მსოფლიო
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყაზბეგში ადგილობრივებმა ფესტივალ Mountain Set-ის ტერიტორია დაარბიეს - ინციდენტის დეტალები და ყაზბეგის მერის კომენტარი
ყაზბეგში ადგილობრივებმა ფესტივალ Mountain Set-ის ტერიტორია დაარბიეს - ინციდენტის დეტალები და ყაზბეგის მერის კომენტარი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზა­რა­ლი ძა­ლი­ან დი­დია, ყვე­ლა ღო­ნეს ვხმა­რობთ, რათა ფეს­ტი­ვა­ლი არ გა­უქ­მდეს, - ამის შე­სა­ხებ ყაზ­ბეგ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის „Mountain Set“-ის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ­ლი­თაც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ყაზ­ბეგ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტებს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. „Mountain Set“-ის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მომ­ხდა­რი ფაქ­ტი საფრ­თხეს უქ­მნის და აზი­ა­ნებს არა მხო­ლოდ ერთ კონ­კრე­ტულ ფეს­ტი­ვალს, არა­მედ ქვეყ­ნის იმიჯს, სე­რი­ო­ზულ დარ­ტყმას აყე­ნებს ტუ­რიზმს და ლა­ხავს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბას.

„ვი­ზი­ტო­რე­ბის და ზო­გა­დად ფეს­ტი­ვა­ლის უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კომ­პრო­მის­ზე წა­ვე­დით ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან და ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ას­თან და მერ­თან შე­თან­ხმე­ბით ფეს­ტი­ვა­ლი სტე­ფან­წმინ­დი­დან გა­და­ვი­ტა­ნეთ ბი­და­რა­ში, რაც და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი­დან არის დიდი მან­ძი­ლით და­შო­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა შე­დე­გი მა­ინც არ გა­მო­ი­ღო და სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტის წი­ნა­შე მა­ინც აღ­მოჩ­ნდით.

გუ­შინ დი­ლით ყაზ­ბე­გის ად­გი­ლობ­რივ­მა მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რია და­არ­ბი­ეს. ვან­და­ლუ­რი აქ­ტის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და და­შა­ვე­ბუ­ლია სტა­ფის რამ­დე­ნი­მე წევ­რი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზა­რა­ლი ძა­ლი­ან დი­დია, ყვე­ლა ღო­ნეს ვხმა­რობთ, რომ ფეს­ტი­ვა­ლი არ გა­უქ­მდეს. ფეს­ტი­ვა­ლი არ გახ­ლავთ სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი და მთლი­ა­ნად ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ.

ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა კა­ნო­ნის დაც­ვით და ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნოს­თან შე­თან­ხმე­ბი­თაა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ი­შა­ლოს ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის პი­რა­დი, არა­ჯან­სა­ღი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი აზ­რის გამო.

სამ­წუ­ხა­როდ აქ არ ცნო­ბენ, პა­ტივს არ სცე­მენ, არ აღი­ა­რე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ებს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მარ­თლებ­რივ სა­ხელ­მწი­ფო­ზე და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია.

ვთვლით, რომ მომ­ხდა­რი ფაქ­ტი საფრ­თხეს უქ­მნის და აზი­ა­ნებს არა მხო­ლოდ ერთ კონ­კრე­ტულ ფეს­ტი­ვალს, არა­მედ ქვეყ­ნის იმიჯს, სე­რი­ო­ზულ დარ­ტყმას აყე­ნებს ტუ­რიზმს და ლა­ხავს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან „Mountain Set“-ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ დღეს სა­ღა­მოს გა­მო­ცხად­დე­ბა ფეს­ტი­ვა­ლის ახალ ლო­კა­ცია და სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

„ჩვენ ყვე­ლას თქვე­ნი თა­ნად­გო­მა გვჭირ­დე­ბა ისე, რო­გორც არას­დროს! არა­ვის მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა მუ­სი­კის მოს­მე­ნის, ცეკ­ვის და ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის უფ­ლე­ბა შეგ­ვი­ზღუ­დონ!“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის, ალექ­სან­დრე ზა­გაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, Mountain Set: Kazbegi-ის ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ის დარ­ბე­ვის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც მერ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ფეს­ტი­ვა­ლი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს შო­რის ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, და­ზი­ან­და მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ტექ­ნი­კაც.

„მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან პრო­ტეს­ტი გა­მო­ით­ქვა და ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტი მოხ­და. და­ფიქ­სირ­და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტი, რაც ცუ­დია. რო­გორც ვიცი, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მო­სახ­ლე­ო­ბა ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა ამას ჰქონ­და წი­ნა­პი­რო­ბე­ბი. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში რა­ღაც ჯგუ­ფის­გან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი პოს­ტე­ბი ვრცელ­დე­ბო­და მო­სახ­ლე­ო­ბის მი­სა­მარ­თით, რა­მაც პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.

ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ად­გილ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბო­დით, ასე­ვე მე­რი­ა­შიც გვქონ­და შეხ­ვედ­რა, უშუ­ა­ლოდ ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან. მთე­ლი დღე იქ ვი­ყა­ვით, ჩვე­ნი ჩას­ვლის დროს ად­გილ­ზე გარ­კვე­ულ ინ­ცი­დენტს ჰქონ­და ად­გი­ლი. რო­გორც ვიცი, ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი მოხ­და ბი­და­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ეკუთ­ვნის“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ზა­გაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბას, რომ მი­უ­ხე­და­ვად ინ­ცი­დენ­ტი­სა ფეს­ტი­ვა­ლი მა­ინც ჩა­ტარ­დე­ბა, თუმ­ცა ლო­კა­ცი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით არ ასა­ხე­ლე­ბენ, ყაზ­ბე­გის მერი ამ­ბობს, რომ ისევ ყაზ­ბეგ­ში გა­ი­მარ­თე­ბა თუ არა ფეს­ტი­ვა­ლი, ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მხრი­დან სა­მოქ­მე­დო გეგ­მას თვი­თო­ნაც ელო­დე­ბა.

ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ყაზბეგში ადგილობრივებმა ფესტივალ Mountain Set-ის ტერიტორია დაარბიეს - ინციდენტის დეტალები და ყაზბეგის მერის კომენტარი

ყაზბეგში ადგილობრივებმა ფესტივალ Mountain Set-ის ტერიტორია დაარბიეს - ინციდენტის დეტალები და ყაზბეგის მერის კომენტარი

მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია, ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა ფესტივალი არ გაუქმდეს, - ამის შესახებ ყაზბეგში მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორის „Mountain Set“-ის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ორგანიზატორები ყაზბეგში მომხდარ ინციდენტებს ეხმაურებიან. „Mountain Set“-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას.

„ვიზიტორების და ზოგადად ფესტივალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კომპრომისზე წავედით ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივი პოლიციასთან და მერთან შეთანხმებით ფესტივალი სტეფანწმინდიდან გადავიტანეთ ბიდარაში, რაც დასახლებული პუნქტიდან არის დიდი მანძილით დაშორებული. თუმცა შედეგი მაინც არ გამოიღო და სამწუხარო ფაქტის წინაშე მაინც აღმოჩნდით.

გუშინ დილით ყაზბეგის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. ვანდალური აქტის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავებულია სტაფის რამდენიმე წევრი.

მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია, ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს. ფესტივალი არ გახლავთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მთლიანად ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მიერ.

ფესტივალი, რომელიც ყველა კანონის დაცვით და ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებითაა ორგანიზებული, არ შეიძლება ჩაიშალოს ადამიანების გარკვეული ჯგუფის პირადი, არაჯანსაღი და დამამცირებელი აზრის გამო.

სამწუხაროდ აქ არ ცნობენ, პატივს არ სცემენ, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუციებს. შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე საუბარი ზედმეტია.

ვთვლით, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან „Mountain Set“-ში აღნიშნავენ, რომ დღეს საღამოს გამოცხადდება ფესტივალის ახალ ლოკაცია და სრული ინფორმაცია.

„ჩვენ ყველას თქვენი თანადგომა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს! არავის მივცეთ საშუალება მუსიკის მოსმენის, ცეკვის და ბედნიერების გაზიარების უფლება შეგვიზღუდონ!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე ზაგაშვილის განცხადებით, Mountain Set: Kazbegi-ის ფესტივალის ტერიტორიის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც მერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი უნდა გამართულიყო, მოსახლეობასა და ფესტივალის ორგანიზატორებს შორის ინციდენტი მოხდა, დაზიანდა მუსიკალური ფესტივალის ჩატარებისთვის განკუთვნილი ტექნიკაც.

„მოსახლეობის მხრიდან პროტესტი გამოითქვა და ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. დაფიქსირდა კერძო საკუთრების დაზიანების ფაქტი, რაც ცუდია. როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს, მოსახლეობა ფესტივალის ჩატარების თაობაზე ინფორმირებული იყო, თუმცა ამას ჰქონდა წინაპირობები. სოციალურ ქსელებში რაღაც ჯგუფისგან შეურაცხმყოფელი პოსტები ვრცელდებოდა მოსახლეობის მისამართით, რამაც პროვოცირება მოახდინა.

ინციდენტთან დაკავშირებით ადგილზე ვიმყოფებოდით, ასევე მერიაშიც გვქონდა შეხვედრა, უშუალოდ ფესტივალის ორგანიზატორებთან. მთელი დღე იქ ვიყავით, ჩვენი ჩასვლის დროს ადგილზე გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. როგორც ვიცი, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, აღნიშნული ფაქტი მოხდა ბიდარის ტერიტორიაზე, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის“, - განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.

რაც შეეხება ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებას, რომ მიუხედავად ინციდენტისა ფესტივალი მაინც ჩატარდება, თუმცა ლოკაციას ჯერჯერობით არ ასახელებენ, ყაზბეგის მერი ამბობს, რომ ისევ ყაზბეგში გაიმართება თუ არა ფესტივალი, ინფორმაცია არ აქვს და ორგანიზატორების მხრიდან სამოქმედო გეგმას თვითონაც ელოდება.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს