ავტორი:

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია პარტნიორებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია პარტნიორებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ მიმართა მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის პარტნიორ ასოციაციას, მიაწოდა სრული ინფორმაცია საქართველოში უკანასკნელ დღეებში მიმდინარე მოვლენების შესახებ და სთხოვა მათ, საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში სტუმრობა ურჩიონ. ასოციაციის მიზანი რუსეთის აგრესიის შეკავება და ქვეყნის ტურიზმის ხელშეწყობაა.

მსგავსი მხარდაჭერა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ბოლოს განვითარებული მოვლენების ფონზე. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ტურისტული ემბარგო დაუწესა და რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ადგილობრივი ტურისტების გადაყვანა აუკრძალა.

საპასუხოდ კი დაიწყო კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“. ამ მოწოდებას საზღვარგარეთ მოღვაწე არაერთი ქართველიც შეუერთდა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში სტუმრობისკენ მოუწოდეს. კამპანიის ფარგლებში გაგზავნა მოწოდება საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამაც. ამ ეტაპზე ასოციაციის აქტივობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან უკანასკნელი თვეების განმავლობაში რუსეთი საქართველოში ინტელექტის ოკუპაციასაც ცდილობს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი