მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი არის მტერი, რომელიც არ თაკილობს, იარაღად საერთო რწმენაც კი გამოიყენოს"
"რუსეთი არის მტერი, რომელიც არ თაკილობს, იარაღად საერთო რწმენაც კი გამოიყენოს"

უკ­რა­ი­ნის რა­დას წევ­რი და მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე უკ­რა­ი­ნის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვიქ­ტორ იე­ლენ­სკი­ 20 ივ­ნისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე "კვი­რის­ პა­ლიტ­რას" კი­ევ­ში ესა­უბ­რა:

- უპირ­ვე­ლე­სად სა­ინ­ტე­რე­სოა ასამ­ბლე­ა­ზე­ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა...

- საკ­მა­ოდ ვრცე­ლი დო­კუ­მენ­ტი მქონ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სო­ლი­და­რო­ბა­ზე, რომ­ლის წარ­დგე­ნა­საც ასამ­ბლე­ა­ზე ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, აქამ­დე არ მი­ვი­და­ საქ­მე. ჩემი ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბი სავ­სე­ბით სა­მარ­თლი­ა­ნად გა­ა­ღი­ზი­ა­ნა აგ­რე­სო­რი ქვეყ­ნის­ აგ­რე­სო­რი პო­ლი­ტი­კო­სის მიერ მა­თი­პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ვარ­ძელ­ში გა­მო­ჭიმ­ვამ და რაც მე მით­ხრეს, თუ მარ­თა­ლია (რომ გავ­რი­ლო­ვი აფხა­ზე­თის ომში მო­ნა­წი­ლე­ობ­და), მა­შინ სრულ სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებ მათ და მეს­მის მათი გუ­ლის­წყრო­მა. რო­დე­საც სას­ტუმ­რო დავ­ტო­ვეთ, უკვე შეკ­რე­ბი­ლი იყო ხალ­ხი, რო­მე­ლიც ამ ფაქტს აპ­რო­ტეს­ტებ­და და მე მათ­თა­ნაც და­ვა­ფიქ­სი­რე, რომ მხარს ვუ­ჭერ­დი და ვი­ზი­ა­რებ­დი მათ პო­ზი­ცი­ას - უგუ­ნუ­რი უნდა იყო, რომ არ გეს­მო­დეს, ვინ არის აგ­რე­სო­რი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტში.

ამის გამო რუ­სულ­მა მე­დი­ამ პრო­ვო­კა­ტო­რად და ქარ­თულ­-რუ­სუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის გამ­ჩა­ღებ­ლად მომ­ნათ­ლა, რაც სრუ­ლი­ად არ გამ­კვირ­ვე­ბია. მაგ­რამ ალ­ბათ, და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩემი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შეც მშვე­ნივ­რად ხე­დავს და იაზ­რებს, თუ რა არის მათ­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და ვინ არის ფა­რი­სე­ვე­ლი, თვალ­თმაქ­ცი და შუღ­ლის რე­ა­ლუ­რი გამ­ჩა­ღე­ბე­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, დი­ლით კი ქვე­ყა­ნა დავ­ტო­ვე.

ორი­ო­დე სი­ტყვით თა­ვად ასამ­ბლე­ა­ზეც - ეს არის ეფე­მე­რუ­ლი პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც კრემ­ლის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა და, ვფიქ­რობ, დროა, სხვა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა ერებ­მა გამ­ყო­ფი ხაზი გა­ვავ­ლოთ რუ­სეთ­თან და ასამ­ბლე­ის ისე­თი ფორ­მა­ტი შე­ვი­მუ­შა­ოთ, სა­დაც რუ­სე­თი სა­კუ­თარ ნა­რა­ტივს თავ­ზე ვერ მოგ­ვახ­ვევს. ქარ­თვე­ლე­ბი, სერ­ბე­ბი, რუ­მი­ნე­ლე­ბი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი - საკ­მა­რი­სად ვართ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­საც არ სჭირ­დე­ბა კრემ­ლის ნა­ქა­და­გე­ბი ყალ­ბი სუ­ლი­ე­რე­ბა. ასამ­ბლე­ის ახ­ლან­დე­ლი ფორ­მა­ტის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია, რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი კე­თი­ლის­მყო­ფელ ქრის­ტი­ა­ნე­ბად წარ­მოგ­ვიდ­გი­ნოს, რაც ისე­ვე შორს არის სი­მარ­თლის­გან, რო­გორც თა­ვად რუ­სე­თი ჭეშ­მა­რი­ტი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბის­გან.

ვიქ­ტორ იე­ლენ­სკი

- ამ სუ­ლის­კვე­თე­ბა­ზე გკი­თხავთ - დღემ­დე აპე­ლი­რე­ბენ რუ­სეთ­ზე, რო­გორც ერ­თმორ­წმუ­ნე ერზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა პოლი­ტი­კურ და სამ­ხედ­რო მა­ქი­ნა­ცი­ებ­შია გარ­თუ­ლი კრემ­ლი. რო­გორ ახ­სნით ამ ფე­ნო­მენს?

- ეს უბ­რა­ლოდ სა­სა­ცი­ლოა და ამის უკვე აღა­რა­ვის სჯე­რა - რუ­სე­თი ის ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც შე­იჭ­რა სამ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში და ომი გა­ა­ჩა­ღა - სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვა­ში. ამის მერე რა მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სო­ლი­და­რო­ბა­სა და სა­ერ­თო რწმე­ნა­ზეა ლა­პა­რა­კი?

ბიბ­ლი­ის რო­მე­ლი მო­ნაკ­ვე­თი გვი­ქა­და­გებს, რომ უნდა და­ი­პყრო, ამო­ხო­ცო და და­ბომ­ბო ხალ­ხი, რო­მელ­საც "სარ­წმუ­ნო­ებ­რივ ძმე­ბად" მი­იჩ­ნევ? ეს კრემ­ლის ხრი­კია, რო­მელ­საც ერთხანს ოს­ტა­ტუ­რად იყე­ნებ­და, მაგ­რამ უკვე ყვე­ლა­ზე უგუ­ნუ­რებ­საც კი აე­ხი­ლათ თვა­ლი. არა­ვის­თვის აღარ არის სა­ი­დუმ­ლო, რომ რუ­სუ­ლი ეკ­ლე­სია სხვა არა­ფე­რია, თუ არა მო­რი­გი ია­რა­ღი და ბერ­კე­ტი კრემ­ლის არ­სე­ნალ­ში. სხვა რო­მე­ლი ეკ­ლე­სია იცით, რო­მე­ლიც ბირ­თვულ ია­რაღს­ აკურ­თხებს?

უკ­რა­ი­ნის ავ­ტო­კე­ფა­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ - პუ­ტინ­მა უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო მო­იწ­ვია, რომ ეს აღეკ­ვე­თა, ეკ­ლე­სი­ამ კი ამა­ზე ხმა არ ამო­ი­ღო. რუს­მა ჰა­კე­რებ­მა სცა­დეს კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქოს არ­ქი­ვებ­ში შეღ­წე­ვა - რა­ღაც არ მეჩ­ვე­ნე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი სათ­ნო­ე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მა­გა­ლი­თად. ის არის მტე­რი, რო­მე­ლიც არ თა­კი­ლობს, ია­რა­ღად სა­ერ­თო რწმე­ნაც კი გა­მო­ი­ყე­ნოს. ნე­ბის­მი­ე­რი ჭკუ­ა­თამ­ყო­ფე­ლი ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნა­ში იზი­ა­რებს ამ პო­ზი­ცი­ას...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს
ავტორი:

"რუსეთი არის მტერი, რომელიც არ თაკილობს, იარაღად საერთო რწმენაც კი გამოიყენოს"

"რუსეთი არის მტერი, რომელიც არ თაკილობს, იარაღად საერთო რწმენაც კი გამოიყენოს"

უკრაინის რადას წევრი და მართლმადიდებლურ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი ვიქტორ იელენსკი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე "კვირის პალიტრას" კიევში ესაუბრა:

- უპირველესად საინტერესოა ასამბლეაზე განვითარებული მოვლენების შეფასება...

- საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი მქონდა მომზადებული მართლმადიდებლურ სოლიდარობაზე, რომლის წარდგენასაც ასამბლეაზე ვაპირებდი, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აქამდე არ მივიდა საქმე. ჩემი ქართველი კოლეგები სავსებით სამართლიანად გააღიზიანა აგრესორი ქვეყნის აგრესორი პოლიტიკოსის მიერ მათიპარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გამოჭიმვამ და რაც მე მითხრეს, თუ მართალია (რომ გავრილოვი აფხაზეთის ომში მონაწილეობდა), მაშინ სრულ სოლიდარობას ვუცხადებ მათ და მესმის მათი გულისწყრომა. როდესაც სასტუმრო დავტოვეთ, უკვე შეკრებილი იყო ხალხი, რომელიც ამ ფაქტს აპროტესტებდა და მე მათთანაც დავაფიქსირე, რომ მხარს ვუჭერდი და ვიზიარებდი მათ პოზიციას - უგუნური უნდა იყო, რომ არ გესმოდეს, ვინ არის აგრესორი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში.

ამის გამო რუსულმა მედიამ პროვოკატორად და ქართულ-რუსული დაპირისპირების გამჩაღებლად მომნათლა, რაც სრულიად არ გამკვირვებია. მაგრამ ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქართველი საზოგადოება ჩემი დახმარების გარეშეც მშვენივრად ხედავს და იაზრებს, თუ რა არის მათთვის შეურაცხმყოფელი და ვინ არის ფარისეველი, თვალთმაქცი და შუღლის რეალური გამჩაღებელი. მოგვიანებით, უსაფრთხოების მიზნით, უკრაინის საელჩოში გადამიყვანეს, დილით კი ქვეყანა დავტოვე.

ორიოდე სიტყვით თავად ასამბლეაზეც - ეს არის ეფემერული პლატფორმა, რომელიც კრემლის ინტერესებს ემსახურება და, ვფიქრობ, დროა, სხვა მართლმადიდებელმა ერებმა გამყოფი ხაზი გავავლოთ რუსეთთან და ასამბლეის ისეთი ფორმატი შევიმუშაოთ, სადაც რუსეთი საკუთარ ნარატივს თავზე ვერ მოგვახვევს. ქართველები, სერბები, რუმინელები, უკრაინელები - საკმარისად ვართ მართლმადიდებელი საზოგადოება, რომელსაც არ სჭირდება კრემლის ნაქადაგები ყალბი სულიერება. ასამბლეის ახლანდელი ფორმატის ერთადერთი მიზანია, რუსი პოლიტიკოსები კეთილისმყოფელ ქრისტიანებად წარმოგვიდგინოს, რაც ისევე შორს არის სიმართლისგან, როგორც თავად რუსეთი ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სულისკვეთებისგან.

ვიქტორ იელენსკი

- ამ სულისკვეთებაზე გკითხავთ - დღემდე აპელირებენ რუსეთზე, როგორც ერთმორწმუნე ერზე, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკურ და სამხედრო მაქინაციებშია გართული კრემლი. როგორ ახსნით ამ ფენომენს?

- ეს უბრალოდ სასაცილოა და ამის უკვე აღარავის სჯერა - რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც შეიჭრა სამ მართლმადიდებელ ქვეყანაში და ომი გააჩაღა - საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. ამის მერე რა მართლმადიდებლურ სოლიდარობასა და საერთო რწმენაზეა ლაპარაკი?

ბიბლიის რომელი მონაკვეთი გვიქადაგებს, რომ უნდა დაიპყრო, ამოხოცო და დაბომბო ხალხი, რომელსაც "სარწმუნოებრივ ძმებად" მიიჩნევ? ეს კრემლის ხრიკია, რომელსაც ერთხანს ოსტატურად იყენებდა, მაგრამ უკვე ყველაზე უგუნურებსაც კი აეხილათ თვალი. არავისთვის აღარ არის საიდუმლო, რომ რუსული ეკლესია სხვა არაფერია, თუ არა მორიგი იარაღი და ბერკეტი კრემლის არსენალში. სხვა რომელი ეკლესია იცით, რომელიც ბირთვულ იარაღს აკურთხებს?

უკრაინის ავტოკეფალია გავიხსენოთ - პუტინმა უსაფრთხოების საბჭო მოიწვია, რომ ეს აღეკვეთა, ეკლესიამ კი ამაზე ხმა არ ამოიღო. რუსმა ჰაკერებმა სცადეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არქივებში შეღწევა - რაღაც არ მეჩვენება ეს ყველაფერი სარწმუნოებრივი სათნოებისა და სიყვარულის მაგალითად. ის არის მტერი, რომელიც არ თაკილობს, იარაღად საერთო რწმენაც კი გამოიყენოს. ნებისმიერი ჭკუათამყოფელი ადამიანი საქართველოსა და უკრაინაში იზიარებს ამ პოზიციას...წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები