საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ეს სისხლიანი ღამე არასდროს დამავიწყდება" - პარლამენტის წინ აქციაზე მაკა ჩიჩუა მივიდა
"მე ეს სისხლიანი ღამე არასდროს დამავიწყდება" - პარლამენტის წინ აქციაზე მაკა ჩიჩუა მივიდა

ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი მაკა ჩი­ჩუა პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე მი­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ამ ფორ­მით აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბას იზი­ა­რებს. ამას­თან კი­თხვა­ზე, ხომ არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რომ დღე­ვან­დელ აქ­ცი­ა­ზე ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მისი მე­უღ­ლე გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლიც­მი­ვი­დეს, მაკა ჩი­ჩუა პა­სუ­ხობს, რომ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის და მოს­ვლის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თვი­თონ, და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღო. მ

ისი თქმით, რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტის სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა "ყვე­ლაფ­რის ციკ­ლი იყო".

"ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ვამ­ბობ მო­ქა­ლა­ქი­სა და დე­დის პო­ზი­ცი­ი­დან, არის ის, რომ მე ეს სის­ხლი­ა­ნი ღამე არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ძა­ლი­ან რთუ­ლია, უყუ­რო, ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნებ­მა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ტო­ვონ სი­ცო­ცხლე. როცა არ­სე­ბობს სრუ­ლი­ად მშვი­დო­ბი­ა­ნი და სუფ­თა სუ­ლის პრო­ტეს­ტი ადა­მი­ა­ნებ­ში. მათი და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი, მო­წყვე­ტი­ლი სხე­უ­ლე­ბი... რაც ვნა­ხე, ეს ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია. არ ვიცი, სი­ტყვე­ბი არ არ­სე­ბობს. გა­უ­გე­ბა­რი კი არა, ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს მიღ­მაა. სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, სუფ­თა ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც სურ­ვი­ლი აქვთ, რომ თა­ვი­ან­თი პრო­ტეს­ტი და ხედ­ვა და­ა­ფიქ­სი­რონ, ტყვია რო­გორ უნდა ეს­რო­ლო?! თუნ­დაც რე­ზი­ნის იყოს და თუნ­დაც წყა­ლის ჭავ­ლი იყოს“, - გა­ნა­ცხა­და მაკა ჩი­ჩუ­ამ.

ამას­თან, მისი თქმით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ხე­ომ­წი­ფომ უნდა აი­ღოს.

"რო­გორ ფიქ­რობთ, ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი?! პა­სუ­ხიმ­გე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ხალ­ხმა და­ი­ქი­რა­ვა. მგო­ნი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ზუს­ტად იმ ადა­მი­ა­ნებს ეკის­რე­ბათ, ვინც უნდა დაგ­ვიც­ვას. მთა­ვა­რია, სიხ­ლი აღარ და­იღ­ვა­როს, მთა­ვა­რია ეს გა­და­ვი­დეს ისეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში, რა­საც ცი­ვი­ლუ­რი, პროგ­რე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ეს არ უნდა იყოს ჯო­ხით, ია­რა­ღით და მუ­ქა­რით. თუ ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბა შედ­გე­ბა და ამ ადა­მი­ა­ნებს და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ იმ მო­თხოვ­ნებს, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლე­გი­ტი­მუ­რად მეჩ­ვე­ნე­ბა, იმ ფონ­ზე, რა­საც გავ­რი­ლო­ვის ჩა­მოს­ვლა ჰქვია. და­ა­სის­ხლი­ა­ნეს სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი. მე მინ­და, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა მი­ი­ღონ ნორ­მა­ლუ­რი პა­სუ­ხი ყვე­ლა შე­კი­თხვა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ჩი­ჩუ­ამ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"მე ეს სისხლიანი ღამე არასდროს დამავიწყდება" - პარლამენტის წინ აქციაზე მაკა ჩიჩუა მივიდა

"მე ეს სისხლიანი ღამე არასდროს დამავიწყდება" - პარლამენტის წინ აქციაზე მაკა ჩიჩუა მივიდა

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ ამ ფორმით აქციის მონაწილეების სულისკვეთებას იზიარებს. ამასთან კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ დღევანდელ აქციაზე ყოფილი პრეზიდენტი, მისი მეუღლე გიორგი მარგველაშვილიცმივიდეს, მაკა ჩიჩუა პასუხობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის და მოსვლის შესახებ გადაწყვეტილება თვითონ, დამოუკიდებლად მიიღო. მ

ისი თქმით, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლა "ყველაფრის ციკლი იყო".

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვამბობ მოქალაქისა და დედის პოზიციიდან, არის ის, რომ მე ეს სისხლიანი ღამე არასდროს დამავიწყდება. ძალიან რთულია, უყურო, ახალგაზრდა ადამიანებმა როგორ შეიძლება დატოვონ სიცოცხლე. როცა არსებობს სრულიად მშვიდობიანი და სუფთა სულის პროტესტი ადამიანებში. მათი დასისხლიანებული სახეები, მოწყვეტილი სხეულები... რაც ვნახე, ეს ჩემთვის გაუგებარია. არ ვიცი, სიტყვები არ არსებობს. გაუგებარი კი არა, ყველანაირ ზღვარს მიღმაა. სრულიად ახალგაზრდა, სუფთა ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ თავიანთი პროტესტი და ხედვა დააფიქსირონ, ტყვია როგორ უნდა ესროლო?! თუნდაც რეზინის იყოს და თუნდაც წყალის ჭავლი იყოს“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

ამასთან, მისი თქმით, პასუხისმგებლობა სახეომწიფომ უნდა აიღოს.

"როგორ ფიქრობთ, ვინ არის პასუხისმგებელი?! პასუხიმგებელია სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ხალხმა დაიქირავა. მგონი, პასუხისმგებლობა ზუსტად იმ ადამიანებს ეკისრებათ, ვინც უნდა დაგვიცვას. მთავარია, სიხლი აღარ დაიღვაროს, მთავარია ეს გადავიდეს ისეთ მოლაპარაკებაში, რასაც ცივილური, პროგრესული ადამიანები ახორციელებენ. ეს არ უნდა იყოს ჯოხით, იარაღით და მუქარით. თუ ეს მოლაპარაკება შედგება და ამ ადამიანებს დაუკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომელიც აბსოლუტურად ლეგიტიმურად მეჩვენება, იმ ფონზე, რასაც გავრილოვის ჩამოსვლა ჰქვია. დაასისხლიანეს სრულიად უდანაშაულო ადამიანები. მე მინდა, რომ ადამიანებმა მიიღონ ნორმალური პასუხი ყველა შეკითხვაზე", - განაცხადა ჩიჩუამ.

"იმედის" გენერალურ დირექტორად მაკა ლომიძე დაინიშნა

კახეთში დააკავეს პირი, რომელმაც ხაშმის წმ. გიორგის ეკლესია გაქურდა - დაკავებულს არასრულწლოვანი ძმა ეხმარებოდა

"ფიზიკური ტკივილების მიუხედავად, მაინც ვახერხებდი გადაღებებზე სიარულს" - რატომ დასჭირდა თაკო ტაბატაძეს სასწრაფო ოპერაცია და რას ფიქრობს თამამ როლზე "ჩცდ"-ში