პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ნიკა მელიას დასაპატიმრებლად პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს
პროკურატურა ნიკა მელიას დასაპატიმრებლად პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს

პრო­კუ­რა­ტუ­რამ პარ­ლა­მენტს უკვე მი­მარ­თა ნიკა მე­ლი­ას მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად თან­ხმო­ბის მი­სა­ღე­ბად. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ 20 ივ­ნისს პარ­ლა­მენ­ტთან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­პუ­ტატ ნიკა მე­ლი­ას ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი აწარ­მო­ებს გა­მო­ძი­ე­ბას 2019 წლის 20-21 ივ­ნისს პარ­ლა­მენ­ტის წინ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლით.

აღ­ნი­შუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ გა­მო­იკ­ვე­თა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი. აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლია ბრალ­დე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით. ნი­კა­ნორ მე­ლია ხვალ და­ბა­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მის­თვის ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნის მიზ­ნით. გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, უკვე აც­ნო­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ და მი­მარ­თა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად თან­ხმო­ბის მი­ღე­ბის წი­ნა­და­დე­ბით.

ამას­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს იმ პირ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, რომ­ლე­ბიც 20-21 ივ­ნი­სის აქ­ცი­ა­ზე ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ აშ­კა­რა ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს - ცდი­ლობ­დნენ პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით გარ­ღვე­ვას და პარ­ლა­მენ­ტის შტურ­მით აღე­ბას, სხვა­დას­ხვა საგ­ნებს ეს­როდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ მათ და ანად­გუ­რებ­დნენ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის ობი­ექ­ტებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი მათ მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­სა­წყე­ბად.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სხვა­დას­ხვა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და 121 პირს, რო­მელ­თა ნა­წი­ლი უკვე გა­თა­ვი­სუფ­ლდა პა­ტიმ­რო­ბი­დან. ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა 54 პირი.

კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებ­ში მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ხა­რის­ხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­ღე­ბუ­ლი იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მათი უმ­რავ­ლე­სო­ბის პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვის შე­სა­ხებ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნა­ხეთ ვი­დეო

00:00 / 00:00
ავტორი:

პროკურატურა ნიკა მელიას დასაპატიმრებლად პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს

პროკურატურა ნიკა მელიას დასაპატიმრებლად პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს

პროკურატურამ პარლამენტს უკვე მიმართა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მისაღებად. საქართველოს პროკურატურამ 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.

აღნიშული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ნიკანორ მელია ხვალ დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ახორციელებს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც 20-21 ივნისის აქციაზე ახორციელებდნენ აშკარა ძალადობრივ ქმედებებს - ცდილობდნენ პოლიციის კორდონის ძალადობრივი გზით გარღვევას და პარლამენტის შტურმით აღებას, სხვადასხვა საგნებს ესროდნენ სამართალდამცავებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ და ანადგურებდნენ კერძო საკუთრების ობიექტებს. აღნიშნული პირების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია. უახლოეს დღეებში მიღებული იქნება შესაბამისი ზომები მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად.

გარდა აღნიშნულისა, როგორც მოგეხსენებათ, აქციის მიმდინარეობისას სხვადასხვა სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 121 პირს, რომელთა ნაწილი უკვე გათავისუფლდა პატიმრობიდან. ამჟამად პატიმრობაში რჩება 54 პირი.

კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მათი მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მათი უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ნახეთ ვიდეო

"გოგონას კორპუსთან დახვდა და კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა..." - პროკურატურა ვახო ჭუმბურიძის შვილის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს

გუდაურში გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმე - ბრალდებულის ექსტრადირება 4 წლის შემდეგ განხორციელდა

ვახო ჭუმბურიძის ქალიშვილის მიმართ ადევნებისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა