პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს 19 ეროვნული გმირი ჰყავს, მათ შორის ერთი ქალია - ეს სახელები უნდა გვახსოვდეს!
საქართველოს 19 ეროვნული გმირი ჰყავს, მათ შორის ერთი ქალია - ეს სახელები უნდა გვახსოვდეს!

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ორ­დე­ნი ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დოა, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი, გმი­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლის­თვის ჯილ­დოვ­დე­ბი­ან. ჩვენს ქვე­ყა­ნას 19 ეროვ­ნუ­ლი გმი­რი ჰყავს.

ალ­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძნე­ლად მო­ი­პო­ვე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ამ პი­როვ­ნე­ბე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი ერთხელ მა­ინც არ მო­უს­მე­ნია, თუმ­ცა AMBEBI.GE-მ გა­და­წყვი­ტა, გმი­რე­ბის სრუ­ლი სია მი­ა­წო­დოს მკი­თხველს, რად­გან ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბი და გმი­რუ­ლი საქ­მე­ე­ბი ჩვენ მუდ­მი­ვად უნდა გვახ­სოვ­დეს.

ბო­ლოს, ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ორ­დე­ნი მა­მია ალა­სა­ნი­ა­სა და ზუ­რაბ ჭავ­ჭა­ვა­ძეს მი­ე­ნი­ჭათ 2018 წელს.

მა­მია ალა­სა­ნია

სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის პოლ­კოვ­ნი­კი იყო. 1970 წელს და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის სახ­ლმწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის უმა­ლე­სი სკო­ლა. მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სსრ უშიშ­რო­ე­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ალა­სა­ნი­ამ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­დაზ­ვერ­ვო ბი­უ­როს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა. 1992-93 წლებ­ში იგი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის აღ­მო­ფხვრის მიზ­ნით, სა­მეგ­რე­ლო­ში გა­იგ­ზავ­ნა.

უშიშ­რო­ე­ბის პოლ­კოვ­ნი­კი მა­მია ალა­სა­ნია 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს, სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს სე­პა­რა­ტის­ტებ­მა აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ტყვედ აიყ­ვა­ნეს და დახ­ვრი­ტეს.

2017 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ნეშ­ტის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და თბი­ლის­ში გად­მოს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ, მა­მია ალა­სა­ნია თბი­ლის­ში, ნა­რი­ყა­ლა­ზე მდე­ბა­რე წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის ეზო­ში სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლეს.

2018 წლის 5 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მა­მია ალა­სა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა.

გუ­რამ გა­ბეს­კი­რია

გუ­რამ გა­ბეს­კი­რია 1947 წლის 2 მარტს ქა­ლაქ სო­ხუმ­ში. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი იყო პრო­ფე­სი­უ­ლი ფეხ­ბურ­თით. 1960-იანი წლე­ბის ბო­ლოს სო­ხუ­მის „დი­ნა­მო­ში“ თა­მა­შობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა სტავ­რო­პოლ­ში, მინ­სკსა და კის­ლო­ვოდსკში გა­აგ­რძე­ლა, ბო­ლოს კი თბი­ლი­სის „ცსკა“-ში თა­მა­შობ­და.

1972 წელს გა­ბეს­კი­რია რეს­პუბ­ლი­კუ­რი დო­ნის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის ფეხ­ბურ­თის მსა­ჯი გახ­და.

1992 წელს გუ­რამ გა­ბეს­კი­რია სო­ხუ­მის მერი გახ­და, ხოლო 1993 წელს, აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს წევ­რი.

1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს, სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს, აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად პოლ­კოვ­ნიკ­მა გუ­რამ გა­ბეს­კი­რი­ამ უარი გა­ნა­ცხა­და ალ­ყა­ში მოქ­ცე­უ­ლი ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბა­ზე, რის შე­დე­გა­დაც, ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი მთავ­რო­ბის ყვე­ლა წევ­რი, მათ შო­რის გა­ბეს­კი­რია, სე­პა­რა­ტის­ტებ­მა დახ­ვრი­ტეს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მხო­ლოდ 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს იხი­ლა აფხა­ზი ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რის გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი - "და­ი­ჩო­ქე და შე­ა­გი­ნე ქარ­თვე­ლებს!" და სო­ხუ­მის მე­რის გუ­რამ გა­ბის­კი­რი­ას პა­სუ­ხი - "არას­დროს ჩემს სი­ცო­ცხლე­ში!" (Никогда в жизни!).

2017 წელს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა ქა­ლაქ სო­ხუ­მის უკა­ნას­კნელ ქარ­თველ მერს, პოლ­კოვ­ნიკ გუ­რამ გა­ბეს­კი­რი­ას მი­ე­ნი­ჭა.

ზუ­რაბ ჭავ­ჭა­ვა­ძე

ზუ­რაბ ჭავ­ჭა­ვა­ძე ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რი იყო. ის გა­ნათ­ლე­ბით ქი­მი­კო­სი გახ­ლდათ, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ნაშ­რო­მე­ბით ფი­ლო­ლო­გი­ა­ში.

ზუ­რაბ ჭავ­ჭა­ვა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სსრ მწე­რალ­თა კავ­ში­რის მხატ­ვრუ­ლი თარ­გმა­ნის კო­ლე­გი­ის რე­დაქ­ცი­ას. 1970-იანი წლე­ბი­დან მან კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის რე­ფე­რენ­ტად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. 1979 წელს მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით რო­მის პა­პის, იო­ა­ნე-პავ­ლე მე­ო­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რის შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რით. თა­ვის სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რომ­ში, რო­მე­ლიც და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ნაშ­რომს - „გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნი“ ეძღვნე­ბო­და, ამ­ტკი­ცებ­და, რომ იგი არა ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ხე­ლის, არა­მედ ჟან­რის და­სა­ხე­ლე­ბაა.

ზუ­რაბ ჭავ­ჭა­ვა­ძე იყო ქარ­თვე­ლოს დი­სი­დენ­ტი და 1980-იანი წლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი.

1989 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ონ სო­ფელ ბო­რით­თან ზუ­რაბ ჭავ­ჭა­ვა­ძე სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში მომ­ხდარ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­შავ­და. ამა­ვე კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა მე­რაბ კოს­ტა­ვა. ჭავ­ჭა­ვა­ძე ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფი­დან 69-ე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში A ჰე­პა­ტი­ტის დი­აგ­ნო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა.

2018 წლის 16 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ზუ­რაბ ჭავ­ჭა­ვა­ძეს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა.

მარო მა­ყაშ­ვი­ლი

2015 წელს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა წი­თე­ლი ჯვრის მო­წყა­ლე­ბის დას მა­რი­ამ (მარო) მა­ყაშ­ვილს მი­ე­ნი­ჭა.

ის 1902 წლის 25 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და. მამა - კონ­სტან­ტი­ნე მა­ყაშ­ვი­ლი, ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რის ერთ-ერთი და­მა­არ­სე­ბე­ლი იყო. თბი­ლი­სის ქალ­თა გიმ­ნა­ზი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მა­რომ სწავ­ლა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სიბ­რძნის­მე­ტყვე­ლე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ნაგ­რძო.

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 1921 წლის ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, მარო, მე­გობ­რე­ბის მხარ­დამ­ხარ, წი­თელ ჯვარ­ში მო­წყა­ლე­ბის დად ჩა­ე­წე­რა და სა­ნი­ტა­რულ რაზმთან ერ­თად თბი­ლი­სის თავ­დაც­ვის მარ­ჯვე­ნა სექ­ტო­რის­კენ, კო­ჯორ-ტა­ბახ­მე­ლას მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­მარ­თა. 1921 წლის 19 თე­ბერ­ვალს, მას რუ­სუ­ლი არ­ტი­ლე­რი­ის მიერ ნას­რო­ლი ყუმ­ბა­რის ნამ­სხვრე­ვი კე­ფა­ში მოხ­ვდა და და­ი­ღუ­პა.

2013 წელს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭათ: ქა­ი­ხოს­რო (ქა­ქუ­ცა) ჩო­ლო­ყაშ­ვილს, ზუ­რაბ ია­რა­ჯულს, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძეს, ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილს, მე­რაბ კოს­ტა­ვას, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას, გრი­გოლ ფე­რა­ძეს, გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვილს, მი­ხე­ილ (მი­ხა­კო) წე­რე­თელ­სა და გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძეს.

ქა­ი­ხოს­რო (ქა­ქუ­ცა) ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი

ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშვლი პირ­ველ მსოფ­ლიო ომში, თავ­და­პირ­ვე­ლად, ავ­სტრია-უნ­გრე­თის ფრონტზე იბ­რძო­და.

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, 1918-1920 წლებ­ში, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი სა­ხალ­ხო გვარ­დი­ის ცხე­ნო­სან დი­ვი­ზი­ონ­ში მსა­ხუ­რობ­და, სა­დაც დი­ვი­ზი­ო­ნის პირ­ველ ეს­კად­რონს მე­თა­უ­რობ­და.

ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი 1920 წლის ზა­ფხუ­ლი­დან ბა­თუ­მის ოლ­ქის გე­ნე­რალ-გუ­ბერ­ნა­ტორ ბე­ნია ჩხიკ­ვიშ­ვილ­თან მსა­ხუ­რობ­და, გან­სა­კუთ­რე­ბულ მინ­დო­ბი­ლო­ბა­თა ოფიც­რად.

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 1921 წლის ომის და­სა­წყის­ში, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, გე­ნე­რალ და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძეს­თან ერ­თად, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ცხე­ნო­სა­ნი ნა­წი­ლე­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად გა­აგ­ზავ­ნეს. ომის ბოლო პე­რი­ო­დის­თვის, მათ შეძ­ლეს ორი ეს­კად­რო­ნის შექ­მნა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთს თა­ვად ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში.

საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს და­პყრო­ბის შემ­დეგ, 1922 წელს, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­მა შე­ფი­ცულ­თა რაზ­მი შექ­მნა და საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ბრძლა და­ი­წყო. იმა­ვე წელს, მის­მა რაზმმა ხევ­სუ­რეთ­ში აჯან­ყე­ბა მო­ა­წყო. 1924 წლის აგ­ვსი­ტოს აჯან­ყე­ბა­ში, გეგ­მის მი­ხედ­ვით, მის რაზმს თბი­ლი­სი უნდა აეღო, თუმ­ცა აჯან­ყე­ბა და­მარ­ცხდა და ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილს საფ­რან­გეთ­ში მო­უ­წია წას­ვლა, სა­დაც 1930 წელს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა.

ზუ­რაბ ია­რა­ჯუ­ლი

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი. და­ი­ღუ­პა აფხა­ზე­თის ომში 21 წლის ასაკ­ში.

ზუ­რაბ ია­რა­ჯულ­მა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს, ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის და­სა­ცა­ვად, ოცზე მეტი საბ­რძო­ლო გაფ­რე­ნა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის პო­ზი­ცი­ებ­ზე არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა.

ზუ­რაბ ია­რა­ჯუ­ლი, 1993 წლის 13 ივ­ლისს, კო­პიტ­ნა­რის აე­როდ­რო­მი­დან სო­ფელ შრო­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სუ-25 მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვით გაფ­რინ­და. ქარ­თველ­მა მფრი­ნა­ვებ­მა, სო­ფელ შრო­მას­თან, მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რეს მტრის სამ­ხედ­რო კო­ლო­ნა. აე­როდ­რომ­ზე დაბ­რუ­ნე­ბულ ზუ­რაბ ია­რა­ჯულს კვლავ მო­უხ­და საბ­რძო­ლო და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად სო­ფელ შრო­მის­კენ მიბ­რუ­ნე­ბა, სა­დაც ქარ­თულ­მა მო­ი­ე­რი­შე­ებ­მა მტერ­ზე მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, თუმ­ცა მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ მისი თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბა შეძ­ლო.

ქარ­თვე­ლი პი­ლო­ტი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პა­რა­შუ­ტით და­ეშ­ვა და სამი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფრონ­ტის ხა­ზის გა­დაკ­ვე­თას და სამ­შვი­დო­ბო­ზე გას­ვლას ცდი­ლობ­და. მტერს ეჭვი ჰქონ­და, რომ პი­ლო­ტი ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩა და ეძებ­და. სა­ბო­ლო­ოდ, გუ­მის­თის ტყე­ში, მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ზუ­რაბ ია­რა­ჯუ­ლი ალ­ყა­ში მო­აქ­ცია. მას და­ნე­ბე­ბა შეს­თა­ვა­ზეს და დაჰ­პირ­დნენ, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ტყვედ გაც­ვლიდ­ნენ, თუმ­ცა ის მტერს ცო­ცხა­ლი არ და­ნებ­და - მდე­ვარ­თა­გან ორი მოკ­ლა და ერთი დაჭ­რა.

გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე

უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე, 2008 წლის 9 აგ­ვის­ტოს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს, მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ტყვედ ჩა­უ­ვარ­და. იგი წა­მე­ბის შემ­დეგ, ცხინ­ვა­ლის მე­ხუ­თე სკო­ლას­თან, ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე ცე­მით მოკ­ლეს.

გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძემ 23 წლის ასაკ­ში გმი­რუ­ლად შეს­წი­რა თავი სამ­შობ­ლოს. იგი ვა­ზი­ა­ნის მე­ო­თხე ბრი­გა­დის 41-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის კაპ­რა­ლი იყო. ტყვედ ჩა­ვარ­დნილს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­ტი­კად აწა­მებ­დნენ, და­კი­თხვას უწყობ­დნენ, აი­ძუ­ლებ­დნენ, ინ­ფორ­მა­ცია გა­ე­ცა. თუმ­ცა მა­ინც არ გა­ტყდა... თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლით მტე­რიც გა­აკ­ვირ­ვა! გა­აკ­ვირ­ვა და იმ­დე­ნად გა­აბ­რა­ზა, რომ ცხინ­ვა­ლის მე-5 სკო­ლას­თან ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე ცე­მა­ში ამო­ხა­დეს სული...

აქ მთავ­რდე­ბა ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის სი­ცო­ცხლე და იწყე­ბა სა­ხალ­ხო გმი­რის ის­ტო­რია!

2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში და­ღუ­პუ­ლი კაპ­რა­ლი ან­წუ­ხე­ლი­ძე ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ორ­დე­ნით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 2013 წლის აპ­რილ­ში და­ა­ჯილ­დო­ვა. ჯილ­დო ან­წუ­ხე­ლი­ძის ქვრივს, მაკა ჩიკ­ვი­ლა­ძეს გა­დაე­ცა.

ამ­ბრო­სი ხე­ლა­ია

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ამ­ბრო­სი (ერის­კა­ცო­ბა­ში ბე­სა­რი­ონ ხე­ლა­ია) ებ­რძო­და რუ­სი­ფი­კა­ტო­რულ პო­ლი­ტი­კას აფხა­ზეთ­ში, პრე­სა­ში იმ პირ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ჩნდე­ბო­და, ვინც აფხაზ ხალ­ხს ქარ­თვე­ლე­ბის სი­ძულ­ვილს უნერ­გავ­დნენ. ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სულ­მა მხა­რემ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა არ­ქი­მან­დრი­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან­ვე და­ი­წყო.

ის სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნის­თვის იბ­რძო­და, რის გა­მოც 1905 წელს რუ­სეთ­ში გა­და­ა­სახ­ლეს, 1908 წელს კი წა­უ­ყე­ნებს ბრალ­დე­ბა, თით­ქოს ეგ­ზარ­ქოს ნი­კო­ნის სიკ­ვდილ­ში მი­ე­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მომ­დევ­ნო წლებ­ში ბრა­ლი ვერ და­უმ­ტკი­ცეს, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბას მა­ინც არ აძ­ლევ­დნენ.

1917 წელს ამ­ბრო­სი ხე­ლა­ია სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, რის შემ­დე­გაც მცხე­თა-თბი­ლი­სის აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტად აკურ­თხეს. 1921 წელს იგი სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლო­კოს-პატ­რი­არ­ქი გახ­და.

1922 წელს პატ­რი­არ­ქმა გე­ნუ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გაგ­ზავ­ნა მო­წო­დე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც რუ­სუ­ლი მხა­რე ქარ­თვე­ლებს არ­თმევ­და მშობ­ლი­ურ ენას, უბილ­წავ­და ეროვ­ნულ კულ­ტუ­რას და უბღა­ლავ­და სარ­წმუ­ნო­ებ­რივ გრძნო­ბას. ის სა­ქარ­თვე­ლო­დან წი­თე­ლი არ­მი­ის გაყ­ვა­ნა­სა და რე­ფე­რენ­დუ­მის მო­წყო­ბას ითხოვ­და. ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას მი­მარ­თვა პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა. რუ­სეთ­მა კი მისი დევ­ნა კი­დევ უფრო აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში გა­და­იყ­ვა­ნა - პატ­რი­არ­ქი და სა­კა­თა­ლი­კო­სო საბ­ჭოს 9 წევ­რი და­ა­პა­ტიმ­რეს. მათ რამ­დე­ნი­მე ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს, მათ შო­რის იყო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მი­მარ­თვის გაგ­ზავ­ნაც.

კა­თო­ლი­კოს-პა­ტა­რი­არ­ქის გა­ნა­ჩე­ნი სიკ­ვდი­ლით დას­ჯას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, თუმ­ცა ასა­კის გამო 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და მთე­ლი ქო­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცია მი­უ­სა­ჯეს. 1924 წლის ბო­ლოს გა­მო­ცე­მუ­ლი ამ­ნის­ტი­ით პატ­რი­არ­ქს სას­ჯე­ლი მო­უხ­სნეს.

ამ­ბრო­სი ხე­ლა­ია 1927 წლის 29 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა. 1995 წელს კი სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა ეკ­ლე­სი­ამ წმინ­და­ნად შე­რა­ცხა.

ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი

სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, ის­ტო­რი­კო­სი და სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი. ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი (წმინ­და ექ­ვთი­მე ღვთის­კა­ცი) 1863 წლის 3 იან­ვარს და­ი­ბა­და.

ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. მან 1921-1945 წლებ­ში საფ­რან­გეთ­ში გა­ტა­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­ძუ­რი სრუ­ლად და­იც­ვა, რის გა­მოც კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ მას „სა­ქარ­თვე­ლოს მე­ჭურ­ჭლე­თუ­ხუ­ცე­სი“ უწო­და.

ბოლ­შე­ვი­კუ­რი რუ­სე­თის წი­თე­ლი არ­მი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ანექ­სი­ის შემ­დეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა. მან გა­ხიზ­ნუ­ლი მთავ­რო­ბის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად საფ­რან­გეთ­ში თან წა­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს გან­ძის ის­ტო­რი­უ­ლად გან­სა­კუთ­რე­ბით ღი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი და მი­უ­ხე­და­ვად უკი­დუ­რე­სი გა­ჭირ­ვე­ბი­სა, რო­მელ­საც საფ­რან­გეთ­ში გა­ნიც­დი­და, ხე­ლუხ­ლებ­ლად შე­მო­უ­ნა­ხა ქვე­ყა­ნას.

1945 წლის 11 აპ­რილს უკვე მხცო­ვა­ნი „სა­ქარ­თვე­ლოს მე­ჭურ­ჭლე­თუ­ხუ­ცე­სი“ გან­ძით დატ­ვირ­თუ­ლი დაბ­რუნ­და თბი­ლის­ში... და სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბას და­უბ­რუნ­და.

1951 წელს და­ა­პა­ტიმ­რეს მისი შვი­ლიშ­ვი­ლი, მომ­დევ­ნო წელს თა­ვად ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, სა­ბო­ლო­ოდ კი 1953 წლის თე­ბერ­ვალ­ში, უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში მცხოვ­რე­ბი მო­ხუ­ცი, გუ­ლის დამ­ბლით გარ­და­იც­ვა­ლა, უკა­ნას­კნელ გზა­ზე კი რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ცი­ლა...

მე­რაბ კოს­ტა­ვა

დი­სი­დენ­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი მე­რაბ კოს­ტა­ვა 1939 წლის 26 მა­ისს და­ი­ბა­და. ის პრო­ფე­სი­ით მუ­სი­კათმცოდ­ნე გახ­ლდათ, პო­ე­ტი.

1946 წელს მე­რაბ კოს­ტა­ვა თბი­ლი­სის ვაჟ­თა პირ­ველ სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნეს. სწო­რედ აქ გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი მან და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ და გა­და­წყვი­ტეს, სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ებ­რძო­ლათ. ამ ბრძო­ლის პრო­ცეს­ში ის ხში­რად ხდე­ბო­და რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლი.

1977 წლის 7 აპ­რილს მე­რაბ კოს­ტა­ვა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ერ­თად და­ა­პა­ტიმ­რეს. მე­რაბს 3 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. სა­ბა­ბი ან­ტი­საბ­ჭო­თა აგი­ტა­ცია და პრო­პა­გან­და, ჟურ­ნალ "ოქ­როს საწ­მი­სის" გა­მო­ცე­მა იყო. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, როცა პრო­ვო­კა­ცია მო­უ­წყვეს, - 5 წელი და­უ­მა­ტეს, რო­გორც "ხუ­ლი­განს" და ციმ­ბირ­ში ან­გარ­სკში გა­ამ­წე­სეს.

1978 წელს მე­რაბ კოს­ტა­ვა ამე­რი­კის კონ­გრე­სის მიერ წარ­დგე­ნილ იქნა ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზე, არა­და, მა­შინ მე­რა­ბის შე­სა­ხებ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თით­ქმის არა­ფე­რი იცო­და; მას­ზე ინ­ფორ­მა­ცია ძი­რი­თა­დად დი­სი­დენ­ტურ წრე­ებ­სა და სა­მე­გობ­როს ჰქონ­დათ. ციმ­ბირ­ში ყოფ­ნის დროს, 1985 წელს, თბი­ლის­ში მე­რა­ბის ერ­თა­დერ­თმა ვაჟ­მა - 25 წლის ირაკ­ლი კოს­ტა­ვამ ტრა­გი­კუ­ლად და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე...

პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის გამო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, მე­რაბ კოს­ტა­ვა გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა. 1987 წლის 30 აპ­რილს იგი 10-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. ამის შემ­დეგ არა­ერ­თი თა­ნამ­დე­ბო­ბა შეს­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ მე­რაბ­მა მუ­სი­კის მას­წავ­ლებ­ლო­ბა არ­ჩია, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე, მუ­სი­კა­ლურ შვიდ­წლედ­ში ას­წავ­ლი­და.

მე­რაბ კოს­ტა­ვა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ერ­თად, 1987-1990 წლებ­ში გა­მარ­თულ თით­ქმის ყვე­ლა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის, გა­ფიც­ვის, შიმ­ში­ლო­ბის, მი­ტინ­გი­სა და დე­მონ­სტრა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო. ერთხელ დე­და­მი­სის­თვის უთ­ქვამს - "დედი, არ გე­წყი­ნოს, მაგ­რამ ჯერ უფა­ლი მიყ­ვარს, მერე ზვი­ა­დი, მერე კი შენ".

1989 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლისს მო­მა­ვა­ლი მე­რაბ კოს­ტა­ვა სო­ფელ ბო­რით­თან (ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნი) ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტაძ­რი­დან გა­მო­ას­ვე­ნეს და მთაწ­მინ­და­ზე, მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში დაკ­რძა­ლეს.

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია

1991-1992 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მეც­ნი­ე­რი, ფი­ლო­ლო­გი, მწე­რა­ლი, მთარ­გმნე­ლი, პო­ლი­ტი­კო­სი, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, დი­სი­დენ­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი.

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია პრე­ზი­დენ­ტო­ბამ­დე დი­სი­დენ­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას აქ­ტი­უ­რად ეწე­ო­და. ამის გამო ის 1956 და 1977-1979 წლებ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს. 1977 წლის 1 აპ­რილს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რი­დან „ან­ტი­საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დი­სათ­ვის“ გა­რი­ცხეს.

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია იყო ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი 1987-1990 წლებ­ში გა­მარ­თუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა ძი­რი­თა­დი მშვი­დო­ბი­ა­ნი მა­სობ­რი­ვი აქ­ცი­ი­სა, რო­მე­ლიც 9 აპ­რილს სის­ხლი­ა­ნი დარ­ბე­ვით დას­რულ­და. მე­რაბ კოს­ტა­ვას და­ღუპ­ვის შემ­დგომ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა "სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და ილია მარ­თლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას".

1991-1992 წლე­ბის სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის დროს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პერ­სო­ნა შე­ტე­ვის ობი­ექ­ტად იქცა. 1991 წლის დე­კემ­ბერს ოპო­ზი­ცი­ამ რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბა­ზე, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს. შე­ნო­ბა­ში გამ­სა­ხურ­დია იმ­ყო­ფე­ბო­და. მან და მისი მთავ­რო­ბის წევ­რებ­მა შე­ნო­ბი­დან გა­აღ­წი­ეს. სა­ბო­ლო­ოდ, პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჩეჩ­ნეთ­ში გა­ი­ხიზ­ნა და ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის მთავ­რო­ბის­გან თავ­შე­სა­ფა­რი მი­ი­ღო.

1993 წელს გამ­სა­ხურ­დია სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და „დევ­ნი­ლი მთავ­რო­ბა“ აღად­გი­ნა. ცდი­ლობ­და, ანტი-შე­ვარ­დნა­ძის კო­ა­ლი­ცია შე­ექ­მნა, რო­მე­ლიც სა­მეგ­რე­ლო­სა და აფხა­ზე­თის რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რას ეყ­რდნო­ბო­და. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ჯა­რებ­მა სწრა­ფად მო­ა­ხერ­ხეს სამ­თავ­რო­ბო შე­ნა­ერ­თე­ბის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ამუ­ნი­ცი­ის ნა­წი­ლის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა, რა­მაც 1993 წელს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომის და­წყე­ბას შე­უ­წყო ხელი. სა­ბო­ლო­ოდ, გამ­სა­ხურ­დი­ას მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბა სწრა­ფად ჩა­ახ­შეს...

დღემ­დე ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე - ის 1993, 31 დე­კემ­ბერს და­ი­ღუ­პა... ცხე­დარს თავ­ში ერ­თა­დერ­თი ტყვია ჰქონ­და ნას­რო­ლი...

გრი­გოლ ფე­რა­ძე

ქარ­თვე­ლი თე­ო­ლო­გი, ის­ტო­რი­კო­სი, არ­ქი­მან­დრი­ტი, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი და პრო­ფე­სო­რი.

1921 წელს გე­ლათ­ში გა­მარ­თულ მე­სა­მე სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე მამა გრი­გო­ლი გარე კა­ხე­თის სამ­ღვდე­ლო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო და მისი ევ­რო­პა­ში სას­წავ­ლებ­ლად გაგ­ზავ­ნის სა­კი­თხი გა­და­წყდა. ამ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­მუ­ნის­ტუ­რი წეს-წყო­ბი­ლე­ბა დამ­ყარ­და და უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს სამ­შობ­ლოს­კენ და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი გზა შე­ეკ­რათ. გრი­გო­ლი გა­ემ­გზავ­რა ინ­გლის­ში და სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და.

1931 წლის 18 აპ­რილს გრი­გოლ ფე­რა­ძე ლონ­დო­ნის წმინ­და სო­ფი­ას ბერ­ძნულ სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ბე­რად აღიკ­ვე­ცა. 19 აპ­რილს იქვე ეკურ­თხა დი­აკ­ვნად, ხოლო 25 მა­ისს პა­რი­ზის წმინ­და სტე­ფა­ნეს ბერ­ძნულ სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მღვდე­ლი გახ­და.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, როცა ფა­შის­ტებ­მა თით­ქმის მთე­ლი ევ­რო­პა და­ი­პყრეს, შე­ი­ტყეს, რომ საფ­რან­გე­თის ბა­ნაკ­ში პა­ტა­რა ქვეყ­ნის დიდი გან­ძი ინა­ხე­ბო­და, მის შე­სა­ფა­სებ­ლად კი გრი­გოლ ფე­რა­ძე მი­იწ­ვი­ეს. მან ფა­შის­ტებს უთხრა, რომ ამ ქო­ნე­ბას ღი­რე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ჰქონ­და, რო­გორც ეროვ­ნულ შე­მოქ­მე­დე­ბას.

იმის გამო, რომ მამა გრი­გო­ლი ფა­შის­ტე­ბის­გან დევ­ნილ ხალ­ხს ეხ­მა­რე­ბო­და, შე­ი­პყრეს და ცი­ხე­ში ჩას­ვეს, შემ­დეგ კი ოს­ვენ­ცი­მის ბა­ნაკ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც და­ი­ღუ­პა კი­დეც... მას­თან ერ­თად მყო­ფი პა­ტიმ­რე­ბი იხ­სე­ნებ­დნენ, რომ მამა გრი­გოლ­თან ერ­თად ბა­ნაკ­ში ერთი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ებ­რა­ე­ლი იყო, რო­მელ­საც ფა­შის­ტებ­მა გა­ზის კა­მე­რა­ში გა­გუდ­ვა გა­და­უ­წყვი­ტეს. მამა გრი­გოლს ის შე­ებ­რა­ლა და მისი სას­ჯე­ლი სა­კუ­თარ თავ­ზე თა­ვად აიღო - გა­ზის კა­მე­რა­ში შე­ვი­და.

გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი

კაცი, რო­მელ­საც რუ­სეთ-ია­პო­ნი­ის ომში გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­მა­ცო­ბის­თვის რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რის ასუ­ლე­ბი უხ­ვევ­დნენ ჭრი­ლო­ბას (ქა­ლიშ­ვი­ლიც იმ­პე­რა­ტორ­მა მო­უ­ნათ­ლა), ხოლო სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს­თვის გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­მა­ცო­ბის­თვის დახ­ვრი­ტეს - ასე­თი იყო 1937 წელს და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლე­ბის სიკ­ვდი­ლის ფორ­მა...

1918 წლის 8 აპ­რილს, მდი­ნა­რე ჩო­ლო­ქთან, მაზ­ნი­აშ­ვი­ლის სარ­დლო­ბით მცი­რე­რი­ცხო­ვან­მა ქარ­თულ­მა ჯარ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს მძი­მე დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა და მისი წინსვლა შე­ა­ჩე­რა.

1919 წლის თე­ბერ­ვალ­ში გე­ნე­რა­ლი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი ახალ­ცი­ხი­სა და ახალ­ქა­ლა­ქის სამ­ხედ­რო გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 1921 წლის ომის დროს, თბი­ლი­სის დაც­ვი­სას, გე­ნე­რა­ლი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი ქა­ლა­ქის თავ­დაც­ვის ცენ­ტრა­ლურ სექ­ტორს მე­თა­უ­რობ­და. მის სექ­ტორ­ში, ქარ­თულ­მა არ­მი­ამ ომის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა, რო­დე­საც 19 თე­ბერ­ვალს, რუ­სუ­ლი 58-ე მსრო­ლე­ლი ბრი­გა­და თით­ქმის სრუ­ლი­ად გა­ა­ნად­გუ­რა.

1921 წლის 18-21 მარტს, გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვილ­მა, ქარ­თუ­ლი ჯა­რით, ბა­თუ­მი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ნა­წი­ლე­ბის­გან გაწ­მინ­და. საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს და­პყრო­ბის შემ­დეგ, გე­ნე­რა­ლი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი ქარ­თულ წი­თელ ჯარ­ში მსა­ხუ­რობ­და და დი­ვი­ზი­ას მე­თა­უ­რობ­და.

1921 წლის 6 სექ­ტემ­ბერს იგი ორი წლით, თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ცი­ხე­ში და­ა­პა­ტიმ­რეს. 1923 წელს „სამ­ხედ­რო ცენ­ტრის“ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, თავ­და­პირ­ვე­ლად, დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა სას­ჯე­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­სახ­ლე­ბით შე­უც­ვა­ლეს, რის შემ­დე­გაც იგი, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ირან­სა და საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობ­და. 1925 წელს გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და ცხოვ­რე­ბა სო­ფელ სა­სი­რეთ­ში გა­აგ­რძე­ლა.

1937 წელს იგი და­ა­პა­ტიმ­რეს და დახ­ვრი­ტეს.

მი­ხე­ილ (მი­ხა­კო) წე­რე­თე­ლი

ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ის­ტო­რი­ის დარ­გში, ლინგვის­ტი, სო­ცი­ო­ლო­გი, პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე.

1900-1907 წლებ­ში ის ცხოვ­რობ­და და მოღ­ვა­წე­ობ­და საფ­რან­გეთ­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში და ანარ­ქის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი. 1907 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი კი ანარ­ქის­ტულ პო­ზი­ცი­ა­ზე იდგა.

ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ აქ­ტი­ურ სა­მეც­ნი­ე­რო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში წე­რე­თე­ლი გერ­მა­ნი­ა­ში მოქ­მე­დი „ქარ­თუ­ლი სა­მო­კავ­ში­რეო კო­მი­ტე­ტის“ ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით გერ­მა­ნი­ის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კი­დან ასო­ბით ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

1945 წლი­დან მი­ხე­ილ წე­რე­თე­ლი ცხოვ­რობ­და და საქ­მი­ა­ნობ­და მი­უნ­ხენ­ში. მას ბრი­უ­სე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რო­ბა შეს­თა­ვა­ზეს, თუმ­ცა ამ პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი უფრო ჰქონ­და. მი­ხე­ილ წე­რე­თე­ლი 87 წლის ასაკ­ში გარ­და­ი­ცა­ლა. დაკ­რძა­ლუ­ლია საფ­რან­გეთ­ში, ლე­ვილ­ში.

გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მოღ­ვა­წე, გე­ნე­რა­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პირ­ვე­ლი და ბოლო მთა­ვარ­სარ­და­ლი იყო.

1918 წლის ბო­ლოს გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე სომ­ხეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის სა­დახ­ლო-შუ­ლა­ვე­რის ფრონ­ტის სა­ვე­ლე შტა­ბის უფ­რო­სი იყო. 1919 წლის სექ­ტემ­ბრი­დან ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო სკო­ლის უფ­რო­სი გახ­და. 1920 წლის მაის-ოქ­ტომ­ბერ­ში მე­ო­რედ ეკა­ვა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის პოს­ტი. თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შემ­დეგ და­უბ­რუნ­და სამ­ხედ­რო სკო­ლას.

1921 წლის თე­ბერ­ვალ-მარ­ტში კვლავ იკა­ვებ­და მთა­ვარ­სარ­დლის პოსტს. ბოლ­შე­ვი­კუ­რი რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძემ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა მან საფ­რან­გეთ­ში გა­ა­ტა­რა. გე­ნე­რა­ლი გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი, 1970 წლის 7 აგ­ვის­ტოს პა­რი­ზის მახ­ლობ­ლად, დაბა შა­ტუ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ჯონ მა­კ­კე­ი­ნი

2010 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის სტა­ტუ­სი ამე­რი­კელ სე­ნა­ტორს ჯონ მა­კ­კე­ინს მი­ე­ნი­ჭა.

ის არი­ზო­ნას სე­ნა­ტო­რის პოსტს 1987-2018 წლებ­ში იკა­ვებ­და. იყო კონ­გრე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის წევ­რი. 2008 წლის აშშ-ს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კი რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი.

ჯონ მა­კ­კე­ი­ნი 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს აგ­ვის­ტოს ომის დროს, ჩვენს ქვე­ყა­ნას მხარს უჭერ­და და ჩრდი­ლო­ელ აგ­რე­სორს მო­უ­წო­დებ­და, სა­ქარ­თვე­ლო­დან ჯა­რე­ბი გა­ეყ­ვა­ნა.

ჯონ მა­კ­კე­ი­ნი 2018 წლის 25 აგ­ვის­ტოს სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა.

ლეხ კა­ჩინ­სკი

პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი ლეხ კა­ჩინ­სკი 2005 წლი­დან იკა­ვებ­და ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის პოსტს 2010 წლამ­დე, მის ტრა­გი­კულ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე.

2010 წლის 10 აპ­რილს, კა­ჩინ­სკის ტუ-154 ტი­პის თვითმფრი­ნა­ვი სმო­ლენ­სკის "სე­ვერ­ნის" აე­როდ­რომ­თან ჩა­მო­ვარ­და. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად 96 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტი, პირ­ვე­ლი ლედი მა­რია კა­ჩინ­სკა და პო­ლო­ნუ­რი პო­ლი­ტ-ე­ლი­ტის ნა­წი­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის და მას­ში რუ­სე­თის სა­ხე­ლიც ფი­გუ­რი­რებს.

კა­ჩინ­სკის ოჯა­ხის წევ­რე­ბი კა­ტას­ტრო­ფას წი­ნას­წარ გან­ზრა­ხულ მკვლე­ლო­ბად მი­იჩ­ნე­ვენ და თვლი­ან, რომ პრე­ზი­დენ­ტის თვითმფრი­ნა­ვის კა­ტას­ტრო­ფა შემ­თხვე­ვი­თო­ბა და მით უმე­ტეს, პი­ლო­ტე­ბის შეც­დო­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი არ ყო­ფი­ლა. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კა­ჩინ­სკის პო­ტენ­ცი­უ­რი გა­მარ­ჯვე­ბა, რუ­სეთ­თან ომში სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი მის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა და მისი პო­ლი­ტი­კა ევ­რო­კავ­შირ­თან მი­მარ­თე­ბა­ში - ეს ის ფაქ­ტე­ბია, რომ­ლებ­მაც რუ­სეთს მისი მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვის­კენ უბიძ­გა - ეჭ­ვო­ბენ გარ­დაც­ვლი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის პე­რი­ოდ­ში, მი­უ­ხე­და­ვად გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ფრე­ნე­ბი­სა და პო­ლო­ნე­ლი მფრი­ნა­ვე­ბის უა­რი­სა რე­ი­სის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, კა­ჩინ­სკი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოფ­რინ­და. სწო­რედ მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იკ­რი­ბა თბი­ლის­ში 6 სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რე­ბი, რა­მაც რუ­სე­თის ჯარი, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­ა­ჩე­რა.

ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა

2004 წელს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას მი­ე­ნი­ჭა. ის აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე იყო და გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი იყო.

1992 წელს ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა აირ­ჩი­ეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად რუს­თა­ვის მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქი­დან. 1993 წლის 18 ივ­ლისს აფხა­ზეთ­ში და­წყე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ ის ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე გაგ­ზავ­ნა და აფხა­ზეთს მი­ნის­ტრთა საბ­ჭო­სა და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ და­ნიშ­ნა.

შარ­ტა­ვას მონ­დო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 27 სექ­ტემ­ბერს, სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს, როცა ის უშუ­ა­ლოდ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და მთავ­რო­ბის სახ­ლის დაც­ვას, სე­პა­რა­ტის­ტებ­მა თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად ტყვედ აიყ­ვა­ნეს და დახ­ვრი­ტეს.

ზაზა და­მე­ნია

ზაზა და­მე­ნია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მე-11 მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი ბრი­გა­დის მსუ­ბუ­ქი ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის "კო­მან­დოს" ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ლი და კაპ­რა­ლი იყო.

2004 წლის აგ­ვის­ტო­ში, ის, ცხინ­ვა­ლის მი­სად­გო­მებ­თან იბ­რძო­და. 16 აგ­ვის­ტოს, სა­მა­ჩაბ­ლო­ში, თლი­ა­ყა­ნის მი­სად­გო­მებ­თან, მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ სან­გარ­ში ხელ­ყუმ­ბა­რა ჩა­აგ­დო. მტრის მიერ ჩაგ­დე­ბულ ხელ­ყუმ­ბა­რას, ზაზა სხე­უ­ლით გა­და­ე­ფა­რა და სამი თა­ნა­მებ­რძო­ლი გარ­და­უ­ვა­ლი სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნა...

შემ­დეგ, თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი იგო­ნებ­დნენ, რომ ზა­ზას­თვის და­ძა­ხე­ბაც ვერ მო­ას­წრეს, ეს ისე სწრა­ფად გა­ა­კე­თა:

"ეს იყო იმ­პულ­სი, თავ­გან­წირ­ვის, მე­გობ­რე­ბის გამო, და­უ­ფიქ­რებ­ლად უყოყ­მა­ნოდ სიკ­ვდი­ლი მე­გობ­რე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ან აქვს ან არა და ამას ასე, იმ­პულ­სურ მოქ­მე­დე­ბებ­ში მიხ­ვდე­ბი... ზა­ზას ბუ­ნე­ბა­ში ეს ინ­სტიქ­ტი­ვით ჰქონ­და და შეძ­ლო - მან იქვე მყო­ფი სამი თა­ნა­მებ­რძო­ლი გა­და­არ­ჩი­ნა, რომ­ლე­ბიც გან­წი­რუ­ლი იყ­ვნენ...

და­ღუპ­ვამ­დე ორი დღით ადრე, ნაღ­მის აფეთ­ქე­ბის დროს თვა­ლებ­ში მიწა შე­ე­ყა­რა და მხედ­ვე­ლო­ბა და­უქ­ვე­ით­და. ოც­მე­თა­ურ­მა სახ­ლში წას­ვლა შეს­თა­ვა­ზა. ზა­ზამ იუ­ა­რა: წიგ­ნის კი­თხვა არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ მტერს კი ვხე­დავ და სხვას თუ არა­ა­ფე­რი, ტყვი­ას ხომ მა­ინც გა­და­გი­ტე­ნი­თო..."

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი: ელეფ­თერ ლა­ფა­ჩი; გი­ორ­გი მა­მუ­ლია; ვახ­ტანგ რუ­რუა; მა­რი­ნა ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი; სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა; ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ს უ ლ მ ნ ა თ ნ ი!

:)))))))))))
27

სოფო ნიჟარაძე, ვერა ქობალია და მარიკა ვერულაშვილი უნდა იყვნენ ამ სიაში. მალე ალბათ სანდრა რულოვსი და ლიზა იასკოც მიემატებიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

საქართველოს 19 ეროვნული გმირი ჰყავს, მათ შორის ერთი ქალია - ეს სახელები უნდა გვახსოვდეს!

საქართველოს 19 ეროვნული გმირი ჰყავს, მათ შორის ერთი ქალია - ეს სახელები უნდა გვახსოვდეს!

საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა, რომლითაც საქართველოსთვის ჩადენილი განსაკუთრებული, გამორჩეული, გმირული საქციელისთვის ჯილდოვდებიან. ჩვენს ქვეყანას 19 ეროვნული გმირი ჰყავს.

ალბათ, საქართველოში ძნელად მოიპოვება ადამიანი, რომელსაც ამ პიროვნებების ისტორიები ერთხელ მაინც არ მოუსმენია, თუმცა AMBEBI.GE-მ გადაწყვიტა, გმირების სრული სია მიაწოდოს მკითხველს, რადგან ამ ადამიანების სახელები და გმირული საქმეები ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს.

ბოლოს, ეროვნული გმირის ორდენი მამია ალასანიასა და ზურაბ ჭავჭავაძეს მიენიჭათ 2018 წელს.

მამია ალასანია

საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი იყო. 1970 წელს დაამთავრა მოსკოვის სახლმწიფო უშიშროების კომიტეტის უმალესი სკოლა. მუშაობდა საქართველოს სსრ უშიშროების ორგანოებში მაღალ თანამდებობებზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ალასანიამ საინფორმაციო სადაზვერვო ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 1992-93 წლებში იგი სამოქალაქო დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით, სამეგრელოში გაიგზავნა.

უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

2017 წლის ოქტომბერში ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, მამია ალასანია თბილისში, ნარიყალაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

2018 წლის 5 თებერვალს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მამია ალასანიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

გურამ გაბესკირია

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს ქალაქ სოხუმში. წლების განმავლობაში დაკავებული იყო პროფესიული ფეხბურთით. 1960-იანი წლების ბოლოს სოხუმის „დინამოში“ თამაშობდა. მოგვიანებით, საფეხბურთო კარიერა სტავროპოლში, მინსკსა და კისლოვოდსკში გააგრძელა, ბოლოს კი თბილისის „ცსკა“-ში თამაშობდა.

1972 წელს გაბესკირია რესპუბლიკური დონის, მოგვიანებით კი საერთაშორისო კატეგორიის ფეხბურთის მსაჯი გახდა.

1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პოლკოვნიკმა გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე, რის შედეგადაც, ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გაბესკირია, სეპარატისტებმა დახვრიტეს.

საზოგადოებამ მხოლოდ 90-იანი წლების ბოლოს იხილა აფხაზი ტელეოპერატორის გადაღებული კადრები - "დაიჩოქე და შეაგინე ქართველებს!" და სოხუმის მერის გურამ გაბისკირიას პასუხი - "არასდროს ჩემს სიცოცხლეში!" (Никогда в жизни!).

2017 წელს ეროვნული გმირის წოდება ქალაქ სოხუმის უკანასკნელ ქართველ მერს, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას მიენიჭა.

ზურაბ ჭავჭავაძე

ზურაბ ჭავჭავაძე ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერი იყო. ის განათლებით ქიმიკოსი გახლდათ, თუმცა ცნობილია თავისი ნაშრომებით ფილოლოგიაში.

ზურაბ ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანის კოლეგიის რედაქციას. 1970-იანი წლებიდან მან კათალიკოს-პატრიარქის რეფერენტად დაიწყო მუშაობა. 1979 წელს მისი ინიციატივით რომის პაპის, იოანე-პავლე მეორისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შეხვედრის ორგანიზება მოახერხა.

საქართველოს ეროვნული გმირი დაინტერესებული იყო ქართული სასულიერო ლიტერატურით. თავის სამეცნიერო ნაშრომში, რომელიც დავით აღმაშენებლის ნაშრომს - „გალობანი სინანულისანი“ ეძღვნებოდა, ამტკიცებდა, რომ იგი არა ნაწარმოების სახელის, არამედ ჟანრის დასახელებაა.

ზურაბ ჭავჭავაძე იყო ქართველოს დისიდენტი და 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

1989 წლის 13 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონ სოფელ ბორითთან ზურაბ ჭავჭავაძე საეჭვო ვითარებაში მომხდარ ავტოკატასტროფაში დაშავდა. ამავე კატასტროფას ემსხვერპლა მერაბ კოსტავა. ჭავჭავაძე ავტოკატასტროფიდან 69-ე დღეს საავადმყოფოში A ჰეპატიტის დიაგნოზით გარდაიცვალა.

2018 წლის 16 დეკემბერს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

მარო მაყაშვილი

2015 წელს ეროვნული გმირის წოდება წითელი ჯვრის მოწყალების დას მარიამ (მარო) მაყაშვილს მიენიჭა.

ის 1902 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. მამა - კონსტანტინე მაყაშვილი, ცნობილი პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. თბილისის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მარომ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დაწყებისთანავე, მარო, მეგობრების მხარდამხარ, წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და სანიტარულ რაზმთან ერთად თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორისკენ, კოჯორ-ტაბახმელას მიმართულებით გაემართა. 1921 წლის 19 თებერვალს, მას რუსული არტილერიის მიერ ნასროლი ყუმბარის ნამსხვრევი კეფაში მოხვდა და დაიღუპა.

2013 წელს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭათ: ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილს, ზურაბ იარაჯულს, გიორგი ანწუხელიძეს, ამბროსი ხელაიას, ექვთიმე თაყაიშვილს, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, გრიგოლ ფერაძეს, გიორგი მაზნიაშვილს, მიხეილ (მიხაკო) წერეთელსა და გიორგი კვინიტაძეს.

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი

ქაქუცა ჩოლოყაშვლი პირველ მსოფლიო ომში, თავდაპირველად, ავსტრია-უნგრეთის ფრონტზე იბრძოდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918-1920 წლებში, ქაქუცა ჩოლოყაშვილი სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიონში მსახურობდა, სადაც დივიზიონის პირველ ესკადრონს მეთაურობდა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1920 წლის ზაფხულიდან ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორ ბენია ჩხიკვიშვილთან მსახურობდა, განსაკუთრებულ მინდობილობათა ოფიცრად.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დასაწყისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, გენერალ დავით ჭავჭავაძესთან ერთად, დასავლეთ საქართველოში ახალი ცხენოსანი ნაწილების ჩამოსაყალიბებლად გააგზავნეს. ომის ბოლო პერიოდისთვის, მათ შეძლეს ორი ესკადრონის შექმნა, რომელთაგან ერთ-ერთს თავად ჩოლოყაშვილი ჩაუდგა სათავეში.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, 1922 წელს, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა შეფიცულთა რაზმი შექმნა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძლა დაიწყო. იმავე წელს, მისმა რაზმმა ხევსურეთში აჯანყება მოაწყო. 1924 წლის აგვსიტოს აჯანყებაში, გეგმის მიხედვით, მის რაზმს თბილისი უნდა აეღო, თუმცა აჯანყება დამარცხდა და ქაქუცა ჩოლოყაშვილს საფრანგეთში მოუწია წასვლა, სადაც 1930 წელს ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

ზურაბ იარაჯული

ქართველი სამხედრო მფრინავი, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი ლეიტენანტი, საქართველოს ეროვნული გმირი. დაიღუპა აფხაზეთის ომში 21 წლის ასაკში.

ზურაბ იარაჯულმა საომარი მოქმედებების დროს, ქვეყნის ერთიანობის დასაცავად, ოცზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელა და მოწინააღმდეგის პოზიციებზე არაერთი წარმატებული იერიში მიიტანა.

ზურაბ იარაჯული, 1993 წლის 13 ივლისს, კოპიტნარის აეროდრომიდან სოფელ შრომის მიმართულებით, სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავით გაფრინდა. ქართველმა მფრინავებმა, სოფელ შრომასთან, მთლიანად გაანადგურეს მტრის სამხედრო კოლონა. აეროდრომზე დაბრუნებულ ზურაბ იარაჯულს კვლავ მოუხდა საბრძოლო დავალების შესასრულებლად სოფელ შრომისკენ მიბრუნება, სადაც ქართულმა მოიერიშეებმა მტერზე მორიგი წარმატებული შეტევა განახორციელეს, თუმცა მოწინააღმდეგემ მისი თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო.

ქართველი პილოტი მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პარაშუტით დაეშვა და სამი დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის ხაზის გადაკვეთას და სამშვიდობოზე გასვლას ცდილობდა. მტერს ეჭვი ჰქონდა, რომ პილოტი ცოცხალი გადარჩა და ეძებდა. საბოლოოდ, გუმისთის ტყეში, მოწინააღმდეგემ ზურაბ იარაჯული ალყაში მოაქცია. მას დანებება შესთავაზეს და დაჰპირდნენ, რომ მოგვიანებით, ტყვედ გაცვლიდნენ, თუმცა ის მტერს ცოცხალი არ დანებდა - მდევართაგან ორი მოკლა და ერთი დაჭრა.

გიორგი ანწუხელიძე

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

გიორგი ანწუხელიძემ 23 წლის ასაკში გმირულად შესწირა თავი სამშობლოს. იგი ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო. ტყვედ ჩავარდნილს დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა. თუმცა მაინც არ გატყდა... თავისი საქციელით მტერიც გააკვირვა! გააკვირვა და იმდენად გააბრაზა, რომ ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე ცემაში ამოხადეს სული...

აქ მთავრდება ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე და იწყება სახალხო გმირის ისტორია!

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალი ანწუხელიძე ეროვნული გმირის ორდენით მიხეილ სააკაშვილმა 2013 წლის აპრილში დააჯილდოვა. ჯილდო ანწუხელიძის ქვრივს, მაკა ჩიკვილაძეს გადაეცა.

ამბროსი ხელაია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში იმ პირთა წინააღმდეგ ჩნდებოდა, ვინც აფხაზ ხალხს ქართველების სიძულვილს უნერგავდნენ. ამბროსი ხელაიას წინააღმდეგ რუსულმა მხარემ ძალის გამოყენება არქიმანდრიტობის პერიოდიდანვე დაიწყო.

ის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის იბრძოდა, რის გამოც 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს, 1908 წელს კი წაუყენებს ბრალდება, თითქოს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მიეღოს მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში ბრალი ვერ დაუმტკიცეს, სამშობლოში დაბრუნების უფლებას მაინც არ აძლევდნენ.

1917 წელს ამბროსი ხელაია საქართველოში დაბრუნდა, რის შემდეგაც მცხეთა-თბილისის აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხეს. 1921 წელს იგი საქართველოს კათალოკოს-პატრიარქი გახდა.

1922 წელს პატრიარქმა გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე გაგზავნა მოწოდება, რომლის თანახმადაც რუსული მხარე ქართველებს ართმევდა მშობლიურ ენას, უბილწავდა ეროვნულ კულტურას და უბღალავდა სარწმუნოებრივ გრძნობას. ის საქართველოდან წითელი არმიის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყობას ითხოვდა. ამბროსი ხელაიას მიმართვა პოლიტიკური რეაგირების გარეშე დარჩა. რუსეთმა კი მისი დევნა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადაიყვანა - პატრიარქი და საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრი დააპატიმრეს. მათ რამდენიმე ბრალდება წაუყენეს, მათ შორის იყო კონფერენციაზე მიმართვის გაგზავნაც.

კათოლიკოს-პატარიარქის განაჩენი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა, თუმცა ასაკის გამო 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და მთელი ქონების კონფისკაცია მიუსაჯეს. 1924 წლის ბოლოს გამოცემული ამნისტიით პატრიარქს სასჯელი მოუხსნეს.

ამბროსი ხელაია 1927 წლის 29 მარტს გარდაიცვალა. 1995 წელს კი საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ექვთიმე თაყაიშვილი

საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ექვთიმე თაყაიშვილი (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი) 1863 წლის 3 იანვარს დაიბადა.

ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მან 1921-1945 წლებში საფრანგეთში გატანილი საქართველოს საგანძური სრულად დაიცვა, რის გამოც კონსტანტინე გამსახურდიამ მას „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ უწოდა.

ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საქართველო დატოვა. მან გახიზნული მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საფრანგეთში თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი და მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, რომელსაც საფრანგეთში განიცდიდა, ხელუხლებლად შემოუნახა ქვეყანას.

1945 წლის 11 აპრილს უკვე მხცოვანი „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ განძით დატვირთული დაბრუნდა თბილისში... და სამეცნიერო საქმიანობას დაუბრუნდა.

1951 წელს დააპატიმრეს მისი შვილიშვილი, მომდევნო წელს თავად ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს, საბოლოოდ კი 1953 წლის თებერვალში, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოხუცი, გულის დამბლით გარდაიცვალა, უკანასკნელ გზაზე კი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გააცილა...

მერაბ კოსტავა

დისიდენტი, საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს დაიბადა. ის პროფესიით მუსიკათმცოდნე გახლდათ, პოეტი.

1946 წელს მერაბ კოსტავა თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში შეიყვანეს. სწორედ აქ გაიცნეს ერთმანეთი მან და ზვიად გამსახურდიამ და გადაწყვიტეს, სამშობლოს თავისუფლებისთვის ებრძოლათ. ამ ბრძოლის პროცესში ის ხშირად ხდებოდა რეპრესიების მსხვერპლი.

1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, ჟურნალ "ოქროს საწმისის" გამოცემა იყო. გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, - 5 წელი დაუმატეს, როგორც "ხულიგანს" და ციმბირში ანგარსკში გაამწესეს.

1978 წელს მერაბ კოსტავა ამერიკის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე, არადა, მაშინ მერაბის შესახებ ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა; მასზე ინფორმაცია ძირითადად დისიდენტურ წრეებსა და სამეგობროს ჰქონდათ. ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ერთადერთმა ვაჟმა - 25 წლის ირაკლი კოსტავამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე...

პოლიტიკური ზეწოლის გამო, ხელისუფლება იძულებული გახდა, მერაბ კოსტავა გაეთავისუფლებინა. 1987 წლის 30 აპრილს იგი 10-წლიანი პატიმრობიდან სამშობლოში დაბრუნდა. ამის შემდეგ არაერთი თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მერაბმა მუსიკის მასწავლებლობა არჩია, ბარნოვის ქუჩაზე, მუსიკალურ შვიდწლედში ასწავლიდა.

მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად, 1987-1990 წლებში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო. ერთხელ დედამისისთვის უთქვამს - "დედი, არ გეწყინოს, მაგრამ ჯერ უფალი მიყვარს, მერე ზვიადი, მერე კი შენ".

1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ზვიად გამსახურდია

1991-1992 წლებში იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი, მეცნიერი, ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დისიდენტი და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

ზვიად გამსახურდია პრეზიდენტობამდე დისიდენტურ საქმიანობას აქტიურად ეწეოდა. ამის გამო ის 1956 და 1977-1979 წლებში დააპატიმრეს. 1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“ გარიცხეს.

ზვიად გამსახურდია იყო ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, რომელიც 9 აპრილს სისხლიანი დარბევით დასრულდა. მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდგომ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას".

1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალების დროს ზვიად გამსახურდიას პერსონა შეტევის ობიექტად იქცა. 1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ რამდენიმე შენობაზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტზე იერიში მიიტანეს. შენობაში გამსახურდია იმყოფებოდა. მან და მისი მთავრობის წევრებმა შენობიდან გააღწიეს. საბოლოოდ, პირველი პრეზიდენტი ჩეჩნეთში გაიხიზნა და ჯოხარ დუდაევის მთავრობისგან თავშესაფარი მიიღო.

1993 წელს გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა და „დევნილი მთავრობა“ აღადგინა. ცდილობდა, ანტი-შევარდნაძის კოალიცია შეექმნა, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობის მხარდაჭერას ეყრდნობოდა. ზვიად გამსახურდიას ჯარებმა სწრაფად მოახერხეს სამთავრობო შენაერთების მიერ დატოვებული სამხედრო ამუნიციის ნაწილის ხელში ჩაგდება, რამაც 1993 წელს, დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყებას შეუწყო ხელი. საბოლოოდ, გამსახურდიას მიერ წამოწყებული აჯანყება სწრაფად ჩაახშეს...

დღემდე ბურუსითაა მოცული პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმე - ის 1993, 31 დეკემბერს დაიღუპა... ცხედარს თავში ერთადერთი ტყვია ჰქონდა ნასროლი...

გრიგოლ ფერაძე

ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი.

1921 წელს გელათში გამართულ მესამე საეკლესიო კრებაზე მამა გრიგოლი გარე კახეთის სამღვდელოების წარმომადგენელი იყო და მისი ევროპაში სასწავლებლად გაგზავნის საკითხი გადაწყდა. ამ პერიოდში საქართველოში კომუნისტური წეს-წყობილება დამყარდა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოსკენ დასაბრუნებელი გზა შეეკრათ. გრიგოლი გაემგზავრა ინგლისში და სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა.

1931 წლის 18 აპრილს გრიგოლ ფერაძე ლონდონის წმინდა სოფიას ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა. 19 აპრილს იქვე ეკურთხა დიაკვნად, ხოლო 25 მაისს პარიზის წმინდა სტეფანეს ბერძნულ საკათედრო ტაძარში მღვდელი გახდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ფაშისტებმა თითქმის მთელი ევროპა დაიპყრეს, შეიტყეს, რომ საფრანგეთის ბანაკში პატარა ქვეყნის დიდი განძი ინახებოდა, მის შესაფასებლად კი გრიგოლ ფერაძე მიიწვიეს. მან ფაშისტებს უთხრა, რომ ამ ქონებას ღირებულება მხოლოდ ქართველებისთვის ჰქონდა, როგორც ეროვნულ შემოქმედებას.

იმის გამო, რომ მამა გრიგოლი ფაშისტებისგან დევნილ ხალხს ეხმარებოდა, შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს, სადაც დაიღუპა კიდეც... მასთან ერთად მყოფი პატიმრები იხსენებდნენ, რომ მამა გრიგოლთან ერთად ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი იყო, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა გადაუწყვიტეს. მამა გრიგოლს ის შეებრალა და მისი სასჯელი საკუთარ თავზე თავად აიღო - გაზის კამერაში შევიდა.

გიორგი მაზნიაშვილი

კაცი, რომელსაც რუსეთ-იაპონიის ომში გამოჩენილი მამაცობისთვის რუსეთის იმპერატორის ასულები უხვევდნენ ჭრილობას (ქალიშვილიც იმპერატორმა მოუნათლა), ხოლო საკუთარი სამშობლოსთვის გამოჩენილი მამაცობისთვის დახვრიტეს - ასეთი იყო 1937 წელს დაპატიმრებულების სიკვდილის ფორმა...

1918 წლის 8 აპრილს, მდინარე ჩოლოქთან, მაზნიაშვილის სარდლობით მცირერიცხოვანმა ქართულმა ჯარმა მოწინააღმდეგეს მძიმე დარტყმა მიაყენა და მისი წინსვლა შეაჩერა.

1919 წლის თებერვალში გენერალი მაზნიაშვილი ახალციხისა და ახალქალაქის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, თბილისის დაცვისას, გენერალი მაზნიაშვილი ქალაქის თავდაცვის ცენტრალურ სექტორს მეთაურობდა. მის სექტორში, ქართულმა არმიამ ომის ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც 19 თებერვალს, რუსული 58-ე მსროლელი ბრიგადა თითქმის სრულიად გაანადგურა.

1921 წლის 18-21 მარტს, გიორგი მაზნიაშვილმა, ქართული ჯარით, ბათუმი მოწინააღმდეგის ნაწილებისგან გაწმინდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გენერალი მაზნიაშვილი ქართულ წითელ ჯარში მსახურობდა და დივიზიას მეთაურობდა.

1921 წლის 6 სექტემბერს იგი ორი წლით, თბილისში, მეტეხის ციხეში დააპატიმრეს. 1923 წელს „სამხედრო ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით, თავდაპირველად, დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა სასჯელი საზღვარგარეთ გადასახლებით შეუცვალეს, რის შემდეგაც იგი, რამდენიმე წლის განმავლობაში, ირანსა და საფრანგეთში ცხოვრობდა. 1925 წელს გიორგი მაზნიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ცხოვრება სოფელ სასირეთში გააგრძელა.

1937 წელს იგი დააპატიმრეს და დახვრიტეს.

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი

ქართველი მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

1900-1907 წლებში ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში და ანარქისტულ საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული. 1907 წელს საქართველოში დაბრუნებული კი ანარქისტულ პოზიციაზე იდგა.

ის საქართველოს სასარგებლოდ აქტიურ სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წერეთელი გერმანიაში მოქმედი „ქართული სამოკავშირეო კომიტეტის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, რომლის მეშვეობით გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკიდან ასობით ქართველი სამხედრო ტყვე გათავისუფლდა.

1945 წლიდან მიხეილ წერეთელი ცხოვრობდა და საქმიანობდა მიუნხენში. მას ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორობა შესთავაზეს, თუმცა ამ პერიოდში პოლიტიკური პრობლემებისადმი ინტერესი უფრო ჰქონდა. მიხეილ წერეთელი 87 წლის ასაკში გარდაიცალა. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილში.

გიორგი კვინიტაძე

ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პირველი და ბოლო მთავარსარდალი იყო.

1918 წლის ბოლოს გიორგი კვინიტაძე სომხეთ-საქართველოს ომის სადახლო-შულავერის ფრონტის საველე შტაბის უფროსი იყო. 1919 წლის სექტემბრიდან ქართული სამხედრო სკოლის უფროსი გახდა. 1920 წლის მაის-ოქტომბერში მეორედ ეკავა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტი. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაუბრუნდა სამხედრო სკოლას.

1921 წლის თებერვალ-მარტში კვლავ იკავებდა მთავარსარდლის პოსტს. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ საქართველო დატოვა და მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. გენერალი გიორგი კვინიტაძე ღრმად მოხუცებული, 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა.

ჯონ მაკკეინი

2010 წელს საქართველოს ეროვნული გმირის სტატუსი ამერიკელ სენატორს ჯონ მაკკეინს მიენიჭა.

ის არიზონას სენატორის პოსტს 1987-2018 წლებში იკავებდა. იყო კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი. 2008 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში კი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.

ჯონ მაკკეინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს, ჩვენს ქვეყანას მხარს უჭერდა და ჩრდილოელ აგრესორს მოუწოდებდა, საქართველოდან ჯარები გაეყვანა.

ჯონ მაკკეინი 2018 წლის 25 აგვისტოს სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

ლეხ კაჩინსკი

პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი 2005 წლიდან იკავებდა ქვეყნის პირველი პირის პოსტს 2010 წლამდე, მის ტრაგიკულ გარდაცვალებამდე.

2010 წლის 10 აპრილს, კაჩინსკის ტუ-154 ტიპის თვითმფრინავი სმოლენსკის "სევერნის" აეროდრომთან ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 96 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პრეზიდენტი, პირველი ლედი მარია კაჩინსკა და პოლონური პოლიტ-ელიტის ნაწილი.

გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის და მასში რუსეთის სახელიც ფიგურირებს.

კაჩინსკის ოჯახის წევრები კატასტროფას წინასწარ განზრახულ მკვლელობად მიიჩნევენ და თვლიან, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფა შემთხვევითობა და მით უმეტეს, პილოტების შეცდომით გამოწვეული არ ყოფილა. საპრეზიდენტო არჩევნებში კაჩინსკის პოტენციური გამარჯვება, რუსეთთან ომში საქართველოსადმი მის მიერ გამოცხადებული მხარდაჭერა და მისი პოლიტიკა ევროკავშირთან მიმართებაში - ეს ის ფაქტებია, რომლებმაც რუსეთს მისი მკვლელობის დაგეგმვისკენ უბიძგა - ეჭვობენ გარდაცვლილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები.

2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში, მიუხედავად გართულებული ფრენებისა და პოლონელი მფრინავების უარისა რეისის შესრულებაზე, კაჩინსკი საქართველოში ჩამოფრინდა. სწორედ მისი ინიციატივით შეიკრიბა თბილისში 6 სახელმწიფოს ლიდერები, რამაც რუსეთის ჯარი, ფაქტობრივად, შეაჩერა.

ჟიული შარტავა

2004 წელს ეროვნული გმირის წოდება ჟიული შარტავას მიენიჭა. ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო და გენერალ-მაიორი იყო.

1992 წელს ჟიული შარტავა აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან. 1993 წლის 18 ივლისს აფხაზეთში დაწყებული სამხედრო მოქმედებების დროს ედუარდ შევარდნაძემ ის ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნა და აფხაზეთს მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.

შარტავას მონდომების მიუხედავად, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, როცა ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, სეპარატისტებმა თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

ზაზა დამენია

ზაზა დამენია თავდაცვის სამინისტროს მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის "კომანდოს" ყუმბარმტყორცნელი და კაპრალი იყო.

2004 წლის აგვისტოში, ის, ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. 16 აგვისტოს, სამაჩაბლოში, თლიაყანის მისადგომებთან, მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარა ჩააგდო. მტრის მიერ ჩაგდებულ ხელყუმბარას, ზაზა სხეულით გადაეფარა და სამი თანამებრძოლი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა...

შემდეგ, თანამებრძოლები იგონებდნენ, რომ ზაზასთვის დაძახებაც ვერ მოასწრეს, ეს ისე სწრაფად გააკეთა:

"ეს იყო იმპულსი, თავგანწირვის, მეგობრების გამო, დაუფიქრებლად უყოყმანოდ სიკვდილი მეგობრების გადასარჩენად, რომელიც ადამიანს ან აქვს ან არა და ამას ასე, იმპულსურ მოქმედებებში მიხვდები... ზაზას ბუნებაში ეს ინსტიქტივით ჰქონდა და შეძლო - მან იქვე მყოფი სამი თანამებრძოლი გადაარჩინა, რომლებიც განწირული იყვნენ...

დაღუპვამდე ორი დღით ადრე, ნაღმის აფეთქების დროს თვალებში მიწა შეეყარა და მხედველობა დაუქვეითდა. ოცმეთაურმა სახლში წასვლა შესთავაზა. ზაზამ იუარა: წიგნის კითხვა არ შემიძლია, მაგრამ მტერს კი ვხედავ და სხვას თუ არააფერი, ტყვიას ხომ მაინც გადაგიტენითო..."

გამოყენებული ფოტოების მფლობელები: ელეფთერ ლაფაჩი; გიორგი მამულია; ვახტანგ რურუა; მარინა ტაბლიაშვილი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ეროვნული ფოტომატიანე.