საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუკა ნაჭყებია „მასტერშეფის“ კონკურსანტებზე: „იასნაირი ხალხი 5 წელიწადში ყველას ჯიბეში ჩაგვიდებს და სახლებში გაგვიშვებს“
ლუკა ნაჭყებია „მასტერშეფის“ კონკურსანტებზე: „იასნაირი ხალხი 5 წელიწადში ყველას ჯიბეში ჩაგვიდებს და სახლებში გაგვიშვებს“

„მას­ტერ­შე­ფი“ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუა, რომ­ლის ჟი­უ­რის წევ­რე­ბიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი შეფმ­ზა­რე­უ­ლე­ბი არი­ან, დიდი სიმ­კაც­რით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და თუ კერ­ძი არ მო­ე­წო­ნათ, მას მზა­რე­უ­ლის თვალ­წინ გა­ა­ნად­გუ­რე­ბენ, თეფშს ნი­ჟა­რა­ში ჩა­აგ­დე­ბენ ან პირ­და­პირ სა­ხე­ზე აა­ფა­რე­ბენ.

მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ჟი­უ­რის სიმ­კაც­რით არც „მას­ტერ­შე­ფის“ ქარ­თუ­ლი ანა­ლო­გის ჟი­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ბა. ერთ-ერთ ბოლო გა­და­ცე­მა­ში ჟი­უ­რის წევ­რმა, ლუკა ნა­ჭყე­ბი­ამ კონ­კურ­სან­ტის კერ­ძი ურ­ნა­შიც კი გა­და­აგ­დო, რა­საც მა­ყუ­რებ­ლის მხრი­დან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რა­ტომ არის ლუკა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მკაც­რი და რას ფიქ­რობს კონ­კურ­სან­ტებ­ზე, წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- რა გა­ა­კე­თა „მას­ტერ­შეფ­მა“ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე სპორ­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­ა­ჩი­ნა. სამ­ზა­რე­უ­ლო აღარ აღიქ­მე­ბა „კუხ­ნად“, რო­გორც ეს ადრე იყო. ასე­ვე, ალ­ბათ, პირ­ვე­ლი შოუა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ხალ­ხთან მაქ­სი­მა­ლუ­რად ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლია. რე­ა­ლუ­რად, მა­ყუ­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, შოუს მსვლე­ლო­ბის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე იყოს ჩარ­თუ­ლი გა­და­ცე­მა­ში. თან ვუს­მენთ მას, თან ვარ­თობთ.

- ლე­გენ­დე­ბი და­დის შენს სიმ­კაც­რე­ზე. ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლის კერ­ძი ურ­ნა­შიც კი გა­და­აგ­დე.

- მაგ ფაქ­ტის შემ­დეგ ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ ლან­ძღვა-გი­ნე­ბას ვერ ავ­ცდე­ბო­დი. მინ­და ყვე­ლას ეს­მო­დეს, რომ თუ ვი­ღაც მოვა, თეფშს გა­და­გიგ­დებს და ეს შენ ემო­ცი­უ­რად გაგ­ტე­ხავს, ამ ინ­დუსტრი­ა­ში არა­ფე­რი გე­საქ­მე­ბა. რეს­ტო­რან­ში ყო­ველ­დღე ასო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­მო­დის, მათ­გან ერთი მა­ინც აღ­მოჩ­ნდე­ბა ინ­ტრი­გა­ნი. ხან ვი­ღაც გა­გაკ­რი­ტი­კებს, ხან ვი­ღაც ფე­ის­ბუკ­ზე და­გი­წერს უარ­ყო­ფით შე­ფა­სე­ბას, ზოგი ზურგსუ­კან დაგ­ცი­ნებს...

კუ­ლი­ნა­რია კრი­ტი­კის ინ­დუსტრი­აა, რად­გან ძა­ლი­ან სუ­ბი­ექ­ტუ­რი სფე­როა და შე­იძ­ლე­ბა ამა თუ იმ კერძზე ყვე­ლა ადა­მი­ანს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი ჰქონ­დეს. ამი­ტომ, თუ ვი­ღაც ლუკა ნა­ჭყე­ბი­ას გა­დაგ­დე­ბულ თეფშს ვერ გა­უძ­ლებ ემო­ცი­უ­რად, ე.ი. კუ­ლი­ნა­რი­ა­ში არა­ფე­რი გე­საქ­მე­ბა. კუ­ლი­ნა­რია ადრე, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, იყო მხო­ლოდ სამ­ზა­რე­უ­ლო, ახლა შო­უ­ბიზ­ნე­სია. წარ­მა­ტე­ბუ­ლი შეფი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სი­ვი­თაა. თუ გინ­და, დიდი მზა­რე­უ­ლი იყო, უკი­დე­გა­ნო სტრე­სის­თვის უნდა იყო მზად.

- კონ­კურ­სან­ტე­ბი რო­გორ არ­თმე­ვენ თავს და­ვა­ლე­ბებს?

- იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მო­ნა­წი­ლე­ებს მსგავს სტრე­სულ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვთ, ძა­ლი­ან კარ­გად არ­თმე­ვენ თავს და­ვა­ლე­ბებს. კონ­კურ­სის პირ­ველ­სა და მე­ო­რე ეტაპს შო­რის მკა­ფიო გან­სხვა­ვე­ბაა და რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სან­ტის პროგ­რე­სიც კარ­გად ჩანს. კონ­კურ­სან­ტე­ბის ნა­წი­ლი სტა­ბი­ლუ­რად მი­ი­წევს წინ, ნა­წი­ლი - დიდი ნახ­ტო­მე­ბით. არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ვერ ამარ­თლე­ბენ მო­ლო­დი­ნებს.

- რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ­დი "მას­ტერ­შე­ფის" კონ­კურ­სან­ტებს?

- ვლა­დი­მე­რი - ჯერ­ჯე­რო­ბით უფრო მეტს კბეჩს, ვიდ­რე და­ღეჭ­ვა შე­უძ­ლია.

შა­ი­ნი­ნა - ძა­ლი­ან ცდი­ლობს, ყო­ველ ჯერ­ზე რთულ გზას ირ­ჩევს, იმის ნაც­ვლად, რომ რამე უფრო მარ­ტი­ვი სცა­დოს.

მაკა - მას­ზე მახ­სენ­დე­ბა სი­ტყვა „თით­ქმის“. ძა­ლი­ან სტა­ბი­ლუ­რია, ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტია, თით­ქმის იმარ­ჯვებს, მაგ­რამ ბო­ლომ­დე სა­უ­კე­თე­სო მა­ინც არ არის ხოლ­მე.

ნა­თია - აფეთ­ქე­ბის მო­ლო­დი­ნი. ყო­ველ ჯერ­ზე ვე­ლო­დე­ბით, რომ აფეთ­ქდე­ბა და გაგ­ვა­ო­ცებს.

ია - უკი­დე­გა­ნო პო­ტენ­ცი­ა­ლი ია­რე­ბის გა­რე­შე. რა დო­ნე­ზეც ეგ ახ­ლაა, ამ ასაკ­ში ძა­ლი­ან ცო­ტამ მო­ა­ხერ­ხა ამის მიღ­წე­ვა. ერ­თა­დერ­თი, რაც აკ­ლია, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბაა; იმ ია­რე­ბის შეგ­რძნე­ბა, რაც სა­ბო­ლო­ოდ ფეხ­ზე მყა­რად და­ა­ყე­ნებს.

თინა - დინ­ჯი და დახ­ვე­წი­ლი, მაგ­რამ სი­დინ­ჯემ, ემო­ცი­ის გა­მო­უ­ხატ­ვე­ლო­ბამ და აგ­რე­სი­ის ნაკ­ლე­ბო­ბამ შე­იძ­ლე­ბა უმტყუ­ნოს კი­დეც.

თა­თია - უშ­ტორ­მო ოკე­ა­ნე­ში ცუ­რავს ჯერ­ჯე­რო­ბით. ამი­ტომ ვცდი­ლობთ, ისე­თი სტრე­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი შე­ვუქ­მნათ, რომ ვნა­ხოთ, მარ­თლა შე­უძ­ლია კარ­გად კე­თე­ბა, თუ უბ­რა­ლოდ უმარ­თლებს.

გი­ორ­გი - ესენ­ცი­ით გურ­მა­ნი, გუ­ლი­ა­ნი. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ტყავ­ში აქვს გამ­ჯდა­რი კარ­გი გე­მოს შეგ­რძნე­ბა.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მელ­მა კერძმა მოგ­ხიბ­ლა?

- იას კორ­კო­ტის წვნი­ა­ნი იყო შე­სა­ნიშ­ნა­ვი! სტა­ჟი­ან, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე შეფს რომ გა­მოს­ვლო­და ეგ კერ­ძი, არ გა­მიკ­ვირ­დე­ბო­და. ია კი ჯერ მხო­ლოდ 19 წლი­საა და თან ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლია. ძა­ლი­ან გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო მისი მხრი­დან, არ შე­ე­შინ­და ცხი­მის, აგ­რე­სი­უ­ლი გე­მო­ე­ბის და შე­დე­გად ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი ქარ­თუ­ლი გემო მი­ი­ღო.

დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ია თუ არა, იას­ნა­ი­რი ხალ­ხი 5 წე­ლი­წად­ში ყვე­ლას ჯი­ბე­ში ჩაგ­ვი­დებს და სახ­ლებ­ში გაგ­ვიშ­ვებს. ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნას გას­ტრო­ნო­მი­უ­ლად ავი­თა­რე­ბენ.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ლუკა ნაჭყებია „მასტერშეფის“ კონკურსანტებზე: „იასნაირი ხალხი 5 წელიწადში ყველას ჯიბეში ჩაგვიდებს და სახლებში გაგვიშვებს“

ლუკა ნაჭყებია „მასტერშეფის“ კონკურსანტებზე: „იასნაირი ხალხი 5 წელიწადში ყველას ჯიბეში ჩაგვიდებს და სახლებში გაგვიშვებს“

„მასტერშეფი“ მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუა, რომლის ჟიურის წევრებიც წარმატებული შეფმზარეულები არიან, დიდი სიმკაცრით გამოირჩევიან და თუ კერძი არ მოეწონათ, მას მზარეულის თვალწინ გაანადგურებენ, თეფშს ნიჟარაში ჩააგდებენ ან პირდაპირ სახეზე ააფარებენ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟიურის სიმკაცრით არც „მასტერშეფის“ ქართული ანალოგის ჟიური ჩამორჩება. ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში ჟიურის წევრმა, ლუკა ნაჭყებიამ კონკურსანტის კერძი ურნაშიც კი გადააგდო, რასაც მაყურებლის მხრიდან განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა. რატომ არის ლუკა განსაკუთრებულად მკაცრი და რას ფიქრობს კონკურსანტებზე, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- რა გააკეთა „მასტერშეფმა“ საქართველოში?

- კულინარიაზე სპორტული ინტერესი გააჩინა. სამზარეულო აღარ აღიქმება „კუხნად“, როგორც ეს ადრე იყო. ასევე, ალბათ, პირველი შოუა საქართველოში, რომელიც ხალხთან მაქსიმალურად ინტერაქტიულია. რეალურად, მაყურებელს საშუალება ეძლევა, შოუს მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე იყოს ჩართული გადაცემაში. თან ვუსმენთ მას, თან ვართობთ.

- ლეგენდები დადის შენს სიმკაცრეზე. ერთ-ერთი მონაწილის კერძი ურნაშიც კი გადააგდე.

- მაგ ფაქტის შემდეგ ზუსტად ვიცოდი, რომ ლანძღვა-გინებას ვერ ავცდებოდი. მინდა ყველას ესმოდეს, რომ თუ ვიღაც მოვა, თეფშს გადაგიგდებს და ეს შენ ემოციურად გაგტეხავს, ამ ინდუსტრიაში არაფერი გესაქმება. რესტორანში ყოველდღე ასობით ადამიანი შემოდის, მათგან ერთი მაინც აღმოჩნდება ინტრიგანი. ხან ვიღაც გაგაკრიტიკებს, ხან ვიღაც ფეისბუკზე დაგიწერს უარყოფით შეფასებას, ზოგი ზურგსუკან დაგცინებს...

კულინარია კრიტიკის ინდუსტრიაა, რადგან ძალიან სუბიექტური სფეროა და შეიძლება ამა თუ იმ კერძზე ყველა ადამიანს განსხვავებული აზრი ჰქონდეს. ამიტომ, თუ ვიღაც ლუკა ნაჭყებიას გადაგდებულ თეფშს ვერ გაუძლებ ემოციურად, ე.ი. კულინარიაში არაფერი გესაქმება. კულინარია ადრე, საბჭოთა კავშირის დროს, იყო მხოლოდ სამზარეულო, ახლა შოუბიზნესია. წარმატებული შეფი წარმატებული მუსიკოსივითაა. თუ გინდა, დიდი მზარეული იყო, უკიდეგანო სტრესისთვის უნდა იყო მზად.

- კონკურსანტები როგორ ართმევენ თავს დავალებებს?

- იმის გათვალისწინებით, რომ მონაწილეებს მსგავს სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება არ აქვთ, ძალიან კარგად ართმევენ თავს დავალებებს. კონკურსის პირველსა და მეორე ეტაპს შორის მკაფიო განსხვავებაა და რამდენიმე კონკურსანტის პროგრესიც კარგად ჩანს. კონკურსანტების ნაწილი სტაბილურად მიიწევს წინ, ნაწილი - დიდი ნახტომებით. არიან ისეთებიც, რომლებიც ვერ ამართლებენ მოლოდინებს.

- როგორ დაახასიათებდი "მასტერშეფის" კონკურსანტებს?

- ვლადიმერი - ჯერჯერობით უფრო მეტს კბეჩს, ვიდრე დაღეჭვა შეუძლია.

შაინინა - ძალიან ცდილობს, ყოველ ჯერზე რთულ გზას ირჩევს, იმის ნაცვლად, რომ რამე უფრო მარტივი სცადოს.

მაკა - მასზე მახსენდება სიტყვა „თითქმის“. ძალიან სტაბილურია, ძლიერი კონკურსანტია, თითქმის იმარჯვებს, მაგრამ ბოლომდე საუკეთესო მაინც არ არის ხოლმე.

ნათია - აფეთქების მოლოდინი. ყოველ ჯერზე ველოდებით, რომ აფეთქდება და გაგვაოცებს.

ია - უკიდეგანო პოტენციალი იარების გარეშე. რა დონეზეც ეგ ახლაა, ამ ასაკში ძალიან ცოტამ მოახერხა ამის მიღწევა. ერთადერთი, რაც აკლია, შესაძლებლობების განმტკიცებაა; იმ იარების შეგრძნება, რაც საბოლოოდ ფეხზე მყარად დააყენებს.

თინა - დინჯი და დახვეწილი, მაგრამ სიდინჯემ, ემოციის გამოუხატველობამ და აგრესიის ნაკლებობამ შეიძლება უმტყუნოს კიდეც.

თათია - უშტორმო ოკეანეში ცურავს ჯერჯერობით. ამიტომ ვცდილობთ, ისეთი სტრესული სიტუაციები შევუქმნათ, რომ ვნახოთ, მართლა შეუძლია კარგად კეთება, თუ უბრალოდ უმართლებს.

გიორგი - ესენციით გურმანი, გულიანი. ადამიანი, რომელსაც ტყავში აქვს გამჯდარი კარგი გემოს შეგრძნება.

- ყველაზე მეტად რომელმა კერძმა მოგხიბლა?

- იას კორკოტის წვნიანი იყო შესანიშნავი! სტაჟიან, დიდი გამოცდილების მქონე შეფს რომ გამოსვლოდა ეგ კერძი, არ გამიკვირდებოდა. ია კი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და თან ვეგეტარიანელია. ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან, არ შეეშინდა ცხიმის, აგრესიული გემოების და შედეგად ძალიან დახვეწილი ქართული გემო მიიღო.

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ია თუ არა, იასნაირი ხალხი 5 წელიწადში ყველას ჯიბეში ჩაგვიდებს და სახლებში გაგვიშვებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანას გასტრონომიულად ავითარებენ.

"გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა" - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება ლაგოდეხში ინფიცირებული მამაკაცის გარდაცვალებაზე

ვინ არის "ოცნების" სიის 71-ე ნომერი, რომელმაც კომოს ტბაზე ქართველ მაღალჩინოსნებს უმასპინძლა - მილიონერი ბარვენაშვილის ოჯახი და ქონება

დავით ხვიბლიანი არ აპირებს უჩივლოს მათ, ვინც გაავრცელა ინფორმაციია, რომ ის ბანკზე თავდამსხმელის თანამზრახველია