე­უ­ლო­თი იზი­დავს.

ვარ­ვა­რა სტრელ­კო­ვას სა­ქარ­თვე­ლო­ში კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ტუ­რიზ­მის სა­ა­გენ­ტო აქვს. მისი თქმით, 20 ივ­ნი­სი­დან კლი­ენ­ტე­ბი ჯავ­შნებს აუქ­მე­ბენ

ვარ­ვა­რა სტრელ­კო­ვას ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო In Love with Georgia (შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ზე) აქვს. რეს­პონ­დენ­ტი გა­მო­ცე­მას­თან ყვე­ბა, რომ "სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით" დამ­ტკი­ცე­ბის ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­უ­უქ­მეს და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ხელ­მო­წე­რილ კონ­ტრაქ­ტებს უწყვე­ტენ. თუმ­ცა, ის აღ­ნიშ­ნავს ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბის ადეკ­ვა­ტურ საქ­ცი­ელს: ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, სას­ტუმ­რო­ე­ბი სან­ქცი­ებს არ აკის­რე­ბენ ტუ­რის­ტებს.

“თუ ახლა არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა რუსი ტუ­რის­ტე­ბის­თვის სა­ში­შია, ფრე­ნებს 8 ივ­ლი­სი­დან რატო აუქ­მე­ბენ? რა­ტომ ტო­ვებს რუ­სე­თი თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს ასეთ “კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში,” რო­გორც თა­ვად უწო­დებს? ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის თა­ვი­სი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო არ არის, ამი­ტო­მაც გა­მო­დი­ან ქუ­ჩა­ში თა­ვი­ან­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და რა შუ­ა­შია აქ რუსი ტუ­რის­ტე­ბი?” - სვამს კი­თხვებს ვარ­ვა­რა სტრელ­კო­ვა.

Новая газета-ს ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის და­რე­გის­ტრი­რე­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, უამ­რა­ვი რუსი მცი­რე მე­წარ­მეა ქვე­ყა­ნა­ში. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ამ­ბობს, რომ ოთხი წლის წინ ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და.

“ის ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს და ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბი ჰყავს. ამ ამ­ბე­ბის შემ­დეგ, შე­მო­ვიდ­ნენ და ხუმ­რო­ბით მკი­თხეს: რა ვქე­ნით, უკვე ყვე­ლა­ნი გცე­მე­თო? მი­სი­ვე თქმით, ქარ­თვე­ლებ­სა და რუ­სებს შო­რის ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ შე­იც­ვლე­ბა, თუ რა­საკ­ვირ­ვე­ლია თქვენ არ და­ი­წყებთ იმის მტკი­ცე­ბას, რომ პუ­ტი­ნი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი კა­ცია და აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი სა­ქარ­თვე­ლო არ არის...” - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

ამას­თან, რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­ვედ­რის მსურ­ველთ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებს სთა­ვა­ზობს.

“მა­გა­ლი­თად, მინ­სკის, ბა­ქოს, ერევ­ნის, გი­უმ­რის, სტამ­ბო­ლი­სა და რი­გის გავ­ლით.... ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ ჩახ­ვი­დეთ ვლა­დი­კავ­კაზ­ში, ან მი­ნე­რა­ლურ წყლებ­ში და იქი­დან ტაქ­სით ჩახ­ვი­დეთ თბი­ლის­ში... ასე­ვე, სო­ჭი­დან ბორ­ნით ბა­თუ­მამ­დე” - წერს ფო­მი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რას წერს რუსი ჟურნალისტი საქართველოში მოგზაურობის შემდეგ - "ქართველებისთვის ქვეყნის მომავალი უმნიშვნელო არ არის, რა შუაშია რუსი ტურისტები?"

რას წერს რუსი ჟურნალისტი საქართველოში მოგზაურობის შემდეგ - "ქართველებისთვის ქვეყნის მომავალი უმნიშვნელო არ არის, რა შუაშია რუსი ტურისტები?"

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტით აღშფოთებულ ქართულ საზოგადოებას ფრენების შეწყვეტით უპასუხა, რუსულმა საზოგადოებამ და სახელმწიფოს მიერ არაკონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა პუტინის გადაწყვეტილება თავისებურად გააპროტესტეს.

Новая газета-ს ჟურნალისტმა ეკატერინა ფომინამ თბილისში იმოგზაურა, რათა გაერკვია, რამდენად რეალურია კრემლის დემაგოგია, რომ რუს ტურისტებს საქართველოში საფრთხე ემუქრებათ...

"საქართველო ლამის ყოველ საათში შორდება რუსეთს. ამ დროს, იღვიძებ დილით და "როსპოტრებნადზორმა" აღმოაჩინა, რომ ქართული ღვინის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა; პირდაპირი ავიარეისები 8 ივლისიდან გაუქმებულია და რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის თქმით, მისი აღდგენა წლის ბოლომდე არ იგეგმება. სახელმწიფო დუმაში კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხეილ დეგტიარევის თქმით, ქართულ პროდუქტსა და კურორტებზე რუსი ტურისტების შეზღუდვა, თბილისში "რუსოფობიური გამოსვლებით” არის გამოწვეული" - წერს ჟურნალისტი.

ფომინას ინფორმაციით, ვიდრე ფედერალური არხები ვითარებას ამწვავებენ და ქართულ პროტესტში ამერიკულ კვალს ეძებენ, Новая газета ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრა.

"ფრენების შეწყვეტის შემდეგ, თბილისის ერთ-ერთი კაფეს მეპატრონეებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ყველა რუსულენოვან ვიზიტორს ოკუპაციის 20%-იან გადასახადს დაუწესებენ... ამის შემდეგ, არაერთ რუსულენოვან ტელევიზიასა და თოქ-შოუში ამბობდნენ, რომ უკვე უამრავ კაფეში ხდება ასე და "საქართველოს ხელისუფლება რუსი ტურისტების დახოცვის მოწოდებებს აკეთებს" - წერს ჟურნალისტი, რომლის თქმით, კაფეს მეპატრონეებმა ეს მოწოდება მალევე წაშალეს, თუმცა, მაინც გახდნენ კრიტიკის ობიექტი, რასაც ნანობენ.

“მათ ჩემთან საუბრისას თქვეს, რომ ემოციის ფონზე შეცდომებიც ხდება, თუმცა მათთვის მიუღებელია, როდესაც ტურისტები კი არ ითხოვენ, მოითხოვენ მენიუს რუსულ ენაზე. მათივე თქმით, გახსნის დღიდან არ აქვთ რუსული მენიუ - "ინტერნაციონლურ ენად ინგლისურს ვიყენებთ, თუმცა, რუსულად საუბარს არავის ვუკრძალავთო. ოკუპაციის მიუხედავად, ისინი ჩამოდიან, აქ ისვენებენ და ჩვენს ტკივილს არ იზიარებენო..." - წერს რუსი ჟურნალისტი.

ეკატერინა ფომინა კიდევ ერთი თბილისური კაფეს შესახებ ყვება, სადაც ინგლისურენოვანი ბანერი ნახა კითხვარით: “იცით თუ არა, რომ რუსეთი ოკუპანტია?!” “დიახ - You are Welcome" და “არა - ჩვენ აგიხსნით ან აირჩიეთ სხვა რესტორანი”.

"კაფეს ერთ-ერთი მეპატონე მიყვება: გასაგებია, რომ რუსული პროპაგანდა რუსეთში კარგად მუშაობს და ამიტომ ბევრმა არ იცის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ამიტომ დიალოგი დავიწყეთ... ორშაბათს, ჩვენთან "Россия 24-ის" გადამღები ჯგუფი იყო, თუმცა, მათთან დიალოგი ვერ შედგა, რადგან იმის აღიარებაც არ უნდათ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები აფხაზეთთან დგანან.

შევთავაზე, მანქანით წავიდეთ, გაჩვენებთ-მეთქი და უარი თქვეს... ახლა რატომ გაგახსენდათ თქვენი ტერიტორიებიო, გვკითხეს. ჩვენ კი ვუთხარით - ყოველთვის გვახსოვდა! თვალებში შევხედოთ სიმართლეს, დავიწყოთ დიალოგი და ასე უფრო ჯანსაღი ურთიერთობა გვექნებაო...” - წერს სტატიის ავტორი კაფეს ქართველ მეპატრონეებთან საუბრის შესახებ და დასძენს რომ, ისინი ამბობენ ჯობს ღიად გამოხატონ პოზიცია - ნატო და ევროსაბჭო ურჩევნიათ, თუ ისევ რუსეთის კოლონიად ყოფნა.

ფომინას თქმით, რუსეთის ცენტრალური ტელევიზიების გავლენით, “რუსეთში დაბრუნების მსურველთა რამდენიმე რეისი თბილისის აეროპორტში ერთ ჩასხდომად გააერთიანეს და ასე მიიღეს შეშინებული ტურისტების “მასობრივი წასვლა.”

რუსი ჟურნალისტი იმ ტურისტულ სააგენტოებსა და ოპერატორებსაც ესაუბრა, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. რუსული კომპანიები უკვე წლებია კორპორატიულ ტურებს აწყობენ საქართველოში. მათი ინტერესის ზრდა საქართველოსადმი 2011 წლიდან დაიწყო. საქართველო რუსებს არამხოლოდ ფასებისა და ხარისხის თანხვედრით, არამედ სტუმარმასპინძლობით, კლიმატითა და სამზარეულოთი იზიდავს.

ვარვარა სტრელკოვას საქართველოში კორპორატიული ტურიზმის სააგენტო აქვს. მისი თქმით, 20 ივნისიდან კლიენტები ჯავშნებს აუქმებენ

ვარვარა სტრელკოვას ტურისტული სააგენტო In Love with Georgia (შეყვარებული საქართველოზე) აქვს. რესპონდენტი გამოცემასთან ყვება, რომ "საქართველოში არსებულ რთულ მდგომარეობასთან დაკავშირებით" დამტკიცების ეტაპზე არსებული ღონისძიებები გაუუქმეს და ორგანიზაციები ხელმოწერილ კონტრაქტებს უწყვეტენ. თუმცა, ის აღნიშნავს ქართველი კოლეგების ადეკვატურ საქციელს: ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო, სასტუმროები სანქციებს არ აკისრებენ ტურისტებს.

“თუ ახლა არსებული ვითარება რუსი ტურისტებისთვის საშიშია, ფრენებს 8 ივლისიდან რატო აუქმებენ? რატომ ტოვებს რუსეთი თავის მოქალაქეებს ასეთ “კრიტიკულ სიტუაციაში,” როგორც თავად უწოდებს? ქართველი ხალხისთვის თავისი ქვეყნის მომავალი უმნიშვნელო არ არის, ამიტომაც გამოდიან ქუჩაში თავიანთი ხელისუფლების წინააღმდეგ და რა შუაშია აქ რუსი ტურისტები?” - სვამს კითხვებს ვარვარა სტრელკოვა.

Новая газета-ს ცნობით, საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირება ძალიან ადვილია და შესაბამისად, უამრავი რუსი მცირე მეწარმეა ქვეყანაში. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ოთხი წლის წინ ოჯახთან ერთად საქართველოში საცხოვრებლად გადავიდა.

“ის ბათუმში ცხოვრობს და ძირითადად ქართველი ვიზიტორები ჰყავს. ამ ამბების შემდეგ, შემოვიდნენ და ხუმრობით მკითხეს: რა ვქენით, უკვე ყველანი გცემეთო? მისივე თქმით, ქართველებსა და რუსებს შორის ადამიანური ურთიერთობა არ შეიცვლება, თუ რასაკვირველია თქვენ არ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ პუტინი მსოფლიოში ყველაზე კარგი კაცია და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველო არ არის...” - ვკითხულობთ სტატიაში.

ამასთან, რუსი ჟურნალისტი საქართველოში მოხვედრის მსურველთ ალტერნატიულ გზებს სთავაზობს.

“მაგალითად, მინსკის, ბაქოს, ერევნის, გიუმრის, სტამბოლისა და რიგის გავლით.... ასევე შეგიძლიათ ჩახვიდეთ ვლადიკავკაზში, ან მინერალურ წყლებში და იქიდან ტაქსით ჩახვიდეთ თბილისში... ასევე, სოჭიდან ბორნით ბათუმამდე” - წერს ფომინა.

რა პასუხი აქვს ბილ გეითსს შეთქმულების თეორიაზე, რომ თითქოს კორონავირუსის ვაქცინით "მსოფლიოს ჩიპირებას" გეგმავს

პანდემიის მოდა - რუმინელმა მეწაღემ "დისტანციური ფეხსაცმელი" შექმნა

ნორვეგიაში მეწყერმა 8 სახლი ზღვაში ჩაიტანა - დაუჯერებელი ფოტო და ვიდეოკადრები