პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გავრილოვი კობახიძის სავარძელზე - "ისე რა სავარძელი იყო, არც მაინცდამაინც მყუდრო და კომფორტული იყო"
გავრილოვი კობახიძის სავარძელზე - "ისე რა სავარძელი იყო, არც მაინცდამაინც მყუდრო და კომფორტული იყო"

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტატ­მა და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტმა სერ­გეი გავ­რი­ლოვ­მა რუ­სე­თის ტე­ლე­არხ „ენ-ტე-ვეს“ გა­და­ცე­მა­ში „შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებ­ზე ისა­უბ­რა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცია თბი­ლის­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს და უწეს­რი­გო­ბებს არ ელო­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის დე­ლე­გა­ცი­ებ­მა უსაფრ­თხო­ე­ბის წე­რი­ლო­ბი­თი გა­რან­ტი­ე­ბი მი­ი­ღეს, თუმ­ცა მას გა­დას­ცეს ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც „გავ­რი­ლო­ვის სტუმ­რო­ბა არა­სა­სურ­ვე­ლია, რად­გან ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში აფხა­ზეთ­ში“. გავ­რი­ლო­ვი აცხა­დებს, რომ ეს ბრალ­დე­ბა შეც­დო­მაა.

„არას­დროს ამი­ღია ხელ­ში ია­რა­ღი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. ხოლო ცხელ წერ­ტი­ლებ­ში მხო­ლოდ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ით, ქრის­ტი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ვარ ნამ­ყო­ფი“, - აღ­ნიშ­ნა გავ­რი­ლოვ­მა.

მისი თქმით, არც ერ­თმა ქარ­თულ­მა არ­ხმა არ უარ­ყო მის წი­ნა­აღ­მდეგ მცდა­რი ბრალ­დე­ბა, პი­რი­ქით, და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ რუ­სე­ბი ოკუ­პან­ტე­ბი არი­ან.

რუსი დე­პუ­ტა­ტის თქმით, ოპო­ზი­ცი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია მის­მა პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რის სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­დო­მამ, თუმ­ცა ეს პრო­ტო­კოლს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და და ასე ხდე­ბა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში.

„ისე რა სა­ვარ­ძე­ლი იყო, არც მა­ინ­ცდა­მა­ინც მყუდ­რო და კომ­ფორ­ტუ­ლი. თუმ­ცა ჩვენ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ხალ­ხი ვართ ტა­ბუ­რე­ტებ­ზე დამ­სხდრებ­საც შეგ­ვიძ­ლია მუ­შა­ო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და სერ­გეი გავ­რი­ლოვ­მა.

მა­ნამ­დე გავ­რი­ლოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი მუ­შა­ობს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სა­ბა­ზე, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში რა­დი­კა­ლე­ბი­სა და ექ­სტრე­მის­ტე­ბის გავ­ლე­ნა ძა­ლი­ან ძლი­ე­რია და ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წეს­რიგს არ და­ამ­ყა­რებს და ბო­დიშს არ მო­უხ­დის რუ­სეთს და სხვა ქვეყ­ნებს მომ­ხდა­რის­თვის, რუ­სე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა არ ღირს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

გავრილოვი კობახიძის სავარძელზე - "ისე რა სავარძელი იყო, არც მაინცდამაინც მყუდრო და კომფორტული იყო"

გავრილოვი კობახიძის სავარძელზე - "ისე რა სავარძელი იყო, არც მაინცდამაინც მყუდრო და კომფორტული იყო"

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა სერგეი გავრილოვმა რუსეთის ტელეარხ „ენ-ტე-ვეს“ გადაცემაში „შეხვედრის ადგილი“ საქართველოში მომხდარ მოვლენებზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, რუსეთის დელეგაცია თბილისში საპროტესტო აქციებს და უწესრიგობებს არ ელოდა. მისივე ინფორმაციით, საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციებმა უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები მიიღეს, თუმცა მას გადასცეს ოპოზიციის ლიდერის განცხადება, რომლის თანახმადაც „გავრილოვის სტუმრობა არასასურველია, რადგან ის მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში“. გავრილოვი აცხადებს, რომ ეს ბრალდება შეცდომაა.

„არასდროს ამიღია ხელში იარაღი და მონაწილეობა არ მიმიღია საბრძოლო მოქმედებებში. ხოლო ცხელ წერტილებში მხოლოდ ჰუმანიტარული მისიით, ქრისტიანების დასახმარებლად ვარ ნამყოფი“, - აღნიშნა გავრილოვმა.

მისი თქმით, არც ერთმა ქართულმა არხმა არ უარყო მის წინააღმდეგ მცდარი ბრალდება, პირიქით, დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რუსები ოკუპანტები არიან.

რუსი დეპუტატის თქმით, ოპოზიციის განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია მისმა პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომამ, თუმცა ეს პროტოკოლს შეესაბამებოდა და ასე ხდება ყველა ქვეყანაში.

„ისე რა სავარძელი იყო, არც მაინცდამაინც მყუდრო და კომფორტული. თუმცა ჩვენ მოკრძალებული ხალხი ვართ ტაბურეტებზე დამსხდრებსაც შეგვიძლია მუშაობა“,- განაცხადა სერგეი გავრილოვმა.

მანამდე გავრილოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი პოლიტიკოსი მუშაობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესაბაზე, მაგრამ ქვეყანაში რადიკალებისა და ექსტრემისტების გავლენა ძალიან ძლიერია და ვიდრე ხელისუფლება წესრიგს არ დაამყარებს და ბოდიშს არ მოუხდის რუსეთს და სხვა ქვეყნებს მომხდარისთვის, რუსებისთვის საქართველოში მოგზაურობა არ ღირს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე