ავტორი:

სპეცრაზმელს, რომელიც კადრში ოპერატორს უმიზნებდა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­და

სპეცრაზმელს, რომელიც კადრში ოპერატორს უმიზნებდა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­და

10 სამართალდამცველს, რომელიც რუსთაველზე აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა.

ამის შესახებ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

AMBEBI.GE-ისთვის ცნობილი გახდა რომ, გათავისუფლებულ სამართალდამცველებს შორის არის სპეცრაზმელი ზაზა ფანცქალაშვილი, რომელიც 20 ივნისის ღამის დარბევის კადრებში ოპერატორს უმიზნებდა, თუმცა მეორე სამართალდამცველმა გაზის იარაღი გააწევინა, რის შემდეგაც ფანცქალაშვილმა ჰაერში გაისროლა.

AMBEBI.GE სპეცრაზმელის მეზობლებს ესაუბრა, რომელთა თქმითაც, მომხდარის შემდეგ სამართალდამცველი აღარ უნახავთ. მათივე ინფორმაციით, მეორე დღეა სახლში არ იმყოფებიან სპეცრაზმელის ოჯახის წევრებიც. ფანცქალაშვილს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მამაკაცი თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდანაა, თუმცა მის სახელზე თბილისში ირიცხება ბინა, რომელიც სამსახურიდან გამომდინარე სახელმწიფომ გადასცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დააკონკრეტეს, არის თუ არა გათავისუფლებულ პირებს შორის ზაზა ფანცქალაშვილი, თუმცა არც დანარჩენი გათავისუფლებული სამართალდამცველების შესახებ აჟღერებენ ინფორმაციას. უწყება განმარტებას არც იმაზე აკეთებს, ვის მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები.

შეგახსენებთ, 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, "ფეისბუქში" გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს სპეცრაზმელი ცრემლსადენი გაზის იარაღით, რომელიც ოპერატორს უმიზნებს.

"რუსთავი 2"-ის ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანდა სპეცრაზმელის სახე, რადგან მას ნიღაბი არ ეკეთა. კადრებში ის სიცილით უმიზნებს იარაღს ოპერატორს და მას შემდეგ, რაც გვერდით მდგომი სამართალდამცველი იარაღს გააწევინებს, ჰაერში ისვრის.

კადრებში ასახული მამაკაცი ზაზა ფანცქალაშვილია. ის შსს-ში დაახლოებით 2004 წლიდან მუშაობდა, მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში, სადაც მხარში დაიჭრა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს