მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 წიგნი ფენტეზის ჟანრიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ
10 წიგნი ფენტეზის ჟანრიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

თუ თქვენ სხვა ქვეყ­ნებ­ში კი არა, პა­რა­ლე­ლურ სამ­ყა­რო­ში გიყ­ვართ მოგ­ზა­უ­რო­ბა, მარ­ტო არ ხართ. ფენ­ტე­ზი­სა და სა­მეც­ნი­ე­რი ფან­ტას­ტი­კის მოყ­ვა­რულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა. ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე კი­თხვა­დი ჟან­რი სწო­რედ ფენ­ტე­ზია. მი­ზე­ზი კი მარ­ტი­ვია, რუ­ტი­ნუ­ლი ერ­თფე­როვ­ნე­ბით დაღ­ლილ ახალ­გაზ­რდებს და არა მხო­ლოდ ახალ­გაზ­რდებს, ფენ­ტე­ზი და სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კა სხვა, პა­რა­ლე­ლურ, ირე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას სთა­ვა­ზობს. ის არის სა­უ­კე­თე­სო გზა ფან­ტა­ზი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, გან­ტვირ­თვი­სა და ახალ თავ­გა­და­სავ­ლებ­ში აღ­მო­ჩე­ნის­თვის. ფენ­ტე­ზი მკი­თხველს სრუ­ლი­ად სხვა დო­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს.

ბავ­შვო­ბა­ში წა­კი­თხუ­ლი ზღაპ­რე­ბის, ლე­გენ­დე­ბი­სა და მი­თე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა სწო­რედ ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რაა. ეს ყვე­ლა­ფე­რი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან გვხვდე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, თუმ­ცა ფენ­ტე­ზი, რო­გორც ცალ­კე ჟან­რი, მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და და ახლა ის პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნი­ტში იმ­ყო­ფე­ბა. ფენ­ტე­ზი მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ამა­ში დიდი წვლი­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­საც მი­უ­ძღვით, რად­გან ისი­ნი ამ ჟან­რის უფრო და უფრო მეტ წიგნს თარ­გმნი­ან. წიგ­ნებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდის­თვის კი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” „ფენ­ტე­ზის და Sci-Fi კვი­რე­ულს” გთა­ვა­ზობთ, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, 30 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით სე­რია „პორ­ტა­ლის“, „ლი­ბერ­თი­ნი­სის“ და ამ ჟან­რე­ბის სხვა წიგ­ნე­ბი 30%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით შე­გიძ­ლი­ათ, შე­ი­ძი­ნოთ.

ახლა კი გთა­ვა­ზობთ 10 წიგნს ფენ­ტე­ზის ჟან­რი­დან, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ი­კი­თხოთ:

ბრენტ უიქ­სი - „შავი პრიზ­მა“

გე­ვინ გა­ი­ლი პრიზ­მაა, ყვე­ლა­ზე ძლე­ვა­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნი მსოფ­ლი­ო­ში, კაცი, რომ­ლის ძა­ლას, ჭკუ­ა­სა და სა­ხელს არე­უ­ლი მსოფ­ლი­ოს დამ­შვი­დე­ბა შე­უძ­ლია, თუმ­ცა პრიზ­მე­ბი უკ­ვდავ­ნი არ არი­ან და გა­ილ­მაც ზუს­ტად იცის, რამ­დენ ხანს იცო­ცხლებს, სიკ­ვდი­ლამ­დე კი ყვე­ლა მიზ­ნის ას­რუ­ლე­ბა უნდა მო­ას­წროს. მაგ­რამ რო­დე­საც შე­ი­ტყობს, რომ ჰყავს ვაჟი, რო­მე­ლიც შო­რე­ულ სა­მე­ფო­ში ომის შემ­დეგ და­ი­ბა­და, იძუ­ლე­ბუ­ლია, აირ­ჩი­ოს – აღი­ა­როს სი­მარ­თლე თუ შე­ი­ნა­ხოს სა­ი­დუმ­ლო, რომ­ლის გამ­ჟღავ­ნე­ბას მისი სამ­ყა­როს დამ­სხვრე­ვა შე­უძ­ლია.

ჯო ჰოლ­დე­მე­ნი - „მა­რა­დი­უ­ლი ომი“

ჯო ჰოლდმე­ნი სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლია. რამ­დენ­ჯერ­მეა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი "ჰი­უ­გო­სა" და "ნე­ბუ­ლას" პრე­მი­ე­ბით. ჯო ჰოლ­დე­მენ­მა, ვი­ეტ­ნა­მის ომის მთლი სა­ში­ნე­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და და ეს მძი­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და­უ­დო სა­ფუძ­ვლად თა­ვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ნა­წარ­მო­ებს. ფენ­ტე­ზის ჟანრ­ში "შე­ფუთ­ვა" რომ არა",მა­რა­დი­უ­ლი ომი" და მას­ში აღ­წე­რი­ლი რე­ა­ლო­ბა, ალ­ბათ, კი­დევ დიდ­ხანს ვერ მი­ვი­დო­და მკი­თხვე­ლამ­დე. 70-იანი წლე­ბის შე­ერ­თბუ­ლი შტა­ტე­ბის იდე­ო­ლო­გია ხომ კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ სცნობ­და პა­ცი­ფის­ტებს.

ალექ­სან­დრ ბე­ლი­ა­ე­ვი - „პრო­ფე­სორ დო­უ­ე­ლის თავი“

ალექ­სან­დრ ბე­ლი­ა­ე­ვი რუ­სუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო- ფან­ტას­ტი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთ ფუ­ძემ­დებ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. მისი მო­თხრო­ბე­ბი მო­მავ­ლის მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ძი­ე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა. „პრო­ფე­სორ დო­უ­ე­ლის თავი“ მწერ­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი რო­მა­ნია, რო­მე­ლიც 30-მდე ენა­ზეა ნა­თარ­გმნი. რო­მა­ნის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მიც. შე­იძ­ლე­ბა თუ არა ტვინ­მა იაზ­როვ­ნოს სხე­უ­ლის გა­რე­შე? შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ტვი­ნის გა­და­ნერგვა? რო­გორ იმოქ­მე­დებს ეს ინ­დი­ვი­დის ფსი­ქი­კა­სა და სუ­ლი­ერ მდგო-მა­რე­ო­ბა­ზე? სად გა­დის ზღვა­რი გე­ნურ ინ­ჟი­ნე­რი­ა­სა და ეთი­კას შო­რის? . პრო­ფე­სო­რი დო­უ­ე­ლი სა­ბო­ლოო მიზ­ნად ადა­მი­ა­ნის მოკ­ვე­თი­ლი თა­ვის გა­ცო­ცხლე­ბას ისა­ხავ­და. ბოლო ცდის წინ, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბა­ში ეჭვი არ ეპა­რე­ბო­და, კვლე­ვის სრუ­ლი ხელ­ნა­წე­რი თა­ვის ასის­ტენტს გა­დას­ცა გა­და­სა­ბეჭ­დად, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ას­თმის სა­ში­ნე­ლი შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა და... არას­დროს იფიქ­რებ­და პრო­ფე- სორი დო­უ­ე­ლი, რომ პირ­ვე­ლი სწო­რედ მისი თავი გა­ცო­ცხლდე­ბო­და...

ალექ­სან­დრ ბე­ლი­ა­ე­ვი - „ადა­მი­ა­ნი-ამ­ფი­ბია“

ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ ცნო­ბილ არ­გენ­ტი­ნელ ქი­რურგ სალ­ვა­ტორ­თან,რო­მე­ლიც ბი­ო­ლო­გი­ა­ში ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რებს, კერ­ძოდ კი სა­ხე­ო­ბა­თა­შო­რი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის გა­და­ნერგვა აინ­ტე­რე­სებს,ინ­დი­ელ ბი­ჭუ­ნას მი­იყ­ვა­ნენ.ავად­მყოფს იმ­დე­ნად სუს­ტი ფილ­ტვე­ბი აქვს, რომ მისი სიკ­ვდი­ლი გარ­და­უ­ვა­ლია. სალ­ვა­ტო­რი პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლას იწყებს და იმარ­ჯვებს კი­დეც- ბიჭს ახალ­გაზ­რდა ზვი­გე­ნის ლა­ყუ­ჩებს გა­და­უ­ნერ­გავს და ის გა­დარ­ჩე­ბა. ამი­ე­რი­დან აუ­ცი­ლე­ბე­ლია,ადა­მი­ან­მა-ამ­ფი­ბი­ამ ნა­ხევ­რად წყალ­ში და ნა­ხევ­რად ხმე­ლეთ­ზე იცხოვ­როს. სრულ­ყო­ფი­ლი სა­მეც­ნი­ე­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი ხომ მსხვერ­პლს მო­ი­თხოვს და სალ­ვა­ტო­რიც ხმას გა­ავ­რცე­ლებს,თით­ქოს პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა,სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ბიჭს თა­ვის­თან ტო­ვებს.თუმ­ცა ამ­ქვეყ­ნად რა ამ­ბა­ვი და­მა­ლუ­ლა,ეს რომ და­ი­მა­ლოს...

რეი ბრედ­ბე­რი - 451 ფა­რე­ნ­ჰა­ი­ტით

გი­ფიქ­რი­ათ, რა უბე­დუ­რე­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია წიგ­ნის კი­თხვის აკ­რძალ­ვას? სა­დღაც, შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში, გაი მონ­ტე­გი ცხოვ­რობს. გაი მე­ხან­ძრეა, თუმ­ცა ჩაქ­რო­ბის ნაც­ვლად, მისი საქ­მე ხან­ძრე­ბის გა­ჩე­ნაა. სის­ტე­მა­ში, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვი და ყვე­ლა­სათ­ვის გა­სა­გე­ბია, იწ­ვე­ბა „სა­ში­ში“ წიგ­ნე­ბი და სახ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ წიგ­ნებს ინა­ხავს. 451° ფა­რე­ნ­ჰაი- ტით სწო­რედ ის ტემ­პე­რა­ტუ­რაა, რო­მელ­ზეც ქა­ღალ­დი ალ­დე­ბა. გაი საქ­მეს სი­ა­მოვ­ნე­ბით აკე­თებს, სა­ნამ რამ­დე­ნი­მე მოვ­ლე­ნა, ცო­ლის მიერ თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, ახალ­გაზ­რდა მე­ზობ­ლის სიკ­ვდი­ლი და პრო­ფე­სორ­თან შეხ­ვედ­რა, მის­თვის ყვე­ლა­ფერს არ შეც­ვლის. დიდი რის­კის მი­უ­ხე­და­ვად, მან იცის, რა უნდა მო­ი­მოქ­მე­დოს…

ჰერ­ბერტ უელ­სი - „სამ­ყა­რო­თა ომი“

რო­მა­ნი მოგ­ვი­თხრობს მო­მა­ვალ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რვა დღის შე­სა­ხებ.ეს დღე­ე­ბი დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი­სა და ცოდ­ნის წყა­როა,თუმ­ცა არ­ცთუ მა­ნუ­გე­შე­ბე­ლი.სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა გა­და­აგ­ვა­როს სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო პროგ­რეს­მა და სო­ცი­ა­ლურ­მა უთა­ნას­წო­რო­ბამ და რო­გო­რი იქ­ნე­ბა სამ­ყა­რო მა­შინ,რო­დე­საც აქ ორად ორი სა­ხის არ­სე­ბე­ბი დარ­ჩე­ბი­ან?კი­თხვებ­ზე პა­სუხს ამ არ­სე­ბე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ მი­ი­ღებთ...

ნ.კ. ჯე­მი­სი­ნი - „მე­ხუ­თე სე­ზო­ნი“

ეს სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლია. კი­დევ ერთი და­სას­რუ­ლი. ერთი დღე სამ სა­ზა­რელ ამ­ბავს იტევს:

· პა­ტა­რა, წყნარ ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი ესუ­ნი აღ­მო­ა­ჩენს, რომ მის­მა ქმარ­მა მათი ერ­თა­დერ­თი ვაჟი მოკ­ლა და ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ი­ტა­ცა;

· ამა­სო­ბა­ში, ყოვ­ლის­შემ­ძლე სან­ზის იმ­პე­რია ერთი ხე­ლის მოს­მით ნად­გურ­დე­ბა;

· ...და უა­რე­სი – დე­და­მი­წის ერ­თა­დერ­თი კონ­ტი­ნენ­ტის – სიმ­შვი­დის – შუ­ა­გულ­ში გა­ჩე­ნი­ლი დიდი ნაპ­რა­ლი ფერ­ფლს აფ­რქვევს და ცას მრა­ვა­ლი წლით სრუ­ლად აბ­ნე­ლებს. ამან შე­საძ­ლოა, სა­უ­კუ­ნე­ებს გას­ტა­ნოს.

ესუნ­მა ოჯა­ხის­თვის უნდა იბ­რძო­ლოს გან­წი­რულ მი­წა­ზე. მის­თვის სულ ერ­თია, რა ბედი ეწე­ვა დე­და­მი­წას - თუ ეს ბრძო­ლა ქა­ლიშ­ვილს და­უბ­რუ­ნებს, მზად არის, ის სა­კუ­თა­რი ხე­ლით მოს­პოს.

ჯეფ ვან­დერ­მი­რი - „ანი­ჰი­ლა­ცია“

X-ზონა ეს ქვეყ­ნი­ე­რე­ბის­გან მო­წყვე­ტი­ლი, მკვდა­რი, უსი­ცო­ცხლო ად­გი­ლია. მიწა, რო­მელ­ზეც ერთ დროს ცი­ვი­ლი­ზა­ცია ხა­რობ­და, ბუ­ნე­ბამ მი­ი­ტა­ცა. მის შე­სას­წავ­ლად უკვე მე-11 ექ­სპე­დი­ცია მი­დის. წინა მცდე­ლო­ბე­ბი უშე­დე­გოდ და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და. ახა­ლი ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რებ­მა უნდა ამოხ­სნან X-ზო­ნის სა­ი­დუმ­ლო და გა­არ­კვი­ონ, რო­გორ აა­ცი­ლონ კა­ცობ­რი­ო­ბას მის­გან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე. სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ რას აღ­მო­ა­ჩენს, რა ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ი­ტანს X-ზო­ნი­დან ან რო­გორ გა­მო­აღ­წევს იქი­დან...

ბერ­ნარ ვერ­ბე­რი - „ან­გე­ლო­ზე­ბის იმ­პე­რია“

მწე­რალ მი­შელ პენ­სონს "ბო­ინ­გი~ ეჯა­ხე­ბა და ის სა­მო­თხე­ში ხვდე­ბა, სა­დაცმთა­ვა­რან­გე­ლო­ზე­ბის სამ­სჯავ­როს გა­ივ­ლის და მფარ­ველ ან­გე­ლო­ზად გა­ამ­წე­სე­ბენ. მას მი­ა­ბა­რე­ბენ ერ­თმა­ნე­თის­გან სავ­სე­ბით გან­სხვა­ვე­ბულ სამ სულს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან. მთა­ვა­რია, მათ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად შეს­ცო­დონ, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ რე­ინ­კარ­ნა­ცი­ის ციკ­ლი. ადა­მი­ა­ნებ­ზე­დაკ­ვირ­ვე­ბით პენ­სო­ნი ხვდე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია, ვიდ­რე წარ­მო­ედ­გი­ნა.იგი ისა­ხავს მი­ზანს: გა­ი­გოს, რა ხდე­ბა სა­ი­ქი­ოს მიღ­მა. შე­საძ­ლოა ამი­სათ­ვის­წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, აკ­რძა­ლულ­სივ­რცე­ში­შეჭ­რა და იმ­ქვეყ­ნი­უ­რი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გათ­ქმაც­კი დას­ჭირ­დეს.

„ან­გე­ლო­ზე­ბის იმ­პე­რია“ ყო­ფი­ე­რე­ბის მიღ­მა სამ­ყა­რო­ში გვა­მოგ­ზა­უ­რებს. ნა­წარ­მო­ე­ბი კა­ცობ­რი­ო­ბის არ­სე­ბო­ბი­სა და წინსვლის სა­ინ­ტე­რე­სო ხედ­ვას­გ­ვთა­ვა­ზობს. მი­წის, ცის, ზღვი­სა და კოს­მო­სის შემ­დეგ, განა სა­მო­თხე არ არის ის­ბო­ლო ნავ­სა­ყუ­დე­ლი, რო­მე­ლიც ჯერ არ შეგ­ვიც­ნია?

მა­იკლ ჯ. სა­ლი­ვა­ნი - „ხმლე­ბის ქურ­დო­ბა“

გა­მოც­დილ ქურ­დებს, ად­რი­ან­სა და რო­ისს, სა­კუ­თა­რი მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბის იმე­დი აქვთ, ამი­ტომ იო­ლად თან­ხმდე­ბი­ან მაც­დურ შე­თა­ვა­ზე­ბას, მო­ი­პა­რონ ლე­გენ­და­რუ­ლი ხმა­ლი მე­ფის სა­სახ­ლი­დან. თუმ­ცა, ერთი შე­ხედ­ვით იოლი საქ­მე დიდ გან­საც­დე­ლად ექ­ცე­ვათ: ისი­ნი მე­ფის წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბის ეპი­ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან! ვი­ღაც ცდი­ლობს მათ აჰ­კი­დოს მე­ფის მკვლე­ლო­ბა და იძუ­ლე­ბულს ხდის, სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად, უფ­ლის­წუ­ლი ალ­რი­კი გა­ი­ტა­ცონ და სა­სახ­ლი­დან გა­იქ­ცნენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

10 წიგნი ფენტეზის ჟანრიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

10 წიგნი ფენტეზის ჟანრიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

თუ თქვენ სხვა ქვეყნებში კი არა, პარალელურ სამყაროში გიყვართ მოგზაურობა, მარტო არ ხართ. ფენტეზისა და სამეცნიერი ფანტასტიკის მოყვარულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ბოლო დროის ყველაზე კითხვადი ჟანრი სწორედ ფენტეზია. მიზეზი კი მარტივია, რუტინული ერთფეროვნებით დაღლილ ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს, ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკა სხვა, პარალელურ, ირეალურ სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს. ის არის საუკეთესო გზა ფანტაზიის განვითარებისათვის, განტვირთვისა და ახალ თავგადასავლებში აღმოჩენისთვის. ფენტეზი მკითხველს სრულიად სხვა დონის თავისუფლებას სთავაზობს.

ბავშვობაში წაკითხული ზღაპრების, ლეგენდებისა და მითების გაგრძელება სწორედ ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურაა. ეს ყველაფერი უძველესი დროიდან გვხვდება ლიტერატურაში, თუმცა ფენტეზი, როგორც ცალკე ჟანრი, მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბდა და ახლა ის პოპულარობის ზენიტში იმყოფება. ფენტეზი მეტად პოპულარულია საქართველოშიც. ამაში დიდი წვლილი გამომცემლობებსაც მიუძღვით, რადგან ისინი ამ ჟანრის უფრო და უფრო მეტ წიგნს თარგმნიან. წიგნებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის კი გამომცემლობა „პალიტრა L” „ფენტეზის და Sci-Fi კვირეულს” გთავაზობთ, რომლის ფარგლებშიც, 30 ივნისის ჩათვლით სერია „პორტალის“, „ლიბერთინისის“ და ამ ჟანრების სხვა წიგნები 30%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ, შეიძინოთ.

ახლა კი გთავაზობთ 10 წიგნს ფენტეზის ჟანრიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ:

ბრენტ უიქსი - „შავი პრიზმა“

გევინ გაილი პრიზმაა, ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი მსოფლიოში, კაცი, რომლის ძალას, ჭკუასა და სახელს არეული მსოფლიოს დამშვიდება შეუძლია, თუმცა პრიზმები უკვდავნი არ არიან და გაილმაც ზუსტად იცის, რამდენ ხანს იცოცხლებს, სიკვდილამდე კი ყველა მიზნის ასრულება უნდა მოასწროს. მაგრამ როდესაც შეიტყობს, რომ ჰყავს ვაჟი, რომელიც შორეულ სამეფოში ომის შემდეგ დაიბადა, იძულებულია, აირჩიოს – აღიაროს სიმართლე თუ შეინახოს საიდუმლო, რომლის გამჟღავნებას მისი სამყაროს დამსხვრევა შეუძლია.

ჯო ჰოლდემენი - „მარადიული ომი“

ჯო ჰოლდმენი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამერიკელი მწერალია. რამდენჯერმეა დაჯილდოებული "ჰიუგოსა" და "ნებულას" პრემიებით. ჯო ჰოლდემენმა, ვიეტნამის ომის მთლი საშინელება საკუთარ თავზე გამოსცადა და ეს მძიმე შთაბეჭდილებები დაუდო საფუძვლად თავის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებს. ფენტეზის ჟანრში "შეფუთვა" რომ არა",მარადიული ომი" და მასში აღწერილი რეალობა, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ მივიდოდა მკითხველამდე. 70-იანი წლების შეერთბული შტატების იდეოლოგია ხომ კატეგორიულად არ სცნობდა პაციფისტებს.

ალექსანდრ ბელიაევი - „პროფესორ დოუელის თავი“

ალექსანდრ ბელიაევი რუსული სამეცნიერო- ფანტასტიკური ლიტერატურის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. მისი მოთხრობები მომავლის მეცნიერებასა და ახალი ტექნოლოგიების ძიებას ეხმიანება. „პროფესორ დოუელის თავი“ მწერლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანია, რომელიც 30-მდე ენაზეა ნათარგმნი. რომანის მიხედვით გადაღებულია ფილმიც. შეიძლება თუ არა ტვინმა იაზროვნოს სხეულის გარეშე? შესაძლებელია თუ არა ტვინის გადანერგვა? როგორ იმოქმედებს ეს ინდივიდის ფსიქიკასა და სულიერ მდგო-მარეობაზე? სად გადის ზღვარი გენურ ინჟინერიასა და ეთიკას შორის? . პროფესორი დოუელი საბოლოო მიზნად ადამიანის მოკვეთილი თავის გაცოცხლებას ისახავდა. ბოლო ცდის წინ, რომლის წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდა, კვლევის სრული ხელნაწერი თავის ასისტენტს გადასცა გადასაბეჭდად, მაგრამ მოულოდნელად ასთმის საშინელი შეტევა დაემართა და... არასდროს იფიქრებდა პროფე- სორი დოუელი, რომ პირველი სწორედ მისი თავი გაცოცხლდებოდა...

ალექსანდრ ბელიაევი - „ადამიანი-ამფიბია“

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ცნობილ არგენტინელ ქირურგ სალვატორთან,რომელიც ბიოლოგიაში ექსპერიმენტებს ატარებს, კერძოდ კი სახეობათაშორისი ორგანოების გადანერგვა აინტერესებს,ინდიელ ბიჭუნას მიიყვანენ.ავადმყოფს იმდენად სუსტი ფილტვები აქვს, რომ მისი სიკვდილი გარდაუვალია. სალვატორი პაციენტის სიცოცხლისთვის ბრძოლას იწყებს და იმარჯვებს კიდეც- ბიჭს ახალგაზრდა ზვიგენის ლაყუჩებს გადაუნერგავს და ის გადარჩება. ამიერიდან აუცილებელია,ადამიანმა-ამფიბიამ ნახევრად წყალში და ნახევრად ხმელეთზე იცხოვროს. სრულყოფილი სამეცნიერი ექსპერიმენტი ხომ მსხვერპლს მოითხოვს და სალვატორიც ხმას გაავრცელებს,თითქოს პაციენტი გარდაიცვალა,სინამდვილეში კი ბიჭს თავისთან ტოვებს.თუმცა ამქვეყნად რა ამბავი დამალულა,ეს რომ დაიმალოს...

რეი ბრედბერი - 451 ფარენჰაიტით

გიფიქრიათ, რა უბედურების მოტანა შეუძლია წიგნის კითხვის აკრძალვას? სადღაც, შორეულ მომავალში, გაი მონტეგი ცხოვრობს. გაი მეხანძრეა, თუმცა ჩაქრობის ნაცვლად, მისი საქმე ხანძრების გაჩენაა. სისტემაში, რომელიც მარტივი და ყველასათვის გასაგებია, იწვება „საშიში“ წიგნები და სახლები, რომლებიც ამ წიგნებს ინახავს. 451° ფარენჰაი- ტით სწორედ ის ტემპერატურაა, რომელზეც ქაღალდი ალდება. გაი საქმეს სიამოვნებით აკეთებს, სანამ რამდენიმე მოვლენა, ცოლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობა, ახალგაზრდა მეზობლის სიკვდილი და პროფესორთან შეხვედრა, მისთვის ყველაფერს არ შეცვლის. დიდი რისკის მიუხედავად, მან იცის, რა უნდა მოიმოქმედოს…

ჰერბერტ უელსი - „სამყაროთა ომი“

რომანი მოგვითხრობს მომავალში გატარებული რვა დღის შესახებ.ეს დღეები დროში მოგზაურობისთვის ახალი აღმოჩენებისა და ცოდნის წყაროა,თუმცა არცთუ მანუგეშებელი.სადამდე შეიძლება გადააგვაროს საზოგადოება სამეცნიერო პროგრესმა და სოციალურმა უთანასწორობამ და როგორი იქნება სამყარო მაშინ,როდესაც აქ ორად ორი სახის არსებები დარჩებიან?კითხვებზე პასუხს ამ არსებების გაცნობის შემდეგ მიიღებთ...

ნ.კ. ჯემისინი - „მეხუთე სეზონი“

ეს სამყაროს დასასრულია. კიდევ ერთი დასასრული. ერთი დღე სამ საზარელ ამბავს იტევს:

· პატარა, წყნარ ქალაქში მცხოვრები ესუნი აღმოაჩენს, რომ მისმა ქმარმა მათი ერთადერთი ვაჟი მოკლა და ქალიშვილი გაიტაცა;

· ამასობაში, ყოვლისშემძლე სანზის იმპერია ერთი ხელის მოსმით ნადგურდება;

· ...და უარესი – დედამიწის ერთადერთი კონტინენტის – სიმშვიდის – შუაგულში გაჩენილი დიდი ნაპრალი ფერფლს აფრქვევს და ცას მრავალი წლით სრულად აბნელებს. ამან შესაძლოა, საუკუნეებს გასტანოს.

ესუნმა ოჯახისთვის უნდა იბრძოლოს განწირულ მიწაზე. მისთვის სულ ერთია, რა ბედი ეწევა დედამიწას - თუ ეს ბრძოლა ქალიშვილს დაუბრუნებს, მზად არის, ის საკუთარი ხელით მოსპოს.

ჯეფ ვანდერმირი - „ანიჰილაცია“

X-ზონა ეს ქვეყნიერებისგან მოწყვეტილი, მკვდარი, უსიცოცხლო ადგილია. მიწა, რომელზეც ერთ დროს ცივილიზაცია ხარობდა, ბუნებამ მიიტაცა. მის შესასწავლად უკვე მე-11 ექსპედიცია მიდის. წინა მცდელობები უშედეგოდ და ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულად დასრულდა. ახალი ექსპედიციის წევრებმა უნდა ამოხსნან X-ზონის საიდუმლო და გაარკვიონ, როგორ ააცილონ კაცობრიობას მისგან მომდინარე საფრთხე. საინტერესოა, ვინ რას აღმოაჩენს, რა ინფორმაციას გამოიტანს X-ზონიდან ან როგორ გამოაღწევს იქიდან...

ბერნარ ვერბერი - „ანგელოზების იმპერია“

მწერალ მიშელ პენსონს `ბოინგი~ ეჯახება და ის სამოთხეში ხვდება, სადაცმთავარანგელოზების სამსჯავროს გაივლის და მფარველ ანგელოზად გაამწესებენ. მას მიაბარებენ ერთმანეთისგან სავსებით განსხვავებულ სამ სულს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მთავარია, მათ რაც შეიძლება ნაკლებად შესცოდონ, რათა თავიდან აიცილონ რეინკარნაციის ციკლი. ადამიანებზედაკვირვებით პენსონი ხვდება, რომ ყველაფერი გაცილებით რთულია, ვიდრე წარმოედგინა.იგი ისახავს მიზანს: გაიგოს, რა ხდება საიქიოს მიღმა. შესაძლოა ამისათვისწესების დარღვევა, აკრძალულსივრცეშიშეჭრა და იმქვეყნიური საიდუმლოების გათქმაცკი დასჭირდეს.

„ანგელოზების იმპერია“ ყოფიერების მიღმა სამყაროში გვამოგზაურებს. ნაწარმოები კაცობრიობის არსებობისა და წინსვლის საინტერესო ხედვასგვთავაზობს. მიწის, ცის, ზღვისა და კოსმოსის შემდეგ, განა სამოთხე არ არის ისბოლო ნავსაყუდელი, რომელიც ჯერ არ შეგვიცნია?

მაიკლ ჯ. სალივანი - „ხმლების ქურდობა“

გამოცდილ ქურდებს, ადრიანსა და როისს, საკუთარი მოხერხებულობის იმედი აქვთ, ამიტომ იოლად თანხმდებიან მაცდურ შეთავაზებას, მოიპარონ ლეგენდარული ხმალი მეფის სასახლიდან. თუმცა, ერთი შეხედვით იოლი საქმე დიდ განსაცდელად ექცევათ: ისინი მეფის წინააღმდეგ შეთქმულების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან! ვიღაც ცდილობს მათ აჰკიდოს მეფის მკვლელობა და იძულებულს ხდის, სიცოცხლის გადასარჩენად, უფლისწული ალრიკი გაიტაცონ და სასახლიდან გაიქცნენ...

20 წელი ლიტერატურის ქომაგი - ჟურნალი "გზა" განახლებული ფორმატით, ლიტერატურულ ჩანართთან ერთად გამოვა

ომები და არმიები - მაღალპოლიგრაფიული გამოცემა სამხედრო ისტორიაზე

„ჰოლანდ პარკში იმ ჩემს სკამზე ვიჯექი და მერლინ მონროს ველოდებოდი“ –აკა მორჩილაძის ნაწარმოებები „იკითხე ქართულის“ სერიაში გამოიცა