ავტორი:

"ნიკა მელია, შენ ხარ მთავარი უბედურება ამ ქვეყნის, შენს მიხეილ სააკაშვილთან ერთად" - ჩხუბი პარლამენტში და ოპოზიციის გარეშე დარჩენილი სხდომა

"ნიკა მელია, შენ ხარ მთავარი უბედურება ამ ქვეყნის, შენს მიხეილ სააკაშვილთან ერთად" - ჩხუბი პარლამენტში და ოპოზიციის გარეშე დარჩენილი სხდომა

პარლამენტის პლენარული სხდომა ჩხუბით დაიწყო. ხმაური გამოიწვია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნამ, დღის წესრიგში შევიდეს მათ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსთაველზე განვითარებული მოვლენების გამო შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითვალისწინებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას ინიციატივას მხარი დაუჭირა ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ოპოზიციის მოთხოვნა ადგილიდან გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. ისინი ერთმანეთს ადგილიდან უყვირიან. ნიკა მელიამ და შოთა ხაბარელმა ერთმანეთისკენ მიკროფონებით გაიწიეს.

"ეს გაგრძელებაა იმ დესტრუქციის, რაც დაიწყეთ და ძალიან გთხოვთ, ვიდრე ფრთიან ფრაზებს ისვრით, აიღეთ პასუხისმგებლობა იმაზე რაც გააკეთეთ, რასაც აკეთებთ და რაც მოჰყვა ის საშინელება, რაც მოხდა ამ ქვეყანაში. როგორ ისარგებლეთ ადამიანების გულწრფელი ემოციებით, როგორ გინდათ დესტრუქცია და გადატრიალება ამ ქვეყანაში.

ეს გინდათ, მეტი არაფერია თქვენი მიზანი. ნიკა მელია შენ დაჯექი! შენ ხარ მთავარი უბედურება ამ ქვეყნის შენს მიხეილ სააკაშვილთან ერთად" - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ოპონენტს, რის შემდეგაც თამარ ჩუგოშვილმა მიკროფონები გათიშა და პირდაპირი ეთერის გათიშვისკენ მოუწოდა აპარატს.

ამის შემდეგ დაპირისპირება სხდომათა დარბაზში გაგრძელდა, მანდატურებმა ნიკა მელია დარბაზიდან გაიყვანეს.

საპარლამენტო ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა. პარლამენტის პლენარული სხდომა „ევროპული საქართველოსა“და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარეშე განახლდა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება "დომინოს პრინციპით" იმოქმედოს..." - რა პროგნოზს აკეთებს ექსპერტი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"