Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცეცხლზე ნავთი, ანუ რა მოჰყვება გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლას
ცეცხლზე ნავთი, ანუ რა მოჰყვება გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლას

შს მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პარ­ლა­მენტს მი­მარ­თა, 20-21 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებ­ზე სა­სა­უბ­როდ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა მი­ე­ცეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს არ არის მხო­ლოდ გა­ხა­რი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მას მის­ცა შან­სი, პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან შე­ე­ცა­დოს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის სა­თა­ვი­სოდ შე­მობ­რუ­ნე­ბას. თუმ­ცა, ამის ალ­ბა­თო­ბა ნაკ­ლე­ბია.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მა­გა­ლი­თი ყვე­ლას გვახ­სოვს - პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე 20 ივ­ნისს, პარ­ლა­მენ­ტთან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნე­ბამ­დე 10 წუ­თით ადრე რომ გა­დამ­დგა­რი­ყო, ამ უბე­დუ­რე­ბას ავ­ცილ­დე­ბო­დით. იგი­ვე ხომ არ ხდე­ბა გა­ხა­რი­ას შემ­თხვე­ვა­ში? ანუ მისი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის დრო­ში გა­წელ­ვა, ხომ არ გა­მო­იწ­ვევს საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტის ახა­ლი ძა­ლით გაღ­ვი­ვე­ბას?!

პარ­ლა­მენ­ტის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა და ამ ფონ­ზე გა­ხა­რია აპი­რებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შეს­ვლას. აქ­ცია, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ დროს და­ი­ნიშ­ნე­ბა, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტში გა­ხა­რი­ას მოს­მე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა. დი­დია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­ე­ცა­დონ, არ შე­უშ­ვან პარ­ლა­მენ­ტში შს მი­ნის­ტრი, ანუ კი­დევ ერთი და­ძა­ბუ­ლო­ბის კერა შე­იქ­მნე­ბა პარ­ლა­მენ­ტთან, არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი შე­დე­გით. მე­ო­რე მხრივ, ოპო­ზი­ცია („ნაც­მოძ­რა­ო­ბა“, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“) შე­ეც­დე­ბა, არ შე­უშ­ვას გა­ხა­რია სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში.

არ არის ეს ცე­ცხლზე ნავ­თი?! გა­ხა­რია რომ მა­გა­ლი­თად, დღეს გა­დად­გეს, ასე თუ ისე „ოც­ნე­ბა“ სა­ხეს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, მაგ­რამ თუ შს მი­ნის­ტრი გა­დად­გე­ბა მას შემ­დეგ, რაც მისი მოს­მე­ნა ახა­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის შექ­მნას გა­ნა­პი­რო­ბებს (და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა გა­დად­გეს), ეს უკვე არ იქ­ნე­ბა ღირ­სე­უ­ლი საქ­ცი­ე­ლი.

ასე რომ, ჩვე­ნი აზ­რით, გა­ხა­რი­ას პარ­ლა­მენ­ტში მის­ვლის და­ა­ნონ­სე­ბა გა­უთ­ვლე­ლი და წამ­გე­ბი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯია და „კო­ბა­ხი­ძე 2“-ია. იმე­დია, ამას ხვდე­ბი­ან „ოც­ნე­ბა­ში“ და გა­ხა­რი­ას „გაპ­რა­ვე­ბა­ზე“ კი არა, ახა­ლი შს მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტუ­რა­ზე მსჯე­ლო­ბენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ცეცხლზე ნავთი, ანუ რა მოჰყვება გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლას

ცეცხლზე ნავთი, ანუ რა მოჰყვება გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლას

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტს მიმართა, 20-21 ივნისის მოვლენებზე სასაუბროდ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის უფლება მიეცეს. სავარაუდოდ, ეს არ არის მხოლოდ გახარიას გადაწყვეტილება. ბიძინა ივანიშვილმა მას მისცა შანსი, პარლამენტის ტრიბუნიდან შეეცადოს, საზოგადოებრივი აზრის სათავისოდ შემობრუნებას. თუმცა, ამის ალბათობა ნაკლებია.

ირაკლი კობახიძის მაგალითი ყველას გვახსოვს - პარლამენტის თავმჯდომარე 20 ივნისს, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებამდე 10 წუთით ადრე რომ გადამდგარიყო, ამ უბედურებას ავცილდებოდით. იგივე ხომ არ ხდება გახარიას შემთხვევაში? ანუ მისი თანამდებობიდან წასვლის დროში გაწელვა, ხომ არ გამოიწვევს საპროტესტო მუხტის ახალი ძალით გაღვივებას?!

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა და ამ ფონზე გახარია აპირებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას. აქცია, სავარაუდოდ, იმ დროს დაინიშნება, როდესაც პარლამენტში გახარიას მოსმენა გაიმართება. დიდია იმის ალბათობა, რომ აქციის მონაწილეები შეეცადონ, არ შეუშვან პარლამენტში შს მინისტრი, ანუ კიდევ ერთი დაძაბულობის კერა შეიქმნება პარლამენტთან, არაპროგნოზირებადი შედეგით. მეორე მხრივ, ოპოზიცია („ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“) შეეცდება, არ შეუშვას გახარია სხდომათა დარბაზში.

არ არის ეს ცეცხლზე ნავთი?! გახარია რომ მაგალითად, დღეს გადადგეს, ასე თუ ისე „ოცნება“ სახეს შეინარჩუნებს, მაგრამ თუ შს მინისტრი გადადგება მას შემდეგ, რაც მისი მოსმენა ახალი დაძაბულობის შექმნას განაპირობებს (და იძულებული გახდება გადადგეს), ეს უკვე არ იქნება ღირსეული საქციელი.

ასე რომ, ჩვენი აზრით, გახარიას პარლამენტში მისვლის დაანონსება გაუთვლელი და წამგებიანი პოლიტიკური ნაბიჯია და „კობახიძე 2“-ია. იმედია, ამას ხვდებიან „ოცნებაში“ და გახარიას „გაპრავებაზე“ კი არა, ახალი შს მინისტრის კანდიდატურაზე მსჯელობენ...

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები