"როდესაც სერგეი გავრილოვთან ბრძოლის გამო გაკავებს ის, ვინც ჩემი ღრმა რწმენით არის სახელმწიფოებრიობის მოძულე, ვფიქრობ პირიქით, ეს არის პატივი" - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პროკურატურის მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას. დეპუტატი ფიქრობს რომ სახელმწიფო ბრალდებას მის წინააღმდეგ რაიმე სახის მტკიცებულება არ აქვს. ამასთან, კითხვაზე აპირებს, თუ არა პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლას, მელია პასუხობს, რომ "ბრძოლა გრძელდება".
"მე, მგონი აქამდე ბევრისთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომ მას შემდეგ რაც პოლიტიკაში ვარ 2014 წლიდან, ჩემი ეს ბრძოლა არის შეგნებულია.ბრძოლა, რომელიც არის ოლიგარქის წინააღმდეგ, გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რომელიც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პუტინის რუსეთის ფედერაციის ხელდასმული შს მინისტრია, რომელზეც პირველი ხარისხის გავლენა ივანიშვილსაც კი არ აქვს, ასეთ ბრძოლაში, ბუნებრივია, ყოველთვის ყველაფერს უნდა ელოდებოდე.ეს არ არის მყარი, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკას აკეთებ.უბრალოდ,იდეოლეგებსა და აზრებს შორის არის ჭიდილი, მაგრამ ასე უმიზეზოდ,პოლიტიკური მოსაზრებების გამო გამოირიცხება პატიმრობა, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი. ეს არის ერთი რამ, რისი თქმაც მინდოდა.არის მეორე და მთავარი - ძალიან უხერხულია, ალბათ,როდესაც მკვლელობისთვის გაკავებენ, ეს არ არის სასიამოვნო, რა მოტივაციაც არ უნდა იყოს, როცა ადამიანს კლავ, ან როდესაც დადასტურებული კორუფციული სქემისთვის გაკავებენ,ნარკოტიკების გასაღებისთვის და ა.შ. მაგრამ როდესაც გავროლოვთან ბრძოლის გამო გაკავებს ის, ვინც ჩემი ღრმა რწმენით არის სახელმწიფოებრივობის მოძულე, ვფიქრობ პირიქით, ეს არის პატივი", - განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, ხელისუფლებას შეშინებული მოქმედებს.
"ერთ რაღაცაზე ნამდვილად მწყდება გული, როდესაც ძალიან მალე მოხვდება პოლიტიკური პანჩური ბიძინა ივანიშვილსა და მის რეჟიმს და ამას გააკეთებს ასიათასობით საქართველოს მოქალაქე, შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ იმ წუთას, იმ დღეს იქ არ ვიყო, სადაც ეს მოხდება. ბრძოლა გრძელდება. ბიძინა ივანიშვილს არაფერი ეშველება. მეტასტაზირების პროცესი დაწყებულია, გადადის ორგანოებში, ანუ ინფექციური პროცესი გამწვავდა და შეშინებული მესამე დღეა ღამეებს სპეცრაზმთან ერთად ატარებს. ადამიანი, რომელსაც რომ ჰკითხო ქვეყანას მართავს, ცხოვრობს სოლოლაკის ხეივანზე და სახელმწიფო სპეცრაზმთან ერთად სძინავს. შემდეგ, საქართველოს სპეცრაზმს რუსეთის ინტერესების გატარებისთვის იყენებს მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ და ზოგადად, იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც 20 ივნiსს გავრილოვის სპეცოპერაციას აპროტესტებდა და რომელიც ზვიად გამსახურდიას სავარძელში ჩაჯდომას გულისხმობდა. უკვე 21 ივნისს უამრავმა ადამიანმა გახარიას მიერ დაყენებული სისხლის გუბეები გააპროტესტა. იმის ნაცვვლად რომ ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირება ჰქონდეს ამ ყველაფერზე, შეშინებული მოქმედებს. არავის ეგონოს, როდესაც რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ან ლიდერს ამ ხერხებით ებრძვი, ძლიერი ხარ. პირიქით, სუსტდები. შესაძლოა, ივანიშვილს უახლოეს დღეებში აი ეს დაემართოს. ამიტომ, სუსტი ადამიანის ხელში ის ძალაუფლება, რომელიც ჯერ კიდევ აქვს ივანიშვილის, საშიშია ქართული სახელმწიფოსთვის და ეს ძალაუფლება მას აუცილებლად უნდა ჩამოერთვას. ჩვენ, ვადევნებთ თვალ-ყურს იმ პროცესს, რომელსაც უკვე გვამური ლაქები აქვს ივანიშვილისთვის", - განაცხადა მელია.
მისივე თქმით, ხალხის რეაქცია სწორი იყო, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატი იხილა.
"პროკურატურას ჩემს წინააღმდეგ რა უნდა ჰქონდეს, ყველაფერი ნათელია. ის, რაც მოხდა, ის რაც გაჟღერდა, დავინახეთ. თითიდან გამოწოვილ საკითხთან დაკავშირებით არც და ვერც ვისაუბრებ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ხვალ და ზეგაც იგივეს გავაკეთებ, როდესაც ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ინსტიტუტი პარლამენტი რუსის მიერაა ოკუპირებული", - განაცხადა მელიამ.