კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი განწყობა გვაძლევს ძალას, რომ აქ მოვიდე, გავიღიმო" - ნინი გოგიჩაიშვილი "მის მსოფლიოზე", ოჯახსა და მამაზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის
"მისი განწყობა გვაძლევს ძალას, რომ აქ მოვიდე, გავიღიმო" - ნინი გოგიჩაიშვილი "მის მსოფლიოზე", ოჯახსა და მამაზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის

ნინი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლია, თუმ­ცა ცდი­ლობს, ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბას მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით მი­აღ­წი­ოს. ნინი მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნია, მაგ­რამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო საქ­მი­ა­ნო­ბას დრო­ე­ბით ჩა­მო­შორ­და და ახლა მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი "მის მსოფ­ლი­ოს" სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სია, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს წა­რად­გენს. "მის მსოფ­ლიო" წელს ტა­ი­ლან­დში ჩა­ტარ­დე­ბა. კონ­კურ­სზე, ოჯახ­სა და მა­მა­ზე, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძვის, ნინი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი "რე­ი­ტინგთან" სა­უბ­რობს:

- ნინი, რო­გორ ემ­ზა­დე­ბი კონ­კურ­სის­თვის?

- "მის მსოფ­ლიო" 9 დე­კემ­ბერს ტა­ი­ლან­დში გა­ი­მარ­თე­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის მან­ძილ­ზე გაგ­რძელ­დე­ბა. აქ­ტი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბი კონ­კურ­სის­თვის, კვი­რა­ში 5 დღე ვვარ­ჯი­შობ, ასე­ვე ვიკ­ვე­ბე­ბი ჯან­სა­ღად. გე­ნე­ტი­კაც ხელს მი­წყობს და ჭა­მაც მიყ­ვარს, მაგ­რამ ჩვე­ნი გა­რე­მო ისე­თი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია, სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას შიგ­ნი­და­ნაც უნდა შე­ვუ­წყოთ ხელი და ამი­ტომ მუდ­მი­ვად სწო­რად ვიკ­ვე­ბე­ბი.

"მის მსოფ­ლი­ო­ზე" დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტებს, ორი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, ახლა მე­სა­მეს ვგეგ­მავ. დიდი მად­ლო­ბა უნდა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტებ­ში ყო­ველ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბით ერ­თვე­ბა. პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ბავ­შვებს შევ­ხვდი და სა­ჩუქ­რე­ბი მი­ვუ­ტა­ნეთ. ამ ბავ­შვებ­მა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი დღე მა­ჩუ­ქეს. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ იქ სევ­და არ ტრი­ა­ლებს. ჩემ­თვის მათი ტკი­ვი­ლი ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლია, რად­გან ეს პრობ­ლე­მა ჩემს ოჯახ­შიც არის.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე პრო­ექტს, "ჯი აი ჯი"-სთან ერ­თად ბა­რი­სა­ხოს და მა­ღა­როს კა­რის მა­ღალმთი­ან სოფ­ლებ­ში ვი­ყა­ვი. ამ კომ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით, იქ მცხოვ­რებ ბავ­შვებს ყვე­ლა­ფე­რი მი­ვუ­ტა­ნეთ და გა­ვუ­კე­თეთ, რაც კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის­თვის სჭირ­დე­ბათ. იქ იყო ერთი გო­გო­ნა, რო­მელ­საც მოს­წონს მზა­რე­უ­ლო­ბა და მა­საც ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ვუ­ტა­ნეთ, რაც მისი საყ­ვა­რე­ლი საქ­მის გა­კე­თე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე პრო­ექტს, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გა­ვამ­ხელ. მგო­ნია, რომ დე­და­მი­წას სი­კე­თე ატ­რი­ა­ლებს და ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს უნდა და­ვეხ­მა­როთ.

- ცნო­ბი­ლია, რომ კონ­კურ­სის წე­სე­ბის თა­ნახ­მად, "მის სა­ქარ­თვე­ლოს" ტი­ტუ­ლის მფლო­ბელს გა­თხო­ვე­ბა ეკ­რძა­ლე­ბა... კი­დევ რა აკ­რძალ­ვე­ბი გაქვს?

- "მის სა­ქარ­თვე­ლოს" და "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურსს თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს, მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის აკ­რძა­ლუ­ლია მო­წე­ვა, და­ლე­ვა, რად­გან მათ ახალ თა­ო­ბას კარ­გი მა­გა­ლი­თი უნდა მის­ცენ. ასე­ვე, აკ­რძა­ლუ­ლია ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა თვით­ნე­ბუ­რად, იქ შენ არ მი­დი­ხარ და­სას­ვე­ნებ­ლად... მი­დი­ხარ იმი­ტომ, რომ შენი ქვე­ყა­ნა კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნო და ყვე­ლას შენი ძა­ლე­ბის მაქ­სი­მუ­მი უჩ­ვე­ნო. ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ცე­ვა ქვეყ­ნის აქ­ტი­უ­რო­ბას. თუ ჩემს ქვე­ყა­ნას ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი, შე­უძ­ლია აქ­ტი­უ­რად და­მი­ჭი­როს მხა­რი. "მის მსოფ­ლი­ოს" მო­ნა­წი­ლემ უნდა მო­ახ­დი­ნოს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პრო­პა­გან­და, რად­გან მას ბევ­რი პა­ტა­რა გო­გო­ნა ბა­ძავს. მი­ხა­რია კი­დეც ასე­თი აკ­რძალ­ვე­ბი, რად­გან მე არც ვსვამ, არც ვე­წე­ვი.

- ოჯახ­ში ერთი "მის სა­ქარ­თვე­ლო" უკვე გყავთ, შენი და - ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, შენ რა­ტომ გა­და­წყვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა?

- ნა­ნუ­კა­მაც გა­ი­ა­რა იგი­ვე გზა და დიდი წარ­მა­ტე­ბა ნახა. ამ კონ­კურ­სის შემ­დეგ მოხ­ვდა ას სა­უ­კე­თე­სო მან­დი­ლო­სანს შო­რის, სა­დაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აც მოხ­და. მეც მინ­დო­და, გა­მე­გო, რა იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, თან ისე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა მგო­ნია, შვი­ლიშ­ვი­ლებს რომ მო­უყ­ვე­ბი. ჩვე­ნი თა­ო­ბის ხალ­ხი ოქ­როს მე­დალ­ზე ვერ მო­უყ­ვე­ბა, მაგ­რამ ეს შთა­მო­მავ­ლე­ბის­თვის კარ­გი მო­სა­ყო­ლი იქ­ნე­ბა. "მის სა­ქარ­თვე­ლოს" შემ­დეგ უფრო მე­ტად მომ­თხოვ­ნი გავ­ხდი ჩეი თა­ვის მი­მართ, სულ სი­ახ­ლის ძი­ე­ბა­ში ვარ.

- გქონ­და გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი?

- სა­დღაც როცა იღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, გა­მარ­ჯვე­ბაც გინ­და. უკან არ და­მი­ხე­ვია და ყვე­ლა­ფე­რი ჩავ­დე „მის სა­ქარ­თვე­ლო­ში“, მინ­დო­და, ისე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, რო­გორც დას­რულ­და, თუმ­ცა, ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის.

- ნა­ნუ­კა გაძ­ლევ­და რჩე­ვებს?

- ნა­ნუ­კა­ზე შე­მიძ­ლია სა­ა­თო­ბით ვი­ლა­პა­რა­კო, ვერც ერთი სი­ტყვა ვერ გად­მოს­ცემს ვერც ჩემს მად­ლი­ე­რე­ბას ვერც იმას, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია. ნა­ნუ­კა არის ყვე­ლა­ზე უან­გა­რო და უბო­რო­ტო ადა­მი­ა­ნი. ხში­რად გო­გი­ჩა ბავ­შვს ადა­რებს, უბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნია. ნა­ნუ­კა სულ ცდი­ლობ­და გა­ვემხნე­ვე­ბი­ნე და რწმე­ნა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა ჩემ­თვის. სულ გრძნობ­და, რო­დის რა უნდა ეთ­ქვა ჩემ­თვის, ყვე­ლა დე­ტალ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მხატ­ვა­რია, სხვა­ნა­ი­რად ხე­დავს ყვე­ლა­ფერს. ხში­რად ვამ­ბობ, ნა­ნუ­კა თა­ვის­თვის ხა­ტავს და იკე­რავს კა­ბებს და მერე ვას­წრებ ჩაც­მას. ამა­ზე რე­აქ­ცია არ აქვს. მე­გობ­რე­ბის­თვი­საც გულს ამო­ი­ღებს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მისი განწყობა გვაძლევს ძალას, რომ აქ მოვიდე, გავიღიმო" - ნინი გოგიჩაიშვილი "მის მსოფლიოზე", ოჯახსა და მამაზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის

"მისი განწყობა გვაძლევს ძალას, რომ აქ მოვიდე, გავიღიმო" - ნინი გოგიჩაიშვილი "მის მსოფლიოზე", ოჯახსა და მამაზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის

ნინი გოგიჩაიშვილი პოპულარული ოჯახის შვილია, თუმცა ცდილობს, ნებისმიერ საქმეში წარმატებას მხოლოდ საკუთარი ძალებით მიაღწიოს. ნინი მოდელი და ტელეწამყვანია, მაგრამ სატელევიზიო საქმიანობას დროებით ჩამოშორდა და ახლა მისი მთავარი მიზანი "მის მსოფლიოს" სილამაზის კონკურსია, სადაც საქართველოს წარადგენს. "მის მსოფლიო" წელს ტაილანდში ჩატარდება. კონკურსზე, ოჯახსა და მამაზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, ნინი გოგიჩაიშვილი "რეიტინგთან" საუბრობს:

- ნინი, როგორ ემზადები კონკურსისთვის?

- "მის მსოფლიო" 9 დეკემბერს ტაილანდში გაიმართება და დაახლოებით ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება. აქტიურად ვემზადები კონკურსისთვის, კვირაში 5 დღე ვვარჯიშობ, ასევე ვიკვებები ჯანსაღად. გენეტიკაც ხელს მიწყობს და ჭამაც მიყვარს, მაგრამ ჩვენი გარემო ისეთი დაბინძურებულია, საკუთარ ჯანმრთელობას შიგნიდანაც უნდა შევუწყოთ ხელი და ამიტომ მუდმივად სწორად ვიკვებები.

"მის მსოფლიოზე" დიდი ყურადღება ექცევა საქველმოქმედო პროექტებს, ორი პროექტი განვახორციელე, ახლა მესამეს ვგეგმავ. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ყველა კომპანიას, რომელიც საქველმოქმედო პროექტებში ყოველთვის სიამოვნებით ერთვება. პირველი პროექტის ფარგლებში იაშვილის კლინიკის ბავშვებს შევხვდი და საჩუქრები მივუტანეთ. ამ ბავშვებმა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე მაჩუქეს. უცნაურია, მაგრამ იქ სევდა არ ტრიალებს. ჩემთვის მათი ტკივილი ძალიან ახლობელია, რადგან ეს პრობლემა ჩემს ოჯახშიც არის.

რაც შეეხება მეორე პროექტს, "ჯი აი ჯი"-სთან ერთად ბარისახოს და მაღაროს კარის მაღალმთიან სოფლებში ვიყავი. ამ კომპანიის მეშვეობით, იქ მცხოვრებ ბავშვებს ყველაფერი მივუტანეთ და გავუკეთეთ, რაც კარგი განათლებისთვის სჭირდებათ. იქ იყო ერთი გოგონა, რომელსაც მოსწონს მზარეულობა და მასაც ყველაფერი ჩავუტანეთ, რაც მისი საყვარელი საქმის გაკეთებაში დაეხმარება. რაც შეეხება მესამე პროექტს, ჯერჯერობით ვერ გავამხელ. მგონია, რომ დედამიწას სიკეთე ატრიალებს და ადამიანები ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ.

- ცნობილია, რომ კონკურსის წესების თანახმად, "მის საქართველოს" ტიტულის მფლობელს გათხოვება ეკრძალება... კიდევ რა აკრძალვები გაქვს?

- "მის საქართველოს" და "მის მსოფლიოს" კონკურსს თავისი წესები აქვს, მონაწილეებისთვის აკრძალულია მოწევა, დალევა, რადგან მათ ახალ თაობას კარგი მაგალითი უნდა მისცენ. ასევე, აკრძალულია ტერიტორიის დატოვება თვითნებურად, იქ შენ არ მიდიხარ დასასვენებლად... მიდიხარ იმიტომ, რომ შენი ქვეყანა კარგად წარმოაჩინო და ყველას შენი ძალების მაქსიმუმი უჩვენო. ამ ყველაფერთან ერთად დიდი მნიშვნელობა ექცევა ქვეყნის აქტიურობას. თუ ჩემს ქვეყანას ექნება სურვილი, შეუძლია აქტიურად დამიჭიროს მხარი. "მის მსოფლიოს" მონაწილემ უნდა მოახდინოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, რადგან მას ბევრი პატარა გოგონა ბაძავს. მიხარია კიდეც ასეთი აკრძალვები, რადგან მე არც ვსვამ, არც ვეწევი.

- ოჯახში ერთი "მის საქართველო" უკვე გყავთ, შენი და - ნანუკა გოგიჩაიშვილი, შენ რატომ გადაწყვიტე მონაწილეობის მიღება?

- ნანუკამაც გაიარა იგივე გზა და დიდი წარმატება ნახა. ამ კონკურსის შემდეგ მოხვდა ას საუკეთესო მანდილოსანს შორის, სადაც ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაც მოხდა. მეც მინდოდა, გამეგო, რა იყო ეს ყველაფერი, თან ისეთი გამოცდილება მგონია, შვილიშვილებს რომ მოუყვები. ჩვენი თაობის ხალხი ოქროს მედალზე ვერ მოუყვება, მაგრამ ეს შთამომავლებისთვის კარგი მოსაყოლი იქნება. "მის საქართველოს" შემდეგ უფრო მეტად მომთხოვნი გავხდი ჩეი თავის მიმართ, სულ სიახლის ძიებაში ვარ.

- გქონდა გამარჯვების იმედი?

- სადღაც როცა იღებ მონაწილეობას, გამარჯვებაც გინდა. უკან არ დამიხევია და ყველაფერი ჩავდე „მის საქართველოში“, მინდოდა, ისე დასრულებულიყო, როგორც დასრულდა, თუმცა, ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღები იქნებოდა ჩემთვის.

- ნანუკა გაძლევდა რჩევებს?

- ნანუკაზე შემიძლია საათობით ვილაპარაკო, ვერც ერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს ვერც ჩემს მადლიერებას ვერც იმას, როგორი ადამიანია. ნანუკა არის ყველაზე უანგარო და უბოროტო ადამიანი. ხშირად გოგიჩა ბავშვს ადარებს, უბოროტი ადამიანია. ნანუკა სულ ცდილობდა გავემხნევებინე და რწმენა დაებრუნებინა ჩემთვის. სულ გრძნობდა, როდის რა უნდა ეთქვა ჩემთვის, ყველა დეტალში იღებდა მონაწილეობას. მხატვარია, სხვანაირად ხედავს ყველაფერს. ხშირად ვამბობ, ნანუკა თავისთვის ხატავს და იკერავს კაბებს და მერე ვასწრებ ჩაცმას. ამაზე რეაქცია არ აქვს. მეგობრებისთვისაც გულს ამოიღებს...წაიკითხეთ სრულად

სტუ-ის სტუდენტი - მადლობელი ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის და ჩემი დეკანატის, მუდმივად ვგრძნობ თანადგომას

"შქმერში ყოფილან სანადიროდ, ფეხით... მიწა ჩაშლილა და ზურა 150 მეტრით ქვემოთ ჩაუტანია" - რას ჰყვებიან მეგობრები ზურა ბაკურაძეზე

ბათუმში აივანი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები