19 წლის მაკო გომურის დასახმარებლად, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა, ფეისბუქ-აქციას იწყებენ. ინიციატორი აშშ-ში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ტატო ოქრუაშვილია, რომელმაც აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტი "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა:
"მოკლედ ვნახე ამ სასწაული გოგოს გამოსვლა კლინიკიდან! უმაგრესი გოგოა! პირველი რაც გავაკეთე იყო გუგლში შესვლა და მოძებნა Eye transplant clinics USA. მოკლედ ამერიკაში არის ძალიან ბევრი მაგარი კლინიკა, რომლებიც აკეთებენ შესანიშნავ ოპერაციებს და დაახლოებით მათი მომსახურეობა ჯდება 30-50k დოლარი. მე მზად ვარ გავაკეთო პირველი დონაცია 1000 დოლარის სახით იმისათვის,რომ მაკოს გადავუნერგოთ თვალი. მსურს ამ მაგარ საქმეში შევიტანო ჩემი და ჩემი ოჯახის წვლილი, როგორც ადამიანებისა რომელბმაც ვერ შევძელით მაკოსთან ერთად დგომა იმიტომ რომ არ ვართ საქართველოში. ჩვენ ასევე დავეხმარებით მაკოს ამერიკაში ვიზიტის დროს დასარჩენით და ასევე სხვა აუცილებელი საჭიროებებით. დარწმუნებული ვარ ამ საქმეში ბევრი ძალინ მაგარი ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჩაერთვება.
Nini Mtchedlishvili Mary Jobava Keta Goletiani მეგორბები გამომიდანრე იქიდან, რომ თქვენ იყავით შესამჩნევად აქტიურნი ამ პროცესებში, თქვენთან მექნება თხოვნა მიაწვდინოთ მაკოს ხმა და შესთავაზოთ დახმარება. თუ მას სურვილი ექნება, ხვალვე დავიწყებთ ყველაფრის დეტალებში გარკვევას" - წერს ოქრუაშვილი. მის პოსტს უამრავი ინტერნეტმომხმარებელი აზიარებს.
გოგონა, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გამოწერეს. 19 წლის მაკო გომურმა „ნიუ ჰოსპიტალის" შენობა ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა. გომურს საავადმყოფოსთან გულშემატკივრები ყვავილებით და ბუშტებით დახვდნენ და საჩუქრად კნუტი გადასცეს.
"ვდგავარ მყარად და მინდა, თქვენც დაგანახოთ, რომ მყარად ვდგავარ. არ შევწყვეტ ბრძოლას ჩემი ჯანმრთელობის გამო, რომ მივიყვანო ყველაფერი ბოლომდე და დავიბრუნო ჩემი პატარა თვალი," - განაცხადა მაკო გომურმა.