ავტორი:

პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახი და ქონებრივი მდგომარეობა

პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახი და ქონებრივი მდგომარეობა

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ 2019 წლის ივნისში აირჩიეს, მას შემდეგ რაც აღნიშნული თანამდებობა ირაკლი კობახიძემ დატოვა.

მანამდე თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტს იკავებდა. ასევე, სხვადასხვა წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა (2014 - 2016) და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის (2012 - 2014) თანამდებობები ეკავა.

არჩილ თალაკვაძეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე ქეთი ბუბუტეიშვილი პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტია. წლების განმავლობაში ის სახელმწიფო უწყებების პიარის განყოფილებაში მუშაობდა. ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მუშაობს. წყვილმა 2007 წელს იქორწინა და გოგონები, ელენე და ანა ბეატრისი შეეძინათ.

რაც შეეხება პარლამენტის ახალი თავმჯდომარის ქონებრივ მდგომარეობას, "ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მას 2018 წლის 29 ნოემბერს აქვს შევსებული, რომლის მიხედვითაც, თალაკვაძე ფლობს 109,9 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში. ამასთან, მის საკუთრებაშია მოტოსატრანსპორტო საშუალება - Harley-Davidson-ი, რომელიც 2016 წელს 8 000 დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში თალაკვაძეს საბანკო ანგარიშებზე 12 832.18 ლარი ჰქონდა. მისმა როგორც უმრავლესობის ლიდერის შემოსავალმა 2017 წელს 66 465 ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ მეგობრისგან 360 დოლარის ღირებულების იარაღი მიიღო საჩუქრად. დეკლარაციის თანახმად, თალაკვაძის სახელზე რამდენიმე სესხიც ფიქსირდებოდა. მისი მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს BMW-ს, რომელიც 2017 წელს 5 800 დოლარად შეიძინა.

გაგრძელდება თუ არა კომუნალურ გადასახადებზე საშეღავათო პერიოდი? - პრემიერის პასუხი

საქართველო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების "პლაქვენილით" მკურნალობას დროებით წყვეტს

"დავუშვი უნებლიე შეცდომა..." - როგორ განმარტავს თენგიზ ცერცვაძე განცხადებას, რომ საქართველოში 370 000-მდე ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს