რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აქციაზე გამომსვლელებმა მიიღეს.
"ალყაში, რომ მოვაქცევთ პარლამენტს, შემდეგ ყველამ ერთად საქართველოს ჰიმნი ვიმღეროთ", - მიმართა მიშა მშვილდაძემ აქციის მონაწილეებს.
ამასთან, მან დემონსტრანტებს მიმართა, რომ აქცია ხვალ 19:00 საათზე გაგრძელდება.