სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მიყვარს ჩემი რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი მეგობრები
რატომ მიყვარს ჩემი რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი მეგობრები

სა­ლო­მე აბუ­ლაშ­ვი­ლის ბლო­გი

ჩვენ მე­გობ­რო­ბა გვინ­დო­და, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მე­გობ­რო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის ის­ტო­რი­ი­დან უკვე რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლია ამო­ი­შა­ლა. გარ­და­უ­ვა­ლი იყო - იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, თუ რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ტკი­ვი­ლი მოჰ­ყვე­ბო­და. ტკი­ვი­ლი ომის, ტკი­ვი­ლი და­ნა­კარ­გის, ტკი­ვი­ლი სის­ხლის...

ოთხი­ვე მივ­ხვდით, რომ ორი გზა გვქონ­და: ან ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვის შემ­დეგ ამ ტკი­ვილ­ზე ხმა­მაღ­ლა და საყ­ვე­დუ­რის ტო­ნით ვი­სა­უბ­რებ­დით და ბო­ლოს ჩვენც მტრე­ბი გავ­ხდე­ბო­დით, ან ყვე­ლა ცალ-ცალ­კე და ერ­თად შევ­თან­ხმდე­ბო­დით, რომ მე­გობ­რო­ბას სა­ზღვრე­ბი არ აქვს, რომ მე­გობ­რო­ბის კა­ნონ­მდებ­ლე­ბიც და აღ­მას­რუ­ლებ­ლე­ბიც ჩვენ თვი­თონ ვართ.

გა­ვი­აზ­რეთ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რი­ის გა­და­წე­რა შეგ­ვეძ­ლო, ეს ის­ტო­რია მხო­ლოდ ოთხს გვე­ცო­დი­ნე­ბო­და, თუმ­ცა რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბით იწყე­ბა... და სოფ­ლის მა­შე­ნებ­ლე­ბი­ვით სა­ქარ­თვე­ლოს, რუ­სე­თის, სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ახ­ლე­ბუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და­ვი­წყეთ.

რა­ტომ მიყ­ვარს ჩემი რუსი, სო­მე­ხი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მე­გობ­რე­ბი? - აგ­რე­სო­რი ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ლი­ო­შა ისე­თი მზრუნ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რომ სხვე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­სა და კომ­ფორ­ტს ძა­ლი­ან ად­ვი­ლად თმობ­და. რომ იტყვი­ან გა­იხ­დის და შენ ჩა­გაც­ვამ­სო - ზუს­ტად მა­სე­თია, ერ­თა­დერ­თი, რისი "ოკუ­პი­რე­ბის" სურ­ვი­ლიც ჰქონ­და (რო­გორც ამას თვი­თონ­ვე ხმა­მაღ­ლა ამ­ბობ­და), ჩვე­ნი გუ­ლე­ბი იყო და ერ­თა­დერ­თი, რა­საც მისი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა შე­ეძ­ლო, პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უ­ბა­რი გახ­ლდათ.

ვერ ვი­ტყვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს 20%-ის ოკუ­პი­რე­ბის გამო თავს დამ­ნა­შა­ვედ გრძნობ­და, იმი­ტომ რომ თავს ოკუ­პან­ტებ­თან ვერც და არც აი­გი­ვებ­და, ჩვენ­თვი­საც გა­სა­გე­ბი იყო, ყვე­ლა ვხვდე­ბო­დით, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი ჩვენ­გან შორს, სა­დღაც ზედა ეშე­ლო­ნებ­ში წყდე­ბო­და და ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ ლი­ო­შას, რო­მე­ლიც ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად, თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში ისე­ვე მუ­შა­ობ­და 24 სა­ა­თი, რო­გორც მე ჩემ­სა­ში, არა­ვინ ეკი­თხე­ბო­და, რო­მე­ლი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პი­რე­ბას გა­და­წყვეტ­და კრემ­ლი.

ისე­ვე რო­გორც მე არ მკი­თხეს - მსურ­და თუ არა გავ­რი­ლო­ვის ხილ­ვა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ტრი­ბუ­ნა­ზე. რო­გორც უკვე ვთქვი, მცდა­რი და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც სულ სხვა­გან, ჩვენ­გან ძა­ლი­ან შორს მი­ი­ღე­ბა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა ეს­მი­რამ და სო­მეხ­მა რო­ბერ­ტმა გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს და მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძვე­ლი და ახა­ლი ამ­ბე­ბი დრო­ე­ბით და­ი­ვი­წყეს. ასე ერ­თმა­ნეთს შან­სი მის­ცეს და ის დრო, რო­მე­ლიც, წე­სით, უშე­დე­გო და უმიზ­ნო კა­მათ­ში უნდა და­ე­ხარ­ჯათ, სიმ­ღე­რას და­უთ­მეს.

რო­ბერ­ტი ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი აღ­მოჩ­ნდა, ეს­მი­რა როკ-მუ­სი­კის თავ­გა­და­დე­ბუ­ლი ფანი. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი როკი არა­ვის გვქონ­და მოს­მე­ნი­ლი, იქამ­დე, სა­ნამ ეს­მი­რამ გრძე­ლი თმე­ბის წინ და უკან ფრი­ა­ლით ჭეშ­მა­რი­ტე­ბას არ გვა­ზი­ა­რა. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და და­უ­ვი­წყა­რი მა­ინც სომ­ხურ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი როკ-ოპე­რუ­ლი დუ­ე­ტი გა­მო­ვი­და - რო­გო­რი პა­რა­დოქ­სუ­ლი მე­გობ­რე­ბიც გახ­დნენ, იმ­დე­ნად პა­რა­დოქ­სულ სიმ­ღე­რებს ას­რუ­ლებ­დნენ.

ღვი­ნო და რა­ჭუ­ლი ცეკ­ვა ყვე­ლას ერ­თად გვარ­თობ­და და გვამ­ხი­ა­რუ­ლებ­და. ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბად ისე­თი მა­რა­დი­უ­ლი, მშვი­დო­ბი­ა­ნი რე­პერ­ტუ­ა­რი შე­ვარ­ჩი­ეთ, რო­გო­რიც - Knockin' on heaven's door, Let it be და We are the world-ია, თუმ­ცა ღვი­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბით ბევრ ისეთ სიმ­ღე­რა­საც ვმღე­რო­დით, რომ­ლე­ბიც არც მახ­სოვს და, ალ­ბათ, არც არის სა­სურ­ვე­ლი რომ გა­ვიხ­სე­ნო.

მოკ­ლედ ხომ ვთქვი, ნამ­დვი­ლი სოფ­ლის მა­შე­ნებ­ლე­ბი­ვით, თან ვმღე­რო­დით, თან მე­გობ­რო­ბას ვა­შე­ნებ­დით. სა­ფუძ­ვლად სიყ­ვა­რუ­ლი, მა­სა­ლად ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ვი­ყე­ნეთ და ახა­ლი რე­ა­ლო­ბა ავა­შე­ნეთ, სა­დაც სა­ზღვრე­ბი მუ­დამ ირ­ღვე­ვა, სა­დაც პო­ლი­ტი­კა მე­გობ­რო­ბას ვერ გან­სა­ზღვრავს, სა­დაც ჩემს ქვე­ყა­ნას ერთი გოჯი მი­წაც არ აკ­ლია, სა­დაც ეს­მი­რა და რო­ბერ­ტი სიყ­ვა­რულ­მა გა­ა­ერ­თი­ა­ნა.

და­შო­რე­ბი­სას ყვე­ლა ზედ­მე­ტად სენ­ტი­მენ­ტა­ლურ გან­ყო­ბა­ზე დავ­დე­ქით, მან­ძილ­მა არა, თუმ­ცა იმ დრომ შეგ­ვა­ში­ნა, რო­მე­ლიც ჩვენს ხელ­მე­ო­რედ შეხ­ვედ­რას დას­ჭირ­დე­ბო­და. შემ­დე­გი შეხ­ვედ­რის დრო და ად­გი­ლი დაშ­ლის­თა­ნა­ვე შე­ვა­თან­ხმეთ - ოპ­ტი­მა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი სა­ქარ­თვე­ლო აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც გარ­და იმი­სა, რომ ყო­ველ­თვის ყვე­ლას­თვის ღია აქვს კარი, ერ­თა­დერ­თი და უალ­ტერ­ნა­ტი­ვო ქვე­ყა­ნაც არის, რო­მელ­საც ჩვე­ნი „უსა­ზღვრო“ მე­გობ­რო­ბის და­ტე­ვა შე­ეძ­ლო.

შე­ეძ­ლო წარ­სულ­ში, რად­გან აწ­მყო­ში, ჩრდი­ლო­ვა­ნი და ჩრდი­ლო­ე­ლი ხელი კვლავ აფა­თურ­და, ჩვე­ნი დამ­სხვრე­უ­ლი სა­ზღვრე­ბის აშე­ნე­ბა კვლავ და­ი­წყო, უალ­ტერ­ნა­ტი­ვო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, შე­უძ­ლე­ბელ პერ­სპექ­ტი­ვად აქ­ცია. პა­რა­დოქ­სია არა?! - პო­ლი­ტი­კას ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან, ადა­მი­ა­ნე­ბის­ვე კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. პო­ლი­ტი­კის გამო, მე­გობ­რე­ბი ჩვენს ქვეყ­ნებ­ში ერ­თმა­ნე­თის ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობთ. გული ღია დაგ­ვრჩა, კარი ჩა­ი­კე­ტა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რატომ მიყვარს ჩემი რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი მეგობრები

რატომ მიყვარს ჩემი რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი მეგობრები

სალომე აბულაშვილის ბლოგი

ჩვენ მეგობრობა გვინდოდა, იმის მიუხედავად, რომ მეგობრობა ჩვენი ქვეყნების ისტორიიდან უკვე რამდენიმე ათწლეულია ამოიშალა. გარდაუვალი იყო - იმის გაცნობიერებას, თუ რომელი ქვეყნების წარმომადგენლები ვიყავით, ტკივილი მოჰყვებოდა. ტკივილი ომის, ტკივილი დანაკარგის, ტკივილი სისხლის...

ოთხივე მივხვდით, რომ ორი გზა გვქონდა: ან ხელის ჩამორთმევის შემდეგ ამ ტკივილზე ხმამაღლა და საყვედურის ტონით ვისაუბრებდით და ბოლოს ჩვენც მტრები გავხდებოდით, ან ყველა ცალ-ცალკე და ერთად შევთანხმდებოდით, რომ მეგობრობას საზღვრები არ აქვს, რომ მეგობრობის კანონმდებლებიც და აღმასრულებლებიც ჩვენ თვითონ ვართ.

გავიაზრეთ, რომ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიის გადაწერა შეგვეძლო, ეს ისტორია მხოლოდ ოთხს გვეცოდინებოდა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, დიდი ცვლილებები ყოველთვის პატარა ნაბიჯებით იწყება... და სოფლის მაშენებლებივით საქართველოს, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ახლებური ურთიერთობის მშენებლობა დავიწყეთ.

რატომ მიყვარს ჩემი რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი მეგობრები? - აგრესორი ქვეყნიდან ჩამოსული ლიოშა ისეთი მზრუნველი აღმოჩნდა, რომ სხვების კეთილდღეობისთვის საკუთარ ინტერესებსა და კომფორტს ძალიან ადვილად თმობდა. რომ იტყვიან გაიხდის და შენ ჩაგაცვამსო - ზუსტად მასეთია, ერთადერთი, რისი "ოკუპირების" სურვილიც ჰქონდა (როგორც ამას თვითონვე ხმამაღლა ამბობდა), ჩვენი გულები იყო და ერთადერთი, რასაც მისი გაღიზიანება შეეძლო, პოლიტიკაზე საუბარი გახლდათ.

ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს 20%-ის ოკუპირების გამო თავს დამნაშავედ გრძნობდა, იმიტომ რომ თავს ოკუპანტებთან ვერც და არც აიგივებდა, ჩვენთვისაც გასაგები იყო, ყველა ვხვდებოდით, რომ პოლიტიკური საკითხები ჩვენგან შორს, სადღაც ზედა ეშელონებში წყდებოდა და ერთ ჩვეულებრივ ლიოშას, რომელიც ოჯახის სარჩენად, თავის ქვეყანაში ისევე მუშაობდა 24 საათი, როგორც მე ჩემსაში, არავინ ეკითხებოდა, რომელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირებას გადაწყვეტდა კრემლი.

ისევე როგორც მე არ მკითხეს - მსურდა თუ არა გავრილოვის ხილვა საკუთარი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე. როგორც უკვე ვთქვი, მცდარი და სწორი გადაწყვეტილებებიც სულ სხვაგან, ჩვენგან ძალიან შორს მიიღება.

აზერბაიჯანელმა ესმირამ და სომეხმა რობერტმა გაცნობისთანავე მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს და მთიანი ყარაბაღი და მასთან დაკავშირებული ძველი და ახალი ამბები დროებით დაივიწყეს. ასე ერთმანეთს შანსი მისცეს და ის დრო, რომელიც, წესით, უშედეგო და უმიზნო კამათში უნდა დაეხარჯათ, სიმღერას დაუთმეს.

რობერტი ოპერის მომღერალი აღმოჩნდა, ესმირა როკ-მუსიკის თავგადადებული ფანი. აზერბაიჯანული როკი არავის გვქონდა მოსმენილი, იქამდე, სანამ ესმირამ გრძელი თმების წინ და უკან ფრიალით ჭეშმარიტებას არ გვაზიარა. ყველაზე საინტერესო და დაუვიწყარი მაინც სომხურ-აზერბაიჯანული როკ-ოპერული დუეტი გამოვიდა - როგორი პარადოქსული მეგობრებიც გახდნენ, იმდენად პარადოქსულ სიმღერებს ასრულებდნენ.

ღვინო და რაჭული ცეკვა ყველას ერთად გვართობდა და გვამხიარულებდა. ალტერნატივებად ისეთი მარადიული, მშვიდობიანი რეპერტუარი შევარჩიეთ, როგორიც - Knockin' on heaven's door, Let it be და We are the world-ია, თუმცა ღვინის ზემოქმედებით ბევრ ისეთ სიმღერასაც ვმღეროდით, რომლებიც არც მახსოვს და, ალბათ, არც არის სასურველი რომ გავიხსენო.

მოკლედ ხომ ვთქვი, ნამდვილი სოფლის მაშენებლებივით, თან ვმღეროდით, თან მეგობრობას ვაშენებდით. საფუძვლად სიყვარული, მასალად ურთიერთპატივისცემა გამოვიყენეთ და ახალი რეალობა ავაშენეთ, სადაც საზღვრები მუდამ ირღვევა, სადაც პოლიტიკა მეგობრობას ვერ განსაზღვრავს, სადაც ჩემს ქვეყანას ერთი გოჯი მიწაც არ აკლია, სადაც ესმირა და რობერტი სიყვარულმა გააერთიანა.

დაშორებისას ყველა ზედმეტად სენტიმენტალურ განყობაზე დავდექით, მანძილმა არა, თუმცა იმ დრომ შეგვაშინა, რომელიც ჩვენს ხელმეორედ შეხვედრას დასჭირდებოდა. შემდეგი შეხვედრის დრო და ადგილი დაშლისთანავე შევათანხმეთ - ოპტიმალური ვარიანტი საქართველო აღმოჩნდა, რომელსაც გარდა იმისა, რომ ყოველთვის ყველასთვის ღია აქვს კარი, ერთადერთი და უალტერნატივო ქვეყანაც არის, რომელსაც ჩვენი „უსაზღვრო“ მეგობრობის დატევა შეეძლო.

შეეძლო წარსულში, რადგან აწმყოში, ჩრდილოვანი და ჩრდილოელი ხელი კვლავ აფათურდა, ჩვენი დამსხვრეული საზღვრების აშენება კვლავ დაიწყო, უალტერნატივო შესაძლებლობები, შეუძლებელ პერსპექტივად აქცია. პარადოქსია არა?! - პოლიტიკას ადამიანები ქმნიან, ადამიანებისვე კეთილდღეობისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. პოლიტიკის გამო, მეგობრები ჩვენს ქვეყნებში ერთმანეთის ადგილს ვერ ვპოულობთ. გული ღია დაგვრჩა, კარი ჩაიკეტა...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ