ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. მეტიც, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარმა გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8333 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7945 ლარი იყო.
ცნობისთვის, დღემდე ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი 2019 წლის 28 მაისს დაფიქსირდა. კერძოდ, იმ დღეს დადგენილი კურსით ერთი დოლარი 2,7876 ლარი იყო.